რას ჰპირდება პრემიერი ჩოხატაურელებს

პოლიტიკა

რას ჰპირდება პრემიერი ჩოხატაურელებს

16 ოქტ. 2020, 16:45:08

„ჩვენ უკან არ ვიყურებით, ჩვენთვის მთავარია ის გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი ბავშვები, ჩვენი ხანდაზმულები, ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ეს ის ხალხია, ვისზეც სახელმწიფო დგას და რომელთა შრომითაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა იყოს წარმატებული, ამიტომ ყველაფერი ეს უნდა გავაკეთოთ ერთად, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჩოხატაურში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას მომავალი 4 წლისთვის აქვს კონკრეტული გეგმა, თუ სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა არის გასაკეთებელი.

მოგესალმებით, ჩვენო გურულებო! დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა, ამ მყუდრო და თბილ გარემოში, ჩვენი ქვეყნისა და გურიის ხვალინდელ დღეზე საუბარი. ჩვენ უკან არ ვიყურებით, ჩვენთვის მთავარია ის გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი ბავშვები, ჩვენი ხანდაზმულები, ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ეს ის ხალხია, ვისზეც სახელმწიფო დგას და რომელთა შრომითაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა იყოს აღმატებული, ამიტომ ყველაფერი ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. საქართველოს მთავრობას მომავალი 4 წლისთვის აქვს კონკრეტული გეგმა, თუ სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა არის გასაკეთებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში რამდენად განვითარდა სისტემური ინფრასტრუქტურა, გზები, გაზმომარაგება, წყალი, მაინც ისეთ საკითხებში, როგორიც არის
წყალმომარაგება, სასმელი და საირიგაციო წყალი, ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ეს ყველაფერი ჩვენ გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა მოვიყვანოთ წესრიგში, ისე როგორც ნორმალურ, კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ ევროპაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ სადმე წასვლა, არ უნდა იყოს დიდი სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი _ ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა თუ თბილისში, მას ყველგან უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, _ აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმ აშკარა პროგრესისა, რომელიც სისტემურ ინფრასტრუქტურაშია, საქართველოს მთავრობა გეგმავს, მომავალი 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

ძირითადად ეს იქნება წყალი, გაზმომარაგება, საირიგაციო, სარწყავი წყლები, გზები და .. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ახალი თაობა ნორმალურ, კომფორტულ და რაც მთავარია ისეთ გარემოში იღებდნენ განათლებას, რომ მათ შეეძლოთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა. დღეს, სამწუხაროდ, ყველას პირბადე გვიკეთია და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება მთელს მსოფლიოში. როგორც დღეს ეპიდემია არის გლობალური, კონკურენციაც იქნება გლობალური და ჩვენს შვილებს მოუწევთ დიდი და სისტემური ქვეყნების შვილებთან კონკურენცია. ამიტომ, განათლება, ჯანდაცვა, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, მნიშვნელოვანია“, _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია.

ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვიწევს გამოწვევებით სავსე პერიოდში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ პანდემიას. რამდენადაც გასაკვირი და რთულად დასაჯერებელი არ უნდა იყოს, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. მაგალითად, გუშინწინ მსოფლიოში დაინფიცირდა 380 000 ადამიანი. არ მინდა ვირუსის სიმძიმეზე საუბარი, რადგან როგორც ჩვენ ერთად გავუმკლავდით პირველ ტალღას, ასე უნდა დავირაზმოთ და ერთიანობით გავუმკლავდეთ მეორე ტალღასაც. ეს არ იქნება მარტივი. ვერავინ დაგპირდებათ და ტყუილი იქნება, თუ ვინმე დაგპირდებათ, რომ ვირუსი ერთ დღეში გაქრება, ან ცალკე აღებული საქართველო შეძლებს ამ გამოწვევის და კრიზისის დამარცხებას.

რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას ერთად, შრომით, ელემენტარული წესების დაცვით. რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, პირბადე უნდა ვატაროთ და დისტანციაც უნდა დავიცვათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ხანდაზმულები და მოხუცები და იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისი არ გაღრმავდეს ისე, რომ შემდგომ ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის ბევრი დრო დაგვჭირდეს. უნდა დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც ძვირფასია ამ კუთხისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც“, _ განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარია სამართლიანი და ღირსეული გამარჯვება 31 ოქტომბერს.

მე ერთ რამეს შემიძლია დაგპირდეთ, რომ ჩვენი ყურადღების ცენტრი ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც ჩვენ გავაგრძელებთ ამ პანდემიასთან ბრძოლასაც და რა თქმა უნდა, შემდგომი 4 წლის განმავლობაში მუშაობას, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ღირსეული გამარჯვება 31 ოქტომბერს.

