როგორ აისახა სოციალური უფლებების დამცავი გარანტიები განახლებულ კონსტიტუციაში

პოლიტიკა

როგორ აისახა სოციალური უფლებების დამცავი გარანტიები განახლებულ კონსტიტუციაში

2017 ივლ 3 18:38:32

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2017 წლის ჯერ კიდევ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას სოციალური უფლებების კუთხით აფასებს.

ორგანიზაციის შეფასებით, „ამ საკითხების აქტუალობისა და მათი კონსტიტუციაში ასახვის მაღალი მოლოდინის მიუხედავად, სამწუხაროდ არაერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი კონსტიტუციის ტექსტს მიღმა დარჩა“.

EMC-იას კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

„ამ ეტაპისათვის საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რაც მისი საბოლოო ტექსტის სახით შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, სოციალური უფლებების დაცვის გარანტიების გაძლიერების მიმართულებით არაერთი ინიციატივა იყო დაყენებული კომისიის წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან და მათ ირგვლივ განსხვავებული ხარისხის თანხმობა არსებობდა. ამასთან, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესს მუდმივად თან გასდევდა მმართველი გუნდის გაცხადებული მიზანი განახლებულ კონსტიტუციას აესახა სოციალური უფლებების დაცვის უკეთესი უფლებრივი სტანდარტი არსებული სოციალური უსამართლობისა და უთანასწორობის საპასუხოდ.

ამ საკითხების აქტუალობისა და მათი კონსტიტუციაში ასახვის მაღალი მოლოდინის მიუხედავად, სამწუხაროდ არაერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი კონსტიტუციის ტექსტს მიღმა დარჩა. მეტიც, კომისიის თავმჯდომარის თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომელიც გამორიცხავდა უფლებრივი სტანდარტების გაუარესების შესაძლებლობას, სოციალური უფლებების დაცვის უფლებრივი სტანდარტი არაერთი მიმართულებითგაუარესდა.

წინამდებარე შეფასებით მიმოვიხილავთ კონსტიტუციური კანონის პროექტში სოციალური უფლებების დამცავი ჩანაწერების კუთხით არსებულ გაუმჯობესებებს, გაუარესებებსა და იმ საკითხებს, რომელიც კომისიის ფარგლებში და მის გარეთ გამართული მწვავე დისკუსიების მიუხედავად, არ გახდა კონსტიტუციის ტექსტის ნაწილი. 

დადებითი ცვლილებების კონტექსტში, მნიშვნელოვანია გამოვყოთ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში არსებული შემდეგი გაუმჯობესებები:

  • სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდაზუსტდა და დაემატა ზოგადი დებულებების თავს. დებულება ასევე მოიცავს ჩანაწერს ღირსეული საცხოვრებლის შესახებ;
  • დისკრიმინაციის აკრძალვის ნიშნების ჩამონათვალი აღარ არის დახურული;
  • ადამიანის უფლებების თავში გაიწერა სახელმწიფოს ვალდებულებაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნის შესახებ; ასევე ქალისა და მამაკაცის არსებით თანასწორობასა და უთანასწორობის აღმოფხვრაზე ზრუნვის შესახებ;
  • დაზუსტდა უფლება ქმედით სამედიცინო დახმარებაზე.

უნდა აღინიშნოს რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპის დაზუსტება და მისი განმარტება წარმოადგენს კომისიის მუშაობის ძირითად პოზიტიურ ნაბიჯს სოციალური უფლებების დაცულობის მიმართულებით.

მითითებულიგაუმჯობესებებისპარალელურად მნიშვნელოვანი იყო სოციალური უფლებების მოქმედი კონსტიტუციური გარანტიები დაცული ყოფილიყო გაუარესებისგან.ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში სოციალური სახელმწიფოს შესახებ პროგრამული დებულების გათვალისწინებასათანადო ქმედითობის პერსპექტივას შეიცავსმაშინ, თუ კონსტიტუცია იმავდროულად ამ ტიპის უფლებების დამდგენ მინიმალურ უფლებრივ სტანდარტებსაც მოიცავს.აღნიშნულის საპირისპიროდ:

  • საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის საკითხი ადამიანის ძირითადი უფლებების თავიდან ზოგადი დებულებების ნაწილში გადავიდა, რამაც მასუფლებით აღმჭურველი შინაარსი გამოაცალა და გააუარესა მოქმედი სტანდარტი;
  • მოქმედი კონსტიტუციის 39-ე მუხლი ამოღებულია ადამიანის უფლებების თავიდან.აღნიშნული მუხლის შინაარსი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მის მიხედვითკონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის უფლებებს, რომლებიც მასში არ არის მოხსენიებული, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. ცვლილებების შედეგადეს ჩანაწერი ადამიანის უფლებების თავიდან ზოგადი დებულებების თავშიგადავიდა, რაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამორიცხავს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ფიზიკური, იურიდიული პირების თუ სახალხო დამცველის მხრიდანსარჩელით მიმართვას. ეს კი განსაკუთრებით სოციალური უფლებების  დაცვის კუთხით, სოციალური უფლებების ისედაც მწირი კონსტიტუციური გარანტიების ფონზე;
  • კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც მიუთითებს შრომითი უფლებების დაცვის სპეციალურ კომპონენტებზე (შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები) და ისინი მოცულია შრომის უფლების დამცავი ზოგადი ნორმით;შრომის უფლების ცალკეულკომპონენტებზე გაზგასმა კონსტიტუციური პერსპექტივიდან მათიგანსაკუთრებულიდაცვის მნიშვნელობაზე მიუთითებდა და ნაცვლად ამ ჩამონათვალის გაფართოვებისა, კომისია მისი ამოღების გზით წავიდა.
  • დასაქმების შესახებ ჩანაწერი ადამიანისძირითადი უფლებების თავიდან ზოგადიდებულებების ნაწილში გადანაცვლდა, რამაც მას გამოაცალა უფლებით აღმჭურველი შინაარსი.

დამატებით, EMC ყურადღებას ამახვილებს იმ არსებით საკითხებზე, რომლებიც იდგა კონსტიტუციის გადასინჯვის დღის წესრიგში არაერთი მხარის მხრიდან, თუმცა ისინი სამწუხაროდ არ აისახა მეორე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციურ კანონში.მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ:

  • განსაკუთრებითფართო მხარდაჭერითსარგებლობდაშრომის უფლების დაცვაზე ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობის ვალდებულების კონსტიტუციონალიზაციის საკითხი. ამ შინაარსის ჩანაწერის კონსტიტუციაში გაწერა იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შორის პირველადი შეთანხმების საგანი, ასევე  ეს საკითხი ისმებოდა საერთო სახალხო განხილვებისას და საკონსტიტუციო კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვისას.
  • დღის წესრიგში იდგა ღირსეულ და სათანადო საცხოვრებელზე ჩანაწერის ადამიანის უფლებების თავში გათვალისწინების წინადადება; ასევე,შრომის უფლებისსპეციალური სტანდარტების, როგორებიცაა სამართლიანი ანაზღაურება, ღირსეულისამუშაო პირობები, უსაფრთხო დაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა,დასვენებისა და გონივრული სამუშაოდროის განსაზღვრა, თანასწორიმოპყრობა და დისკრიმინაციისაგანდაცვა, ანაზღაურებადი შვებულება,სამუშაოსგან თვითნებური დადაუსაბუთებელი გათავისუფლებისაკრძალვის პრინციპების გაწერის საკითხი; ჩანაწერი განათლებისუფლებასთან დაკავშირებითსახელმწიფოს მიერ ვალდებულებათაპროგრესიულად შესრულების შესახებ, როგორიცაა, სწავლების ხარისხისამაღლებისათვის განგრძობადი ზრუნვა,უმაღლესი და პროფესიული განათლებისსრულ სახელმწიფო დაფინანსებაზეეტაპობრივ გადასვლაზე ზრუნვა და სხვა.სამწუხაროდ, კომისიის მხრიდან არცერთი მათგანი გათვალისწინებული არ ყოფილა.
  • კონსტიტუციის მეორე მოსმენით მიღებულ ტექსტში, ასევე არ არის გათვალისწინებული 94-ე მუხლის მე-4 დამე-5 პუნქტების კონსტიტუციიდან ამოღების საკითხი, რაც პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა პროცესში ჩართული არაერთი მხარისთვის. მუხლის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის არსებული განაკვეთის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებული რეფერენდუმის გზით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული მოსაზრებები მიუთითებს, მუხლის არსებული რედაქციის პრობლემურობაზე და აღნიშნავს რომ საჭიროა ამ მუხლის მინიმუმ იმგვარი ცვლილება, რომ პროცესში პირველად გადაწყვეტილების მიმღებად აუცილებლად იყო გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტი. მიუხედავად არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფის მოთხოვნისა და ვენეციის კომისიის მოსაზრებებისა, მუხლის ამოღებაზე ან მის სათანადო ცვლილებაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მმართველო გუნდის შემოთავაზებით, არსებული ჩანაწერები გარდამავალ ნორმებად გარდაიქმნება, რომელიც ცვლილებებისძალაში შესვლიდან 12 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ასევე, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობისა და კომისიის მუშაობის პროცესში არსებულ ხარვეზებს. კომისიის მუშაობა სამწუხაროდ არ იყო სათანადოდ ღია და მისაწვდომი კომისიის არაწევრი დაინტერესებული მხარეებისთვის სხდომებში მონაწილეობის კუთხით.ასევე კომისიამ მისი მუშაობისას ვერ უზრუნველყო სოციალური პარტნიორების თანაბარი და სათანადო მონაწილეობა, კერძოდ,პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდნენ პროფესიული კავშირები, რაც განსაკუთრებულად პრობლემურია იმ ფონზე, რომ რეფორმის პროცესში ცხადი გახდა კომისიის კონსულტაციების თაობაზე ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...