რატომ დაუპირისპირნენ ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

gurianews.com

პოლიტიკა

რატომ დაუპირისპირნენ ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2017 დეკ 1 16:09:43

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულომ დღეს ბიუროს პირველი სხდომა გამართა, სადაც  იმ საკითხებზე იმსჯელეს,  რომელიც ორშაბათს,  რიგგარეშე სხდომაზე,  უნდა დამტკიცდეს.

სხდომაზე წარმოდგენილ 21 საკითხს შორის საკრებულოსა და მერიის სამსახურების დებულებები და პროფესიულ საჯარო მოხელეთა, თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცებაც იყო.

ამ ნუსხის თანახმად, რომელსაც ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს ოზურგეთის მერიაში იქნება: ადმინისტრაციული სამსახური; ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური; შიდა აუდიტის სამსახური; სამართლებრივი  უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახური; საფინანსო და საბიუჯეტო სამსახური; სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური; განათლების, კულტურის, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური; არქიტექტურის, სივრცით მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და კომუნალური  სერვისების განვითარების სამსახური; მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახური.

რაც შეეხება საკრებულოს _  საშტატო განრიგის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოში 21 შტატი იქნება და აპარატის უფროსს  მოადგილეც ეყოლება.

როგორც სხდომაზე გაირკვა, საკრებულოსა და მერიაში კადრები მობილობის წესით შეირჩევა და მათი დანიშვნა საშტატო ნუსხის დამტკიცების შემდეგ მოხდება.

ქალაქ ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, მის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში  თანაშემწეების რაოდენობა გაეზრდებათ:

_  1000 კაცზე გათვალისწინებულია 1 თანაშემწე, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა. რაც შეეხება ქალაქს, აქ სამი წარმომადგენელი მეყოლება, _ აღნიშნა შარაშენიძემ.

მან ბიუროს წევრებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობისთვის მზადაა:

_ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. გთხოვთ, რომ ნებისმიერი საკითხი  შევათანხმოთ _ მეც მოგეხმარებით დეპუტატებს სოფლებში და თქვენც დამიდექით გვერდში, _ მიმართა შარაშენიძემ დეპუტატებს და აღნიშნა, რომ აუცილებელია საკრებულოს  საკრებულოს აპარატი პროფესიონალებით დაკომპლექტდეს.

ამ განცხადების პასუხად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ შარაშენიძის მოუწოდა, რომ საკრებულოს საქმიანობაში არ ჩარეულიყო.

შარაშენიძეს ეს რეპლიკა უპასუხოდ არ დაუტოვებია:

_ ნუ მიბრუნებ ენას და პროვოკაციებს ნუ აწყობ, _ მიმართა მერმა ღურჯუმელიძეს, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ მოუწოდა, რომ ხმის ტონისთვის დაეწია:

_ მოკლეზე გადაგისვრი ფანჯრიდან. ჭკვიანად იყავი, შენ რომ არ დაგეწყო პროვოკაცია, მე არაფერს გეტყოდი. მშვიდობიანად შემოვედი აქ, _  შარაშენიძის ამ პასუხის შემდეგ, ღურჯუმელიძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი სხდომათა დარბაზში გასარჩევი არ იყო და ქალაქის მერს შესთავაზა გარეთ ესაუბრათ:

_ სირცხვილია, ამას ხალხი ისმენს, _ მიმართა შარაშენიძეს ღურჯუმელიძემ, რაზეც ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯომარის მოადგილეს მისი გაჩუმების უფლება არ ჰქონდა.

ბიუროს სხდომაზე შექმნილი სიტუაციის განმუხტვა დეპუტატებმა სცადეს. ბიუროს წევრის ლელა საჯაიას თქმით, ასეთი რამ დარბაზში არ უნდა ხდებოდეს:

_ ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს და ერთმანეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, _ თქვა  საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, რომელიც  ჩვენთან საუბრისას  აღნიშნა, რომ  „შელაპარაკება რაღაც საკითხებზე ჩვეულებრივი მოვლენაა“.



