რომელ საქმეებს განიხილავს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება _ თეა წულუკიანის განმარტებები

პოლიტიკა

რომელ საქმეებს განიხილავს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება _ თეა წულუკიანის განმარტებები

2017 ნოე 14 10:34:21

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელ საქმეებს განიხილავს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ოთხი-ხუთი კატეგორიის საქმეებზეა საუბარი, რომლებზეც გენერალური ინსპექციები აღარ იქნებიან უფლებამოსილნი და ეს საქმეები წავა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმში.

წულუკიანის თქმით, ეს კატეგორიებია: დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, წამება, ძალადობის მუქარა, ასევე თუ სიკვდილით დასრულდება მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც ის არის სახელმწიფოს ხელში.

პირველი არხის ჟურნალისტის გიორგი კობერიძის კითხვაზე, გარდა იმისა, რომ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელი, კიდევ რა ფუნქციები ექნება ამ ორგანოს და რატომ გადაწყდა მისი შექმნა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შესაბამისი ორგანოები, რომლებმაც უნდა გამოიძიონ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები ჯეროვნად ვერ ასრულებენ ფუნქცია-მოვალეობებს, წულუკიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას პრაქტიკაში აქვს დანერგილი პრინციპი, ერთ უწყებაში სავარაუდო დანაშაულის ფაქტები სხვა უწყებამ გამოიძიოს, თუმცა ამას კანონით სჭირდება გამყარება.

აქ არ არის საუბარი ჯეროვნად ასრულებენ თუ არა. ელემენტარული პრინციპია, რასაც ჩვენ პრაქტიკაში უკვე მეხუთე წელია ვცდილობთ, დავიცვათ, მაგრამ არ გვაქვს კანონით გამყარებული. კერძოდ, როდესაც რომელიმე სისტემაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს მოქალაქე, იმისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიებას ჰქონდეს დაზარალებულის და ასევე საზოგადოების ნდობა, ის უნდა გამოიძიოს სხვამ, ვიდრე იმან, ვისაც საყვედურობენ, რომ ჩაიდინა დანაშაული.

ეს არის გამოძიების მიუკერძოებლობის ელემენტარული პრინციპი, რის გარეშეც არ არსებობს შემდეგ უკვე სისხლის სამართლის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, როდესაც საქმე წავა სასამართლოში. ამიტომაც ჩვენ ასეთი რამ გავაკეთეთ პრაქტიკაში – როგორც კი მოქალაქე დაიჩივლებს, რომ მაგალითად, ქართულ ციხეში მომექცნენ დამამცირებლად ან არაადამიანურად, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდეა შემცირებული ამგვარი სავარაუდო შემთხვევები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ციხის რეფორმა გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, სხვა რეფორმებთან ერთად.

მიუხედავად ამისა, როდესაც ამგვარი განცხადებები არსებობს, იმისათვის, რომ გამოძიებას ჰქონდეს ნდობა, ეს საქმე არ უნდა გამოიძიოს სასჯელაღსრულების გამომძიებელმა. ამიტომაც ავტომატურად საქმე მიდის ხოლმე პროკურატურაში და პროკურატურა იძიებს, მაგრამ იდეა, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები მხოლოდ პრაქტიკით კი არა, არამედ კანონითაც იყოს გამყარებული, ეს არის სწორედ ის, რაც აისახა ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში, სადაც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ შევქმნიდით ასეთ მექანიზმს.

რატომ პარლამენტი, იმიტომ, რომ იმ პროექტით, რაც ჩვენ იუსტიციის სამინისტროში შევიმუშავეთ, ვთავაზობთ მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს, სწორედ ეს ხელმძღვანელი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტისადმი, თუკი ეს მოდელი იქნება გაზიარებული, რაზეც მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები და მე იმედი მაქვს, მალე დამთავრდება ეს პროცესი. უკვე ამ კონსულტაციებში ჩაერთვება ახალი მინისტრი, გიორგი გახარია, რადგან ეს მხოლოდ ციხეს არ ეხება, როგორც იცით ეხება ჯარში ჩადენილ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას. მე არ ვსაუბრობ წამებაზე“, – აღნიშნა წულუკიანმა.

პირველი არხის ჟურნალისტისა და გადაცემის წამყვანის კითხვებზე, კონკრეტულად რა ტიპის დანაშაულებს გამოიძიებს ახალი უწყება და ხომ არ მოხდება გენერალური ინსპექციის ფუნქციების დუბლირება, წულუკიანმა აღნიშნა, რომ დუბლირება არ მოხდება და მხოლოდ გარკვეული კატეგორიის საქმეები გადაეცემა ახალ უწყებას.

დუბლირება არ ხდება იმიტომ, რომ გენერალური ინსპექციები დარჩება შესაბამის უწყებებში, ოღონდაც იმ 4-5 კატეგორიაზე საქმეების, რომელზეც არის საუბარი, ისინი აღარ იქნებიან უფლებამოსილი. ეს კატეგორიებია: დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, ყველაზე მაღალი ხარისხი არაადამიანური მოპყრობის, რაც არის წამება, ასევე ძალადობის მუქარა, მაგალითად მოთხოვნა იმისა, ზეწოლის და ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ – შეცვალე ჩვენება, ან არ მისცე ჩვენება ციხის ბადრაგის წინააღდეგ, მაგალითად ეს.

