როგორ აფასებენ პოლიტოლოგები მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად წარდგენას

პოლიტიკა

როგორ აფასებენ პოლიტოლოგები მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად წარდგენას

2018 ივნ 14 19:39:50

"ქართული ოცნების" ოფისში ჩატარებული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მამუკა ბახტაძე დაიკავებს.

ყოფილი ფინანსთა მინისტრის საპრემიერო კანდიდატად განხილვას მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც დღესვე გამოუჩნდა.

„გურია ნიუსი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ პოლიტოლოგები მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას.

როგორც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან  საუბრისას ამბობს,  ბახტაძე პოლიტიკოსის სახით საზოგადოებისთვის ცნობილი ფინანსთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ გახდა. როგორც ფინანსთა მინისტრს, რამდენიმე საინტერესო იდეაც ჰქონდა, მაგრამ ეს მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთვის პოლიტოლოგს საკმარისად არ ეჩვენება.

„შეიძლება ითქვას, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ფართო საზოგადოებისთვის დაიწყო მას შემდეგ, რაც ის გახდა ფინანსთა მინისტრი, თუმცა რამდენად არის ან ოდესმე იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში ვერ გეტყვით. რამდენიმე საინტერესო იდეა გააჟღერა ბანკებთან, მცირე საწარმოებთან მიმართებაში, მაგრამ არ ვთვლი, რომ მხოლოდ ეს ინიციატივები საკმარისია იმისთვის, რომ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ლიდერი“,_ამბობს ძაბირაძე.

პოლიტოლოგი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ყურადღებას სახელისუფლებო სისტემის გაუმართაობაზე ამახვილებს.

„სამწუხაროდ ჩვენთან ისევ გაუმართავი აღმოჩნდა სახელისუფლებო სისტემა, რადგან როგორც წესი, საპარლამენტო მმართველობის და ნებისმიერი მმართველობის მიზანია, უმაღლეს თანამდებობას იკავებდნენ პოლიტიკური ლიდერები. ჩვენ შემთხვევაში ასე უკვე რამდენიმე წელია არ ხდება. ჩემი აზრით ამ სისტემამ არ გაამართლა. დღევანდელი ხელისუფლება ისევე როგორც გუშინდელი და გუშინწინდელიც, ღარიბაშვილიდან მოყოლებული უფრო ტექნიკური მთავრობაა, ვიდრე საპარლამენტო მმართველობის დროს შეიძლება ჩამოყალიბებულიყო. რეალურად ლიდერი არ მართავს ქვეყანას, ის დგას მართველობითი სისტემის გარეთ“,_ამბობს ძაბირაძე.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი, რომელსაც  მამუკა ბახტაძის, როგორც საპრემიერო კანდიდატის შეფასება ვთხოვეთ, იქამდე ვიდრე ამის შესახებ ინფორმაციას მმართველ გუნდი ოფიციალურად დადასტურებდა, ყოფილი ფინანსთა მინისტრის  შეფასებისას მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა _ „მას თავი ჯერ არაფრით გამოუჩენია“,_გვითხრა ცინცაძემ.

ამავე თემაზე: 

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძე წარადგინა 

ბახტაძე არის უკიდურესად წარუმატებელი ადამიანი, რომელმაც გაკოტრების პირზე მიიყვანა კომპანია, რომელსაც ხელმძღვანელობდა"  




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...