რას ემყარება ოზურგეთელ პარტიულ ლიდერთა და ახალი მოძრაობის დაფუძნების მსურველთა განცხადებები

პოლიტიკა

რას ემყარება ოზურგეთელ პარტიულ ლიდერთა და ახალი მოძრაობის დაფუძნების მსურველთა განცხადებები

2019 ოქტ 16 16:41:00

2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოზურგეთში მოქმედი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, როგორც თავად აღნიშნავენ, განსაკუთრებით ემზადებიან ამ არჩევნებისთვის. შეინიშნება სხვადასხვა აქტივობები. ხელისუფლების საქმიანობის მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, ხშირად ისმის პოზიტიური შეფასებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გამო, თუმცა, ამას, ძირითადად, საკუთარ აქტივობას და "გავრილოვის ღამედ" წოდებული, 20 ივნისის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.

ოპოზიციური პარტიების გარდა, აქტივობა იგრძნობა ისეთი ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ახლა აპირებენ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას და როგორც თავად ამბობენ, "აქვთ ამბიცია, მამულიშვილური სიტყვა თქვან".

_ წინასაარჩევნო წელია და პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისა და ახალი პოლიტიკური სპექტრის ჩამოსაყალიბებლად. პარტიები შეეცდებიან, ღირსეული ადამიანებით შეავსონ სია და ქმედითი, რეალური პროგრამები შესთავაზონ მოქალაქეებს. მოლოდინი დიდია. დიახ, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული, ახალი და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პარლამენტი. იქმნება შტაბი. ვივსებით ახალი შემადგენლობით, ვგეგმავთ სამოქმედო, მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებს. მომხრეები და თანამოაზრეები გვყავს, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებთ არჩევნებში მიღებული პროცენტული რაოდენობის დასახელებისგან _ "საქმემან ჩვენმა წარმოგვაჩინოს", _ კომკავშირული პატაკივით მოგვაწოდა საკუთარი აზრი "ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რეზი ხუნდაძემ, რომელიც 23 წლისაა და არც გაემტყუნება ენთუზიასტის პოზიციაზე ყოფნა.

რა ხდება "ევროპული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შემადგენლობაში?

_ ბოლო არჩევნებში ჩვენმა პარტიამ ოზურგეთში ხუთი ათასამდე ხმა მიიღო. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო დიდი აქტივობაა. უფრო სწორად, ჩვენ არასდროს ვჩერდებით _ სულ გავდივართ ხალხში, ქალაქში, სოფლებში. ვეცნობით, რა საკითხებია მოსაგვარებელი, რა უჭირს ხალხს, ხშირად საკრებულოს სხდომებზეც ისმება საკითხები ჩვენ მიერ მიწოდებული პრობლემების შესახებ. ასევე, პარლამენტშიც კი გაჟღერდა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, როცა გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 7 მილიონი დარჩა აუთვისებელი. ამ თანხით შეიძლებოდა პენსიონერებისთვის 30-ლარიანი დანამატის გაკეთება, თუმცა, ვერასდროს მივაღწიეთ, რომ საპენსიო დანამატის ფონდი შეგვექმნა. სამომავლოდ მაინც ვეცდებით. რას ვაკეთებთ ახლა? 15 სექტემბერს იყო ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ საპარლამენტო სიის ფორმირების წესი. ეს ძალზე საინტერესოა და ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჯობს, სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა ვმუშაობთ სოფლების და ქალაქის პირველად ორგანიზაციებთან მომავალი არჩევნებისთვის კომისიის წევრების, კოორდინატორების და აგიტატორების შერჩევასთან დაკავშირებით. ამ წუთში ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ვიბრძვით იმისთვის, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და მხარი დავუჭიროთ კოალიციური მთავრობის შექმნას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ძალისმიერ, რევოლუციურ სცენარებს ხელისუფლების შესაცვლელად და მხარს ვუჭერთ მისი მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლას. ჩვენი განცხადება ემყარება ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას, რომელიც ხალხთან ერთად მივიღეთ და სამომავლოდ საქმის უკეთესობისკენ შესაცვლელად უნდა გამოვიყენოთ, _ გვითხრა "ევროპული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ გოგოტიშვილმა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის პოზიტიური ნაბიჯი, რასაც მხარს უჭერენ, თუმცა, თქვა ისიც, რომ მთავრობა "გავრილოვის ღამის" შემდეგ იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა.

