საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა

პოლიტიკა

საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა

22 იან. 2021, 13:06:23

21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა ისტორიული გადაწყვეტილება საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმეზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევების პრაქტიკებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხებს აფასებს. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულა სასამართლომ პირველად იმსჯელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე და მიიჩნია, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალების განლაგების, de facto ხელისუფლებების პოლიტიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული მხარდაჭერის და მათ შორის გაფორმებული შეთანხმებების და სხვა მხარდამჭერი პრაქტიკების გამო, რუსეთს ფაქტობრივი კონტროლი აქვს, რის გამოც ამ რეგიონებში უფლების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის სფეროში ექცევა. ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ არაერთი უფლების, მათ შორის წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, სიცოცხლის უფლების, უკანონო დაკავების აკრძალვის, პირადი ცხოვრების, გადაადგილების და საკუთრების უფლებების დარღვევა.

ევროპულმა სასამართლომ ასევე იმსჯელა 2008 წლის 8-12 აგვისტოს უშუალოდ საომარი მოქმედებების დროსა და უკვე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 10 ოქტომბრამდე ე.წ. ბუფერულ ზონაში რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხზე. 2008 წლის 8-12 აგვისტოს უშუალო საომარი მოქმედებების დროს ჩადენილ დარღვევებზე, სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქიცია არ გაავრცელა, თუმცა დაადგინდა რომ რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და „ბუფერული ზონის“ მიმართულებთ 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, მანამ სანამ რუსეთის ჯარები ოფიციალურად გავიდოდნენ.

8-12 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია არ ვრცელდებოდა

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში დაობდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ განხორციელებული საომარი ოპერაციები არღვევდა კონვენციის მეორე მუხლს (სიცოცხლის უფლება).

სასამართლომ შეაფასა რამდენად ხვდებოდა რუსეთის იურისდიქციის ქვეშ 8-12 აგვისტოს განხორციელებული საომარი მოქმედებები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ. სასამართლომ იმსჯელა ქართული მხარის მიერ წარდგენილ ოთხ ინციდენტზეც, როგორც იმის მტკიცებულებაზე რომ რუსეთის სამხედრო ძალები ეფექტურ კონტროლს ახორციელებდნენ ხუთ დღიანი ომის დროს. ეს შემთხვევები იყო საჰაერო შეტევა სოფელ ერედვზე სამხრეთ ოსეთის ტეროტორიაზე, სადაც ქართული მხარე ვერ ახორციელებდა კონტროლს, ქალაქ გორზე და სოფლებზე კარბი და ტორტიზა, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაბია.

სასამართლომ ამ ნაწილში რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაზე ორ მთავარ კრიტერიუმზე დაყრდნობით იმსჯელა, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე სახელმწიფოს „ეფექტური კონტროლისა“ და „ინდივიდებზე სახელმწიფოს აგენტის უფლებამოსილებისა და კონტროლის“ ტესტს ითვალისწინებს. სასამართლომ მის წინა პრაქტიკაზე დაყრდნობით იმსჯელა, რომ შეიარაღებული ოპერაციების დროს, მათ შორის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებული ქმედებები არ შეიძლება ავტომატურად მიიჩნეოდეს „ეფექტურ კონტროლად“ ტერიტორიაზე. დაპირისპირებულ მხარეებს შორის საომარი კონფრონტაციის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე მოიპოვოს ეფექტური კონტროლი, ომის ქაოსის პირობებში კონტროლი ტერიტორიაზე არ ხორციელდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ბრძოლების ძირითადი ნაწილი ხდებოდა იმ ტერიტორიაზე, რაზეც მანამდე ქართული მხარე ახორციელებდა კონტროლს.

