“სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს აქვეყნებს

პოლიტიკა

“სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს აქვეყნებს

21 ნოე. 2020, 18:25:09

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდება, 15 საათის მდგომარეობით დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის დაკვირვებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე შეინიშნება მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

ამ დროისთვის ორგანიზაციამ შემდეგი დარღვევები დააფიქსირა:

#27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” კოორდინატორები არიან მობილიზებული, რომელთაგან ერთ-ერთმა უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს, სავარაუდოდ, ფული გადასცა.

#27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა კოორდინატორებმა აგრესია გამოამჟღავნეს “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ, რომელიც უბნის გარე პერიმეტრზე ფოტოს იღებდა. 

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის 39-ე საჯარო სკოლასთან, სადაც #79, #80 და #81 საარჩევნო უბნებია განთავსებული, უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოხატა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ, რომელიც უბნის პერიმეტრზე ფოტოს იღებდა. იმავე ადგილას, სხვა მამაკაცმა აგრესიული იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ, რომელიც გადაღებას აწარმოებდა. აღნიშნულმა პირებმა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

#15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა აღმოაჩინა ერთი და იგივე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. „კარუსელი“). საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადამიანები საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს რიგრიგობით შეყავთ საარჩევნო უბანზე და უფლებას აძლევენ ხმა მისცენ არაერთხელ. საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას. მან მარკირების შესამოწმებელი სპეციალური ფარანი დამკვირვებლის შეკითხვის შემდეგ მოიძია.

#15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #21 და #35 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩევლების მობილიზება შეინიშნება, რომლებთანაც კომისიის წევრები გამოდიან და ესაუბრებიან. ამასთან #35 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები თავის ფუნქციებს არ ასრულებენ და საარჩევნო პროცესი კენჭისყრის პროცედურების  დარღვევით მიმდინარეობს, კერძოდ, უყურადღებოდაა მიტოვებული საარჩევნო ყუთი და სხვა დოკუმენტაცია.

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #07, #11, #17, #21, #22, #54, #58, #66, 68, #69 და #104 საარჩევნო უბნებთან სამარშრუტო ტაქსებში იმყოფებიან პარტიის კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ.

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #87 და #21 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრს არაუფლებამოსილი პირები აკონტროლებენ, რომლებიც ასევე აკრედიტაციის გარეშე შეუფერხებლად გადაადგილდებიან #21 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზეც.

