რატომ გამოყო გურიაში დაგეგმილი პროექტები მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას და ვის ექნება წყალი

პოლიტიკა

რატომ გამოყო გურიაში დაგეგმილი პროექტები მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას და ვის ექნება წყალი

20 თებ. 2019, 13:30:58

2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით.

პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს.

2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოებზე გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება და მათი დასრულების შემდეგ, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული კანალიზაციის სისტემით.

,,ძალიან ბევრ ადგილას მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, ან არ აქვს უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ, ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტი 2019 წელს საქართველოს რეგიონებში სწორედ წყალომარაგებისა და კანალიზაციის მოწესრიგებაა. ამ მიმართულებით წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი არის 30 პროცენტით გაზრდილი”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა დაასახელა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა დასრულებაც 2019 წელს იგეგმება, მათ შორისაა: ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები. ასევე ქუთაისის, ჯვარის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

,,აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს ათეულობით წლის განმავლობაში წყალი 4 დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდგომ კი, ისინი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, 2019 წელი დატვირთული იქნება წყლის პროექტებით. იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20 000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა. გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები იწყება ქუთაისში, ჭიათურასა და ვალეში.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა გურიისა და თელავის წყალმომარაგების პროექტები:

 ,,წელს იწყება გურიის სოფლების ბახვი-ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოები. პროექტს 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და 3 000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა. ისინი სტაბილური სასმელი წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილი“, _ აღნიშნა პარლამენტში გამოსვლისას მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა პრობლემების შესახებ. კერძოდ, გამოყო თელავის მოსახლეობის პრობლემა, რომელთაც რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილობრივ ამორტიზირებულია შიდა გამანაწილებელი ქსელიც. ამ პრობლემის მოსაგვარებლად წელს დაიწყება თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. აშენდება 6 ახალი და რეაბილიტირდება 5 არსებული ჭაბურღილი, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე, დაგეგმილია ახალი რეზერვუარების მშენებლობაც. შედეგად ადგილობრივები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.




 ახალი ამბები
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...