"სადაც არ უნდა ვიყო სამშობლოს ინტერესებს დავიცავ" - სად მიდის ციხელაშვილი

პოლიტიკა

"სადაც არ უნდა ვიყო სამშობლოს ინტერესებს დავიცავ" - სად მიდის ციხელაშვილი

22 მაი. 2020, 18:10:24

დღეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქეთევან ციხელაშვილი კარიერას გააგრძელებს როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ციხელაშვილი ასევე საქართველოს ელჩად ინიშნება ავსტრიის რესპუბლიკაში და ის ახალ საქმიანობას 15 ივნისიდან შეუდგება.

15 ივნისამე კი საქმიანობას ციხელაშვილი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

15 ივნისიდან ნამდვილად არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ მე საქმიანობა გავაგრძელო როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც არის ძალიან საპატიო, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური მანდატი. თუმცა 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც სახელმწიფო მინისტრი, ახლაც ოძისში ვიმყოფები და ვაპირებთ ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ სხვადასხვა ჰუმანიტარული პაკეტებით და არა მხოლოდ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „კოვიდ-19“-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია. ახლაც, ყოველ დღე, მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოსა და ჩემი ხალხის ინტერესებს დავიცავ“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

ამ დროისთვის უცნობია ვინ შეცვლის ციხელაშვილს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე.





 ახალი ამბები
  • ვარლამ გოლეთიანი: ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ,,ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ“, - ეს მიმართვა  ,,რიონის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს. იგი საზოგადოებას სხვადასხვა ქალაქებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ,,თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ“,  – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • მიხეილ დაუშვილი: მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი"მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი, იგივეს ვფიქრობ გიორგი რურუაზეც“, _ ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა "მთავარი არხის" ეთერში  განაცხადა. დაუშვილის თქმით,  ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. "ბატონი ნიკა მელია, თქვენ კარგად იცით, რასთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზება. მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი. ანალოგიურად, ბატონი გიორგი რურუას მიმართ არსებობს კონკრეტული საქმე, სასამართლო პროცესი გრძელდება და რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიახ, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი",  - განაცხადა  დაუშვილმა. ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში ... ...
  • გუმათთან მისასვლელი გზები გადაკეტეს - ქუთაისიდან მსვლელობა ვერ შედგაქუთაისის პარლამენტის შენობიდან ავტომსვლელობა დაიწყო, რომელიც გუმათისკენ, რიონის ხეობის მცველების სოლიდარობისთვის, ადგილზე უნდა მისულიყო, თუმცა აქციის მონაწილეები ამჟამად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილი, რადგან გუმათთან მისასვლელი გზები გადაკეტილია, რომლის გამოც ქუთაისიდან მსვლელობის მონაწილეებს გზის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ. როგორც აქციის მონაწილეები, ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციის პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი გუმათისკენ გზას ფეხით განაგრძობს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,  აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც წუხელ, სოფელ გუმათში პოლიციამ ნამხვანჰესის მოწინააღმდეგეები დაარბია და რამდენიმე ადამიანი დააკავა. „წავალთ გუმათისკენ, სადაც პოლიცია ახლაც უკანონოდ იქცევა და იქ შეკრებილ ადამიანებს ზეწოლის ქვეშ ამყოფებს. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ მთელი ქვეყანა გავიდეთ და ვანახოთ, რომ ეს ხალხი არ არის მარტო“ – განაცხადა აქციის ერთი-ერთმა ორგანიზატორმა, დავით კუხიანიძემ. ცნობისთვის, რიონის ხეობის მცხოვრებლები თითქმის ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს და ითხოვენ, რომ ხეობა დატოვოს ინესტორმა კომპანიამ „ენკა რინიუებლზმა“. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციის დახმარებით კომპანიამ ჰესის მშენებლოობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ასევე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხეობიდან გამოაძევეს პროტესტის მონაწილეები, აიღეს მათი კარვები, პროტესტის ადგილი კი გადათხარეს ისე, რომ იქ კარვის გაშლა შეუძლებელია. მოქალაქეები რამდენიმე დღეა, ხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათში მოწყობილ პოლიციის ბლოკპოსტთან დგანან და უშედეგოდ ითხოვენ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას. დღეს პოლიციამ მათ წინ რკინის კედელიც ... ...
  • ნინუცა მაყაშვილი: არ ვაპირებ ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, არ მინდა დაიჭირონმსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ყოფილი ქმარი, "რუსთაველის თეატრის" მსახიობი ბესო ზანგური ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, ძალადობაში ამხილა, ამბობს, რომ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან არ უნდა ეს ადამიანი დაიჭირონ. ამის შესახებ მაყაშვილმა  "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა. "არ ვაპირებს მისვლას, არც ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, რადგან არ მინდა, რომ ეს ადამიანი დაიჭირონ", _ ამბობს ნინუცა მაყაშვილმა. ცნობისთვის, შესაძლო ძალადობაზე მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ... ...
  • სენაკში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვასენაკში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.ა დგილობრივების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო დახმარების ეკიპაჟები დროულად მივიდნენ, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა _ ის, სავარაუდოდ, გაიგუდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 4 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი დღეს, გამთენიისას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...