რაც შეეხება მეორე ტესტს - „სახელმწიფო აგენტის მიერ ინდივიდებზე კონტროლის განხორციელება“, სასამართლომ იმსჯელა რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს პასუხისმგებელი სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა მისი აგენტის მიერ ფიზიკური ძალის და კონტროლის განხორციელება კონკრეტულ ინდივიდებზე. მეტიც, სასამართლო პრაქტიკა ზოგიერთ საქმეში უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ფიზიკური ძალის განხორციელების მიღმაც ასეთი კონტროლი ინდივიდებზე შეიძლება მოხდეს დაკავების/დაპატიმრების შემთხვევებშიც მოპასუხე სახელმწიფოს აგენტების მიერ. თუმცა, ამ საქმეში სასამართლომ დაეყრდნო მის ერთ-ერთ გადაწყვეტილება (Bankovic and other vs Belgium and other) და განმარტა რომ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს, როდესაც მხარეები ცდილობენ კონკრეტულ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებას საომარი ქაოსის პირობებში, ნიშნავს რომ აქ არ ვრცელდება არც ეფექტური კონტროლი და არც სახელმწიფო აგენტის მიერ ინდივიდებზე რაიმე კონტროლი. საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აქტიური სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას, ექსტრატერიტორიული იურისდიქცია რუსეთს არ განუხორციელებია.

შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა რომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციში არ ხვდებოდა ის მოქმედებები, რომელიც 8-12 აგვისტოს ხდებოდა სამხრეთ ოსეთის და ასევე საქართველოს კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი მკაცრად არის გაკრიტიკებული მოსამართლე ლადო ჭანტურიას ნაწილობრივ განსხვებულ პოზიციაში. მოსამართლე ჭანტურიას თქმით, სასამართლოს მითითება მის წინა პრაქტიკაზე არ არის ზუსტი და ამომწურავი, რადგან ის ეფუძვნება ბანკოვიჩის საქმის მოძველებულ გადაწყვეტილებას და არ ითვალისწინებს მის შემდგომ განვითარებულ სასამართლო პრაქტიკას. მისი თქმით სასამართლომ გამოიყენა არასწორი მეთოდოლოგია, როდესაც შეაფასა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ექსტრატერიტორიული იურისდიქციის საკითხი და ამ გზით სასამართლომ შექმნა ადამაინის უფლებათა დაცვის ვაკუუმი. ჭანტურია უთითებს სასამართლოს პრაქტიკიდან იმ გადაწყვეტილებებზე, სადაც სასამართლომ ეფექტური კონტროლი დაადგინა საომარი მოქმედებების პირობებში. ასევე ის მიიჩნევს, რომ თუკი სასამართლო იმსჯელებდა რუსეთის კონტროლზე ომამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ის შეძლებდა კონტროლი დაედგინა შეიარაღებული კონფლიქტის პირობებშიც. პასიური ოკუპანტის პოზიციიდან მოპასუხე სახელმწიფო ომის პირობებში გადაიქცა ომში ჩართულ ოკუპანტ ძალად და სწორედ ეს გარემოება განასხვავებს ამ საქმეს ბანკოვიჩის საქმისგან, რასაც სასამართლო დაეყრდო 8-12 აგვისტოს ეპიზოდის შეფასებისას.

12 აგვისტოს, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა

საქართველოს ხელისუფლება ასევე ამტკიცებდა რომ მკვლელობები, წამების ფაქტები, სახლების ძარცვა და დაწვა, რასაც ახორციელებდნენ რუსეთის სამხედრო ძალები და სამხრეთ ოსეთის ძალები სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე „ბუფერულ ზონაში“ არღვევდა კონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლება), მესამე (წამებისა და არაადამინური მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მერვე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება) მუხლებს, აგრეთვე პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს (საკუთრების უფლება).

ამ ნაწილშიც სასამართლომ შეაფასა რამდენად ახორციელებდა რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, როგორც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ასევე „ბუფერულ ზონაში“ და აფხაზეთის ტერიტორიაზეც.

საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ რუსეთი განაგრძობდა ეფექტურ კონტროლს, რადგან კვლავ ჰყავდა სამხედრო წარმომადგენლობა, ნიშნავდა რუს სამოქალაქო პირებს ადმინისტრაციულ და სამთავრობო პოზიციებზე, უზრუნველყოფდა დაფინანსებას, გასცემდა რუსულ პასპორტებს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებებზე და აძლევდა რუსეთში თავისუფლად შესვლის უფლებას 2000 წლიდან, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეებზე დაწესებული ჰქონდა სავიზო რეჟიმი.

