სამი სოფელი და ერთი დაბა _ ოზურგეთის მერს წარმომადგენელი ჯერ არ ჰყავს

პოლიტიკა

სამი სოფელი და ერთი დაბა _ ოზურგეთის მერს წარმომადგენელი ჯერ არ ჰყავს

2019 თებ 16 12:13:14

2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ბახვი, ძიმითი, დვაბზუ) და ერთ დაბაში (ლაითური) მერს თავისი წარმომადგენელი არ ჰყავს. ამ ადგილებზე ორჯერ იყო გამოცხადებული ვაკანსია, მაგრამ უშედეგოდ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლაშა თავაძის თქმით, გამოცხადებული იყო ღია კონკურსი, მაგრამ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია სათანადო კანდიდატი. მისივე თქმით, კონკურსში მონაწილე პირებმა ბარიერი ვერ გადალახეს:

_ ამ დრომდე კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს იმ პირებმა, რომლებიც აპირებდნენ ბახვში, დვაბზუში, ძიმითსა და დაბა ლაითურში დაეკავებინათ მერის წარმომადგენლის პოსტები, _ გვითხრა ლაშა თავაძემ.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სოფელ ბახვში მერის წარმომადგენლის თანაშემწის ვაკანსიაზე განაცხადი ჰქონდა შეტანილი გოჩა შარაშენიძეს. შარაშენიძე "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ბახვის რწმუნებული იყო, ეს ადგილი შეინარჩუნა მან "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგაც, თუმცა, დიდხანს ვერა _ მაშინდელმა გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ იგი გაათავისუფლა. გოჩა შარაშენიძემ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტების დახმარებით კონსტანტინე შარაშენიძეს სასამართლო პროცესი მოუგო.

შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გახდა და შარაშენიძე მის წარმომადგენლად დანიშნა სოფელ ბახვში.

2017 წელს ამ პოსტზე გოჩა შარაშენიძის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. იმავე წელს არჩეულმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ სოფლებში წარმომადგენლების დანიშვნა კონკურსის წესით განახორციელა, თუმცა, გოჩა შარაშენიძეს ამ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიუღია.

გოჩა შარაშენიძე საპრეზიდენტო არჩევნების დროს "თავისუფალი ზონის" დამკვირვებელი იყო.

_ მერის წარმომადგენლის ვაკანსიაზე აღარ შევიტანე განაცხადი, რადგან აზრი არ ჰქონდა", _ გვითხრა გოჩა შარაშენიძემ.

_ რატომ არ ჰქონდა აზრი?

_ ადამიანს როცა არ უნდა დანიშვნა, რა აზრი აქვს იმ კონკურსში მონაწილეობას? საერთოდ, დღევანდელ ქვეყანაში რამეს აქვს აზრი? არ აქვს და მეც აღარ ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას".

შარაშენიძე ამბობს, რომ მერთან აღარ აქვს პრობლემა და ისინი შერიგდნენ.

_ დაპირისპირების ამბავი არ არის. ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა რომც შემომთავაზონ ვაკანტური ადგილის დაკავება, მე მაინც არ ვაპირებ მაგათთან მუშაობას. ისინი ანგრევენ ამ ქვეყანას და ამ დანგრევაში მონაწილეობას არ ვაპირებ! _ გვითხრა გოჩა შარაშენიძემ.

ლაშა თავაძის თქმით, გოჩა შარაშენიძეს და ირაკლი ცქვიტინიძეს განაცხადი ჰქონდათ შეტანილი მერის წარმომადგენლის თანაშემწის ვაკანსიაზე. კომისიის წევრებმა ყველაზე მეტი ქულა ირაკლი ცქვიტინიძეს დაუწერეს.

საკრებულოს წევრი დაბა ლაითურიდან გია ჩაგანავა ამბობს, რომ ორჯერ იყო კონკურსი გამოცხადებული, მაგრამ ამ დრომდე დაბა ლაითურს არ ჰყავს მერის წარმომადგენელი.

"ზუსტად ამ საკითხით არ ვარ დაინტერესებული. ჯერჯერობით, ვაკანტურია ეს ადგილი და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", _ ამბობს ჩაგანავა.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოცხადდება კონკურსი თავიდან.




