"რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი" _ ირაკლი კობახიძე მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ

პოლიტიკა

"რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი" _ ირაკლი კობახიძე მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ

27 სექ. 2018, 14:19:16

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სიღარიბე აღმოვფხვრათ საბოლოოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში და  თუ ამის საშუალებას გვაძლევს კონკრეტული ინიციატივა, რომელიც არ არის, ამავდროულად, ზიანის მომტანი, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

 კანაფის კულტივაცია-წარმოების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავარია, მოხდეს ინფორმირება საზოგადოებისა, რომელსაც კანონპროექტის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიეწოდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, აქტიური კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება.

 „ჩვენ ვთქვით, რომ გვექნება აუცილებლად კონსულტაციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ ინფორმირება მოვახდინოთ საზოგადოების იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითვალისწინებდა ეს კანონპროექტი. არასწორი ინფორმაცია მიეწოდებოდა საზოგადოებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ის ითვალისწინებდა ნარკოტიკების წარმოებას. პირველ რიგში, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინფორმირება. მოვახდენთ ინფორმირებას, იქნება კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

 საკმაოდ რთული სამუშაო რეჟიმი გვაქვს ახლა, გამომდინარე, მათ შორის, არჩევნებიდან, შესაბამისად, ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როდის გვექნება შესაბამისი დრო და საშუალება, რომ დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები. ამასთან დაკავშირებით, გარკვეული შეხვედრები უკვე შედგა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან, თუმცა, ინტენსიურ კონსულტაციებს რაც შეეხება, როგორც კი მოგვცემს ამის საშუალებას გრაფიკი, დრო, მაშინვე დავიწყებთ კონსულტაციებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 რაც შეეხება საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ინიციატივასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს წარმომადგენლების საქმის კურსში ჩაყენების სურვილი მმართველმა გუნდმა გამოხატა.

 „ჩვენ გვქონდა საუბარი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, პირადად პატრიარქთან, ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, რომ ჩავაყენოთ საქმის კურსში საპატრიარქოს წარმომადგენლები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინიციატივაზე იყო საუბარი, ვითხოვეთ ჩვენ კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და შედგება ასეთი კონსულტაციები აუცილებლად საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმასთან დაკავშირებით, რომ არაფერს ცუდს ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას მივიღებთ ფართო კონსესუსის საფუძველზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებობს დეტალური გათვლები, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ცვლილებებმა დიდი სარგებელი მოიტანოს.  

„არსებობს დეტალური გათვლები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სარგებელი აქედან შეიძლება იყოს ძალიან დიდი. ძალიან დიდ სარგებელზეა საუბარი და ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ თუ ერთი მხრივ, ზიანი არ მოაქვს ამას საზოგადოებისთვის, და მეორე მხრივ, სარგებელი თუ არის ძალიან დიდი ეკონომიკისთვის და ძალიან დიდი საზოგადოებისთვის, მაშინ რატომ უნდა ითქვას ამაზე უარი. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი. საუბარია ძალიან დიდ სარგებელზე. ჩვენ ვხედავთ, რომ არის სერიოზული პრობლემები გამომდინარე იმ ეკონომიკური მონაცემებიდან, რომელიც არსებობს, რომელიც დაგვხვდა 2012 წლამდე და რომელიც იზრდება, მაგრამ, ბუნებრივია, საკმარისი არ არის სიღარიბის დასაძლევად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სიღარიბე აღმოვფხვრათ საბოლოოდ  მოკლევადიან პერსპექტივაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში.  თუ იქნება ახალი ინიციატივები ნაცვლად, სადღაც, 8-10 წელიწადისა, შეიძლება, ამას დასჭირდეს პირობითად, 6-8 წელიწადი. თუ ამის საშუალებას გვაძლევს კონკრეტული ინიციატივა, რომელიც არ არის, ამავდროულად, ზიანის მომტანი, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი. აქ საუბარია, კიდევ ერთხელ, საზოგადოებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს კანონპროექტზე უარი არ უთქვამს. 

„ზუსტად ამიტომ არ ვამბობთ უარს, რომ ამაზე გვინდა საზოგადოების ინფორმირება, ეკლესიის წარმომადგენლების ინფორმირება, რომ, ერთი მხრივ, არ არის ზიანი, და მეორე მხრივ, არის დიდი სარგებელი. თუ ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით, ამ შემთხვევაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას განხილვის გაგრძელების თაობაზე. 

ამ ეტაპზე ჩვენი თხოვნა იყო, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, რომ შედგეს გარკვეული კონსულტაციები და მოხდეს ინფორმაციის გაცვლა კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.




