როგორც არ უნდა დასრულდეს არხის ყიდვა-გაყიდვა, ხელისუფლება მაინც შარშია "- სალაძე "რუსთავი2"-ზე

პოლიტიკა

როგორც არ უნდა დასრულდეს არხის ყიდვა-გაყიდვა, ხელისუფლება მაინც შარშია "- სალაძე "რუსთავი2"-ზე

2019 აგვ 12 14:47:08

„ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე რუსთავი 2-ის გაყიდვასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"70,000,000 მილიონის დავალიანების მქონე კომპანიის ერთ კვირაში გამჭვირვალედ გაყიდვა და რეალური მყიდველის პოვნის ვინმეს გჯერათ? ბევრი ფული რომ გქონდეთ და გარიგებას როგორც ბიზნესის ნაწილს ისე უყურებდეთ, ერთ კვირაში იყიდდით კომპანიას ამხელა ვალით? ალბათ, არა, ცხადია, თუ სხვა მიზეზი და მიზნები არ გაქვთ საამისოდ. ვფიქრობ, უფრო რეალურია, რომ ეს პროცესი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი და ახლა მხოლოდ ფორმალურად გაფორმებაა საჭირო. 

როგორც ჩანს "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად, გაყიდვა-ყველაზე მარტივი გზაა. იმ შემთხვევაში, თუ არ გაიყიდება, მაშინ შეიძლება ალტერნატიული გეგმის - გაკოტრების საქმის დაწყება. 

და ბოლოს, როგორც არ უნდა დასრულდეს არხის ყიდვა-გაყიდვა, ხელისუფლება მაინც შარშია. შარშია იმიტომ, რომ პროკურატურა 2012 წლის დეკემბრიდან იძიებს აქიმიძე-დვალის საჩივრის საფუძველზე - "რუსთავი 2"-ის საქმეს და ლოგიკურ დასასრულამდე არაფრის დიდებით არ მიჰყავს,"_ წერს სალაძე.  




