საკრებულოს თანამშრომელი: "საშუალო ინტელექტის ადამიანიც კი მიხვდება, რომ მერის პასუხი არაადეკვატურია"

gurianews.com

პოლიტიკა

საკრებულოს თანამშრომელი: "საშუალო ინტელექტის ადამიანიც კი მიხვდება, რომ მერის პასუხი არაადეკვატურია"

2018 იან 8 12:03:01

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის განცხადება, რომლის თანახმადაც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას არ შეასრულებს და შესაბამისად საკრებულოს ყველა თანამშრომელი პრემიეს ვერ მიიღებს ისევ განხილვის თემაა. საკრებულოს უფროსი სპეციალისტი საოქმო მომსახურების საკითხებში გივი ყაზაიშვილი ამბობს, რომ კონსტანტინე შარაშენიძე თავს კანონზე მაღლა აყენებს და  სახელმწიფოში მას ამის გამო პასუხს უნდა სთხოვდნენ:

"სამწუხაროა,მაგრამ ისევ მიწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე პრემია-დანამატების გაცემა-არგაცემაზე სუბარი, რადგან საშუალო ინტელექტის ადამიანიც კი მიხვდება, რომ მერის პასუხი არაადეკვატურია და, აი რატომ:

1) არცერთი საკანონდებლო ნორმა არ აძლევს მუნიციპალიტეტის მერს უფლებას საკრებულოს თავმჯდომარეს განუსაზღვროს საკუთარი აპარატის რომელ საჯარო მოხელეზე, მათ რა რაოდენობაზე, რის გამო გასცეს თანამდებობრივი სარგოს დანამატი, ამას აწესრიგებს კანონმდებლობა;

2) არ არსებობს კანონის ნორმა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს ავალებდეს შეათანხმოს ან მერს უფლებამოსილებას აძლევდეს შეითანხმოს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეების პრემირების საკითხი, ანდენად მერის დაანონსებული ე.წ. "შეთანხმება"საკრებულოს აპარატის უფროსთან არაკომპენტეტურობის დასტურია, რადგან, გარდა ზემოთაღნიშნულისა, მათ არ ააქვთ უფლებამოსილება შეცვალონ ან გააუქმონ საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტი, ეს მათი მხრივ უფლებამოსილების გადამეტება და ცალკე შეფასების საგანია;

3) უფლებამოსილი პირის კანონშესაბამისად გამოცემულ-გამოქვეყნებული სამართლებრივი აქტი შეუძლია შევვალოს ან გააუქმოს თავად ავტორმა ან თუ კანონსაწიინაღმდეგოდ იქნა მიჩნეული გააბათილოს სასამართლომ;

4) წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს მისი შესრულება, არ შესრულება უფლებამოსილების გადამეტებაა და დასჯადია.მით უმეტეს, როცა საკრებულოს აპარატის მუშაკები მატერიალურად მნიშვნელოვნად ზარალდებიან, რაც შესაბამისი უწყებების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს სამართლებრივ სახელმწიფოში;

5) ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არალოგიკურია, როცა 2017 წლის მუშაობის შედეგებით რესპუბლიკაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიჩნეული საკრებულოს აპარატის მუშაკები ვერ ღებულობენ თანამდებობრივი სარგოს 63%- იან დანამატსაც კი მაშინ, როცა ერთთვიანი მუშაობის გამო მერიის შესაბამის თანამშრომლებს ეძლევათ 100% -იანი დანამატი.

ერთი სიტყვით მერის ეს უკვე მეორე"ბრძნული" გადაწყვეტილებაა და კანონის მხრივ დასჯადი, საკრებულოს აპარატის მუშაკებისათვის სატირალი რომ არ იყოს ნამდვილად სასაცილოა. ისიც საკითხავია-რატომ უნდა გრძნობდეს ვიმე თავს კანონზე მაღლა, თუნდაც იგი არჩეული იყოს?!" _ წერს ყაზაიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მერიის 18 თანამშრომელს პრემია მისცა.

