რატომ ვერ ხერხდება ანტიდემპინგური კანონის მიღება

პოლიტიკა

რატომ ვერ ხერხდება ანტიდემპინგური კანონის მიღება

2018 მარ 29 20:20:05

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილის ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების _ ანტიდემპინგური კანონის მიღება დღემდე ვერ მოხდა.

რა არის ანტიდემპინგური კანონი? _ ანტიდემპინგური კანონი არეგულირებს ბაზარზე დემპინგს და სუბსიდიების გამოყენების პირობებს; კანონით განსაზღვრულია, რომ დემპინგური იმპორტის, გადაჭარბებული იმპორტისა და სუბსიდირებული იმპორტის შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებებით გათვალისწინებული პროცედურებით გამოიყენონ ვაჭრობაში დაცვითი ზომები. დემპინგის მიხედვით, ექსპორტიორ კომპანიას არ აქვს უფლება, ქვეყანაში შევიდეს ადგილობრივი პროდუქტის ღირებულებაზე ნაკლები ფასით;

სფეროს ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ კანონის წინააღმდეგ გამოდიან იმპორტიორი კომპანიები, რომლებსაც დემპინგური და სუბსიდირებული ფასით შემოაქვთ პროდუქცია, ხელისუფლება კი რატომღაც, მათ ანგარიშს უწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტი ერთმანეთს ადანაშაულებენ კანონის მიღების გაჭიანურებაში. ეკონომიკის სამინისტროდან პასუხის ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად, გაურკვეველი დარჩა, კონკრეტულად როდის მიიღებენ კანონს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი გადაგზავნილია პარლამენტში; თავის მხრივ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის განცხადებით, სამინისტროსგან აღნიშნული კანონპროექტი ჯერ არ მიუღიათ. საუბარია მხოლოდ ძველ კანონპროექტზე,  რომელიც წინა მოწვევის პარლამენტიდან გადმოვიდა და რომლის მიზანშეწონილობა საეჭვოა.

 იმის გასარკვევად, თუ სად “დაიკარგა“ ევროპული ინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტიდემპინგური კანონპროექტი, “გურია ნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას ესაუბრა.

კახა გოგოლაშვილის განმარტებით,  კანონის მიღბა ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, გარდა ამისა, ეს იცავს ადგილობრივ ბაზარს.

,,ანტიდემპინგური კანონის მიღება ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომელიც ავიღეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ანტიდემპინგი სახელმწიფოს მიერ გახორციელებული ქმედებაა, რათა შეაჩეროს ქვეყნის ბაზარზე ნეგატიური ზეგავლენა, რომელსაც იწვევს უცხო ქვეყნიდან შემოტანილი ხელოვნურად შემცირებული ფასებით შემოტანილი და ქვეყნის ბაზარზე განთავსებული პროდუქცია.

დაბალი ფასი, გულისხმობს არა საკუთრივ დაბალ ფასს, არამედ ფასს, რომელიც დაბალია პროდუქტის თვითღირებულებაზე, ტრანსპორტირებასა და ბაზარზე განთავსებაზე. როცა ბიზნესს დახარჯული აქვს მეტი, ვიდრე მას ამ პროდუქციის რეალიზაციიდან შეუძლია ამოიღოს,  ასეთ ქმედებას, ძირითადად, ორი მიზეზი აქვს: 1. ზოგიერთი დიდი კომპანია ცდილობს, დემპინგური ფასით შემოვიდეს და პრაქტიკულად, მოშალოს ბაზარი, გაანადგუროს კონკურენტები და ასე დაიმკვიდროს ადგილი. გარკვეული დროის შემდეგ  დაიწყებს ფასის აწევას და გავა მოგებაზე; 2. შეიძლება იყოს სუბსიდირებული პროდუქცია. ზოგიერთი ქვეყანა იყენებს, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში სუბსიდიებს წარმოებისთვის.

