საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდება

პოლიტიკა

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდება

2019 ნოე 12 17:35:53

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

როგორც ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ვიზიტი საქართველოში ქვეყნის თავმჯდომარეობისთვის მომზადებას უკავშირდებოდა.

„მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის და გათვითცნობიერების ამაღლება“, _ განაცხადა ბურიჩმა.

ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. გენერალური მდივანი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის საკითხს და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველო საჭიროებებს და ევროპის საბჭოს პრიორიტეტებს ასახავს.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ორგანიზებისთვის.

ბურიჩის თქმით, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესანიშნავად დაემთხვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველოს თავმჯდომარეობის მომზადებაა.

როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

მოგეხსენებათ ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებაზე და საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის“, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.




 ახალი ამბები
  • ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის ამ კომიტეტში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. კომიტეტიდან ბესელიას წასვლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს. რამდენიმე თვის წინ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების ... ...
  • პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით). უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა. პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0 ხმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა. სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა. ... ...
  • აკაკი ზოიძისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა მხარი დაუჭირააკაკი ზოიძისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე 85 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმეგი კი არცერთი ... ...
  • "88 მონა დეპუტატი"_ მელიას უფლებამოსილება შეუწყდაპარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის გადაწვეტილება თინა ბოკუჭავამ გააპროტესტა და დეპუტატებს "მონები" ეძახა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში 88 "მონა" დეპუტატია და ნდობასა და მანდატს არ იმსახურებენ. "დეპუტატებს აღარ დავუძახებ ამ ადამიანებს, არ იმსახურებენ, იმიტომ, რომ დეპუტატები ხალხის მანდატს ატარებს, ნდობას და პატივისცემას იმსახურებს და ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მონები, რომლებმაც ახლა, ამ წუთას მოუხსნეს დეპუტატის უფლებამოსილება ნიკა მელიას. 88 დეპუტატი ესწრებოდა და 88-მ დაუჭირა მხარი. ამით ნიკას ვერაფერს დააკლებენ, ვერ დაგვაკლებენ ვერცერთ ჩვენგანს, იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე და ეს არის არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება,"- განაცხადა თინა ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომცემლობა „რუსთაველი 850“-ია.    „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის უნიკალურობა, მარჯორი უორდროპის  მიერ თარგმნილ ტექსტთან ერთად, არის ე.წ. წერეთლისეული ილუსტრაციები, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსახურებაა. პირველად „ვეფხისტყაოსნის“ სრული ინგლისური თარგმანი, რომელიც მარჯორი უორდოპმა შეასრულა, 1912 წელს ლონდონში ოლივერ უორდროპის მიერ გამოიცა (მარჯორი უორდროპი იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და).  წერეთლისეულ ხელნაწერსა და მასში დაცულ უცნობი მხატვრების მიერ შესრულებულ უნიკალურ ილუსტრაციებს საინტერესო ისტორია აქვს. მრავალი თავგადასავლის შემდეგ  უნიკალური ხელნაწერი საბოლოოდ წერეთლების საკუთრება გახდა, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ის ყდაში ჩასვა, თბილისში ჩამოიტანა, მაგრამ გზაზე ეტლში დარჩა. ამის შემდეგ ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილს ჩაუვარდა ხელში. ექვთიმემ კი ის  წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. მოგვიანებით, წერეთლების დაჟინებული მოთხოვნით, რამდენიმე დღით ხელნაწერი კვლავ წერეთლებს გადაეცათ. თუმცა, ექვთიმეს მცდელობით, ხელნაწერი უკან დაბრუნდა. სამწუხაროდ, ხელნაწერიდან 10 ილუსტრაცია ამოჭრილი იყო. 1911 წლის ბოლოს, ექვთიმე თაყაიშვილმა ოქსფორდიდან მიიღო ოლივერ უორდროპის წერილი, რომელიც იტყობინებოდა, რომ დაკარგულ ილუსტრაციებს ვაჭრები ლონდონში ყიდდნენ. უორდროპმა გადაიღო სურათების ფოტოპირები და ექვთიმე თაყაიშვილს გამოუგზავნა თბილისში. სწორედ უორდროპების წყალობით  გახდა ცნობილი, სად ინახებოდა დაკარგული ილუსტრაციები, რომელიც  ექვთიმე თაყაიშვილმა  სამშობლოში დააბრუნა.   „განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ საქართველოს ბანკს ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეროვნული საგანძურის - „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე ხელახლა გამოცემაში, რომელიც დამშვენებულია წერეთლისეული ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ 36 ილუსტრაციით, მათ შორისაა ის 9 ილუსტრაციაც, რომლის მოძიებაში და საქართველოში დაბრუნებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ოლივერ უორდროპს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წიგნის პრეზენტაცია ასევე ისტორიულ, „საკრედიტო საზოგადოების“ შენობაში გაიმართა, რომელიც  პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში და რომელიც ბანკმა ისტორიული სახით შეინარჩუნა. „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით საქართველოს ბანკი, პარტნიორთან ერთად, კიდევ არაერთ სიახლეს გეგმავს. კერძოდ, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა shotarustaveli.ge, სადაც განთავსდება „ვეფხისტყაოსნის“ ყველა გამოცემის ელექტრონული კატალოგი, გამოიცემა შოთა რუსთაველის აფორიზმების კრებული, რომლის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...