შარაშენიძის #245 ბრძანების თანახმად, რომელიც 2017 წლის 27 დეკემბრით არის დათარიღებული, 18 თანამშრომლის პრემიებზე 18 560 ლარი გაიცა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, ზეგანაკვეთური სამუშაოების არასამუშაო და ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში შესრულებისათვის მიეცათ 2017 წლის დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურებაზე სახელფასო დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100 % ოდენობით. სულ 18 საჯარო მოხელეს, რომლებმაც ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების შერწყმის პროცესში, მობილობის რეჟიმში, სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა, მათ შორის არიან საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი კომისიის მიერ საუკეთესოდ შეფასებულ საჯარო მოხელეები,“ _ აღნიშნულია კონსტანტინე შარაშენიძის კომენტარში, რომელიც მან პრესსამსახურის საშუალებით  მოგვაწოდა.

აღსანიშნავია, რომ შარაშენიძე 30 დეკემბერს "გურია ნიუსის" კორესპონდენტთან საუბრისას ამბობდა, რომ პრემიები გაცემული არ ჰქონდა:

"ვინც დაიმსახურა, იმათ აუცილებლად მივცემთ დანამატს. 18 ადამიანი მიიღებს დანამატს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში" _ მბობდა შარაშენიძე მაშინ, როცა პრემიები უკვე დარიგებული ჰქონდა, რასაც “გურია ნიუსის“ მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტი ცხადჰყოფს.

მერმა მაშინ საკრებულოს თანამშრომელთა პრემირებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკრებულოდან დასაჯილდოვებელთა სიას ელოდებოდა.

ამავე დროს, კეთდებოდა განცხადებები, რომ პრემია-დანამატების გაცემის ინიციატორი ინიციატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იყო, რომელსაც საკრებულო აპარატის ყველა თანამშრომლისთვის სურდა მიეცა პრემია-დანამატი, რაზეც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თანახმა არ იყო. არადა, როგორც აღმოჩნდა, შარაშენიძეს პრემიები უკვე გაცემული ჰქონდა.

ამ ყველაფრის პარალელურად კი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ მერიაში პრემიების გაცემა არ იგეგმებოდა. არადა, როგორც გავარკვიეთ, შარაშენიძის მიერ პრემირებულთა სიაში პირველი სწორედ საფინანსო სამსახურის უფროსი იყო.

მერის მიერ დაჯილდოებული სხვა მოხელეების სია ასეთია:

ლაშა თავაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;  მიხეილ შილაკაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;  პავლე ჭყონია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი;  ნინო დარჩია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი;  დავით გორდელაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსი;  თამარ ბაბილოძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; მარინა დარჩია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  ეკატერინე გეგიაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  მაკა ბეგიაშვილი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  დავით ღლონტი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  ნათია ვაშალომიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი;  ქეთევან სანიკიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  თემურ გიორგაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი;  თემურ მურვანიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის კომუნალური სერვისების განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი;  მიხეილ შალამბერიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის კომუნალური სერვისების განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  კლიმენტი ცერცვაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  მაია ინარიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი.

აღნიშნული სიის და შესაბამისი ბრძანების „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებას დაპირისპირება მოჰყვა.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს გაღიზიანება არც დაუმალავთ და შესაბამისი პირებისგან რეაგირებაც მოითხოვეს:

"მერმა არაფრად ჩააგდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის _ უფლებამოსილი პირის კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული და საჯაროდ გამოქვეყნებული ბრძანება და იგნორირება უყო რა საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 35- მუხლის პირველი პუნქტის "" ქვეპუნქტს, აშკარად გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, არ გასცა დანამატები საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე, რომლებისც მთელ გარდამავალ პერიოდში მუშაობდნენ და ეს მაშინ, როდესაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხებიც არსებობდა და აუცილებელი ხარჯები და ვალდებულებებიც გაწეული იყო.

რა, ოზურგეთის მოსახლეობა იმდენად მეტადაა გაჭივრებული ჩოხატაურისა და ლანჩხუთისაზე, რომ აქ არ შეიძლებოდა პრემია დანამატების გაცემა?! ეს ხალხის რჩეული მერის უკვე მეორე"მაღალკომპეტენტურობის" გამოვლინებაა, მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის დანიშვნვა-განთავისუფლების "სკანდარიკოს" შემდეგ.

