საკრებულოს სხდომა _ 13 საკითხის მოსმენა თანხმობით, აზრის გამოთქმის გარეშე

პოლიტიკა

საკრებულოს სხდომა _ 13 საკითხის მოსმენა თანხმობით, აზრის გამოთქმის გარეშე

2017 მარ 7 00:28:55

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე,  რომელიც პირველ მარტს გაიმართა, 13 საკითხი განიხილეს, რაც იმით დასრულდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია საკითხებს რიგითობის მიხედვით კითხულობდა და გამომსვლელებმაც მოკლედ წარმოადგინეს საკითხები დადგენილებებში ცვლილების შეტანის, განკარგულების მიღების თუ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. დარჩიაც მაშინვე ეკითხებოდა დარბაზს, იყვნენ თუ არა თანახმა, მიეღოთ ესა თუ ის საკითხი. ასე გაილია 13 საკითხის მოსმენა და "განხილვა".

უნდა ითქვას, რომ  საკრებულოს ეს სხდომა  უპრეცედენტოა ბოლო წლებში გამართულ სხდომებში იმ კუთხით, რომ  ყველა საკითხი ყოველგვარი განხილვის გარეშე დასრულდა. არადა, სხდომის დაწყებამდე გამგეობის ზოგიერთი თანამშრომელი საკრებულოს აღნიშნულ სხდომაზე "მაგარ ამბებს" აანონსებდა.

დღის წესრიგის მესამე საკითხზე _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის მიზანშეწონილობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე, გამგებლის მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა ისაუბრა.

საკითხი ეხებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი ა(ა)იპ-ის ლიკვიდაციას, რომელთაგან ერთ-ერთი _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი", მრავალი წელია წარმატებით მუშაობს და პრიორიტეტული დარგის _ სოფლის მეურნეობის წინსვლის საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ეთამაშა. მიუხედავად ამისა, წამგებიან ორგანიზაციად მიჩნეული ა(ა)იპ-ის ლიკვიდაციას დეპუტატებმა მხარი უხმოდ დაუჭირეს, ეს მაშინ, როცა ორიოდე წლის წინ აღფრთოვანებულები ესალმებოდნენ იქ არსებულ მდგომარეობას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სხდომა მალე და უკომენტაროდ დატოვა _ სავარაუდოდ, ის ამ ფაქტით უკმაყოფილო იყო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი ამ ფაქტს ასე ხსნის:

_ საქართველოში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 2016 წლის ბოლოს დაიწყო ოპტიმიზაციის პროცესი. ყოველივე ამის შემდეგ, საქართველოს ორგანულ კანონში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში გახორციელებული ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტს უფლება აქვს მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები, _ გვითხრა მან.

კითხვაზე, როგორ განვითარდება მოვლენები პრიორიტეტულ დარგად აღიარებული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შექმნილი ფერმერული ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ, ყაზაიშვილი კონკრეტულ პასუხს ვერ გვაძლევს.

 "გურია ნიუსი" აღნიშნული თემის შესახებ ვრცელ სტატიას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...