საექსპორტო სუბსიდიები  აკრძალულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით, მაგრამ  ხშირად ისე ხდება სუბსიდიების გამოყენება, რომ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს    საექსპორტო  ფასზე. ამ შემთხვევაშიც  აქვს  დემპინგს ადგილი. დემპინგი ისეთი უარყოფითი მოვლენაა  ადგილობრივი  მეწარმეებისთვის, რომ, პრაქტიკულად, შლის  ბაზარს _ ძლიერ აზიანებს ბიზნეს სექტორს, შესაბამისად _ მომხმარებელს.  როცა კონკურენცია ქრება ბაზრიდან, ბაზარი მონოპოლიური ხდება, ფასები მაღლა იწევს, ხარისხი კი _ დაბლა.                                                                                                                                                                                                             ეს ყველაფერი უფრო შორეულ პერსპექტივაში ხდება; საწყის ეტაპზე კი, შეიძლება  მომხმარებელს აწყობდეს კიდეც დაბალ ფასებში  შემოსული პროდუქტი, ვერ იგრძნოს რაიმე ზიანი ამის გამო, მაგრამ შემდგომ, ეს ზიანი ქვეყნის ეკონომიკაზე, მომხმარებელზე აისახება.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და  ევროკავშირის  ყველა შეთანხმებაში, რომელიც ეხება სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, მუხლი ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ზომების შესახებ, აუცილებლად ფიგურირებს.

ქვეყანამ, ცხადია, უნდა  დაიცვას საკუთარი  მეწარმე, საკუთარი ბაზარი მოშლისგან, მაგრამ თუ განსაზღვრული  არაა ზემოთ ჩამოთვლილი ზომების ერთობლიობა,  მათი გამოყენების წესები, ადგილი და მიზეზები, მაშინ ანტიდემპინგურმა ზომებმა შეიძლება  ზიანიც კი მიაყენოს   უდანაშაულო კომპანიებს, რომლებიც დემპინგს არ ახორციელებენ; სახელმწიფომ შეიძლება ამითი წაახალისოს  კიდეც არასამართლიანი კონკურენცია.

დემპინგის საწინააღმდეგო საკომპენსაციო ზომებთან დაკავშირებული  სახელმწიფო გადაწყვეტილება უნდა იყოს რეგულირებული, უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იყოს  ყველასათვის ცნობილი, რომ ეს წესები ასე მოქმედებს. ამ შემთხვევაში  საერთაშორისო  ვაჭრობას ხელს არ შეუშლის, იმის შიში, რისკები, რომ ქვეყანამ  შეიძლება დააჯარიმოს, თუ კი იგი დაბალი ფასებით შევიდა  ბაზარზე. ეს დაბალი ფასი შეიძლება იყოს, უბრალოდ, კომერციულად  გამართლებული ფასიც _ ინოვაციის ან სხვა რაიმე  გამოყენებული ინსტრუმენტის და მეთოდის  ხარჯზე, შესაძლოა,  მოახერხა  კომპანიამ ფასის დაწევა თავის პროდუქციაზე. ასეთი სახის პროდუქტსაც  შეეშინდება  ბაზარზე შესვლა დაბალი ფასით, იმიტომ, რომ  არ დადონ ბრალი  დემპინგში.  ამიტომ არის  საჭირო, სწორად ჩამოყალიბებული  მეთოდოლოგია და წესები, გამჭვირვალე  და ცნობილი ყველასთვის.  სწორედ ამიტომ  ითხოვს ევროკავშირი კანონის მიღებას.