 ახალი ამბები
  • ეს სერიოზული გამოცდაა - ქუცნაშვილი გახარიას შესაძლო პრემიერობაზე„მე ვფიქრობ, რომ ეს გიორგის პოლიტიკურ კარიერაში სერიოზული გამოცდაა, ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა“ _ ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო გადანაცვლებასთან დაკავშირებით გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გააკეთა. „ის იყო ბიზნესომბუდსმენიც, ის იყო ეკონომიკის მინისტრიც და ეკონომიკას შეეტყო უკვე, რომ პროგნოზირებული 3%-ის მაგივრად, ლამის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლამის ორჯერ მეტი გვაქვს, ვიდრე პროგნოზირებული იყო, ეს მისი გადაწყვეტილების შედეგია. თუ ამ პოსტზე ღირსეულად გაართმევს თავს და მე მას ისევე, როგორც მთავრობის ყველა წევრს, ვუსურვებ წარმატებას, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობაში არიან ძლიერი მინისტრები, ეს იქნება ამის დამადასტურებელი ნიშანი, უბანი არ არის მარტივი. ეს გამოწვევაა და მე წარმატებას ვუსურვებ ამ გამოწვევის წინააღმდეგ, _  განაცხადა ზაქარია ... ...
  • ზაქარია ქუცნაშვილი პრემიერის გადადგომას არ გამორიცხავსგადაცემა ,,განცხვავებულ აქცენტებში“  მმართველი გუნდის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადომა მოსალოდნელია, რაც ,,ქართული ოცნების“ წევრისთვის გასაკვირი არ არის. ,,გიორგი ის პრემიერია, რომელიც თანამდებობაზე თავს არასდროს იკლავდა. მე გიორგის დიდი ხანია ვიცნობ და მინდა გითხრათ, რომ ის არ არის შემჩნეული, არც ოპოზიციაში და  არც ხელისუფლებაში, ანუ გიორგი განსხვავებული პიროვნებაა.  ჩემი აზრით, ის არის ძალიან თავმდაბალი ადამიანი და, შესაბამისად, არასდროს დაუყენებია პირად რეპუტაციაზე მაღლა თანამდებობრივი მდომარეობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, ამიტომაც მისი განცხადება სამართლებრივი  სახელმწიფოს ნიშნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც  მე მომწონს, იმიტომ, რომ, როცა კონფლიქტი წარმოიშობა, პრემიერ-მინისტრსაც არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისი  უფლებამოსილება ბოროტად  გამოიყენოს. ის არც კონკურენციის სააგენტოა და არც სასამართლო. რთულია მოქალაქეს გააგებნო ის, რომ პრემიერ-მინისტრს არა აქვს შესყიდვებში ჩარევის უფელბა; პრემიერ-მინისტრს არ აქვს კონკურენციის სააგენოს საქმიანობაში ჩარევის უფლება,  გარდა ამისა, მას არ აქვს სასამართლო საქმიანობაში ჩარევის უფლება". ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი გადადგომას,  ზაქარია ქუცნაშვილი შემდეგნაირად პასუხობს: „გამორიცხული არაფერია, თვითონ გიორგიმ წამოწია ეს თემა საკმაოდ მაღლა, როცა თქვა, რომ მე დავინტერესდი  გადავამოწმე და მიმაჩნია, რომ კანონის დარღვევას ადგილი  არ ჰქონია, მაგრამ თუ სასამართლო და სხვა ორგანები მიიჩნევენ, მე წავალ კიდევაცო და ამაში ცუდი რა არის?!“- განაცხადა ზაქარია ... ...
  • ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე 32 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი აღმოაჩნდა. დაკავების ფაქტს სამინისტროს პრესსამსახურშიც ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ... ...
  • თიაენთის მერია: ბიუჯეტში თანხები არ დაგხვდა, რომ საახალწლო ღონისძიება გავმართოთმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თიანეთის მერია მოსახლეობას, საახალწლო  ღონისძიების ჩასატარებლად მოსახლეობას თანხის შეწირვას სთხოვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ,,გურია ნიუსი“   თიანეთის მერიას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  მარინა ხარხელაურმა არ დაადასტურა. მისი განცხადებით,  ბიუჯეტში, არ დახვდათ თანხები, საახალწლო ღონისძიება რომ გაიმართოს და მიმდინარეობს თანხების მოძიება. ,,ინფორმაცია, არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ, ბევრ ადამიანს და ბავშვს ჰქონდეს კარგი საახალწლო ღონისძიება. ბიუჯეტში არ დაგხვდა თანხები და მიდის ახლა მოძიება, უნდა ჩამოვაკლოთ  სხვადასხვა მუხლებს და გადმოვიტანოთ  საახალწლო ღონისძიებაში, რომ ღირსეულად ჩაავატაროთ. რადგან  წინასაახლწლოდ, სადღაც 10-11 ათასი იყო დახარჯული და ახლა არ გვაქვს ამის საშუალება, რადგან განათება, ნაძვის ხე და საჩუქრები გვინდა, ბავშვები  და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა რომ გავახაროთ. ვდილობთ, ამას რაღაცნაირად. შემდეგში საქველმოქმედო ფონდი შეიქმნება, ამ ფონდის მეშვეობით კი გვინდა გავაუმჯობესოთ ეს მომსახურება, რომ ადამიანებს ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეს“, _ განაცხადა თიანეთის მერის მოადგილე მარინა ... ...
  • ევროპარლამენტარები: მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ვანო მერაბიშვილიევროპარლამენტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტს მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი. მათი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს. წერილს ხელს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერიც აწერს. "ჩვენ, ქვემორე ხელისმომსწერნი ევროპის პარლამენტის წევრები, საქართველოს, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და მისი ხალხის ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდამჭერები ვართ. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ დიდი გზა განვლო. დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო მოიაზრება როგორც ყველაზე განვითარებული დემოკრატიის თვალსაზრისით. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მას ჰყავს ძლიერი პრო-დასავლური ოპოზიცია და მთავრობის კონტროლისაგან თავისუფალი მედია.იმისათვის, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაჭრას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო დადგენილებას ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის მიხედვითაც მთავრობამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-18 მუხლი მისი "ფარული მიზნით" და "ფარული მოტივებით" დაკავების გამო. დღევანდელ გამოწვევებით სავსე საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, ქართველი ხალხის ინტერესებშია რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამონახოს საერთო ენა და იფიქროს მომავალზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბატონი მერაბიშვილი.პარლამენტის როლი, და განსაკუთრებით აღმასრულებლის საპარლამენტო კრიტიკა ყველა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. პრემიერმინისტრი და მინისტრები არ უნდა ცდილობდნენ თავი აარიდონ საპარლამენტო კრიტიკას. ოპოზიციას, მათ შორის მათ კონკურენტუნარიანობას და მხარდაჭერის მოზიდვის უნარს, უნდა მოეპყრან ისეთი სტანდარტებით, როგორსაც საქართველო ესწრაფვის.მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო, რომელიც მის მოქალაქეებს სთავაზობს განსხვავებულ ხედვებს. ჩვენ ვაკვირდებოდით რუსთავი 2-ის, ქვეყნის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხის, მფლობელის შეცვლის მცდელობებს, და ვინიშნავდით იმ შეშფოთებებს, რაც გამოხატეს დამკვირვებლებმა, როგორებიც არიან ეუთოს მედიის თავისუფლების წარმომადგენლებმა.ჩვენ ვრჩებით საქართველოს და მისი დემოკრატიული და ევროპული მომავლის აქტიურ მხარდამჭერებად. თუმცა, პასუხიმსგებლობა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდება, აკისრიათ პირველ რიგში მათ, ვინც საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი ქვეყნის სამართავად აირჩია."წერილის ხელმომწერები არიან: პეტრ აუსტერევიჩუსი, ივან სტევანეჩი, იარომირ შტეტინა, დევიდ მაკალისტერი, ზიგიმანტას ბალჩიტისი, სანდრა კალნიეტე, ანა ელსაბედ ფოტიგა, ფარია ხოსე ინასიო და ჰილდე ვაუტმანსი.დღესვე საქართველომ მსგავსი შინაარისის წერილი პოლონეთის პარლამენტიდანაც მიიღო. პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი "იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდება, _ ნათქვამია მიმართვაში. 11 დეკემბერს პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით წერილი, ასევე, მიიღეს ესტონეთის პარლამენტისგანაც. ადამიანის უფლებათა სასამართლომ დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები). ასევე სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების ... ...

