რატომ აპირებს ოპოზიცია სასამართლოს მიმართოს-დაპირისპირება საჯარო მოხელის პოსტის გამო

პოლიტიკა

რატომ აპირებს ოპოზიცია სასამართლოს მიმართოს-დაპირისპირება საჯარო მოხელის პოსტის გამო

27 ოქტ. 2020, 13:08:51

ხმაურით დაიწყო ლანჩხუთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა. სანამ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დღის წესრიგის დამტკიცებასა და განხილვაზე გადავიდოდნენ, მანამ სიტყვა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ითხოვეს. ჯერ მიკროფონთან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ლანჩხუთის საკრებულოში ამირან გიგინეიშვილი და ლელა ჩახვაძე მივიდნენ. როგორც გაირკვა, მათი წყრომის მიზეზი მერიის თანამშრომლის ნინო მშვიდობაძის ფეისბუქპოსტი გახდა.

„რამდენიმე დღის წინ ალექსანდრეს კოვიდ -19 დაუდასტურდა და მართალია, სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მკურნალობს, მაგრამ კოვიდის "წყალობით" საქმიანობას დროებით მოწყდა. მისი მდგომარეობა არცთუ ისე მსუბუქი იყო, უფრო პირიქით.  და ამ ფონზე როგორი მარაზმობამდე დასულია ზოგიერთი ვაი ოპონენტის ქცევა.

"ევროპული საქართველოს" ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერმა უკვე არაერთ ადამიანს "აცნობა":  სარიშვილი გურიაში არჩევნებს აგებს და კოვიდი მოიგონაო. მოვიდა ეს ხმებიც ჩემამდე. ხომ იცით, როგორ იცის ჭორმა აგორება, იგორებს, იგორებს და მერე ისე შეიძლება გაბევრდეს, რომ იმ პირვანდელი თქმიდან აღარაფერი შერჩეს, აი, გაბევრებული კი, იცოცხლე, იყოს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ მარშანიშვილის მიერ წამოსროლილი სისულელე ბევრმა აიტაცა უკვე.

რა უნდა უწოდო კაცს, რომელიც ამ ვერაგი ვირუსით დაავადებულ ადამიანს მატყუარას უწოდებს? შევეშვათ კოვიდს, ისედაც, თუნდაც, რა უნდა ვუწოდოთ კაცს, რომელიც ადამიანზე ამბობს, ავადმყოფობა თავის გადასარჩენად გამოიგონაო? რა შეიძლება დაარქვას კარგმა ფსიქოლოგმა მარშანიშვილის საქციელს? ან აქვს კი სახელი საერთოდ ამგვარ ქმედებას?

მე ვიცი რაც ჰქვია, რაც შეიძლება ვუწოდო და როგორი შეფასებაც მივცე ირაკლი მარშანიშვილის საქციელს, მაგრამ ზოგადად მაინტერესებს, თქვენ რას უწოდებთ, რას დაარქმევთ, როგორ მონათლავთ?

არაა ის კაცი ალექსანდრე სარიშვილი, ასეთი სიბინძურე რომ აკადრო და არც ის კაცია, ამ სიბინძურიდან თუნდ მემილიონედი შეეხოს და თან ისე შეეხოს, მერე ბევრი ალაპარაკდეს. არაა ასეთი ალექსანდრე და იმიტომ და იცნობენ მას, მის ოჯახს, იციან როგორ ფესვებზეცაა ნაზარდი.

ჰო, არ სჭირდება ალექსანდრე სარიშვილს ჩემი დაცვა, თავისი ქმედებები იცავენ მას, თავისი ქცევები, მაგრამ არ მომითმინა გულმა. როდემდე აპირებს ეს ე.წ. ოპოზიცია ცილისწამებით, ტყუილით, ცრუ ბრალდებებით ჩვენი მოთმინების გამოცდას? საინტერესოა სადა აქვს ან აქვს თუ არა საერთოდ მათ სინდისს ფსკერი? არა, განა მიკვირს რამე, უბრალოდ, ყელში ამომივიდა და არა მხოლოდ მე.