ჩვენს სახელმწიფოში ეს კანონი არ არსებობს, რაც  ნიშნავს, რომ,  როცა კანონმდებლობა  არ არის, არსებობს  ორი შესაძლებლობა, სახელმწიფოს შეუძლია  საერთოდ  იგნორირება მოახდინოს, არ გამოიყენოს  არანაირი სანქციები დემპინგის სააწინააღმდეგოდ, იმიტომ, რომ არ აქვს  კანონმდებლობა. მისთვის ეს პრიორიტეტი არ არი _ რადგან  კანონმდებლობა  არ შეუქმნია, არც თვლის პრიორიტეტად სახელმწიფო  ამ საკითხს, ბაზარზე დაუშვას  ნებისმიერი  სახის პროდუქტი ნებისმიერ ფასად. ეს არის ერთი შემთხვევა,  რის გამოც, შეიძლება არ ჰქონდეს  კანონმდებლობა და მეორე შემთხვევა არის,  როდესაც სახელმწიფო ბოროტად იყენებს  ანტიდემპინგურ  ზომებს, ანუ   კანონმდებლობას შესაძლებლობა არ აქვს, ან არ არის საკმარისად   დამუშავებული. აქედან გამომდინარე,  არ გაქვს   მსოფლიო სავაჭრო  ორგანიზაციის და ღრმად ყოვლისმომცველი თავისუფალი  სავაჭრო  ორგანიზაციის მოთხოვნები,  შესაბამისად,  ეს კანონები და ზომები კი შესაძლოა  გაბნეული იყოს სხვადასხვა კანონში ირიბად,  რაც, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, მოქმედი ზომები გამოიყენოს და მიაყენოს ზიანი  კომპანიებს. ვთქვათ,  კომპანიებს რომელსაც  არ დაურღვევიათ   საერთაშორისოდ აღიარებული  დემპინგის წესები,  ან შეიძლება დაურღვევიათ,  მაგრამ მიიღონ არა თანაზომადი სასჯელი,  ძალიან დიდი კომპენსაცია  ან ჩამოართვან საქონელი მთლიანად და ძალიან დიდი ზარალი   განიცადოს და ა.შ. ყველა  შესაძლებლობა  არსებობს, როდესაც  სივრცე არ არის რეგულირებული. მაშინ  იმ აქტორის, რომელსაც მეტი ძალაუფლება  გააჩნიათ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ყოველთვის  უფრო ძლიერია ვიდრე კერძო ბიზნესი და კერძო კომპანია.  ძლიერ აქტორს შეუძია  განახორციელოს  არასამართლიანი  ზომები და არათანაზომადი  ღონისძიებები დარღვევების მიმართ. ამიტომ რა თქმა უნდა, სახელმწიფოში  აუცილებელია ანტიდემპინგური  კანონმდებლობის ქონა, რადგან  როცა  კანონმდებლობა  არ გაქვს, მთლიანად  ბაზარზე ხდება  უფრო არასტაბილური.

_ დებატები რამდენიმე წელია გრძელდება, თუმცა, კანონის მიღება ვერ მოხერხდა. რატომ?

_ იყო დრო, როდესაც  მთლიანად ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიმართ იყო მთავრობაში სკეპტიკური დამოკიდებულება და ბიზნესისთვის ზედმეტ ბარიერად მიაჩნდათ; ამბობდნენ, რომ იგი დააზარალებდა ჩვენს ბაზარს, მომხმარებელს, ბიუროკრატია გამდიდრების მიზნით გამოიყენებდა; ხელს შეუწყობდა ფავორიტიზმს _ ზოგს ხელს შეუწყობდნენ და ზოგის დასაჩაგრად გამოიყენებდნენ. ასეთი მიდგომებიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში არავინ მუშაობდა ამ კანონის მიღებაზე.

_ დღეს თუ მუშაობენ  ამ კანონის მიღებაზე?

_ ახლა, რამდენადაც ვიცი, დაწყებულია _  პარლამენტშიც შეტანილია ანტიდემპინგური კანონი, ოღონდ  მიღებული ისევ არ არის. რაა ამის მიზეზი, ძნელი სათქმელია. ერთი რამ ცხადია  _ ეს  ვალდებულება  ჩვენ აღებული გვაქვს.

_ თუ ამ კანონმდებლობას არ მივიღებთ და ვალდებულებას არ შევასრულებთ, მაშინ რა მოხდება? 

_ შეიძლება პასუხი არავინ მოგვთხოვოს, თუ რატომ არ გაქვთ ანტიდემპინგური კანონმდებლობა, მაგრამ  როგორც კი რაიმე  ზომას  გამოვიყენებთ დემპინგის შემთხვევაში,  მაშინვე დადგება საკითხი  _ რატომ?! კანონი თუ არ გვაქვს, ჩვენს ბაზარზე შემოსულ კომპანიებს არც ექნებათ მოლოდინი, რომ დემპინგური მოქმედების გამო დაჯარიმდებიან.

კანონში, რომელიც უნდა მივიღოთ, უნდა განისაზღვროს  რა არის და როგორ დგინდება დემპინგი; რა ზომები უნდა გატარდეს მის აღსაკვეთად; როგორი იქნება ამ პროცესში ბიზნესის  ჩართულობა; როგორ მოხდება ზიანის კომპენსირება; უნდა ჩაიწეროს კონსულტაციების ვალდებულება  იმ სახელმწიფოებთან, საიდანაც,  სავარაუდოდ, დემპინგს აქვს ადგილი; გაიწეროს დავის გადაწყვეტის მექანიზმები. მთელი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სანდო.

ასეთი კანონის მიიღება რატომ გახდა პრობლემური, არ ვიცი. რამდენიმე მოსაზრება  არსებობს: შეიძლება კომპანიებს  ლობირებენ, რომლებიც იმპორტს ახორციელებენ ან აპირებენ დემპინგური ფასებით, ან დროდადრო იყენებენ  დემპინგს; შეიძლება, უბრალოდ, ვერ  მოაბეს თავი; შეიძლება მთავრობაში და პარლამენტში ვერ შეთანხმდნენ კანონმდებლობის  დეტალებზე. არადა, არაა რთული, რადგან არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა; თანაც, მსოფლიო სავაჭრო  ორგანიზაციის წესები ძალიან კარგად  განსაზღვრავს ანტიდემპინგური და საკომპესაციო  ზომების შესახებ  შეთანხმებას, კარგადაა განსაზღვრული როგორ უნდა იყოს  კანონი, როგორ უნდა მოქმედებდეს ზომები და ა.შ. ამის გარდა, დემპინგის დადგენა არ უნდა წარმოადგენდეს დიდ სირთულეს  სახელმწიფოსთვის.

 _ როგორც ვიცით, ადგილობრივი ბიზნესის ნაწილი წინაამდეგია  ამ კანონის მიღების...

_ რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგებიან კომპანიები, რომლებიც იმპორტს ეწევიან, რადგან ბიზნესის ამ ნაწილს ეშინია  ზეგავლენა არ მოახდინოს  მათ იმპორტზე, მაგრამ აქ კომუნიკაციის ნაკლებობაც არის. კანონს სანამ მიიღებ, უნდა იყოს ახსნილი, რას  გულისხმობს და როდის მოქმედებს, ასევე, ისიც უნდა იყოს  ახსნილი, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა ასოცირების შეთანხმებით და უნდა მივიღოთ.

თუ გვინდა, ჩვენთან ცივილიზირებული წესები დავნერგოთ საერთაშორისო  ვაჭრობის, მაშინ უნდა მივიღოთ.  ყველას  აქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რატომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს?! დღეს არ არის შემთხვევები, მაგრამ ხომ შეიძლება, ხვალ, ასეთ შემთხვევა მოხდეს, როცა გახსნილი გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები უამრავ ქვეყანასთან, მათ შორის, ჩინეთთან და ა.შ.  უზარმაზარი ქვეყნებია  და შეუძლიათ  სუბსიდირება  თავისი ექსპორტის  და განიზრახონ  საქართველოში რაღაც ბაზრის დაპყრობა. შემოვლენ 1-2 წლით, დააგდებენ ფასებს, იმისთვის რომ  შემდეგ 10-15 წელი მონოპოლია ჰქონდეთ ბაზარზე. ასეთ შემთხვევებისთვის, უნდა იყოს კანონი. თუ კანონი არ გაქვს, მაშინ მოქმედება გასაჩივრებულია და ვერანაირ საკომპენსაციო ზომებს ვერ მოსთხოვ მოწინააღმდეგეს.  ეს იგივეა, არ გინდოდეს, მაგალითად, საომარი ფორტიფიკაციების აღმოფხვრა ქვეყანაში, ქვეყნის დასაცავად. ამას ხომ არ იყენებ ვიღაცის საწინააღმდეგოდ, ყოველ შემთხვევისთვის, აკეთებ ანუ საზღვართან ახლოს ტრანშეებს თხრი,  ძოტებს  აშენებ იმისათვის,  რომ ომის შემთხვევაში დაიცვა  თავი.  ასეთი  შემთხვევებისგან  თავდასაცავად კანონია საჭირო.

_ ამ კანონის მიღების შემთხვევაში პრობლემა  ხომ არ შეგვექმნება მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც  მსხვილი იმპორტიორები არიან ჩვენს ქვეყანაში?