 ახალი ამბები
  • „სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ”:დიზელის საწვავზე ერთლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე ჩამოსწიეს საქართველოს მთავრობის მიერ  შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომლის მიხედვით ფერმერებს ერთი ლარის ფასდაკლებით სთავაზობდნენ დიზელის საწვავის შეძენას, დღეს ეს შეღავათი, მაქსიმუმ,  32 თეთრს  შეადგენს და ბენეფიციარები უკმაყოფილებას არ მალავენ. ისინი განსაკუთრებულ გულისწყრომას ბანკებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებში, რიგში დგომისას,  გამოხატავენ: _ზუსტად ერთი ლარის ოდენობის შეღავათს შეგვპირდნენ, მერე რომ  მივხვდით, გვატყუებდნენ, ერთ ლარამდე გეხმარებოდითო. ახლა   1,48 თეთრს  ვიხდით  და სულ ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 1,87 ლარი ღირს. რა გამოდის? 39 თეთრია შეღავათი. თან ყოველ კვირაში აკლებენ. რა  ჰქვია ამას, თან  ახლა ვის სჭირდება საწვავი. ყანები დახნულ-დათესილია.  მოსავლის აღების და შეშის მოჭრის სეზონი ჯერ არ არის. სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ, დიზელის საწვავზე ლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე რომ ჩამოსწიეს. ტყუილია საქმე, თორემ არც მაგას გვაძლევდნენ და კი ვიყავით. როდის დასრულდება თვალლთმაქცური ტყუილები ამ ქვეყანაში? -გვეუბნებიან ფერმერები: სერგო ბოიაჯანი, ალექსანდრე ხინთიბიძე, გიორგი ლომჯარია, თინა ვაშაყმაძე და სხვები.  მართლაც, როცა  პრემიერმა წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა,  კონკრეტულ მიმართულებაში „ზრუნვა სოფელსა და ფერმერეზე“, ქვეთავში,  „პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია“,  ნათქვამი იყო, რომ: „პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადეობრივ ცენტრებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის (,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”) ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიზელის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ფიქსირებულ ფასზე,  დაახლოებით, 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინონ. საწვავის შეძენა შესაძლებელი იქნება „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან და ავტოგასამართი სადგურებიდან.“  „გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს. აქ მოგვცეს საშუალება, პროგრამის კოორდინატორთან, ლევან მიროტაძესთან გვესაუბრა.:  ლევან მიროტაძე ადასტურებს, რომ ახლა  ნაკლებია  შეღავათი და ის 32   თეთრს შეადგენს. თუმცა,  ამას ასე ხსნის: _ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში როცა გახორცილედა პროექტი, ბენზინგასამართ სადგურებზე 1,90 ლარი ღირდა დიზელის საწვავის ფასი. პროექტის მიხედვით კი _ 1,10 ლარი.   ჩვენი მიმართვის საფუძველზე მხოლოდ „სოკარმა“ შემოგვთავაზა იდეალური ფასი, ტენდერის ფარგლებში. თუმცა, ყოველ თვეში  იცვლება საწვავის კონსოლიდირებული ფასი. როცა დავიწყეთ პროექტი, მაშინ ფასი დაბალი იყო. დღეისთვის კი კონსოლიდირებული ფასი 1,66 ლარია. ახლა გამოდის შეღავათი 32 თეთრი. ეს შეღავათი წლის ბოლომდე გვაქვს გადანაწილებული და სავარაუდოდ, საწვავის ფასი უფრო დაიწევს. ციგრებით რომ ვისაუბროთ, ჯამში  2 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი, - გვითხრა ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის კიდევ ერთი საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნებარუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება. 14 ივლისს, 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. შ.პ.ს „ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც ექსპორტზე გავა. საწარმოში 2000-მდე ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონ ლარს თიბისი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს. ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა, სადაც ჯამში 3500 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სპორტული პორდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, Under Armour და სხვა. საწარმოებში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება. ჯგუფი წლიურად 10 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის, რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით კი წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. „თიბისისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. ჩვენთვის საამაყოა იმ პროდუქციის შექმნაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გადის. „აჭარა ტექსტილის“ დამსახურებით საფეხბურთო ჩემპიონატებზე არაერთი გუნდი სწორედ საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობს. არსებულ კრიზისულ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ბიზნესსექტორის და ზოგადად, ქართული ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირება. გვიხარია, რომ გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე ახალი რეალობის მიუხედავად, ეროვნული წარმოება გრძელდება და ფართოვდება კიდეც“, - ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. ... ...
  • "ოკრიბაზე" მძღოლებს თანხას სძალავდნენ- შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დააკავათბილისში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • " გადაურჩა დაწვას"- მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად  გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სამართალდამცველებმა ს.შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის თებერვალსა და მაისში  შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 2020  წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და  ბრალი  წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1"  და ,,ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდათბილისის სააპელაციო სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ, დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. სასამართლომ გააუქმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 5 წლიანი პატიმრობა და ის გაათავისუფლა პენიტენციური დაწესებულებიდან. მსჯავრდებული 2016 წლიდან სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ მეტამფეტამინის, წონით 0,000036 გრამი და ამფეტამინის, წონით 0,000033 გრამი შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. GDI აცხადებს, რომ მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისთვის იხდის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...