ჰო, ერთი საგულისხმო დეტალიც: ირაკლი მარშანიშვილი ლანჩხუთის საკრებულოს წევრი და ალექსანდრე სარიშვილის მეზობელია.

გაგეცინათ ხო? მე მეცინება, რადგან როგორც ჩანს, ეს ახალგაზრდა კაცი (კი, ახალგაზრდაა მარშანიშვილი) მეზობლების იმ კატეგორიას განეკუთვნება, მეზობლის კარგი სამსჭვალასავით რომ ხვდება გულზე და სიცოცხლის დღეებს უმოკლებს.

ჰოდა, კი ვიცი, რომ აყაყანდება და ათას სიბინძურეს დამიწერს და მზადაც ვარ ამისთვის, მაგრამ მაინც მინდა ვკითხო:

- "დოქსოპულო, შენ დედა გყავს???"

პ.ს. ალექსანდრე სარიშვილი მერობის შემდეგაც კაცად დარჩება, შენ ვინ იქნები, შენ???“-წერს ლანჩხუთელი საჯარო მოხელე სოციალურ ქსელში.

ამირან გიგინეიშვილის თქმით, ამ პოსტით საჯარო მოხელე კანონს, რადგან სამუშაო საათებში აქვს გამოქვეყნებული და თან ოპონენტების მიმართ სიძულვილის ტირაჟირებას ეწევა. გიგინეიშვილმა საკრებულოს შესაბამის კომისიას მიმართა, რომ ამ ადამიანის მიმართ რეაგირება მოადინონ, წინააღმდეგ შემთვევაში, ისინი გეგმავენ სასამართლოს სარცელით მიმართონ, როგორც კონკრეტულად მშვიდობაძის, ისე მერიის წინააღმდეგ. ფაქტობრივად იგივე აღნიშნა საკუთარ გამოსვლაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საკრებულოში ლელა ჩახვაძემ, რის შემდეგაც ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

,,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ადგილობრივმა ორგანიზაციამ სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ გასცა პასუხი  მერიის თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ საჯარო პოსტს და იგი ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივ გებელსად მონათლა.

„წლებია ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი ნინო მშვიდობაძე ეწევა ბინძურ საქმიანობას, ესხმის რა თავს მმართველი პარტის ოპონენტებს, საკრებულოს წევრებს, უბრალო მოქალაქეებს, მაშინ როდესაც ეს არამარტო ამორალური საქციელია, არამედ საჯარო მოხელის მიერ კანონის დარღვევა. მიგვაჩნდა რა, რომ ამ ადამიანისთვის პასუხის გაცემა დროის ფუჭი კარგვა იყო, აქამდე თავს ვიკავებდით. მაგრამ, ჩვენმა სიჩუმემ იქნებ მავანს აფიქრებინოს, რომ ან პასუხი არ გვაქვს, ან ისეთი კომპრომატები აქვს ჩვენზე მშვიდობაძეს, რომ თვალს ვხუჭავთ. აქედან გამომდინარე, ვალდებულნი ვართ გავაგებინოთ საზოგადოებას ვინ არის ნინო მშვიდობაძე და რა მიზანს ემსახურება მისი ეს ქმედებები.