_ აღნიშნული მოსაზრება არსებობს,  მაგრამ კანონი განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეგიძლია გამოიყენო ანტიდემპინგური ზომები.  ჯერ ერთი, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამას გამოიყენებ, მეორე _ რატომ უნდა შეგვიქმნას  პრობლემა, როცა თურქეთს აქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, შენ არაფერს იღებ ისეთს, რომელიც დისკრიმინაციას უწევს. ანტიდემპინგური კანონი  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ არის დადგენილი, რომ იყოს ქვეყნებში. თუ შენ მიიღებ ისეთ კანონს, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების მოთხოვნებს შეესაბამება, მაშინ ვერავინ, ვერცერთი  მეზობელი ქვეყანა  ამასთან დაკავშირებით  პრეტენზიას  ვერ გამოთქვამს, რადგან  აბსოლუტურად საერთაშორისო  ნორმების ფარგლებში მოქმედებ. სწორედ,  კანონის  უქონლობა  უნდა უქმნიდეს პრობლემას ქვეყანას  მეზობლებთან. მაგალითად, თუ თურქეთს  შემოაქვს დემპინგური საქონელი, ის კონკურენციაში შედის  უკრაინულ და ყაზახურ  საქონელთან შენს ბაზარზე, მაშინ  უკრაინული და ყაზახური  ბაზრები აღმოჩნდებიან დისკრიმინირებულ  მდგომარეობაში ანუ შენ. ანტიდემპინგურ  კანონმდებლობა არამარტო შენს საკუთარ მეწარმეს, ასევე შენ კონკურენტ სახელმწიფოსგან შემოტანილ საქონელსაც დისკრიმინაციისგან იცავს და ამიტომ   ყველასათვის მომგებიანია.

ანტიდემპინგურ კანონთან დაკავშირებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამბობს, რომ  ჯერ ერთ-ერთი დონორის  მხარდაჭერით, ზემოქმედების ზეგავლენით  შეფასებას აკეთებენ:

_ სხვადასხვა ინტერესთა  ჯგუფები გამოვკითხეთ, გვჭირდება თუ არა ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბებულიყავით, დავიწყოთ თუ არა ამ კანონმდებლობაზე მუშაობა. პოზიციის ჩამოყალიბება ცალსახად ჭირს, რადგან ეს არაა კანონი, რომელსაც ერთი ხელის მოსმით მიიღებ.

რა თქმა უნდა,  მიზანი კარგია _ ქვეყანა დაიცვა დემპინგური ფასით შემოსული პროდუქციისგან და აქ კითხვაც არაა საჭირო, მაგრამ თუ დეტალურად განიხილავ, დაინახავ რამდენი ფინანსური, კვალიფიციური რესურსი სჭირდება დემპინგის დადასტურებას და კანონის აღსრულებას.

გასათვალისწინებელია, რომ ანტიდემპინგური კანონი თავისი შინაარსით მაინც  ამკრძალავად აღიქმება; არასამართლიანად  გამოაცხადო, პრობლემა შეუქმნა ვინმეს, მერე კი შესაძლოა დაამტკიცოს, რომ დემპინგს არ ჰქონია ადგილი... თანაც, როდესაც  თავისუფალი ბაზარი  გაქვს  მთავარ პლატფორმად და ყველაფერს აკეთებ, რომ აბსოლუტურად  თავისუფალი ბაზრის  სტატუსი ჰქონდეს ქვეყანას _ ამ კუთხიდან  თუ შეხედავ,  მაინც,  გარკვეულწილად,   ამკრძალავ ღონისძიებად აღიქმება. ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით  უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

სწორედ კომიტეტში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მიზნობრივ ჯგუფებს ელაპარაკება. მიზნობრივ ჯგუფებთან ლაპარაკი კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვეკითხებით სხვადასხვა ადამიანებს, ხედავენ თუ არა  ანტიდემპინგური ზომების მიღების აუცილებლობას; არის თუ არა მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ამ საფრთხის წინაშე და ასე შემდეგ.

ეს პროცესი მალე დასრულდება, თან  მთავრობაშიც  იცვლებოდა  ამასთან დაკავშირებით პოზიცია; მაგალითად, მგონი წინა მინისტრი  მიიჩნევდა,  რომ არ იყო  ამის აუცილებლობა; მისი წასვლის  შემდეგ გაჟღერდა,  რომ უნდა გვემუშავა ამაზე... თუ მთავრობა  წარმოადგენს  თავისი ინიციატივით,  ვიმსჯელებთ; თუ ჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს აუცილებელია, მაშინ, შესაძლებელია, ჩვენს საკუთარ ინიციატივაზეც ვიფიქროთ.