 ახალი ამბები
  • ოქრუაშვილი მსოფლიო რევოლუციის გარდა ყველაფერში მონაწილეობდა _ ვოლსკიოქრუაშვილს, მე მგონი, ერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა თავისი ჩვენებების მიხედვით, დანარჩენში ყველაფერში მონაწილეობა აქვს მიღებული, მათ შორის „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსებაში. ერთი კითხვა არ გაგჩენიათ, საიდან ატრიალებდა ათეულობით მილიონებს, საიდან ცხოვრობს კომფორტში და მოგზაურობს ეს ადამიანი საერთაშორისო ავიახაზებით, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა. ვოლკის თქმით, ოქრუაშვილის განცხადებებით გამოძიება უფრო ინტენსიურად უნდა დაინტერესდეს. „ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცრუ ჩვეება მისცა იმისთვის, რომ ქალაქის მერი გამხდარიყო, განაცხადა, რომ ათეულობით მილიონ დოლარს ფლობდა მაშინ, როცა სახელმწიფო მოხელე იყო და ქიბარ ხალვაშს მისცა ფული, რათა “რუსთავი2” ეყიდა და თვითონ იყო კულისებს მიღმა. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური განცხადებებია და არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ ირონიით უნდა მივუდგეთ, რაც საზოგადოებაში ამ განცხადებებმა დაიმკვიდრა. სამართლებრივი ნაწილი მას გააჩნია და რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ასეთი თვითაღიარება და ლუსტრაციის მაგალითები ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ მოიპოვება”, - აცხადებს ... ...
  • შსს-ში ბრიფინგი დაინიშნაშინაგან საქმეთა სამინისტროში 14. 00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა. შსს-ში ბრიფინგის თემას არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე - ნიკა გვარამიას მედია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“რუსთავი2”-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას მედია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ვინაიდან, წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომის შესახებ არ საჩივრდება. შესაბამისად, მასზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ის არის ძალაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებები შემაშფოთებელია. “როდესაც შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა. შესაბამისად, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც გვარამიამ თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა. ჩემთვის პირადად ძალიან შემაშფოთებელი იყო უფრო მეტად ის, რომ ყოფილმა დირექტორმა გვარამიამ თქვა, რომ “რუსთავი 2” და მედია მის ხელში იყო იარაღი. მოგეხსენებათ, რომ ის იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივისტი და პოლიტიკური პარტიის წევრი და შესაბამისად, შემაშფოთებელია,როდესაც პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მედია და ჟურნალისტები პარტიის ხელში იყო იარაღი. მე ვფიქრობ, ამას თქვენი და საზოგადოების მხრიდანაც სათანადო შეფასება სჭირდება. მიუღებელია, რომ მედია და ჟურნალისტური საქმიანობა პოლიტიკური პარტიის იარაღი და მისი პირდაპირი მანიპულაციის საგანი იყოს, რაც დაადასტურა გვარამიამ თავის გამოსვლაში”, - აცხადებს არჩილ ... ...
  • "მოსამართლე არის ღმერთი" - შალვა თადუმაძე„ეს ცოტა ხატოვანია. მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლე არის ღმერთი. ის შეიძლება უარყო, დაგმო, გაასაჩივრო მისი გადაწყვეტილება, თქვა, რომ უსამართლოდ მოიქცა, თქვა, რომ არ მოგწონს მისი გადაწყვეტილება, მაგრამ კანონმდებლობა მას აძლევს შესაძლებლობას, რომ ის საბოლოო გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება,“ - ეს განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრების დროს გააკეთა. შალვა თადუმაძე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, იუსტიციის საბჭოს წევრების შეკითხვებს პასუხობს. „თქვენს მოტივაციაში წავიკითხე ასეთი წინადადება, მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლე არის ღმერთი, მხარეებმა შეიძლება დაგმონ ან უარყონ იგი, მაგრამ მისი ნება აუცილებლად აღსრულდება. მითხარით, რას ნიშნავს, მოსამართლე არის ღმერთი?“ - აღნიშნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ასევე დაინტერესდა, რის საფუძველზე თვლის თავს თადუმაძე სამართლიანად? „რატომ გადაწყვიტეთ, რის საფუძველზე თვლით, რომ ხართ სამართლიანი? მკვლელს, რომელიც შურისძიების გამო, კლავთ, თვლით, რომ არის სამართლიანი, ხომ ასეა?“ - მიმართა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ირმა გელაშვილმა შეკითხვით პროკურორს. „მკვლელი, რომელიც შურისძიებით კლავს, უფრო მეტ სიკეთეს აზიანებს, ვიდრე შურისძიება... მე არ ვარ მკვლელი... ვარ სამართლიანი იმიტომ, რომ თუნდაც იმ გამოცდილებით, რაც გამაჩნია ამ სფეროში,“ - აღნიშნა თადუმაძემ. გენერალურ პროკურორს შეკითხვები კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებითაც დაუსვეს. „მინდა, რომ წარმოიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ მოსამართლე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ესაჭიროება მკურნალობა, რომლის ღირებულება არის მოსამართლის ერთი თვის ხელფასი, მოსამართლე იმიტომ, რომ გადარჩეს საღამოს საათებში, დამატებით იმუშაოს, ან დაწერილი აქვს თავისი დისერტაცია და ყიდის ამ დისერტაციას მაღალი თანამდებობის პირზე, შემიფასეთ მოსამართლის ქმედება“ - მიმართეს შეკითხვით თადუმაძეს, რაზეც მან უპასუხა: „მე რომ არ მქონდეს ის თანამდებობრივი ტვირთი, რაც მაქვს, უფრო რადიკალურად გიპასუხებდით, მე მგონია, რომ ასეთი მოსამართლე უნდა ... ...
  • "კარგ სახუმარო ხასიათზე ვიყავი" _ ოქრუაშვილის გამოკითხვა დასრულდათბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა დასრულდა. "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხვებს 30 წუთის განმავლობაში პასუხობდა. მისი თქმით, პროკურორებს არც ისე საინტერესო კითხვები ჰქონდათ. "კარგ სახუმარო ხასიათზე ვიყავი და კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და 3 თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი. მათ მითხრეს, რომ რატომ აპირებდი წინიდან შესვლასო და ვუთხარი, რომ მეგონა ბუღალტერია წინიდან იყო. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო", _ იხუმრა დაკითხვისას ოქრუაშვილმა. ოქრუაშვილის თქმით, მან ვერ დაინახა თავისი გამოკითხვის ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...