რუსეთის ფედერაცია ამის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ 12 აგვისტოს შემდეგ რუსული ჯარების ყოფნა მიზნად ისახავდა ქართული მხარის მხრიდან შეტევების მოგერიებას. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაფორმებულ შეთანხმებებს და მხარდაჭერას, ეს მათი ორმხრივი შეთანხმებით ხდებოდა ჰუმანიტარული დახმარების და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ეფექტური კონტროლის შეფასებისას, სასამართლომ იმსჯელა მოპასუხე სახელმწიფოს სამხედრო წარმომადგენლობის სიძლიერეზე სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და „ბუფერული ზონის“ ტერიტორიებზე, აგრეთვე სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ადგილობრივი დაქვემდებარებული ადმინისტრაციის მიმართ. რუსეთის ფედერაცია აღიარებდა რომ შეიარაღებული კონფლქიტის დასრულების შემდეგ, მას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კვლავ ჰყავდა მნიშვნელოვანი ოდენობის სამხედრო წარმომადგენლობა (14.900 სამხედრო პირიასევე 119 ტანკი, 597 შეიარაღებული საბრძოლო ტრანსპორტი, 180 საარტილერიო სისტემა და 94 საჰაერო დაცვითი სისტემა).

აგრეთვე რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შეფასებაში არ შედიოდა ომამდე არსებული მდგომარეობა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საომარი მოქმედებების დაწყებამდე სეპარატისტულ რეჟიმებსა და რუსეთის ფედერაციას შორის სუბორდინაციული ურთიერთობები არსებობდა, რაც ომის პერიოდშიც და მისი დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. მეტიც, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ღიად განაცხადა რომ ის გააგრძელებდა მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. სასამართლომ ასევე იმსჯელა იმ ხელშეკრულებებზე რაც რუსეთმა გააფორმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისde facto რეჟიმებთან ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მიზნით.

ამ და სხვა მტკიცებულებების ანალიზზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, და ბუფერული ზონაზე 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, როცა რუსეთის ჯარები ოფიციალურად გავიდნენ. თუმცა ამ პერიოდის შემდეგაც რუსეთის ძლიერი წარმომადგენლობა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ძლიერი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე კვლავ გრძელდებოდა, რაც დასტურდება მათ შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებებით და მიუთითებს რომ „ეფექტური კონტროლი“ კვლავ გრძელდებოდა.

სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით მიიჩნია, რომ რუსეთის მხირდან არსებობდა კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებისა და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც გამოიხატებოდა სამოქალაქო პირების სიცოცხლის მოსპობაში, სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებსა და ბუფერულ ზონაში სახლების გადაწვასა და მოროდიორობაში. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქმედებები ხორციელდებოდა ეთნიკური ნიშნით, რამაც მნიშვნელოვანი ტკივილი მიაყენა დაზარალებულებს, სასამართლომ ასევე დაადგინა არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის არსებობა კონვენციის მე-3 მუხლის კონტექსტში.

სამოქალაქო პირების დაკავების კანონიერება და არასათანადო მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად

სამოქალაქო პირების არასათანადო მოპყრობის ნაწილში სასამართლომ არ დაადგინა კონფლიქტი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და კონვენციის ნორმებს შორის და მიიჩნია, რომ არასათანადო მოპყრობის აკრძალვა სავალდებულო პრინციპია ორივე შემთხვევაში.