კითხვაზე, მიიღო თუ არა  ეკონომიკის სამინისტროსგან პარლამენტმა კანონპროექტი  განსახილველად, რომან კაკულია გვპასუხობს: _ ადრე იყო ძველი დედანი, რომელიც ჩვენ გადმოგვყვა წინა პარლამენტიდან, მაგრამ შემდგომ დადგა საკითხი  მიზანშეწონილების  არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ  ვერავინ  შეისწავლა.  აქ ორი საკითხი  დგას სასწორზე: ერთი მხრივ, თეორიულად  დაცვა შენი მეწარმეების, რაც ცალსახად დადებითი ფაქტია; მეორე მხრივ, მისი აღსრულებისთვის აუცილებელი უნარები, სახსრები, ინსტიტუცია, რომ რეალურად დაიდოს შედეგები; ასევე,  მისი ხასიათი, რომელიც, შესაძლებელია, ნეგატიურად მოქმედებდეს პოტენციურ ინვესტორებზე.

_  ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ნაწილის განცხადებით, კონსულტაციები ჯერ არ გამართულა და მათი თქმით, ამის გარეშე აღნიშნული კანონის მიღება არ უნდა მოხდეს, რადგან კანონი არსებულ რეალობაზე უნდა იყოს მორგებული.

_ გამოგზავნე ვინც ეგ თქვა, სიამოვნებით მოვუსმენ. თუ გადავწყვიტავთ, რომ ამას კანონპროექტის  სახე მიეცეს _ მიეცემა. ჩვენ, კანონპროექტების განხილვისას  ძალიან  ფართო განხილვები გვაქვს და არაფერს ვიღებთ  ხოლმე  ფართო განხილვის გარეშე. ეს კიდევ ცალკე ეტაპი იქნება, სანამ კანონის მიღებამდე  მივალთ, თუ ამ გზაზე წავედით. ეს ღიად კეთდება, რათა გადავწყვიტოთ, საერთოდ ამის საჭიროება არსებობს თუ არა.

_  ეს ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივაა და შესძლებელია არ მივიღოთ?

