საკრებულოს ხმაურიანი სხდომა და “ნაცმოძრაობის“ წევრების გარეშე დამტკიცებული საკითხები

gurianews.com

პოლიტიკა

საკრებულოს ხმაურიანი სხდომა და “ნაცმოძრაობის“ წევრების გარეშე დამტკიცებული საკითხები

2018 ივლ 20 18:10:20

“ბატონი დავით დარჩია გაურბის პასუხისმგებლობას და ის ამიტომ არ არის საკრებულოს სხდომაზე. ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს და შემდეგ გადავწყვეტთ, დავრჩეთ თუ არა დღევანდელ სხდომაზე. მე მაინტერესებს, ამ შენობაში რაც გახორციელდა _ ბესო ქათამაძეზე მოხდა თავდასხმა, ამ ფაქტზე იღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენ და თქვენი პარტია“, _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა დავით მჟავანაძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მისამართით სხდომის დასაწყისში გააკეთა.

“მე შემიძლია გაგცეთ პასუხი, რატომ არ ესწრება სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ის  თბილისში,  ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს ესწრება. განცხადებები კი გააკეთეთ სხდომის დასასრულს, ამის საშუალება მოგეცემათ“, _ უპასუხა დავით მჟავანაძეს გიორგი ღურჯუმელიძემ.

საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  ბესო ქათამაძემ სხდომაზე თქვა, რომ მას ინციდენტისას არა ტარიელ აროშიძე, არამედ დავით ჭაკნელიძე მიეპარა.

“ფრაქციის თავმჯდომარეს ააღებინეს თავზე დანაშაული და დავით ჭაკნელიძეს ხელი დააფარეს. ჭაკნელიძე მომეპარა და ჩამარტყა თავში. დამნაშავეები სხედან დარბაზი. კეთილი ინებეთ და აიღეთ პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით“, _ თქვა ბესიკ ქათამაძემ.

არც თუ დიდი კამათის და დაპირსპირების შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს.

“ჯერ იყო და გადადეს საკრებულო სხდომა და ახლა დარჩია არ არის საკრებულოს სხდომაზე, მათ არ უნდათ დისკომფორტი შეექმნათ. საკრებულოს თავმჯდომარემ ვერც გაბედა აქ მოსულიყო. ერთი თვეა, ვითხოვთ აიღონ პასუხისმგებლობა, მაგრამ ყველამ კარგად დაინახა, რაც მოხდა. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და არავინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას“, _ თქვა მედიის წარმომადგენლებთან დავით მჟავანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ სხდომის დატოვებას არაკონსტრუქციული უწოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ.

“ნაცმოძრაობის დეპუტატებმა არაკონსტრუქციული გზა აირჩიეს. დღეს მათი პროტესტი გაუგებარი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები განიხილებოდა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე და მათ არ მიიღეს ამ განხილვაში მონაწილეობა“, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ საკრებულოს სხდომის დასასრულების შემდეგ.

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის წევრებმა თქვეს, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას. ისინი მოუწოდებენ „ნაცმოძრაობის“ წევრებს „უარი თქვას პოლიტიკაში პროვოკაციული და ძალადობრივი ელემენტების შემოტანაზე“.

“ფრაზა "იმდენი შეგვიძლია, რამდენიც ვიცით", კარგად ასახავს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს. მან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციული მეთოდები აირჩია. დაგეგმილ ცილისმწამებლურ, ღირსების შემლახავ კამპანიას და საჯარო სივრცეში მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა ინციდენტი, რომელიც, სამწუხაროდ, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ხელწერა იქნება მხოლოდ კანონიერი პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ყოველთვის იდგა და დღესაც დგას პოლიტიკური პლურალიზმის სადარაჯოზე. შეუძლებელია, აიძულო ადამიანი თავის შესაძლებლობაზე მეტი გააკეთოს, თუმცა, მოვუწოდებთ ინციდენტის ინსპირატორს, უარი თქვას პოლიტიკაში პროვოკაციული და ძალადობრივი ელემენტების შემოტანაზე. მეგობრებო, იქნებ დაემსგავსოთ კვალიფიციურ ოპოზიციას“, _ თქვეს ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  წევრებმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ტრიბუნასთან სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე მივიდა.

“მინდა გაცნობთ, რომ საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ცვლილებაზე გაკეთდა განცხადება. თორნიკე გოგუაძე დავით მჟავანაძემ შეცვალა. კი, მინდოდა, ეს ინფორმაცია გაეგო, მაგრამ პროტესტის ნიშნად დაგვტოვა“, _ თქვა ეროდი გორდელაძემ.