სასამართლომ უდაო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია სამხრეთ ოსეთის საომარი ძალების მიერ დაახლოებით 160 სამოქალაქო პირის დაკავება 10-დან 27 აგვისტოს პერიოდში. მოწმეთა ახსნა-განმარტებებსა და საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების რელევანტური ანგარიშებზე დაყრდნობით, სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სახელმწიფოს მიერ წარდგენილი არგუმენტები ქართველ სამოქალაქო პირთა დაკავების არაჰუმანურ პირობებთან დაკავშირებით. კერძოდ, მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა დაკავებულთათვის არასაკმარისი სივრცის გამოყოფა, არასაკმარისი საწოლები, ქალებისა და მამაკაცების ერთ სივრცეში მოთავსება და ელემენტარული ჰიგიენური და სანიტარიული პირობების არარსებობა. ამასთან, დაფიქსირდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები და დაკავებულთა იძულება დაესუფთავებინათ ქუჩები და მოეგროვებინათ გვამები.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დაკავებები განხორციელდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა ყოველ კონკრეტულ მოქმედებაზე რუსეთის სახელმწიფოს მიერ „დეტალური კონტროლი“. გარდა ამისა, რუსეთმა არ გამოავლინა არანაირი ძალისხმევა ზემოაღნიშნული ქმედებების აღსაკვეთად.

შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა დაახლოებით 160 სამოქალაქო პირის მიმართ და რუსეთის პასუხისმგებლობა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევისათვის.

თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება

სასამართლომ განმარტა, რომ რესპოდენტი მხარის მიერ მითითებული - „მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანი“, არ წარმოადგენდა დასაშვები დაკავების საფუძველს არც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და არც კონვენციის მე-5 მუხლის ფარგლებში. ამასთან, დაკავებულ პირებს არ განემარტათ მათი დაკავების საფუძვლები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა 2008 წლის აგვისტოში სამოქალაქო პირთა თვითნებური დაკავების ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-5 მუხლის საწინააღდეგოდ, რომელიც ასევე მოექცა რუსეთის პასუხისმგებლობაში.

ომის ტყვეების არასათანადო მოპყრობის საკითხი

სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ისე კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნაა ომის ტყვეების მიმართ ჰუმანური მოპყრობა და მათი სათანადო პირობებში მოთავსება.

იქიდან გამომდინარე, რომ ტყვეების ხელში ჩაგდება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მოხდა, სასამართლომ ამ შემთხვევაშიც აღიარა რუსეთის იურიქდიქცია კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისათვის.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებს საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება ომის ტყვეთა არასათანადო მოპყრობის დასადასტურებლად სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების მიერ. სასამართლომ ტყვეების მიმართ მოპყრობა დააკვალიფიცირა როგორც განსაკუთრებით მძიმე, რომელიც ექცევა მე-3 მუხლით გათვალისწინებულ წამების განმარტებაში. სასამართლოს მიხედვით, აღნიშნული ქმედებებისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს „ეფექტური კონტროლის“ პრინციპიდან იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთმა არ მიიღო ზომები ამ ქმედებების თავიდან ასაცილებლად.

გადაადგილების თავისუფლება

ევროსასამართლომ გადაადგილების თავისუფლების დარღვევად მიიჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი de facto რეჟიმების მიერ განხორციელებული და რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომლითაც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის“ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა საშუალება დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. სასამართლომ აღნიშნული უფლების დარღვევაში პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დიდმა პალატამ რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა ეფექტური კონტროლიდან გამომდინარე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის de facto მთავრობების ვალდებულებაზე გავლით.

განათლების უფლება

სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზზე დაყრდნობით დაადგინა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (განათლების უფლების) დარღვევა.

ეფექტური გამოძიების საკითხი

მიუხედავად აგვისტოს საომარი მოქმედებების პერიოდზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის გამორიცხვისა, დიდმა პალატამ კონვენციის პირველ მუხლის გამოყენებით რუსეთი მაინც პასუხისმგებლად სცნო როგორც საომარი მოქმედებების, ისე შემდგომ, ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ სიცოცხლის უფლების დარღვევათა ეფექტური გამოძიების ვალდებულების ნაწილში. ამ მხრივ დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის არსებობა დაადგინა იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ საომარი შეტაკებების დასრულებისთანავე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლი რუსეთმა დაამყარა, ომის დანაშაულებათა სავარაუდო ჩამდენები რუსეთის ფედერაციის ან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ და საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, სწორედ რუსეთის პროკურატურას ხელეწიფებოდა ეფექტური გამოძიების ჩატარება, რაც დადასტურდა რუსეთის პროკურატურის შესაბამისი ქმედებებითაც.

კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა

საქმის სრულყოფილად შესასწავლად სასამართლომ მხარეებს მოსთხოვა „საბრძოლო ანგარიშების წარმოდგენა“, რომელიც არ შესრულდა რუსეთის მხარის მიერ იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოს. შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთმა ვერ უზრუნველყო სასამართლოსთვის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად შესაბამისი პირობები, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონვენციის 38-ე მუხლთან.

კომპენსაციის საკითხი

სასამართლომ მიუთითა, რომ ის მოგვიანებით გადაწყვეტს დაზარალებულ მხარეთა კომპენსაციის საკითხს.

წყარო: emc.org.ge




 ახალი ამბები
  • მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგამთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის წერს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის მიუხედავად, საქართველოს სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია.  კახა ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად რამდენიმე დღის წინ _ 4 თებერვალს ... ...
  • ანდრიუს კუბილიუსი: "ბოლო მოვლენების გამო ორივე მხარეზე გაბრაზებული ვარ"ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი. ჭკვიან ხალხს ყოველთვის შეუძლია გამოსავლის მოძიება, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ემოციები და ამბიციები არ უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება. „ემოციები და ამბიციები არ უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება. ჩანს, რომ ორივე მხარეს ავიწყდება, რას ნიშნავს ეს სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. ბოლო მოვლენების გამო ორივე მხარეზე ნაწყენი ვარ, გაბრაზებულიც კი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლების უფრო მეტია ვიდრე ოპოზიციის, მაგრამ ორივე მხარემ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და არა ერთმანეთს აბრალებდნენ. აბსოლუტურად ნათელია, რომ ერთადერთი დედაქალაქი, რომელიც ბედნიერია, ეს არის მოსკოვი“, - განაცხადა ანდრიუს ... ...
  • გარყვნილი ქმედება ფეხბურთელი გოგოების წინააღმდეგ და პროკურატურის უმოქმედობაორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) აცხადებს, რომ კაცმა მწვრთნელმა განახორციელა ქალი ფეხბურთელების სექსუალური შევიწროება, პროკურატურამ კი დაზარალებულად არ ცნო 9 ქალი (მათ შორის ერთი ბავშვი) ფეხბურთელი, რომელთა მიმართაც, მწვრთნელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გარყვნილ ქმედებასა და თაღლითობას. PHR იცავს 9 ქალი ფეხბურთელის ინტერესებს (მათ შორის ერთი ბავშვის), რომელთა მიმართაც მწვრთნელმა კაცმა განახორციელა სექსუალური შევიწროება, ძალადობა და თაღლითობა. ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის მხრიდან. სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში. მწვრთნელის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა თაღლითობას, ვინაიდან იგი ფეხბურთელებს მოტყუებით აბრუნებინებდა ხელფასის ნაწილს. კერძოდ, მათ ეუბნებოდა, რომ ხელფასიდან დაბრუნებული თანხა კლუბის შემდგომი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო. მწვრთნელის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი ზოგიერთი არასრულწლოვანი ქალი ფეხბურთელის მიმართაც. კერძოდ, მათ იძულებით აჩვენა პორნოგრაფიული ვიდეო, რაც წარმოადგენს გარყვნილ ქმედებას. ქალი/ბავშვი ფეხბურთელების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, PHR-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა პოლიციას. საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და უარი თქვა ქალი/ბავშვი ფეხბურთელების დაზარალებულად ცნობაზე. PHR-მა პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა. გამოძიების პარალელურად, სექსუალური შევიწროების საქმეს საქალაქო სასამართლო უკვე განიხილავს. მოპასუხე საქმეში არის, როგორც უშუალოდ მწვრთნელი მამაკაცი, ასევე საფეხბურთო კლუბი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რადგან მათთვის ცნობილი იყო დისკრიმინაციის შესახებ და არაფერი იმოქმედეს გოგოების და ბავშვების დასაცავად. მოთხოვნებს შორის არის დისკრიმინაციის ფაქტების დადგენა, სექსუალური შევიწროებისგან ფეხბურთელების დაცვის მექანიზმის შექმნის დავალდებულება და მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეებისთვის. აღნიშნული საქმის წარმატებით აღსრულების მიზნით, PHR-მა იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და აიკრძალა მწვრთნელის უძრავი ქონებისა და საფეხბურთო კლუბის წილების გასხვისება. შეგახსენებთ, ეს არის ფეხბურთელი ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროების რიგით მეორე საქმე. პრობლემა სისტემურია და საჭიროებს დაუყოვნებელ ... ...