დღეს, ჩვენ, ისეთი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მოქალაქეების, რომელსაც ვგრძნობთ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ეს გამარჯვება არ დავაყენოთ რისკის ქვეშ. ნებისმიერ პროვოკაციას უნდა გავუძლოთ ღირსეულად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდ გარემოში, ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვოთ. გამარჯვებას გისურვებთ!” _ აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.




 ახალი ამბები
  • “აი ია, ძია იაკობ, აი იაო” _ დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეაიაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1840 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იაკობი ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. “დედა ენა” ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს. ეს ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”. არსებობს ლეგენდა. იაკობ გოგებაშვილს დიდხანს უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა. ადრე გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი იაო”, – იძახდა გოგონა. “დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…”, – წერს გოგებაშვილი. წყარო: ... ...
  • ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება _ ჭიჭინაძექვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "ხალხი ყოველდღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „ შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს. „ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს იმ დახმარებასაც, რასაც უცხოელი პარტნიორები ხალხისთვის გზავნიან. ტენდერში გამარჯვებული ე.წ. შემომწირველების   შემოწირულობებიც სახელმწიფოს ფულით არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გზაა. მოკლედ, სწორედ ასეთი უაზრო ხარჯვების  და მოსყიდვების გამო,  არჩევნების შემდეგ, უმძიმესი პერიოდი დადგება და ამას თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე , საკუთარ შემოსავალზე, საკუთარ მაცივარზე იგრძნობს, _ აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • მუხაშავრია: “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს (R)“ქართული ოცნების”  წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს  ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და  დაწესებულებების პერსონალს - სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს,  მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები  დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41. მიხეილ ყაველაშვილი ასევე პირადად ხვდება ხანდაზმულ ადამიანებს და მათ სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მათ ასეთი არ სჭირდებათ. ასევე პირადად მაწვდიან ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მოგეხსენაბათ არალეგალური და დაუშვებელია. თან, ეს ყველაფერი  ხდება ძალიან ინტენსიური ტემპით და  მოსახლეობა ამით შეწუხებულია. მივმართავ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა მისი განკარგულებით არ ხდება ეს უკანონობა.  ჩემის მხრივ კი, გპირდებით ყველას, რომ მსგავსი უკანონო საქციელებისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას, ამა წლის პირველი ნოემბრიდან“,_ აცხადებს ლია მუხაშავრია, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრი. (R) ... ...
  • როდის გახსნის პანდემიის გამო დახურულ ქუთაისის ბაზას WizzAir "ქუთაისის ბაზას, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გავხსნით“, - ამის შესახებ BMG-ს უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. ცნობისთვის: ზაფხულის სანავიგაციო სეზონი მარტის ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მისი თქმით, ავიაკომპანია ბაზის გახსნას და ოპერირების განახლებას ზამთრის სეზონზე აპირებდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. „ფრენების აღდგენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ან ერთ რომელიმე ქვეყანაზე, ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც - საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდასა და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ძველი პოზიციების დაბრუნებას ეტაპობრივად ვეცდებით”, - აღნიშნა ანდრაშ რადომ. ამასთან, როგორც BMG-ისთან ინტერვიუში ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა თქვა, მათ რამდენიმე ქვეყანაში სტრატეგია შეცვალეს და ფოკუსი შიდა ფრენებზე გააკეთეს, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზე მოდის, ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში დაიხურა ბაზა, ზოგან კი, პირიქით - მეორე და მესამე გაიხსნა. „პანდემიის ფონზე ფრენების უმეტესობა შიდა გადაადგილებაზე მოდიოდა და ამიტომ დადგა საჭიროება, გაგვეხსნა ახალი ბაზები; ასევე, ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ ახალი მიმართულებების და სწორედ ამის მიზეზია ახალი ბაზის გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში, ხოლო გაუქმებული ფრენების გამო, ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას; ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, ვაახლებთ ავიაპარკს და როცა დასრულდება პანდემია და დაიწყება როგორც საავიაციო, ასევე, ტურიზმის სექტორის აღდგენა, მზარდ მოთხოვნას მომზადებულები დავხვდებით “, - აღნიშნა WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ. ცნობისთვის: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის სხვადასხვა მიმართულებებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისების ეტაპობრივად ანახლებს. ავიაკომპანიამ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირება რამდენიმე კვირის უკან განაახლა, ხოლო ნოემბრიდან ფრენებს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნის და ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზებზე განაახლებს. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...
  • აფხაზური ენის დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ- ზურაბიშვილი27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აღნიშულ თარიღს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ საკითხთაგანს, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ, ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი“,_ აცხადებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...