ასევე თუ სიკვდილით დასრულდება მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც ის არის სახელმწიფოს ხელში, რა თქმა უნდა იქნას გამოძიება ჩატარებული და ეს საქმეებიც წავა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმში. ეს არის კატეგორიები დანაშაულის, რაც ჩვენს პროექტშია. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს გახდება კანონი და თუკი ამ მოდელზე შევჯერდებით, ჩვენი პარლამენტი შეარჩევს ხელმძღვანელს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით ახალ საგამოძიებო უწყებას სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი ჩაიბარებს.




 ახალი ამბები
  • "ეჭიდავონ სტრასბურგს"_ ლუკა კალანდია ძმისთვის გამოტანილ განაჩენზე მიხეილ კალანდიას განაჩენის გამოცხადებას საქალაქო სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა. მიხეილ კალანდიას ძმამ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური დავალება უწოდა. „ეს არის პოლიტიკური დავალება, ეჭიდავონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს“,_ განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკამ. შეგასენებთ, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.   განაჩენი მოსამართლემ ცოტა ხნის წინ ... ...
  • მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდასასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა. მაგრამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა. მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა,  დავით სარალიძე კი, 2 დეკემბერს, ... ...
  • გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები იზრდებანარჩენების მართვის სფეროში ჩადენილ გადაცდომებზე ჯარიმები იზრდება.  შესაბამისი ცვლილებების განხორციელება  „ნარჩენების მართვის კოდექსში“ იგეგმება. როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ,  არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს და ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა. რაც შეეხება ჯარიმებს, ცვლილებების მიხედვით, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად, წლის განმავლობაში 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებული იქნება, შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს კომპანიის მართვის გეგმის შემუშავების დავალდებულებას პირთა უფრო ფართო წრისთვის.  არსებული რედაქციით, მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს ჰქონდათ კომპანიის ნარჩენების გეგმის წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ნარჩენს წარმოქმნიდნენ, წარმოდგენილი რედაქციით კი ეს რაოდენობა  შემცირებულია 400 ტონამდე. კანონპროექტით ორ კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა 100 ლარის ნაცვლად 200 ლარით განისაზღვრება. ორ კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, ნაცვლად 120 ლარისა, გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. ხუთ ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 150 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით. ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ნაცვლად, გაოთხმაგებული – 2000 ლარის ოდენობით. ორ კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი, ნაცვლად 100 ლარისა, 500 ლარით დაჯარიმდება. ორ კგ ან ორ კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150-ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება, ხოლო იურიდიული პირისთვის იგივე ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრება 1500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1000 ლარისა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით,  ერთ მეტრ კუბზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები  300 ლარის ნაცვლად, 1000 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 1000 ლარის ნაცვლად, გასამმაგებული ოდენობით – 3000 ლარით. ამავე პროექტით, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტი ჯარიმა: ფიზიკურ პირს – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 6000 ლარის ოდენობით. ასევე სანქცია წესდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში ნარჩენების არადანიშნულებისამებრ (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსებისთვის. აღნიშნული ცვლილებით ნარჩენების წარმომქმნელებს ეკრძალებათ კონკრეტულად რომელიმე სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახის ნარჩენების განთავსება. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისათვის შეადგენს 200 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ... ...
  • "ქართული ოცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის"_ აქცია სასამართლოსთანთბილისის საქალაქო სასამართლოსთან „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს. საპროტესტო აქცია პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა. ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში იმართება “გავრილოვის პატიმრების” მორიგი პროცესი იმართება. „20 ივნისს დაკავებული მოქალაქეები არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები. რეალურად ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანები არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ აპირებდნენ, ეს არის „ქართული იცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის“,_ ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები უკვე 8 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ევროპარლამენტარებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები პოლიტიკურ პატიმრებად აღიარეს და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ ... ...
  • მაია მერკვილაძე აჭარის მაუწყებელში რჩებააჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და რვასაათიანი გამოშვების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გადაწყვეტილება მიიღო, ის მზადაა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის შეთავაზებას დათანხმდეს და იყო თოქ-შოუს პროდიუსერი და ასევე რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიც. ამის შესახებ განცხადება მაია მერკვილაძემ ტელევიზიის კანცელარიაში უკვე დატოვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს ამ ეტაპზე არარსებული თოქ-შოუს რედაქტორობას სთავაზობდნენ. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მმართველთა საბჭოს წევრებს განუცხადა. ხელშეკრულებას, რომლითაც მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, 24 თებერვალს გაუქმდა. გადაწყვეტილებას მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა. 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის პოსტზე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება,  მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...