 ვიღაცამ რაღაცას, ვისაც ხელეწიფება, ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?!" _ ეს კომენტარი ყაზაიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შარაშენიძის მიერ პრემიების გაცემაზე კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარემაც გააკეთა _ დავით დარჩიამ მერს საკრებულოს დისკრედიტაციაში დასდო ბრალი:
"მედიით გავრცელებული ინფორმაციისა და მერის 2017 წლის 27 დეკემბრის ბრძანების თანახმად, მერიის 18 თანამშრომელზე გაიცა სახლფასო დანამატი, თანამდებობრივი სარგოს 100 %-ის ოდენობით.

აღნიშნული საზოგადოებისთვის ცხადყოფს რეალურ ვითარებას. ასევე, ნათელს ფენს ერთ-ერთი მედიასაშაულებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ინიციატორი ვიყავი თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატების გაცემისა, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი _ წინააღმდეგი.

ვფიქრობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას და საკრებულოს დისკრედიტაციას.

მე ჩავთვალე საჭიროდ და დღესაც მივიჩნევ, რომ საკრებულო იმსახურებს სახლეფასო დანამტს თანამდებობრივი სარგოს 63 %-ის ოდენობით.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების, ბიუროს 50-ამდე სხდომა. განხილული იქნა 70-მდე საკითხი.

საკრებულოს აპარატმა სრულად უზრუნველყო სხდომების გამართული ჩატარება. მოგეხსენებათ, საკრებულომ საქმინობის გამჭვირვალეობის მიმართულებით საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა _ ეს გახლავთ სწორედ მაღალი პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული აპარატის კარგი მუშაობის შედეგი.

აქვე თანამშრომლები ჩართული იყვნენ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის შერწყმას, ქონების აღწერასა და გადაცემას გულისხმობს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღესაც მიმაჩნია, რომ საკრებულოს თანამშრომლების გამოყოფა, რასაც საჯაროდ გაკეთებული განცხადებით ითხოვს მუნიციპალიტეტის მერი, ჩემის მხრიდან იქნებოდა ყველა ამ საქმიანობის არდანახვა და მართებულად ვერშეფასება. აქვე დავძენ, რომ საკრებულოს და ბიუროს არც ერთ წარმომადგენელს სახელფასო დანამატი არ მიუღიათ", _ აღნიშნა დავით დარჩიამ „გურია ნიუსისთვის“ მიწოდებულ ექსკლუზიურ კომენტარში.

დარჩიას თქმით, მერის გადაწყვეტილება და საკრებულოს თანამშრომლებისთვის პრემირებაზე უარის თქმა, მაშინ, როცა  შესაბამისი თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო,  უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც არ ეთანხმება შარაშენიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დადანაშაულება საკრებულოს დისკრედიტაციასა და პულიტიკურ სპეკულაციაში უსაფუძვლოა:

"2017 წლის 28 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოზურგეთის მერიას მომართა წერილით ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, თანამდებობის პირებისა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოების არასამუშაო, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში შესრულებისთვის, საკრებულოში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე დანამატის გაცემის შესახებ.

გამომდინარე იქედან, რომ ეჭვს იწვევდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა თანამშრომლის მიერ 2017 წლის 27 ნოემბრიდან ერთი თვის ვადაში ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულება, ასევე, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში საქმიანობას, მოხდა სიტყვიერი შეთანხმება საკრებულოს აპარატის უფროსთან, რომელსაც ჩვენთვის უნდა მოეწოდებინა მხოლოდ იმ თანამშრომელთა სახელობითი სია, რომლებმაც იმუშავეს ღამის საათებსა და არასამუშაო დღეებში.

საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის 58- მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეებზე სახელფასო დანამატი შეიძლება გაიცეს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად, ასევე ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეს საქმიანობის გამო.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ დანამატის გაცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 18 თანამშრომელზე ეფუძნებოდა ზემოაღნიშნული კანონის საფუძველს, შესაბამისად, სამართლიანად მივიჩნიეთ იგივე პრინციპი გავრცელებულიყო საკრებულოს თანამშრომლების მიმართაც", _ აღნიშნულია შარაშენიძის მიერ "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ კომენტარში.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ შარაშენიძის ეს კომენტარი საფუძველს მოკლებულია. მით უმეტეს, რომ ის თანამშრომლებისთვის არა თანამდებობრივი სარგოს 100%-ის მიცემას, არამედ 63%-ის მიცემას აპირებდა, რადგან საკრებულომ  ყველაზე მეტი იმუშავა და პრემიისთვის განკუთვნილი თანხა ყველა თანამშრომელზე თანაბრად გადანაწილდებოდა..


