„სააკაშვილი არეულობის მოწყობაზე ოცნებობს, თუმცა რესურსი არ გააჩნია“_ ალექსანდრე ქანთარია

პოლიტიკა

„სააკაშვილი არეულობის მოწყობაზე ოცნებობს, თუმცა რესურსი არ გააჩნია“_ ალექსანდრე ქანთარია

6 დეკ. 2018, 13:24:58

„მაშინ, როცა საპარლამენტო არჩვნების ჩატარებამდე 2 წელიწადზე ნაკლები რჩება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ვფიქრობ, აბსოლუტურად არალოგიკურია. ჩვენ ვთქვით, რომ ერთ წელიწადში ქვეყნისთვის მაქსიმალურად სასიკეთო ცვლილებები უნდა განვახორციელოთ,  რისთვისაც ამომრჩეველმა დრო უნდა მოგვცეს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ მმართველი პარტიის დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ.

მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში არსებობს ხარვეზები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

 “რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, მასში ხარვეზები ნამდვილად არის, რასაც სამოქალაქო სექტორის ჩართულობით აუცილებლად გამოვასწორებთ“,_ აღნიშნავს ქანთარია.

_ ბატონო ალექსნდრე, კონსტიტუციის მიხედვით, მაჟორიტარულ სისტემის გაუქმება და მთლინად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლამდე არ იგეგმება. აღნიშნული კანომდებლბის მიღებით, რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“  კომფორტი შეუქმნას საკუთარ პარტიას და  პარლამენტში  მრავალპარტიული სისტმის ზრდა შეაფერხოს?

_ გუნდში საკმაოდ დიდი სჯა-ბაასის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარული სისტემა 2024 წელს გაუქმდეს, თუმცა არ გამოვრიცხვ, რომ განხილვა განახლდეს იმის შესახებ, რომ მთლინად პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადავიდეთ. თუ მაჟორიტარულ სისტემას ვაუქმებთ 2024 წელს, რატომ არ უნდა გავაუქმოთ 2020 წელს?! ეს უფრო გაჯიუტებას ჰგავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში უნდა შევთანხმდეთ.

 _ხლისუფლებისთვის ულტიმატუმების წაყენების შემდეგ, ჩანს, რომ ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს. როგორ ფიქრობთ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვვაში, გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის  მზადებას დაიწყებს?

_ ოპოზიციას არეულობის სურვილი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მათ დესტაბილიზაციის მოწყობის რესურსი არ გააჩნიათ. ოპოზიცია იბერება, რომ 800 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ქვეყანაში არეულობის მოწყობას ემხრობიან.

 ქვეყანაში დესტაბილიზაცია განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს სურს, რომელიც დღე და ღამე ოცნებობს არეულობაზე, თუმცა ვხდავთ, რომ მისი სურვილები და მოწოდებები მისივე თანაგუნდელებისთვის არის მიუღებელი.

_ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მასობრივ დაუმორჩილებლობაზე საუბობს, სამართალდამცავ უწებები დაინტერესდებიან?

_ მოვუწოდებთ შესაბამის რუქტურებს, რომ სააკაშვილის ამ განცხადებით დაინტერესდნენ, რადგან მასში ნამდვილად იკვეთება დანაშაულის ნიშნები.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?