შესაძლოა, მართლა ბევრი შეცდომა გვქონდეს დაშვებული, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაგვიდგამს, მაგრამ ნინო (თუ ნინიკო, როგორც უწოდებს საკუთარ თავს)მშვიდობაძის მისათითებელი, სალანძღავი და ჭკუის სასწავლებელი ღმერთმა დაგვიფაროს. ეს არის ადამიანი, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს მიიღო ყველა სარგებელი, რისი მიღებაც შეიძლებოდა: სამსახური ოჯახის წევრებისთვის, თანხა, პრივილეგიები(ალბათ იმის გამო, პროვოკაციებისგან თავი დაეზღვიათ). 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, მაშინ როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საჯარო მოხელე იყო, გუმანით მიხვდა, რომ ,,ქართული ოცნება“ მოიგებდა არჩევნებს და დაიწყო ინფორმაციის გატანა მაშინდელი გამგეობის შენობიდან ,,ქართული ოცნების“ შტაბში, ფულის ან მომავალი პრივილეგიების სანაცვლოდ, რაც შემდგომში დაუფასდა კიდეც. დღეს ეს ადამიანი კაცობაზე, ერთგულებაზე და სინდისს-ნამუსსზე გვესაუბრება. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მოაწერს ხელს, მისთვის არ არსებობს არაფერი წმიდა, მას არ ჰყავს მეგობრები და მას არ შეუძლია ღირსეულად შემოსვლა პოლემიკაში, მისი საფირმო ფრაზაა ,,დიდი უპირატესობა მაქვს თქვენთან შედარებით“, რაც სასაცილოა ზეაღმატებულ ხარისხში. რას აკეთებს ახლა და რას აკეთებდა 2012 წლის შემდეგ? მშვიდობაძე ,,აპრავებდა“ და ,,აპრავებს“ ყველაფერ ქოცურს. იგი მუდმივად ქილიკობდა იმ უსამართლობაზე, რომელიც კი ჩაუდენია ,,ქართულ ოცნებას“ მოსვლის წამიდან დღემდე. მისთვის 19 წლის მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტი იყო და დიახ ,,უნდა ჩაეკლათ საწოლში“, მისთვის გიორგი შაქარაშვილის საქმე პოლიტიკურად ანგაჟირებულია, მისთვის ,,20 ივნისის ღამე“ სამართლიანობის ზეიმი იყო, მისთვის ,,ხორავას ქუჩის საქმე“ ოპოზიციის მიერ გაპიარებული იყო, ზაზა სარალიძე ფულზე გაყიდული, აღარ გადაგღლით ამ ჩამონათვალის გაგრძელებით. დიდად არ ვწუხვართ იმ ფაქტზე, რომ მშვიდობაძის ,,ქართულ ოცნებასთან“ გაიგივება კიდევ უფრო უგდებს რეიტინგს ისედაც გაბანკროტებულ პარტიას, მაგრამ უცნაურია რატომ ან ვინ აბედინებს ამდენს. დიდი ალბათობით, მშვიდობაძეს აქვს კომპრომატები ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესახებ და იძულებულნი არიან, გუნდრუკი უკმიონ. რაც შეეხება ნინიკოს ჟურნალისტურ კარიერას, არ გვახსენდება არცერთი მისი სტატია, ინტერვიუ, წერილი ან ჩართულობა, სადაც რომელიმე შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარებოდა, ვინმეს უსამართლობისგან იხსნიდა. მისი მიზანი ყოველთვის იყო ჩასაფრებით, შანტაჟით, ანგარებით მოეპოვებინა მისთვის საჭირო მდგომარეობა. სოციალურ ქსელში იგი გაერთიანებულია ისეთ ადამიანებთან, როგორებიცაა: ბაკურ სვანაძე, შაკო კუჭაშვილი, შალვა რამიშვილი, მანჩო გიორგობიანი და სხვები, მგონი ხვდებით უკვე ყველაფერს. გვერწმუნეთ, ის ამ ყველაფერს იმისთვის არ აკეთებს, რომ ასე ფიქრობს და მიაჩნია, იგი ,,ძლიერი ამა ქვეყნისთა“ საამებლად ირჯება ასე, თუ კარგად არ გამოუვიდა, თავსაც ახსენებს, აქაოდა დაიმახსოვრეთო. მშვიდობაძე და ძმანი მისნი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინაც უამრავ ბინძურ ხერხს მიმართავენ, თუმცა ახლა ღალატობს მათ პოლიტიკური გუმანი, ,,ქართული ოცნება“ წაგებულია და ასეთი ქმედებები კიდევ უფრო აზიანებს მათ. ნინო მშვიდობაძე არ ატარებს ,,ევროპული საქართველოს“ არცერთ საგაზეთო აქტივობას, არცერთ პოსტს სოციალურ ქსელში, რომ თავისი გესლი და ბოღმა არ ამოანთხიოს, მაგრამ გესლის ტალღა მხოლოდ მას წალეკავს. იგი ლანძღავს, დასცინის ყველას, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს“-წერს „ევროპული საქართველო“ და მერიის თანამშრომელს ნერვების დაწყნარებასა და მშვიდად ცხოვრებას ურჩევს.