_ ჩვენმა პარტიამ შეაგროვა 200 ათასზე მეტი ხელმოწერა, სწორედ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, ითხოვდნენ სხვა პარტიებიც. შეგვეძლო ბევრად მეტი ხელმოწერის შეგროვება, თუმცა, აღარ გახდა საჭირო, _ თქვა გოგოტიშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში უფრო კატეგორიული არიან და მიიჩნევენ, რომ "მმართველ ძალას _ "ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჯიბეში ჰყავს ჩასმული მოსყიდული ამომრჩეველი":

_ პროპორციული არჩევნების წესზე გადასვლას ვეთანხმებით და მოგვწონს, მაგრამ ისე არა, როგორც პარლამენტმა გადაწყვიტა. ამავე დროს უნდა ყოფილიყო ბარიერი და ასევე, სავალდებულო არჩევნები, როცა მოქალაქე ვალდებული იქნებოდა, მისულიყო არჩევნებზე და გამოეხატა თავისი ნება. ახლა "ოცნებას" და "ნაცებს" ჯიბეში ჰყავთ ჩასმული 150-ლარიანი აქტივისტები და ყველა არჩევნებზე ასე გადიან ფონს, ხმის მისაცემად კი მოქალაქეთა 60 პროცენტი არ მიდის. სწორედ ამ არმისვლას დაუსვამდა წერტილს სავალდებულო არჩევნები. ამ წუთებში ჩვენ ვაქტიურობთ სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ყველგან გვბლოკავენ. განსაკუთრებით _ ცენტრალური ტელევიზიები. ან იმ დოზით უშვებენ ეთერში ლეიბორისტთა ლიდერების გამოსვლებს, რამდენადაც თავად აძლევთ ხელს. მხოლოდ ფეისბუქსივრცე, სოციალური ქსელია ჩვენთვის ხელმისაწვდომი. ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ვერასდროს პროგნოზს ვერ გააკეთებს, რამდენი ადამიანი მოგვცემს ხმას და ეს იმიტომ, რომ ჯიბეში არ გვყავს ჩასმული ელექტორატი. ყოველთვის ვართ ამომრჩევლის და ღვთის ნებაზე. 22 წელია, ასე ვართ და ვერავინ იტყვის, რომ ამომრჩეველი ფულით მოვისყიდეთ. პროგნოზზე რა გითხრათ?! ვერ გეტყვით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვიქნებით, თუმცა, ვიბრძოლებთ კოალიციური მთავრობის შექმნისთვის. ჩვენი მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან ერთად, სულ იქნება სავალდებულო არჩევნები, რომელიც გამორიცხავს მოსყიდვას, ძალადობას და შანტაჟს ამომრჩეველზე. როცა მოქალაქე კანონით იქნება ვალდებული, წავიდეს არჩევნებზე, რაც დაკანონებულია, როგორც ევროპაში, ისე აზიის ქვეყნებში, გაყალბება გამოირიცხება, _ გვითხრა "ლეიბორისტული პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დათო მამალაძემ, რომელიც ამავდროულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ გვითხრა, რომ ახლა დრო არ აქვს და საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო სამზადისზე უახლოეს მომავალში გვესაუბრება.

პარტიების გარდა, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ახალი მოძრაობის დასაფუძნებლად ემზადებიან და ამბობენ, რომ აუცილებლად ექნებათ სამოქმედო გეგმა, საკუთარი კონცეფცია ქვეყნის განვითარების შესახებ, თუმცა, აკეთებენ მკვეთრ განცხადებებსაც, რა იქნება მათი მოძრაობის მთავარი მიზანი.

ოზურგეთელი ლევან ჯინჭარაძე, რომელიც ახლა ბათუმში ცხოვრობს, პროფესიით ეკონომისტია, 13 წლის განმავლობაში ნოვოსიბირსკში ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა და 2012-14 წლებში ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი იყო, ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები უახლოეს პერიოდში აპირებენ, დააფუძნონ ახალი მოძრაობა, რომელიც მამულიშვილებით დაკომპლექტდება (ლევან ჯინჭარაძე შპს "კომბინირებული საკვები გრანულების" დამფუძნებელია, რომელიც, მისი თქმით, "თი ბი სი ბანკმა" უსამართლო გზით გააკოტრა. ამის შესახებ ორი თვის წინ წერდა "გური ნიუსი". ავტ.):

_ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავაფუძნოთ ახალი მოძრაობა და მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. უპირველესი მიზანი ისიც იქნება, რომ მამუკა ხაზარაძეს და მის "ლელოს" დავხვდეთ ყველგან, სადაც მივლენ და დავუსვათ კითხვას, კონკრეტულად, რა პოლიტიკური განაცხადით მოდიან ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, აჭარა-გურიის რეგიონში. მე მქონდა საწარმო, როგორიც არავის გაუკეთებია მას შემდეგ, რაც 250-მილიონიანი სახელმწიფო დაიშალა. ხაზარაძემ ეს უსამართლო დამოკიდებულებით დამინგრია. ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები ვქმნით მოძრაობას, საიდანაც შევეცდებით, კორექტულად, არგუმენტირებულად ავუხსნათ საქართველოს მოსახლეობას, რატომ არ უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში ხაზარაძე და მისი გუნდი, მათ იდეოლოგიური შეუთავსებლობა აქვთ ჩვენს სამშობლოსთან. საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ მათ არ უნდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება და ამას არგუმენტებით დავასაბუთებთ. ჟოლოთი და მოცვით აშენებული ქვეყანა ვინ ნახა?