 ახალი ამბები
  • ბათუმში ავტომობილი არასრულწლოვნებს დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. რუსთაველის ქუჩაზე  2 მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.   გოგონებს დაზიანება თავის არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის ისინი გამოკვლევაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც, დადგინდება დაზიანების ხარისხი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.  მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ... ...
  • ვინ უნდა მოერიდოს მარიხუანას მოხმარებასმარიხუანას მოხმარება სიგარეტის მოწევაზე მეტად პოპულარულია, თუმცა, ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის  ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,  კარდიოლოგები ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. კარდიოლოგებმა მარიხუანას მოხმარებასა და გულის დაავადებებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. კვლევის ავტორების თქმით, ადამიანებს, რომლებსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ან თავი დაანებონ  მარიხუანას მოხმარებას ან შეამცირონ. კვლევის ავტორების თქმით, ამ დროისთვის 2 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს მარიხუანას, რომლებსაც გულსისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მათ შორის, არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მარიხუნას სამკურნალო მიზნით იყენებენ. კვლევის მიხედვით, მარიხუანას მოხმარებას ზოგიერთ კარდიოვასკულური მედიკამენტის ეფექტზე შეუძლია გავლენის მოხდენა, მაგალითად, სტატინებზე. ექსპერტების თქმით, კარდიოლოგებმა უნდა ჰკითხონ პაციენტებს რა სახით და რამდენად ხშირად იყენებენ მარიხუანას, ჩაუტარონ მათ ტესტირება, განსაკუთრებით კი ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც გადანერგილი გული აქვთ ან გულის უკმარისობა აწუხებთ ან გულის შეტევა აქვთ გადატანილი. მათივე თქმით, ექიმებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პაციენტებს, რომ განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანას ვაპინგი და სინთეზური კანაბინოიდების მოხმარებაა, რაც უფრო მეტ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ... ...
  • რატომ ვერ სარგებლობენ სამტრედიაში ააიპ ,,სახლი თანადგომას" ბენეფიციარები უფასო კვებითსამტრედიაში, ააიპ-ი ,,სახლი თანადგომას" ბენეფიციარები, 22 იანვრის მდგომარეობით, უფასო კვებით ვერ სარგებლობენ. როგორც ,,გურია ნიუსს" უთხრეს, უფასო სასადილოს ფუნქციონირების პრობლემა ყოველი წლის დასაწყისში ექმნება.  აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი" დაუკავშირდა ,,სახლი თანადგომას" დირექტორს, მზევინარ ბოხუას. ბოხუას თქმით, სასადილო ახალი წლიდან ფუნქციონირების გაგრძელებას მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახერხებს, რადგან კვების პროდუქტების შესყიდვაზე აუცილებელია ტენდერის გამოცხადება და სასადილო მუშობას ტენდერის დასრულების შემდეგ შეუდგება. ,,კანონის მიხედვით, საკვების მომწოდებლებზე ტენდერს მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ვერ ვაცხადებთ. ამდენად, იანვარი ჩვენთვის განსაკუთრებულად დაძაბული თვეა. ბენეფიციარები მოდიან ადმინისტრაციულ შენობაში და სადილს გვთხოვენ. როცა შიათ, ტენდერი არ აინტერესებთ. უფასო სასადილოში ის კატეგორია გვყავს, ვისთვისაც დღეში ერხელ სრულფასოვანი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“_ამბობს ბოხუა. ცნობისთვის, ,,სახლი თანადგომამ" ტენდერი 2019 წლის  23 დეკემბერს, ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე გამოაცხადა 3 ტენდერი. სამიდან ორი შედგა, ხოლო ხორცის მომწოდებელზე-ჩაიშალა. "ხორცის ტენდერის გამოცხადება ხელახლა მოგვიხდა, 13 იანვრიდან გამარჯვებულს ველოდებით. შარშან 24 იანვრიდან შევუდექით მუშაობას, იმედია, წელს, იანვრის ბოლოსთვის მაინც შევძლებთ უფასო სასადილოს ამოქმედებას,“_ დასძენს  ,,სახლი თანადგომას"დირექტორი, მზევინარ ... ...
  • ნარინჯისფერი რთველი დასრულდანარინჯისფერი რთველი დასრულდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, 2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტი განხორციელდა: რუსეთში (20.0 ათასი ტ), უკრაინაში (5.2 ათასი ტ), სომხეთში (4.4 ათასი ტ), ბელარუსში (319 ტ), ყაზახეთში (140 ტ), ყირგიზეთში (58 ტ) საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა:სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური. პროდუქციის მაღალი ხარისხი პირდაპირპროპორციულად განაპირობებდა მაღალ საბაზრო ფასს. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.6-დან 2.0 ლარამდე იყო. სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 19 იანვრის მდგომარეობით 10 ათასი ტონა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მოსავალის მაღალი ხარისხი დიდწილად განაპირობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა. ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ნარგავებში ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები - თერმული ნისლით დამუშავდა ტერიტორიები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა მავნებლის მიერ ციტრუსის კულტურის დაზიანება. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობდა ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც ... ...
  • "40 წელია, არჩევანში ასე არ გამმართლებია, ამოისუნთქა მელექედურმა!" _ ოპოზიციონერის მადლობა მერსსოფლის მხარდაჭერის პროგრამის კრებაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, აქაურმა, როგორც თავად თქვა, „ევროპული საქართველოს “ წევრმა და მუდამ საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში მყოფმა, ნაზი სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კოტე შარაშენიძეს საგანგებო მადლობა მოუხადა: _ 40 წელია არჩევანში ასე არ გამმართლებია! ამოისუნთქა მელექედურმა! მადლობას გიხდით, რომ გაგვიმართლეთ იმედები არჩევის შემდეგ, _ უთრა მან შარაშენიძეს. თავის მხრივ, მერმაც მადლობა მოუხადა აღფრთოვანებულ მელექედურელ ქალბატონს. კითხვაზე, ყველაზე ძალიან რით მოიხიბლა ქალბატონი ზინა, მან თქვა რომ შარშან სოფელში გაკეთდა და გალამაზდა სკვერი, რაც თვალს უხარია: _ აწი გაკეთდება კიდევ ბევრი რამ, _ თქვა მან. კვლავ კითხვაზე, შარშან გამოყოფილი 40 ათასი ლარით, სკვერის გარდა, რა გაკეთდა ან ახლა რის გაკეთების სურვილი აქვს 40 ათასი ლარით, რომლის ირგვლივ ადგილობრივები კარგად არ არიან შეთანხმებული და მთავარი აწი უნდა გადაწყდეს, სალუქვაძემ თქვა, რომ ის ფინანსებში კარგად ვერ ერკვევა: _ არ ვერკვევი კარგად ფინანსებში, მთავარია, გაკეთდეს საქმე, _ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...