 ახალი ამბები
  • იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. „2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ლ დეკემბერს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კოხრეიძემ და სს „გეფას“ დირექტორმა მიხეილ აბრამიძემ. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საარჩევნო პლაკატების ნარჩენები ოზურგეთში: „ეს რამიშვილის კი არა, ახეულ-ჩახეულების ქუჩაა“ ოზურგეთში, ხეებზე, ღობეებზე, შენობების კედლებზე კვლავ ბლომად შეხვდებით  საარჩევნო პლაკატების ნარჩენებს. თუმცა, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქის ცენტრში მდებარე  ნინო რამიშვილის ქუჩა. _ ეს რამიშვილის კი არა, ახლა ახეულ-ჩახეულების ქუჩაა. ასე გააშპალიერეს, აწებეს და აგოზეს კედლებზე. მერე კი გოუყვნენ კუდიგორის გზას. ახლა ჩვენ უნდა  ვფხიკოთ? გადაიღეთ, ჰო, უცებ არ შერცხვეთ, გამოიქცევიან და გადაფხეკვაში ფრჩხილებს წეიძრობენ, _ ხუმრობენ,  იქვე, თხილის მიმღებ პუნქტებში ... ...
  • „ბაჩონკით“ მოზიდულ წყალს ჭაში ვასხამთ, მერე ვქაჩავთ... “ : უწყლობა და ციტრუსოვანთა რთველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიაში, ხვარბეთში და კონჭკათში, ახლა ჩვეულებრივ ციტრუსოვანთა ოქროს რთველია. ადგილობრივებს უხარიათ, რომ  წელს მანდარინის კარგი მოსავალია და კლიენტიც ბევრი მოდის. _წელს, ალბათ, ჩვენთან დეკემბრის შუა რიცხვებში ხალხს მანდარინი რეალიზებული ექნება. თუმცა,  მოკრეფილი მოსავლის ნახევარი მიაქვთ მხოლოდ.  არჩევენ. მთავრობა უნდა იბარებდეს, უკეთესი იქნებოდა. გადავყევით, შევწამლეთ. რა  რჩება მანდარინის მფლობელს? აგერ, მზევინარ ღლონტის ეზოში მოვკრიფეთ. დღიურად 35 ლარს გვიხდის. 68 ლარი ერთ ტომარა ფქვილში მივეცი. ყველაფერი გაძვირებულია. თვითონ მზევინარმა 900 ლარი აიღო გუშინ, გორელებმა წაიღეს. 7 00 ლარი მკრეფავებისთვის გადაიხადა. რა დარჩა?  ორივე მხარე წაგებული ვართ, _ გვეუბნებიან მერია -კონჭკათის საზღვარზე მცხოვრები ქალბატონები:  მანანა ვასაქძე, ფატი დოლიძე და მადონა დიასამიძე. _ მერიას წყალი საერთოდ არ აქვს. კონჭკათში ნახევარ სოფელს მაინც აქვს გაკეთებული. დავდივართ  კარდაკარ. ვიღაცის ჭაში რომ წყალი ამოვიღოთ. მოგვაქვს „ბაჩონკებით“, ვასხამთ ჩვენს ჭაში. მერე უნდა  ჩავრთოთ „ტუმბო“,  უნდა  „ავწიწოთ“  ავზში, რომ ისევ უკან სახლში,  ონკანში წამოვიდეს. ასე ძლივს ვახერხებთ ჭურჭლის გარეცხვას და საჭმელის გაკეთებას. თქვენ გეცინებათ და ასე ვართ, ასე!  ჰიგიენა იქნება ასეთ პირობებში? არც გაზია, მაგრამ უგაზოდ გავძლებთ, უწყლოდ სანამ ვიყოთ? ახლა ციტრუსოვან ბაღებში რომ ვმუშაობთ და ხელის დასაბან წყალს გამოიზოგავ, თან ამ  გაგანია პანდემიის დროს, როგორია? სოფელში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც ონლაინსწავლების რეჟიმში იმყოფებიან, ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ბავშვები იჩაგრებიან, სწავლის მხრივ.  ბევრს არ აქვს ინტერნეტი და სწავლის პროცესს ძალიან ჩამორჩენილი არიან. _გარდა ამისა, ერთი სტადიონის გაკეთება არ მოხერხდა მერიაში.  გავიდოდით სტადიონზე. თუარა, კი  ვართ ტელეფონში თავჩარგული _ გვითხრეს მეთერთმეტე კლასელებმა, სანდრო ჯიჯიეშვილმა და გელა ქავჟარაძემ, მეშვიდელკლასელმა თინათინ ჯოგლიძემ. სოფელ კონჭკათში, სეზონზე ათას ტონაზე მეტ ციტრუსოვანს კრეფენ. წელს რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. ადგილობრივი მკვიდრი, ირაკლი ლოდია ამბობს, რომ  ნახევარ სოფელს უწყლოდ ყოფნა უწევს.   _ბევრი რამ გაკეთდა.  სოფლის  პროგრამით  მოეწყო  გარე განათება, შუაღელის უბანში აიგო ხიდი, ხუთ ადგილზე კი, აღმართებზე, ბეტონის მონაკვეთები დააგეს. ახლა უწყლობა აწუხებს ნახევარ სოფელს  და ესეც თუ მოგვარდება, სასაყვედურო არ გვექნება, _  გვითხრა მან. კონჭკათი-მერიის საზღვარზე,  სოფლის ცენტრალური გზის გასწვრივ, დაუდევარ  ადამიანთა მიერ დაყრილია, როგორც  საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნაგავი. ვრცელ სტატიას ციტრუსოვან სეზონსა და სხვადასხვა პრობლემებზე, მალე ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი კოვიდ-19-ით გარდაიცვალარამდენიმე საათის წინ, სამტრედიის ჯეოჰოსპიტალსში, რომელიც ერთი თვის წინ კოვიდკლინაკად გადაკეთდა, დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი გარდაიცვალა. "ერთი კვირა სახლში მკურნალობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, დამძიმებული მდგომარეობით სამტრედიის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მედიკოსებმა მისი გამოჯანმრთელება და გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან შუახანს გადაცილებულ ქალბატონს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი და გული ნაოპერაციები. ლია ბიბილეიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ის უდიდესი დანაკლისია არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, დიდი ჯიხაიშის, არამედ მთლიანად იმ საზოგადოებისთვის, ვისაც დიდი ნიკო ნიკოლაძე უყვარს და მის განვლილ ცხოვრების გზას ეთაყვანება", _ თქვა "გურია ნიუსთან საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მამუკა ბიბილეიშვილმა. ლია ბიბილეიშვილი დიდ ჯიხაიშში მარტო ცხოვრობდა. მან მთელი თავისი ცხოვრება ნიკო ნიკოლაძის სახელობის მუზეუმს და დიდი ნიკოს მოღვაწეობის პოპულარიზაციას შესწირა. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ლია ბიბილაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ... ...
  • დგას თუ არა გურიაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობასაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. რა შეზღუდვები მოქმედებს გურიაში და დგას თუ არა ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას ესაუბრა. „ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე არ არის საუბარი. თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. შეზღუდვებიდან რეგიონში ვრცელდება ღამის საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება არ არის შეზღუდული”,_ გვითხრა ნასარაიამ. ნასარაიას თქმითვე, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იმ ობიექტების მონიტორიგს ახორციელებენ, რომელთა მუშაობაც ახლად დაწესებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდულია ან არ არის შეზღუდული. “შესაბამისი ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც მიდიან და აფრთხილებენ ობიექტებს, რომლის შეზღუდვაც დაწესებულია, ვთქვათ რესტორნების, სასტუმროების და ა.შ. და იმათ, რომლებიც  არ იზღუდება, აცნობენ რეკომენდაციებს და ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შეასრულონ და შრომის ინსპექციის გაფრთხილების ჯგუფთან ერთად რამდენიმე დღეში დაიწყება შემოწმებები. თუ აღმოჩდება ისე რომ არ ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდებს სანქციები იქნება გატარებული”,_ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...