"საქართველოს თავისი დეცენტრალიზაციის სტრატეგია უნდა ჰქონდეს" _ ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა

"საქართველოს თავისი დეცენტრალიზაციის სტრატეგია უნდა ჰქონდეს" _ ირაკლი კობახიძე

5 ივნ. 2017, 18:49:46

თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

„შეხვედრაზე ჩვენი ხედვა წარვადგინეთ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს თავისი დეცენტრალიზაციის სტრატეგია უნდა ჰქონდეს თავისი ყველა კომპონენტით, მათ შორის ფისკალური კომპონენტებით. ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დავუახლოვდეთ საშუალოვადიან პერსპექტივაში თვითმმართველობის სისტემის ევროპულ სტანდარტს, ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ ამოცანის შესრულება თანმიმდევრული გეგმის შესაბამისად უნდა მოხდეს.

რაც შეეხება შვიდი ერთეულის გაერთიანებას, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტი წარვადგინეთ. მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულ ლოგიკაზე უნდა იყოს აგებული თვითმმართველობის სისტემა და ეს ლოგიკა ნებისმიერი ერთეულისთვის საერთო მიდგომას უნდა წარმოადგენდეს. ურბანული და არაურბანული დასახლებები არიან ურთიერთქმედებაში და ამ ლოგიკურ პრინციპს ვუბრუნდებით ჩვენ ამ შვიდ ერთეულშიც. 

დეცენტრალიზაცია კლასიკური გაგებით ნიშნავს მეტი უფლებამოსილების და რესურსის გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, საუბარია დამატებითი კომპეტენციების მინიჭებაზე. დღევანდელი მონაცემებით თვითმმართველი ერთეულების შემოსავლების ხვედრითი წილი, მთლიან შიდა პროდუქტთან, დაახლოებით 4.8%, რაც ევროპულ მინიმალურ სტანდარტზე ბევრად ნაკლებია, რომელიც დაახლოებით 7%-ს შეადგენს. ჩვენი ამოცანაა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, პირველ რიგში ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით, რაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს რამდენჯერმე გაზრდის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ.