საკრებულოს სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილეს. სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ განისაზღვრა ქალაქ ოზურგეთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის მომზადებულ 3 (სამ) სამარშუტო ტრასაზე დასაყენებელი საგზაო ნიშნების რაოდენობა და მარკირება. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ამისთვის სულ 605 ერთეული საგზაო ნიშანი დამონტაჟდება. გარდა ამისა, საპროექტო გზის ერთ მონაკვეთზე, დოლიძის და გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩების გადაკვეთასთან, სამარშრუტო და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დარეგულირების მიზნით, მოეწყობა შუქნიშანი.

ოზურგეთის საკრებულომ მიმდინარე სხდომაზე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ - საკრებულოს დადგენილება მიიღო.

დადგენილების დამტკიცებამდე, ნორმატიული სამართლებრივი აქტის პროექტში, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ცვლილება შევიდა. საკრებულოს ინიციატივით, პროექტით წარმოდგენილი მოსაკრებლის რაოდენობის შემცირება მოხდა და დადგენილების პროექტი აღნიშნული სახით დამტკიცდა.

უკვე მიღებული დადგენილების მიხედვით _ ერთ სულ მოსახლეზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 0.40 ლარით თვეში; ერთ სულ მოსახლეზე „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 0-დან 150 001-მდე ქულის მქონე პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 0,20 ლარით თვეში; ორივე შემთხვევაში ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 4 სულით. დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვრა 14 (თოთხმეტი) ლარი და 30 თეთრი.

ოზურგეთის საკრებულომ, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“, საკრებულოს დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

"საკითხს აუცილებლად განიხილავენ კომისიები, ფრაქციები, ბიურო. სხდომებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩაერთოს განხილვის პროცესში. საკრებულო საკითხზე საზოგადოებრივ დარბაზთან ერთადაც იმსჯელებს. საზოგადოების მაღალი ინეტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად დაიგეგმება საჯარო განხილვა, რათა გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეთა ინტერესებიდან გამოდინარე მოხდეს", _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.


ნახვა: 141


 ახალი ამბები
  • “ჩემო პოზიტიურო დედი“ _ ემოციური წერილი, რომელიც შვილმა უკანასკნელად მისწერა დედასდღეს, 15 წლის მოზარდმა, ნ.ბ-ძემ სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ამ ეტაპზე, ზუსტი მიზეზი რა გახდა მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, უცნობია.  ადგილობრივები საუბრობენ, რომ გოგონას არანარი დეპრესია არ აღენიშნებოდა. ფეისბუქ გვერდზე გოგონამ ბოლო პოსტი 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. მან დედას  დაბადების დღეს ულოცავდა. “დედი, ჩემო დაუღალავო. სულ მომღიმარო. ჩემო პოზიტიურო დედი. გილოცავ დაბადების დღეს. პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს გისურვეებ ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად. შემდეგ კი, რაც ყველაზე მთავარია, ჩემს გაძლებას. შენ ხარ ქალი! რომელიც ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. ქალი, რომელიც სულ იმედით სავსეა და ქალი, რომლის შვილობაც ყველაზე დიდი ბედნიერება და სიამაყეა ჩემთვის. ვიცი, საკადრისად ვერ გიფასებ ჩემს ღრმა ბავშვობაში თეთრად ნათენებ ღამეებს და სიყვარულს, რომელსაც დღემდე გამოყოფ ჩემ მიმართ. ვიცი, ხშირად გაბრაზებ, მაგრამ შენც იცი ამდენი გაბრაზების მიუხედავად, ყველაზე ძვირფასი ხარ და ყველაზე წინ დგახარ ჩემს ცხოვრებაში... მინდა, ძალიან დიდხანს ვხედავდე შენს თვალებს. თვალებს, რომელშიც მუდამ იკითხება სიკეთე, სითბო და სიყვარული. ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს შენი თავი. დედი, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყველაზე ბედნიერი ვარ ამქვეყნად რომ ... ...
  • "ეს იყო ხუმრობა" _ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის"ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, ხანდახან ხუმრაბო შესაძლებელია. "ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები ყოველთვის. ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", - აცხადებს ზურაბიშვილი. მანამდე პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მედიის წარმომადგენლებს ურჩია ტვინი გაენძრიათ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ... ...
  • რა დაწერა გოგონამ თვითმკვლელობამდეროგორც უკვე ვწერდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 16 წლის გოგონამ ნ. ბ.-მ თავი მოიკლა. ნ. ბ.-მ თავი ჩამოიხრჩო და როგორც გვითხრეს, სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ ეს ნაბიჯი შეყვარებულის გამო გადადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ოზურგეთში 15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩოოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. მერის წარმომადგენელის თქმით, გოგონამ თავი საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ჩამოიხრჩო. სოფელში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რატომ მოიკლა მოზარდმა თავი. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ წუთას იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. საქმე აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ... ...
  • ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბორჯომში 1992 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ის მოტოციკლს მართავდა და სატრანსპორტო საშუალება ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც, მშენებარე სახლს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით კი გარდაიცვალა. უწყება მომხდარს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...