„სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ინსტიტუტის გამოყენებაზე ამბობს უარს, რაც არასწორია“_ ვახტანგ ხმალაძე

პოლიტიკა

„სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ინსტიტუტის გამოყენებაზე ამბობს უარს, რაც არასწორია“_ ვახტანგ ხმალაძე

2019 თებ 20 15:42:10

 „სალომე ზურაბიშვილის განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ პრეზიდენტი საერთოდ უარს ამბობს შეწყალების ინსტიტუტის გამოყენებაზე, რაც არსებითად არასწორია“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ კონსტიტუციონალიტმა ვახტანგ ხმალაძემ. იგი შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია „გაასწოროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“.

ხმალაძე კანონპროექტის შესახებ, რომელიც სასამართლო სისტემის ორ ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს აღნიშნავს, რომ „უკან მოტრიალდება და კანონისთვის უკუძალის მიცემა, თან ისეთი უკუძალის, რომელიც გააუარესებს მათ მდგომარეობას, არ იქნება სწორი“.

_ ბატონო ვახტანგ, მმართველი პარტიის ცხრა დეპუტატის მიერ მომადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2024 წლის დეკემბრამდე სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს,  „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მხარი არ დაუჭირა. თუ კანონპროეტმა მხარდაჭერა ვერც სესიაზე ვერ მოიპოვა, რისი ალბათობაც მაღალია, კანონპროქტის ინიციატორი დეპუტტები, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ახლა, როცა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ მოსამართლეების უვადო განმწესების შეჩერება კონსიტუციის პრინციპების დარღვევად შეაფასა, აღნიშნული ცვლილების დაკანონება რამდენად რეალურია?

_ ამას დრო გვიჩვენებს. თანამდებობებზე მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების საკითხი შეიძლება იმგვარად გადაწყდეს, რომ კონსტიტუციის ძირითად ტექსტში არანაირი ცვლილება შევიდეს და გარდამავალ დებულებაში ჩაიწეროს, რომ უვადოდ განწესება რაღაც დროის შემდეგ ამოქმედდება, თუმცა თუ ასე მოხდა,  ერთი პრობლემა იჩენს თავს, კერძოდ, უკვე უვადოდ განმწესებულ მოსამართლეებს რა უნდა ვუყოთ?! იმის თქმა, რომ ისინიც აღარ იქნებიან უვადოდ განმწესებული მოსამართლეები, ფრიად პრობლემურია, რადგან მოსამართლეები კანონთან და კონსტიტუციასთან სრული შესაბამისობით იქნენ არჩეულნი. ახლა უკან მოტრიალდება და კანონისთვის უკუძალის მიცემა, თან ისეთი უკუძალისა, რომელიც გააუარესებს მათ მდგომარეობას, არ იქნება სწორი.

_ კანონპროექტის შესახებ, რომელიც თანამდებობებზე მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, კი პროფესიით დეპუტატი იურისტებისგან საზოგადოება დიდი ხანია განსხვავებულ მოსაზრებებს ისმენს. დეპუტატთა ნაწილი თვლის, აღნიშნული ინიციატივა არაკონსტიტუციურია, რასაც სხვები არ იზიარებენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ კონსტიტუცია განსხვავებული ინტერპრეტირების შესაძლებლობას აძლევს?

_ ამა თუ იმ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იურისტებს განსხვავებული მოსაზრებები რომ აქვთ, ამაში არანორმალური არაფერია. საქმე ის გახლავთ, რომ მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები იწერება ისე და სხვაგვარად ვერც დაიწერება, რომ შესაძლებელი იყოს გარკვეულწილად განსხვავებული ინტერპრეტაციები. თუმცა როცა იურისტი, სამართალმცოდნე პოლიტიკოსობას იწყებს, საკუთარი პროფესია ბოლომდე არ უნდა დაივიწყოს  და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე სამართლებრივ შეფასებებს არ უნდა აკეთებდეს. მისთვის რაოდენ წამგებიანიც არ უნდა იყოს სწორი ინტერპრეტირება, ნორმა სწორად უნდა განმარტო.

_საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, ციტირება_“არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და რომელსაც შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი“. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტს  გაცნობიერებული აქვს, რას ნიშნავს კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენება?

_ ქალბატონ სალომეს ერთ რამეში დავეთანხმები, კერძოდ, პრეზიდენტის ფუნქცია ნამდვილად არ არის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოსწორება, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ პრეზიდენტი საერთოდ უარს ამბობს შეწყალების ინსტიტუტის გამოყენებაზე, რაც არსებითად არასწორია.

_ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა ადამიანებს, რომლებიც სასამართლოს სისტემის დამოუკიდბლობას ეჭვქვეშ აყენებენ, უნამუსო, უღირსი მატყარები, ფსიქიკურად დარღვეულები და გონებრივად პათოლოგები უწოდა. მოსამარლისთვის შეუფერებელი კომენტარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით მომზადებულ კვლვას მოყვა, რომლის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 51%-მა სასამრთლო სისტემა დამოუკიდბელ ორგანოდ მიიჩნია. „ამ კვლევის სანდოობას ვერავინ ეჭვქვეშ ვერ დააყენებს! მე არ ვგულისხმობ  უღირს მატყუარებს, ადამიანებს ფსიქიკური დარღვევებით ან გონებრივი პათოლოგიებით“, _ აღნიშნა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა. აღნიშნული განცხადება მოსამართლისთვის გათვალისწინებული უფლებამოსილების სამართლებივ  ჩარჩოში ჯდება ?

_ ასეთი განცხადებების გამკეთებელი ადამიანი მოსამართლე ნამდვილად არ უნდა იყოს. მან, ფაქტობრივად, ადამიანებს ვერდიქტი გამოუტანა, რაც მოსამართლის მხრიდან ყოვლად დაუშვებელი მოქმედებაა. სავსებით სამართლებრივი იქნება, რომ ასეთ მოსამართლეებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროთ. მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებების გამკეთებელ მოსამართლეებს სამოსამართლეო უფლებამოსილება საერთოდ უნდა შეუწყდეთ.




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...