 ახალი ამბები
  • ექნებათ თუ არა ​აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს პირბადის მოხსნის საშუალებამთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. „იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერთით, გამოცდის ჩატარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ყველა საგამოცდო სივრცეში ფანჯრები ღია უნდა იყოს, მაგრამ თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავა, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6-25 ივლისს ... ...
  • რა ახალი წესები ამოქმედდება ევროკავშირში შესვლის მსურველი ავიამგზავრებისთვის1-ელ ივლისს ევროკავშირი თავის საზღვრებს მესამე სამყაროს ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილთან გახსნის. თუმცა უახლოეს მომავალში ამ ჩამონათვალის გაფართოებაც იგეგმება. რომელი განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს შეუშვებენ მალე ევროკავშირში და როგორ უნდა მოიქცნენ ევროპაში გაფრენის მსურველი მგზავრები? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხი Deutsche Welle-მ გასცა. რა იცვლება 1-ლი ივლისიდან? ევროკავშირში შესვლის შეზღუდვა განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეთათვის 1-ლი ივლისიდან ეტაპობრივად მოიხსნება. თავდაპირველად მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ინიციატივა დასავლეთ ბალკანეთის მხოლოდ 6 ქვეყანას შეეხება. ესენია ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი. ამის მიზეზი არის ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ანალოგიური ან უკეთესიც კია, ვიდრე - ევროკავშირში. სამომავლოდ, ამ ჩამონათვალის გაფართოება იგეგმება და სავარაუდოდ, მათ შორის იქნება საქართველოც. რაც შეეხება შენგენის ზონის შიდა საზღვრებს, ის 15 ივნისიდან უკვე გახსნილია. შესაბამისად, სასკოლო არდადეგების დაწყებამდე, შენგენის 26 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ შიდა ავიამიმოსვლით ესარგებლათ. ამიტომაც სწორედ ამ მიმართულებით ტურისტულმა სააგენტოებმა და ავიაკომპანიებმა სარეკლამო რგოლები გაააქტიურეს. ამ დროს განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა თვითმფრინავებსა თუ აეროპორტებში შემუშავებულ და განხორციელებულ უსაფრთხოების ზომებზე, რომელთა დაცვაც ახალი კორონავირუსული ინფექციის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია. კონკრეტულად რა წესებზეა საუბარი და როგორ უნდა მოიქცეს ევროპაში გაფრენის მსურველი მგზავრი? ნიღაბი როგორც თვითმფრინავში, ასევე - აეროპორტის შენობაში აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ევროპაში გაფრენის მსურველი ადამიანისთვის ნიღბის ტარება სავალდებულოა. ევროკავშირის სტრუქტურების მიერ გამოქვეყნებული სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის ინსტრუქციის თანახმად, ამ წესის დაცვა აუცილებელია "გამგზავრების მიზნით, აეროპორტის შენობაში შესვლის მომენტიდან დანიშნულების აეროპორტიდან გასვლამდე". გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ 6-წლამდე ასაკის ბავშვები და ის პირები, ვისთვისაც ნიღბის ტარება სამედიცინო მიზეზების გამო დაუშვებელია. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მგზავრებმა ნიღაბი ყოველ 4 საათში შეიცვალონ. მათ ხელები რეგულარულად უნდა დაიბანონ და დეზინფექცია ჩაიტარონ. როგორც წესი, ფრენა 4 საათზე მეტხანს გრძელდება, ამიტომაც მგზავრს, სულ ცოტა, 1 სათადარიგო ნიღაბი მაინც უნდა ჰქონდეს. თვითმფრინავის სალონში ხელბარგის ატანა გერმანიის აეროპორტების უმრავლესობაში დაინერგა წესი, რომლის თანახმადაც, მგზავრს სალონში მხოლოდ ერთი ცალი ჩანთის ატანა შეუძლია. სავარაუდოდ, ამან მგზავრის ბარგის შემოწმების პროცესი უნდა დააჩქაროს და აეროპორტში ინფიცირების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. ბარგის შემოწმებისას 1,5-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. ამისათვის კი ავიაკომპანიებმა სახმელეთო სამსახურებთან ერთად აეროპორტებში სპეციალური ნიშნულები უნდა გააკეთონ და მგზავრებისთვის დამატებითი სარეგისტრაციო პუნქტები გახსნან. სამედიცინო კონტროლი აეროპორტებში ამ დროისთვის გერმანიის აეროპორტებში თერმოსკრინინგი ყველა მგზავრისთვის აუცილებელი არ არის. თუმცა ყველა აეროპორტი ვალდებულია, ტემპერატურის საზომი აპარატურა ჰქონდეს და სიტუაციის შესაბამისად, მასობრივი თერმოსკრინინგის დასაწყებად ნებისმიერ დროს მზად იყოს. თუმცა ავიაკომპანიებს შეიძლება საკუთარი წესები ჰქონდეთ. მაგალითად, Lუფტჰანსა უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ მგზავრებს ახალ კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირება შესთავაზოს. აღნიშნული მომსახურება მიუნხენისა და ფრანკფურტის (მაინის) აეროპორტებში იგეგმება. ტესტის შედეგები 4 საათში ცნობილი იქნება. ავიაკომპანიის განცხადებით, ამ მომსახურებაზე მოთხოვნა, უპირველეს ყოვლისა, ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მიემგზავრებიან ქვეყნებში, სადაც შესვლა მხოლოდ ახლახან ჩატარებული შAღშ-ჩოV-2-ის ტესტის პასუხით არის შესაძლებელი. რამდენად დიდია ბორტზე ინფიცირების რისკი? ბორტზე ინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ ის არც თუ ისე დიდია- ამტკიცებენ ავიაკომპანიებისა და თვითმფრინავების მწარმოებელი ევროპული კონცერნის- Aირბუს-ის წარმომადგენლები. ამას კი იმით ხსნიან, რომ თვითმფრინავის სალონში ჰაერის მიმოქცევა ზევიდან ქვევით ხდება. ამიტომაც მგზავრების მიერ ამოსუნთქული ჰაერი სხვა წვეთებთან ერთად დაუყოვნებლივ სალონის იატაკზე ეცემა და გვერდით მჯდომს არ ხვდება. ”ჩვენს თვითმფრინავებში ჰაერწვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც რომელიმე გერმანული კლინიკის საოპერაციოში”, - წერს თავის ვებგვერდზე ავიაკომპანია ჩონდორ-ი. გერმანელი ვირუსოლოგი იონას შმიდტ-ხანასიტი (ჟონას შცჰმიდტ-ჩჰანასიტ) ასეთ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს. ჰამბურგის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გვახსენებს, რომ თვითმფრინავში ჰაერის ფილტრაციის ყველაზე თანამედროვე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი ფრენა ინფიცირების რისკს თავისთავად შეიცავს. რაც უფრო ხანგრძლივია ეს მგზავრობა, საფრთხეც მეტია - აღნიშნავს ვირუსოლოგი. იქნება თუ არა შუა ადგილები ცარიელი? ევროკავშირის ავიაკომპანიებს არ ევალებათ, ფანჯარასა და გასასვლელს შორის არსებული შუა ადგილები ცარიელი დატოვონ. გადამზიდველს ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის დატვირთვა ამის საშუალებას მისცემს. ამრიგად, მგზავრებს ავიაკომპანიისგან შუა ადგილების გამოთავისუფლების მოთხოვნის უფლება არ აქვთ. წყარო: ... ...
  • “ვფიქრობ, ეს დავა აღმოჩნდა მაგალითი, ადამიანის უფლებების გამარჯვებისა უსამართლობაზე““საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის” წილების გარშემო მიმდინარე 12- წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა“, _ ამის შესახებ ინფორმაციას მაკა ასათიანი ავრცელებს. მისივე თქმით, ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა აღმოჩნდა მაგალითი, ადამიანის უფლებების გამარჯვებისა უსამართლობაზე, ღირსების ზეობის უმორალობაზე. “ჩემთვის ამ ხანგრძლივი ბრძოლის ამოსავალი გახლდათ, არა ბიზნეს და ფინანსური ინტერესები, არამედ მამაჩემის - კახი ასათიანის სახელისა და მისი ღირსების დაცვა. წლების განმავლობაში ჩემი ოჯახი კანონის ძალით ებრძოდა უკანონობას, რომელიც თავს მოგვახვია წინა ხელისუფლებამ. სცენარი ბანალური იყო - ჩვენი ოჯახი “დაისაჯა” ნაციონალური მოძრაობის დაუმორჩილებლობისთვის. ჩემი დასაბუთებული ვარაუდით, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა, “ოსტატურად” შეიკერა საქმე, რომელშიც მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების მარიონეტები, ხელოვნურად შექმნილი მოდავე მხარე და მათივე საინფორმაციო საშუალებები. ამ პროცესში უგულებელყოფილი იყო არამარტო ადამიანებისა და ბიზნეს ინტერესები, არამედ ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, “დაიმლერ ბენცის” (AG) სათავო ოფისი აღშფოთებით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. ამ დიდ, უსამართლო მანქანას ჩემი ოჯახი წლები ებრძოდა უცვლელი პრინციპით, ღირებულებებით და რწმენით, რომ სამართალი და სამართლიანობა აუცილებლად დაამარცხებს ძალადობას და ტერორს. ასეც მოხდა. 12 წლის თავზე, ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ადამიანის უფლებების, ბიზნესის თავისუფლების და ლიბერალური ღირებულებებისთვის ბრძოლაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის არის კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენისა და პროფესიონალიზმის დასტური.“ - აღნიშნულია მაკა ასათიანის ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 23 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 939 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 817 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • თიანეთში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდათიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა,_ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალაბული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაბამისი ზომა. მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია , დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა.სურსათის უვნებლობის სამსახურის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუშურებში აკრძალულია საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია. პარალელურად სოფელში აცრილი პირუტყვის მონიტორინგი მიმდინარეობს. გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...