მილიონები იხარჯება არაფრისმომცემ პროექტებში. მარტივად რომ ვთქვათ, მიწის ხვნას და სერიოზულ საქმის კეთებას არავინ აფინანსებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარებისთვის საჭიროზე მეტი ბიუჯეტი აქვს, თუმცა, უმეტესად არაფრისმომცემ პროექტებში იხარჯება. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, _ ამბობს ლევან ჯინჭარაძე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთში მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები აქტიურობენ და სურთ ახალი მოძრაობის დაფუძნება, თუმცა, მათ ამჯერად აღნიშნულის შესახებ საუბარი არ ისურვეს.




 ახალი ამბები
  • "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_ ფოტოები აცანადანგურიის თითოეული სოფელი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, თუმცა, სოფელ აცანას ზღაპრული ხიბლი აქვს. აცანა  მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მ-ის სიმაღლეზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სახელწოდება აცანა არის ლაზურ-ჭანური წარმოშობისაა და  მოიხსენიება ანტიკური ხანიდან. ცნობისთვის, აცანაში აღმოჩენილია უნიკალური, ანტიკური, სპორტული ინვენტარი _ საჯილდაო ქვა, რომელიც სოფლის განაპირად თინა გუგუშვილის ეზოში ინახებოდა, ეს იყო ვაჟკაცთა ქვა. აგრეთვე დავით ქინქლაძის ოჯახში ინახებოდა გოთიკური ტიპის გასაღები, ოქონის ბეჭედი, რომელიც მან გადასცა აცანის მამათა მონასტერს. "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ამო ქინქლაძე და აცანის ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ გთავაზობთ. ... ...
  • ბიომრავალფეროვნების კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნები დააკმაყოფილესგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების - მწვანე ალტერნატივას, „საბუკოსა“ და „ნაკრესის“ მოთხოვნები  „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. კერძოდ, პროექტის არსებული ვერსია, რომელიც, ორგანიზაციების მითითებით, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, პარლამენტს აღარ წარედგინება. ასევე, ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მისი დამატებითი განხილვებისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, სამინისტრო საჯარო შეხვედრასაც ჩაატარებს. მეტი გამჭვირვალობისთვის, ასევე ორგანიზაციების მოთხოვნით, სამინისტრო წარმოადგენს დეტალურ განმარტებასაც იმის შესახებ, თუ რომელი შენიშვნები აისახება და არ აისახება კანონპროექტში და - რატომ. 30 იანვარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი მიმართვაში გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ითხოვდნენ, კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინათ პარლამენტისთვის, რადგან ის მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებდა. პროექტის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციები სამინისტროს  თანამშრომლობასაც სთავაზობდნენ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამინისტროს მიერ დასრულებულ ვერსიად წარმოდგენილი დოკუმენტი მაინც გაუმართავი იყო სამართლებრივი და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. მასში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებები და პრაქტიკულად არ იყო მოცემული რეგულაციების განხორციელების მექანიზმები. შესაბამისად, კანონპროექტი „ვერ უზრუნველყოფდა ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას“. ამის მიზეზი კი, ორგანიზაციების თვალსაზრისით, პროექტის გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული მხარეების არასათანადო ჩართულობით, ექსპერტთა შენიშვნების დიდი ნაწილის გაუთვალისწინებლობით და ფორმალური, ზედაპირული საჯარო განხილვების ფონზე მომზადება ... ...
  • აქცია პარლამენტთან_ "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის"დღეს დილიდან პარლამენტთან ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან „ევროპული საქართველოს" და „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. „ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატს აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია პარლამენტში შესვლა. როგორც ოპოზიცია აცხადებს პარლამენტის პიკეტირების მცდელობები და აქციები მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება, თუ საჭირო გახდა საპარლამენტო არჩევნების დღემდე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელსაც პარლამენტის შენობაში შესვლა დღეს შეძახილების ფონზე მოუწია.  როგორც მან ჟურნალისტებთან  განაცხადა,  "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის და ეს უკვე უხერხულია". მდინარაძის თქმით, დღეს პარლამენტში ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია, ირაკლი შოთაძის კენჭისყრა კი დღეს იქნება თუ ხვალ, ჯერ გადაწყვეტილი არ ... ...
  • ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული,  დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, თითქოსდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას, ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით,  ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...
  • ჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახაჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.  შემთხვევის შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...