საგანელიძე: ფოტოზე არსებული პირის ვინაობა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ შევიტყვე

gurianews.com

პოლიტიკა

საგანელიძე: ფოტოზე არსებული პირის ვინაობა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ შევიტყვე

2017 მაი 13 11:35:06

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ბიზნეს ფორუმში აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დელეგაცია არ მონაწილეობდა, _ ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

საგანელიძე ეხმაურება ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართული ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნესფორუმის ფარგლებში გადაღებულ ფოტოს ეხება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან და სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად, ფოტოზე აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენელია აღბეჭდილი.

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ვხვდებით რამდენიმე პროვინციის ადგილობრივ წარმომადგენლებს და ვმონაწილეობთ რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებაში. ფონდის დელეგაციამ უკვე მიიღო ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნესფორუმში მონაწილეობა, რომელიც ხუპეის პროვინციაში გაიმართა.

ბიზნესფორუმს ჩვენ გარდა, სხვადასხვა ქვეყნის 500–მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმი უმსხვილესი ჩინური ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Huahe International-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ჩაის ინდუსტრიაში არსებული უმსხვილესი კომპანიები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იან გიბსი დაესწრო.

მე პატივი მხვდა წილად, როგორც საქართველოს და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელს მონაწილეობა მიმეღო ფორუმის ოფიციალურ გახსნაში და დანარჩენ ოთხ გამომსვლელთან ერთად, მიმემართა დამსწრე საზოგადოებისთვის, მესაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ასევე, საპარტნიორო ფონდისა და ჩვენი ჩინელი პარტნიორების მიერ საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 500 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ბიზნეს ფორუმში აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დელეგაცია არ მონაწილეობდა. სხვა ქვეყნებთან ერთად ფორუმში მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, როგორც აღმოჩნდა, იყო სენერ გოგუა, რომელიც ფორუმის ორგანიზატორების მიერ გადაღებულ ფოტოზეა წარმოდგენილი.

ჩემთან გადაღებულ ფოტოზე არსებული პირის ვინაობა სწორედ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდგომ შევიტყვე. აღნიშნული ფოტო ხუპეის პროვინციაში მდინარე იანძის რეგიონში არსებული ჩაის პლანტაციების დათვალიერების დროს, ორგანიზატორი მხარის მიერ არის გადაღებული და, შესაძლოა, სამახსოვრო ფოტოებზე ჩემ გვერდით ფორუმში მონაწილე ქვეყნების 500 წარმომადგენლიდან ნებისმიერი მათგანი აღმოჩნდეს.

რაც შეეხება ოსი და აფხაზი წარმომავლობის ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ სამხედრო კონფლიქტებში. ჩემი პირადი პოზიციაა, საქმიანი ვიზიტების დროს თუკი მომიწევს მათთან, როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მზად ვარ ხელი ჩამოვართვა და ჩვენს საერთო ტკივილზე ვესაუბრო.

აქვე კატეგორიულად ვაცხადებ, ნებისმიერ იმ ღონისძიებაში, სადაც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ისე იქნება წარმოდგენილი, გამორიცხულია მონაწილეობა მივიღო“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

1tv.ge


ნახვა: 254


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...