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #52, #14, #15, #48, #23, #8, #28, #11, #13 და #17 საარჩევნო უბნებზე, #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე; #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #01, #02, #03, #04 და #29  საარჩევნო უბნებზე; #56 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #01, #08 და #31 საარჩევნო უბნებზე; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #15 და #90 საარჩევნო უბნებზე;  #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #10, #18 და #48 საარჩევნო უბნებზე; #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #09, #10, #12, #4, #26, #27 და #23საარჩევნო უბნებზე; #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #1, #2, #3 და #4 საარჩევნო უბნებზე; #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #79, #80 და #81 საარჩევნო უბნებზე; #6 სამგორის  საარჩევნო ოლქის #31, #35, #36, #42, #44, #45 და #46 საარჩევნო უბნებზე პარტიის კოორდინატორები არიან მობილიზებულნი, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელმა ლეიბორისტმა, დავით მამალაძემ რაიონულ პროკურატურას მიმართადღეს, ოზურგეთში, იუსტიციის სახლთან,  ჟურნალისტებთან  განცხადება გააკეთა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მამალაძემ. მან  თქვა, რომ ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის, ცხემლისხიდის #50 საარჩევნო უბანზე, არჩევნების დღეს ლეიბორისტული პარტიის პროპორციული სიის 70-მდე ხმა დაფიქსირდა.  მოწმეებიც არსებობს, თუმცა   ეს ციფრი ქურდულად მოიპარეს  და ახლა ჯერი ოზურგეთის პროკურატურაზეა, როგორ გამოიძიებსო. _უპრეცედენტო ფაქტის წინაშე ვდგავართ. 30 წლის განმავლობაში პირველად,  ამომრჩეველი მიმართავს პროკურატურას საკუთარი ხმის დასაცავად.    სანამ გვიანი არ არის,  პროკურატურას ვთხოვთ, გამოიძიოს და აღძრას საქმე   იმ კრიმინალებისა და დამნაშავეების წინააღმდეგ, ვინც გაყიდა არჩევნები _  განაცხადა მამალაძემ. აქვე იყვნენ ცხემლისხდის მცხოვრებლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათი ხმები გაქრა, რომელიც ლეიბორისტულ პარტიას მისცეს. ცხემლისხიდის ამ უბანზე, არჩევნებზე,  ლეიბორისტულ პარტიას არცერთი ხმა არ დაუფიქსირდა. _საკუთარ თავსაც არ მივცემდი ხმას? _ ასე სვამს კითხვას ... ...
  • "არ ვიცი, ზურას რა დაემართა, მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება სჭირდება" _ იაგო ხვიჩიაზოგადად, მე და ზურა სამყაროს ერთნაირად ვუყურებთ და შეუძლებელია, აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო, მგონია, რომ ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხი ჩვენთვის, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“. მისი თქმით, არ იცის, თუ რა გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ზურაბ ჯაფარიძის პოსტის საბაბი. „მე ზოგადად არ მჯერა, რომ მე და ზურას ამ პოსტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გვაქვს. ზურა ჯაფარიძე არ იმსახურებს, ვთქვა, რომ ამ პოსტის გამო შეიძლება პარტიიდან წავიდეს. პოსტის საბაბი რა იყო, მეც ძალიან მინდა, თქვენთან ერთად გავარკვიო. ნამდვილად არ ვიცი და მე ვახო მეგრელიშვილისგან განსხვავებით მასთან კონფლიქტი არ მქონია. გუშინწინ მეგობრები ვიყავით, ზოგადად მე არ შევცვლილვარ და ისეთი ვიყავი, ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, არ ვიცი და ზოგადად მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება, უბრალოდ არ ვიცი და თქვენთან ერთად ვარკვევ. პროპორციული სიის სათავეში ჩვენ კი არ ვართ, ზურა ჯაფარიძე ერთი და ყველა გირჩი გაკვირვებული ვართ. ზურა ჯაფარიძეს არასდროს უთქვამს, რომ ერთი კაცის პარტიას აშენებდა, მე ვერასდროს ვერ ვიქნებოდი ასეთ პარტიაში. უბრალოდ ხალხი არსებობს რომლებიც ასე მიიჩნევდნენ. მე არსად წავალ მე აქ ვცხოვრობ, აქ დავიბადე . გირჩი მე ვარ, ზურაც გირჩია და რას ფიქრობდა, როცა წერდა პოსტს მე არ ვიცი. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ ერთნი ვართ ერთ აზრზე ვართ“, – წერს იაგო ხვიჩია. სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ ... ...
  • თიბისი დაზღვევის COVID-19-თან დაკავშირებული მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებლებისთვის (R)თიბისი დაზღვევას თავისი მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე აქვს. კომპანიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ამიტომ, დღეიდან, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თიბისი დაზღვევის მომსახურებით სარგებლობს,  შეუძლია მთელი დეკემბრის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს REDMED-ის COVID-19 ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის მომსახურება. პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში კონსულტაცია გაიაროს სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმებთან. ოჯახის ექიმის მომსახურება მოიცავს: სიმპტომების შეფასებას და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრას. ინფექციის ბინაზე მართვას და მკურნალობას. ექიმის კვალიფიურ პასუხს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე. პაციენტის განათლების ამაღლებას თვითიზოლაციისა და ოჯახის წევრების დაცვის შესახებ. „ბიზნესის წარმატებისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და სერვისის შეთავაზება. თუმცა, არანაკლები წონა აქვს სწორედ იმ ადამიანების ლოიალურობას, თანადგომას და ნდობას, რომლებსაც მომხმარებლები წარმოადგენენ.  სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევის უცვლელი პრიორიტეტი ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. რასაც, პანდემიის პირობებში, მათთვის უწყვეტი მხარდაჭერის გამოცხადებით ვამტკიცებთ და ამ შემთხვევაში, ვთავაზობთ ყველაზე საჭირო სერვისს - Covid-19 ვირუსის მართვის პროგრამაში ჩართვას სრულიად უფასოდ, რითაც REDMED-თან ერთად, მათ ვუმარტივებთ ყველზე მნიშვნელოვანს - ჯანმრთელობაზე ზრუნვას", - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დისტანციურად მართვის პროგრამის ფარგლებში, REDMED-ის ოჯახის ექიმებმა გაიარეს სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგი, რომელსაც Oklahoma City-ს ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფექციონისტი - გიორგი კურდღელაშვილი უძღვებოდა. პროგრამით უფასოდ სარგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:  https://bit.ly/TBCICOV19 ... ...
  • როგორი იქნება 2020-2021 წლის ზამთარი საქართველოშისამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე. დეტალური ინფორმაცია ზამთრის სეზონის შესახებ იხილეთ გარემოს ეროვნული ... ...
  • "რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის თუ ჩვენ გვაგდებს? _ დაპირისპირება "გირჩში"არ წარმომიდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე „გირჩიდან“ წავიდეს და კიდევ უფრო არ წარმომიდგენია, რომ ზურამ თქვას თქვენ წადით, მე აქ ვრჩებიო, ტექნიკურად წარმოუდგენელი რაღაცაა. მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შესახებ ორი დღის წინ იცოდა, _  ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძის თანაპარტიელმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. „მიზეზი არ ვიცით, თვითონაც თქვა, რომ მიზეზს არ დაასახელებს და ადრე თუ გვიან, უნდა გავიგოთ. მე არ მახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კამათი ყოფილიყო. კამათი ჩვენთან ყოველთვის არის, რაზე არ გვიკამათია, „გირჩში“ ვართ ბოლოს და ბოლოს. ბოლო დღეებში არაფერი ხდებოდა. აი, გუშინაც, მე, ზურა და ვახო ერთად ვისხედით ოპოზიიციის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. კონფლიქტი ბოლო დღეებში არ გვქონია. წარმოუდგენელია იაგოს განცხადება ყოფილიყო ამის მიზეზი, ვერასდროს დავიჯერებ ამას. თვითონაც არ ამბობს. მე ვიცი, რომ ორშაბათს საღამოს ულტიმატუმი წაგვიყენა, იაგოს უფრო დიდწილად, რომ პარტიის მართვას ჩამოსცილებოდა. ჩვენ გარკვეულ თემებზე არსაუბრის ცენზურა არ გვქონდა, რა თქმა უნდა, "გირჩში" ეს წარმოუდგენელი ქცევაა. თავიდან ეს ხუმრობად აღვიქვით. მეორე დღეს ანუ გუშინ ვსაუბრობდით ერთად ოპოზიციასთან და საღამოს უკვე აღვიქვით, რომ ეს აღარ იყო ხუმრობა. ვერ გავიგე, რას ნიშნავს მისი ეს განცხადება, მიდის, ჩვენ გვაგდებს თუ რას ნიშნავს, არ ვიცი. ორი დღე დავხარჯეთ მიზეზის გასარკვევად და ვერ გავარკვიეთ და არც ვერსია მაქვს. ზურა გირჩი ჯაფარიძე "გირჩიდან" რომ გავიდეს, ჩემთვის ცოტა უცნაური იქნება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა. თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...