ნახვა: 817


 ახალი ამბები
  • ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვისსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ამავე სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლის ჩატარებას იწყებენ. მსგავსი ტრენინგი მიმდინარეობს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.  სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის-შტამპისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (MY.GOV.GE) ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.  „აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება საჯარო სექტორის მხრიდან გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ცნობიერების გაზრდას ამ სფეროში და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შესაბამის კომპეტენციას, რომელიც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, ასევე საჯარო უწყების მხრიდან კოორდინირებულ მართვას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის მიზანმიმართულად წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად არის გამიზნული ტრენინგების ციკლის ჩატარება.  ამასთან, „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ახლახან ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) განახლებული ვერსია გაუშვა, რომელიც არაერთ ისეთ სერვისს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება“, _ თქვა  ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ. ... ...
  • ოზურგეთში 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობას შეამოწმებენკვლევის ჩატარებამდე საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის ოზურგეთში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიას  სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) ახორციელებს. ხოლო შეხვედრას ორგანიზება გურიის ახალგაზრდულმა რესურს-ცენტრმა გაუკეთა. როგორია ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში და რამდენად დაცულია მათი ჯანმრთელობა, გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა  და  გაეროს ბავშვთა ფონდმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი აქცენტი აღნიშნული კვლევის მნიშვნელობაზე გაკეთდა. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. კვლევა  ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.  კვლევის ფარგლებში,  2-7 წლის  ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა და წყლის სინჯების აღებაცაა გათვალისწინებული. კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2019 წლის გაზაფხულზე გახდება. საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკის დარბაზში ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას ეხმაურება: 20 წელია ვიცნობ და პატივს ვცემშემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება: _ 20 წელია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ძალიან უყვართ გურიაში, _ ამ ტექსტით ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას. შეგახსენებთ, რომ მეუფე იოსები "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სინანულისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი "პრეზიდენტობა არ შეიძლება". "კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ. თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დaსძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო. მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე. ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება. ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს. ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ. გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა გაავრცელა. ამავე თემაზე: "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ... ...
  • „დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში-ეს არის, პირველ რიგში, თავად ეკლესიის პოზიცია და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა, ასევე, პატრიარქის განცხადებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის, ბუნებრივია, საერთო - ეს არის საზოგადოების განვითარების ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს განვითარების ინტერესი და ეს არის პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.  „რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა" და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და უპირისპირდებიან ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", „ქართული ოცნებისთვის" არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა",- განაცხადა პარლამენტის ... ...
  • სიაში აღმოჩენილი პრემიერის ხელმოწერა _ საქმეს პროკურატურა იძიებსპროკურატურა ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ  ცესკოში წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილ დარღვევებს სწავლობს.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის მიხედვით, სიაში დაფიქსირებულია პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა, რომელიც სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. ასევე, ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით  ცესკოში შესულია მოქალაქის განცხადება,  რომელშიც პირი აღნიშნავს, რომ მისი მონაცემები არაკანონიერად არის გამოყენებული. როგორც ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.   „გამოძიება მიმდინარეობს და  ჯერჯერობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაული, მიღებული იქნება  შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, _ გვითხრეს პროკურატურაში. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიამ სიები გააყალბა, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ,,ეს ყველაფერი, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე და მწარე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებზე, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, შეგვიძლია ეს დაპირება შევასრულოთ. ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და კანონიდან გამომდინარე, ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას“, _ აღნიშნა კობახიძემ. ჯერჯერობით, უცნობია, დარღვევებთან დაკავშირებით, რა რეაგირება ექნება უწყებათაშორის კომისიას.   ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...