"სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შექმნა“_ დიმიტრი შაშკინი

პოლიტიკა

"სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შექმნა“_ დიმიტრი შაშკინი

2019 მარ 25 16:08:44

“მიხეილ სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შექმნა. საქართველოს ისტორიაში ცხრა წელი ყველაზე წარმატებული იყო. ვისაც ამნეზია აქვს და არ ახსოვს, შეუძლია თვალი არქივებს გადაავლოს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცია ყველა იმ სცენარის განვითარებისთვის იქნება მზად, რომლის განხორციელებას ხელისუფლება იკადრებს. 

_ბატონო დიმტრი, მმართველმა პარტიამ შუალედურ არჩვნბში მონაწილე კანდიდატები დაასახელა და რიგ შემთხვევებში, ცნობილია არჩვნებში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენელთა ვინობა.  ამ ფონზე, როგორ აფასებთ  მხარეთ შორის ძალთა გადანაწილებას? ფიქრობთ, რომ ოცნება“, რომელიც არჩვნბის მოგებას მის ხელთ არსებული ყველა რესურსით შეეცდება, ოპოზიციის კანდიდატს გამარჯებულის მანტიას დაუთმობს?

_ ხელისუფლებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ გაერთიანებულ ოპოზიციას მოგება უნამუსოდ წაართვა, რაც  საქართველოს მოქალაქეებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა კარგად დაინახეს, ამიტომ არარელევანტურია კითხვა, რამდენად შეძლებს ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას.   გაერთიანებული ოპოზიცია ყველა იმ სცენარის განვითარებისთვის იქნება მზად, რომლის განხორციელებას ხელისუფლება იკადრებს. 

_ მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, გაჟღერებულია პოზიცია, რომ ხელისუფელბა საარჩევნო კოდექსის ცვლილებას 2024 წლამდე არ აპირებს, რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ მილიონი ხელმოწერის შეგროვების შემთხევაშიც კი მმართველს პარტიას საარჩევნო სისტემის ფორმირებაზე დაითანხმებთ?

_არ არის საუბარი ხელისუფლება რაზე დაგვთანხმდება და ჩვენ რა გვინდა. მილიონი ადამიანი აპირებს ხელისუფლებას უთხრას, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, არ არის სამართლიანი და არ ასახავს არსებულ პოლიტიკურ რეალობას. ნებისმიერი კვლევა არჩევნებს, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მაჟორიტარებს არც კი იცნობს. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გამოჩნდება, ხელისუფლებას რამდენად აინტერესებს ერთი მილიონი მოქალაქის პოზიცია. 

_ საქარველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხე სააკშვილმა  პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე  განაცხადა, ციტირება:_“ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ცხრა წელი იყო არა სისხლიანი, ამედ ყველაზე წარმატებული საქართველოს ისტორიაში“. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პარტიას წარმატების პარალელურად, ბევრი გადაცდომა ჰქონდა, რამაც 2012 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი განაპირობა. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, პარტიის წევრების მიერ დაშვებული შეცდომები გაანალიზდა? და ასევე, „ყველაზე წარმატებულ ცხრა წელთან“ დაკავშირებით ექსპრეზიდენტის პოზიციას ეთანხმებით?

_ საქართველოს ისტორიაში ცხრა წელი ყველაზე წარმატებული იყო. ვისაც  ამნეზია აქვს და არ ახსოვს, შეუძლია თვალი არქივებს გადაავლოს. საქართველოში 2003 წლამდე რა ხდებოდა, საზოგადოებამ კარგად გაიხსენოს. ყველა მოქალაქე ნატრულობდა ერთი დღის განმავლობაში დენი ორი საათი მაინც მოსულიყო, გაზი გვქონოდა და კრიმინალის გამო ბავშვები ისე გაგვეშვა ქუჩაში, რომ მათზე არ გვენერვიულა. პედაგოგის ხელფასი 28 ლარი იყო და სკოლებში გათბობა საერთოდ არ არსებობდა. მიხეილ სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში ბიუჯეტი 12-ჯერ გაიზარდა, მან შეძლო პოსტსაბჭოურ სივრცეში არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შეექმნა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაცდომებს, ქვეყანა სწრაფად ვითარდებოდა და ბუნებრივია, შეცდომები დაშვებული იქნებოდა, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა 2012 წლის არჩევნებში ავიღეთ, როცა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება აბსოლუტურად მშვიდობიანად გადავაბარეთ.

_ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი სასამართლო სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მემკვიდრეობით გადმოიბარა და შეისისხლხორცა, თქვენივე კრიტიკის ობიექტად იქცა. როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს და როგორია ახლა ოპოზიციის თვალით დანახული “ქართული ოცნების“ პირობებში მოქმედი სასამართლო სისტემა?

_სასამართლო სისტემა, სამწუხაროდ, არ იყო ჩვენი ძლიერი მხარე. მართლმსაჯულების ფორმირებაში  მთავარი შეცდომა დავუშვით. ვერ მოვასწარით სასამართლო სისტემის რეფორმის ბოლომდე მიიყვანა, რომელიც უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას ეხებოდა, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ჩვენ სასამართლო სისტემის კორუფციისგან გათავისუფლება შევძელით. „ქართული ოცნების“ პირობებში კი მართლმსაჯულებაში კორუფციაა დაბუდებული. ხელისუფლებამ სასამართლოს პოლიტიკური დავალებების შესრულების ნაცვლად, ფულის კეთების საშუალება მისცა.

_ საქართველოში ნატოს გენერალურმა მდივამა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ციტირება _“მოგიწოდებთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გახდეთ ჩვენი წევრი. როგორ ფიქრობთ, დღეს ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობებს საქართველო მაქსიმალურად იყენებს?

_ 2012 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, დეკლარირებას ვისმენთ იმის შესახებ, რომ ნატოში შესვლა გვინდა, თუმცა აღნიშნულისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ იდგმება. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით 2018 წლის არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებიც მიუთითებენ. ისეთი მძიმე რაპორტები, რომლებიც  2018 წლის არჩევნებზე დაიწერა, არ მახსოვს მანამდე დაწერილიყო, მათ შორის, შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც. აღნიშნული საქართველოს ევროპულ მომავალზე, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება.




 ახალი ამბები
  • შემთხვევა მყინვარწვერზე_ 4 000 მეტრის სიმაღლიდან კაცი ყინულის ნაპრალში ჩავარდამაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მყინვარწვერზე მყოფი ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი.  სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მამაკაცი მაშველებმა ამოიყვანეს და თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა ... ...
  • აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა (R)საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავსებაში ჩართული იყო როგორც  ანგარიშსწორების ბანკი, და ასევე იქნება ამ ობლიგაციებისთვის კალკულაციისა და  საგადამხდელო აგენტი. ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება კი „გალტ ენდ თაგარტმა“ უზრუნველყო. ADB-ის მიერ მსგავსი ორტრანშიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა საქართველოს კაპიტალურ ბაზარზე 2015 წლის შემდეგ მესამედ განხორციელდა. ობლიგაციების გამოშვება ორ ტრანშად მოხდა. მათგან პირველის ვადიანობა - 3 წელი, მეორე ტრანშის ვადიანობა კი 5 წელია. ობლიგაციის განაკვეთი არის ცვლადი და ის საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი დეპოზიტის განაკვეთთან არის ინდექსირებული. ADB პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ობლიგაციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებულ სისტემაში გამოუშვა და განათავსა საჯარო აუქციონის გზით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის დეკემბერში დაინერგა და ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, რისთვისაც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას იყენებს. ADB-ის ფასიანი ქაღალდები ასევე განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდების მფლობელები ქართული ინსტიტუციური ინვესტორები გახდნენ. „ADB ძალისხმევას არ იშურებს, რათა განვითარდეს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები. ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ეროვნულ ვალუტაში გაიცემა თანხები არა მხოლოდ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ ამით ხელს ვუწყობთ განვითარებას, რაც საქართველოს მოწინავე ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობით გამოიხატება“,- განაცხადა „ADB“-ის ხაზინის უფროსმა პიერ ვან პეტეგემმა. „მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკმა ობლიგაციების მასშტაბური განთავსებისთვის პარტნიორად სწორედ საქართველოს ბანკი აირჩია. საქართველოს ბანკი შეასრულებს კალკულაციისა და საგადამხდელო აგენტის როლს და 60-მილიონიან ტრანზაქციაში წარმოადგენს ანგარიშსწორების ბანკს. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ შესამჩნევ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ ენდ თაგარტის“ როლი ამ მნიშვნელოვან გარიგებაში. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ პარტნიორი მსგავსი ტრანზაქციების განხორციელებაში არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ იმ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ,  მოიპოვონ კაპიტალის დამატებითი წყაროები.  მსურს, მივულოცო მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ მნიშვნელოვან გარიგებაზე“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. ... ...
  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენსაქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. წყარო: ... ...
  • ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდებაქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს ... ...
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვალოს„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...