არქივი

ზაფრანი

„შეყვარებული“ სპილო

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრძალ "პილანესბერგის"...

"სიენის პალიო"

იტალიის ქალაქ სიენაში XIV საუკუნიდან...

ყურის საწმენდი ჩხირები საშიში ყოფილა

ექიმებმა განგაში ატეხეს  - ყურის...

რაზე მიგვითითებს ენის ფერი

ჩინელი და ევროპელი ექიმების აზრით,...

ბატაგურის გათავისუფლება

ბატაგური მსოფლიოში ყველაზე იშვიათი _...

„ცხენების შემლოცველი“

33 წლის არგენტინელი მარტინ ტეტა...
კარმიდამო ჩემი

სოჭის ზეთის სამკურნალო თვისებები

უძველესი დროიდან არის ცნობილი სოჭის...

ველური ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო,...

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს,...

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად...

ყურძნის სასარგებლო თვისებები

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად,...

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება...

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის...

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების...

ვუშველოთ თხილს _ სოკო, ნაცარი და ფაროსანა ერთობლივად გავანადგუროთ

დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის...

მოვამზადოთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეები

შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების...

აბზინდას ნახარში მავნებლების წინააღმდეგ

აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა...

ჩიფსი მავნებელი ყოფილა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიფსები და...