  • ამირან გამყრელიძე - ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე 200 000 ადამიანი მაინც ავცრათძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია. ამის სქემები არსებობს, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში მარტში დაიწყოს კორონავირუსზე ვაქცინაცია. მისივე თქმით, დაგეგმილია მაისის ბოლომდე ორჯერადად 200 000 ადამიანის აცრა. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის საერთოდ ვაქცინაციის მთავარი ჩამტარებელი ქვეყანაში, იმუნიზაციის პროგრამას უწევს კოორდინაციას. „ფაიზერთან“ დაკავშირებით სერიოზულად მოვემზადეთ, ცენტრი ახლა სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ აცრების ლოგისტიკაზე. ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია. ამის სქემები არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ამავდროულად, ადევნებენ თვალყურს, ცნობილი ვაქცინების გარდა, კიდევ რომელი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე. ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, როგორც „კოვაქს“-პლატფორმის მეშვეობით, ისე პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან. „ფაიზერი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი დღეს და სურს, ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, ამიტომაც პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელიც „კოვაქსიდან“ უნდა მომარაგებულიყო, ჩვენც შევდიოდით 18 ქვეყანაში, გადაიწია მარტის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ ვიცით „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იგივე „ასტრაზენეკას“ მიღებასთან დაკავშირებით „კოვაქსით“ და პირდაპირი მოლაპარაკებით „ასტრაზენეკას“ ორ მწარმოებელთან. წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ მარტში, რადგან კონტრაქტები გაფორმებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გარდა ამისა, გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ ითხოვს „ფაიზერი“ დამატებით პირობებს. „იანვარში იყო წამოყენებული სამი მთავარი პირობა, რომელიც დააკმაყოფილა საქართველომ, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც მიეცა „ფაიზერის“ გარკვეული დოზები, პირდაპირ გეტყვით, გაუფუჭდათ, რადგან არ იქნა დაცული პირობები. 4-5 დღის წინ მოვიდა დამატებითი პირობები, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება“, – აღნიშნა ამირან ... ...
  • ქართველი ხალხის მძიმე შრომა, უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად, სერიოზული საფრთხის ქვეშაა,,ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა, უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად გადამეტებული და ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა“, -  ამის შესახებ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის,  გრეგორი მიქსის, კომიტეტის წევრის მაიკლ მაკკოლისის და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების - ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის  ერთობლივ განცხადებაში წერია, რომელიც  საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ამერიკელი კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ პარტიებთან მუშაობის შეფერხება ხელს შეუშლის საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან და ნატოსთან  მჭიდრო ურთიერთობებს. "როგორც საქართველოს მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულებას, თბილისში მომხდარი მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა, უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა. პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" ლიდერებს სიტუაციის დეესკალაციისკენ და ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მუშაობის დაწყებისკენ, რათა ჯანმრთელი დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვა დაიწყოს. ჩვენ ვშიშობთ, რომ უმცირესობათა პარტიებთან მუშაობის შეფერხება ხელს შეუშლის საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაში" , - წერია განცხადებაში. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...