საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და სამსახურის უფროსის რჩევა "გურია ნიუსს"

პოლიტიკა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და სამსახურის უფროსის რჩევა "გურია ნიუსს"

2019 მარ 28 14:50:17

 26 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა, სადაც დაიწყო მერიის სამსახურებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების (ა(ა)იპ და შპს), საკრებულოს კომისიების მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.
ყველაზე ვრცლად ისაუბრა მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსმა გიორგი ინწკირველმა. მოხსენების ფორმატში მას რეგლამენტიც კი შეახსენეს, თუმცა, განმარტებაც თვითონ გააკეთა, ნახევარი საათი დრო მქონდა და მგონი, ჩავეტიეო.

გიორგი ინწკირველმა ვრცლად ისაუბრა საკადრო პოლიტიკის შესახებ. მან თქვა, რომ მუნიციპალიტეტის მერიაში ოთხი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რვა სამსახურის უფროსი და 50 განყოფილების უფროსია. დასაქმებულია 99 ქალბატონი და 121 მამაკაცი და ამ მხრივ, როგორც თავად განმარტა, დაცულია გენდერული ბალანსი.

ინწკირველმა "აქილევსის ქუსლი " უწოდა საჯარო მოხელეთა მომზადების საკითხს და მადლიერება გამოხატა ახლახან ჩატარებული თამარ ჩიბურდანიძის ტრენინგის გამო, რომელშიც მერიაში მომუშავე საჯარო მოხელეებმა მიიღეს მონაწილეობა და ყველა კმაყოფილი დარჩა. ამიტომ ასეთი ტრენინგების ჩატარების პრაქტიკა უნდა დაინერგოს.

გოგი ინწკირველმა არაერთგან მოიშველია სტატისტიკა, რომ მერიაში წლის მანძილზე 110 708 კორესპონდენცია შემოვიდა; ჩატარდა 50-მდე მიღება, პასუხი გაეცა და დახმარება გაეწია არაერთ მოქალაქეს:

_ რაც შეეხება საშვთა სისტემას, ამაზე ბევრი საუბარი იყო, თუმცა, ჩვენ გავაუქმეთ ეს სისტემა. ჩვენთან არის სახალხო ხელისუფლება, მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ შენობაში და მათ არ უნდა ექმნებოდეთ არანაირი ბარიერი, _ თქვა მან.

მომხსენებლის აზრით, დასაჯილდოებელი მოხელე უნდა დაჯილდოვდეს, ხოლო ვინც დაარღვევს წესრიგს, მის მიმართ მოხსენებითი ბარათი უნდა დაიწეროს. აღნიშნა ისიც, რომ მერიაში ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როცა დასუფთავების აქციაზე რამდენიმე თანამშრომელი არ გამოცხადდა, მათ მიმართ სწორედ ასეთი ღონისძიება გატარდა.

_ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გუნდურად. მე ასეთი პრაქტიკა მაქვს _ ოზურგეთში გავიზარდე, რომელიც იყო ღირსების და ზნეობის ქალაქი. როცა აქ სამუშაოდ გამომიშვა ჟიული შარტავამ, მახსოვს, მითხრა, რომ უნდა გვემუშავა გუნდურად. ეს ყოველთვის წარმატების მომტანია... მაშინ რა ხდება გუნდში?! როცა ჩვენ ვუთხარით განყოფილების გამგეს, რომ აი, აქ იმუშავე, პასუხია _არა, აქ ვერ ვიმუშავებ და მივდივარ სასამართლოში! არ მუშაობს ეს პოსტულატი... იქნებ, დავტოვოთ ეს ფორმა მხოლოდ მოხელეების მიმართ, განყოფილების გამგეებს და სამსახურის უფროსებს არ უნდა ჰქონდეთ ეს უფლება. ასე ილახება ჩვენი იმიჯი, _ თქვა ინწკირველმა, რაშიც, ეჭვგარეშეა, იგულისხმა არა ერთი სარჩელი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გათავისუფლებულმა თანამდებობაზე მყოფმა მოხელეებმა შეიტანეს სასამართლოში და არა ერთმა მოუგო კიდეც მერიას პროცესი, ზოგი პროცესი კი ახლაც გრძელდება.