_ ეს არ არის ევროკავშირის  მოთხოვნა. ეს, უბრალოდ, რეკომენდაციაა. ჯერ შესწავლას ვაწარმოებთ, მივიღოთ თუ არ მივიღოთ _ რა იქნება მიღების ან უარის არგუმენტები; აი, ამ არგუმენტებს მოვაგროვებთ, სასწორზე დავდებთ და რომელიც გადაწონის, იმ გზით წავალთ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 8 მარტს 40 ქალს მიქსერს გადასცემს საჩუქრად8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალაქ ოზურგეთში საღამო-კონცერტია დაგეგმილი. როგორც ცნობილი ხდება, ამ დღეს 40 ქალი დაჯილდოვდება სხვადასხვა ნომინაციაში. უკვე გამოცხადდა ტენდერი ღონისძიების ჩასატარებლად _ ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 460 ლარი გამოყო. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს დასაჯილდოებელ 40 ქალბატონს უნდა გადაეცეს ფასიანი საჩუქრები: სამზარეულო ტექნიკა _ მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით (ქვაბის ზომა არანაკლებ 2 ლიტრისა). დანართი #2-ში მოცემულია საჩუქრის ვიზუალური მხარე _ მიქსერი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მუშა მდგომარეობაში. საგარანტიო ვადა _ არანაკლებ, 6 თვე. აღნიშნული საჩუქარი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული და ინდივიდუალურად მოთავსებული ა2 ფორმატის ზომის, სასაჩუქრე ჩანთაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დასაჯილდოებელი 40 ქალბატონი შერჩეულები არიან სხვადასხვა სფეროდან: “როგორც ყოველწლიურად კეთდება, წელსაც ასე იქნება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით და ისინი გვაძლევენ კანდიდატების სიას. ამ სიაში არიან მრავალშვილიანი დედები, სამედიცინოს სფეროს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე, იქნებიან საჯარო სამსახურში დასაქმებული ქალები, დასახელდება საუკეთესო ბებია ქალი, საუკეთესო ბიზნესმენი ქალი და ა. შ.“, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ შეირჩა საჩუქრად მაინცდამაინც მიქსერი. “ვცდილობთ, რომ საჩუქარი იყოს საოჯახო ტექნიკა და ამ საჩუქრით, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საჩუქარი ოჯახისთვის“, _ აღნიშნა სატელეფონო საუბრის დროს მარინა ჯაფარიძემ. გასულ წელს 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 50 ქალი დაჯილდოვდა, საჩუქრად კი ყავის ელექტრო მადუღარა დაურიგდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას მალე ... ...
  • საზეიმო წირვა მელექედურში _ სოფელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გაიხსნადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში  სოფლის მკვიდრ, ბიზნესმენ კახა ხინთიბიძის ინიციატივითა და ძალისხმევით იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გიხსნა. საზეიმო წირვა შემოქმედელის მიტროპოლიტმა,  მეუფე იოსებმა აღავლინა. მან აქ  მრევლის წინაშე მეტად ემოციური ფრაზა წარმოთქვა: „რა უნდა გააკეთო იმაზე დიდი სიკეთე ადამიანმა, რომ ააგო ტაძარი და ხალხი ქრისტეს სისხლს და ხორცს აზიარო?“  თვით კახა ხინთიბიძემ, რომელიც სოფელ მელექედურის მკვიდრია და სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული, მოკრძალებული უარი გვითხრა კომენტარის გაკეთებაზე. სამაგიეროდ აქტიურობდნენ მელექედურელები: ელისო ბენდელიანი, მელექედურის მკვიდრი:   ასეთი თავმდაბალი კაცია, საუცხოო საქმე გააკეთა. ეს ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო.  დღესასწაულია დღეს მელექედურელთათვის. მადლობა მინდა, ვუთხრა მას და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი კენჭი დადო მშენებლობის დროს. ლენა ქადეიშვილი, მლექედურის მცხოვრები: ბედნიერი დღეა მელექედურელთათვის. კახა ხინთიბიძე მთელი ოჯახით იყო ჩართული ამ საქმეში. 90-ან წლებში აქ დაშალეს ეკლესია, ქვები წაიღეს და ნასაკირალში საწყობი ააშენეს. მერე ახლგაზრდებმა უკან მოიტანეს და ამ ეკლესიის ეზოა შემოღობილი. გია ხმელიძე, მელექედურის მკვიდრი: ბედნიერი დღეა. უკეთესი რა უნდა,  გააკეთოს კაცმა. უდიდესი საქმეა. ახალგაზრდობისთვის  განსაკურებით კარგი საქმე გაკეთდა. შემოვლენ აქ, სულიერება ხომ აუცილებელია და უმთავრესი ადამიანისთვის. იოანე ნათლისმცემლის  სახელობის ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც ადრიდანვე იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. არის  ბაზილიკა. სწორკუთხედი, სამნავიანი.  შუა ნავი მაღალია, დარბაზი განიერი და  დარბაზში სინათლე კარგად ... ...
  • ცოტნე ანანიძე: საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეხმაურება. “არავის ციხეში ყოფნა არ მახარებს მაგრამ, ბევრი ჰქონდა ფიქრის დრო ივანე მერაბიშვილს სამარტოო საკანში... საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე (ასეულობით უდანაშაულო პატიმარზე) მისი მინისტრობის დროს? 7 და 8 ნოემბერზე(2007), 21 და 26 მაისზე(2011),“ _  წერს ფეისბუქზე ცოტნე ... ...
  • არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავეებად ცნესარასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავედ იქნენ ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულები ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ"  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულში. ბრალდების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ ქ.პ-მ  და მისმა დამ ა.პ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარგებლის მიღებისა და ექსპლუატაციის მიზნით, 2018 წლის ივნისში გადაიბირეს ქ.პ-ს არასრულწლოვანი  - 8, 9, 6 და 11 წლის შვილები, რომლებსაც იძულებითი მათხოვრობით 2019 წლის 18 ივლისამდე უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ხოლო ბავშვების მიერ მათხოვრობის შედეგად შეგროვებულ თანხებს დედა და დეიდა სრულად ისაკუთრებდნენ. სამართალდამცველებმა ქ.პ და ა.პ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 18 ივლისს, ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ორი ან მეტი არასრულწლოვანის მიმართ იძულებით ჩადენილი შრომითი ექსპლუატაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.    ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ქ.პ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით.   ა.პ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით,“_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა (R)თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი  - 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის  საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში. 2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020  წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.  Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია. უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი  - სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს. 2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს - სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს. გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში. „ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს.  2019 წელს  ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...