 გოგი ინწკირველმა მიანიშნა, რომ უსაფუძვლოდ არავინ გათავისუფლებულა, თან არაერთ მათგანს სთავაზობდნენ სხვა ადგილს, რაც არ ისურვეს და მიმართეს სასამართლოს.

 _ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სამსახურიდან ათავისუფლებთ სამართლიანად. კომპეტენტურ პირებს, თანაც სამართლიანად თუ ნიშნავთ განყოფილების უფროსებად? _ "გურია ნიუსის" ამ კითხვაზე გოგი ინწკირველმა ასეთი პასუხი გაგვცა: "ასე შორს ნუ წავალთ!"

მომხსენებელს საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია შეეშველა, ჯერ დაასრულოს და მერე ჰკითხეო, თუმცა, საკმაოდ გაწელილ რეგლამენტზე, რომელიც ინწკირველის მოხსენებამ მოიცვა, თვითონაც ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდა.




 ახალი ამბები
  • "ვამხილოთ გურიის ფეოდალი მაჟორიტარები"-რას გეგმავს "სამოქალაქო მოძრაობა"15 დეკემბერს, "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის  "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, გურიის მაჟორიტარებს არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ამხელს. ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას დეპუტატების საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრებს. როგორც „გურია ნიუსს“  „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული კამპანია ჩოხატაურის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიზე 12 საათზე  დაიწყება. კამპანიის ფარგლებში მოძრაობამ რამდენიმე რეგიონი უკვე ... ...
  • „საკვანძო საკითხია ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“: შეხვედრა ანასეულის ხანდაზმულთა სახლშიდღეს, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების დღე აღნიშნეს. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ ანასეულის ხანდაზმულთა სახლში აღნიშნულიყო ეს დღე, რადგან  მათივე თქმით,  ეს ერთგვარი სიმბოლური კავშირია, აქ  მცხოვრებ  სხვადასხვა  ეთნოსის წარმომადგენლებს შორის. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბავშვებმა გადაწყვიტეს, ხანდაზმულებთან ერთად, გადაეღოთ ფილმი, რომელიც პრეზენტაციის დასაწყისში აჩვენეს და  ასევე მოემზადებინათ მათი ქვეყნის და კუთხის ტრადიციული კერძები,  რომ მერე დამსწრე საზოგადეობასთან ერთად დაეგემოვნებინათ. ფილმი უშუალოდ ეხებოდა ხანდაზმულთა ცხოვრების ისტორიებს.  თვითონ ჰყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს. _ ეს ფილმი მომზადდა ახალგაზრდების ჩართულობით.  ჩვენი ორგანიზაციისთვის  უმნიშვნელოვანესი  საკვანძო საკითხია  ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. ასევე მნიშვნელოვნია დღევანდელი დღე ახალგაზრდებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, რადგან გულისხმობს ერთგვარი შინაგანი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რომ ყველა ჩვენგანი ვიყოთ სოციალურად პასუხისმგებლიანები, _თქვეს ინიციატორებმა. მეცნიერი ზაურ გაბრიჩიძე მიესალმა და საკუთარი  თვალსაზრისი მადლიერებით  გამოხატა.  -ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები  არიან  ამ დღის ორგანიზატორები.  მადლობა ფილმის შემქმნელებს,  მის  გმირებს, რომლებმაც  საკუთარი ისტორიები გაგვიზიარეს. ცხოვრება ნაფოტოვით გვატარებს წინ და უკან და  ვინ სად აღმოვჩნდებით, არ ვიცით და მხოლოდ უფალმა უწყის.   ამიტომ საზოგადოების და  ერთმანეთის დახმარებით ბედნიერი გავხადოთ მათი ცხოვრება,  ვისაც ყურადღება მეტად სჭირდება.  ქედს ვიხრი ამ საოცრად გულწრფელი ისტორიების წინაშე, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, _ თქვა თავის გამოსვლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა  და ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის  უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ანასეულის უნივერსიტეტის  და ადგილობრივი თვითმმარტველობის ... ...
  • ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას,  თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ... ...
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...