სამინისტროებიდან გათავისუფლებული 2300 საჯარო მოხელე და საკომპენსაციოდ გადახდილი 5 მილიონ ლარზე მეტი

პოლიტიკა

სამინისტროებიდან გათავისუფლებული 2300 საჯარო მოხელე და საკომპენსაციოდ გადახდილი 5 მილიონ ლარზე მეტი

2017 მაი 3 14:26:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის პრაქტიკაში აღსრულების მონიტორინგი განახორციელა, რაც საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციას ეხებოდა.

ორგანიზაციის ცნობით, მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა დარეორგანიზაციის პროცესის ანალიზი, რეორგანიზაციის პროცესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება, არსებულიხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების მომზადება.
 
საიას ცნობით, მონიტორინგის პროცესში შესწავლილი იყო შემდეგი საკითხები: შემცირებული ფინანსური ხარჯების ოდენობა და ძირითადი მიმართულებები; რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა, ხანგრძლივობა და მოთხოვნები; რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა და მათი შერჩევის კრიტერიუმები; რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთათვის გადახდილი კომპენსაციის ოდენობა.
 
"12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტოების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა შეადგენს 55 მლნ 344 ათას ლარს. სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა, სულ 39 მლნ ლარი - შეამცირეს შრომის ანაზღაურების ნაწილში, რაც ძირითადად გამოიხატა პრემიებისა და დანამატების ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებასა ან/და მთლიანად გაუქმებაში. რეორგანიზაცია, რომელმაც გამოიწვიაშტატების შემცირება განხორციელდა 5 სამინისტროში, კერძოდ: თავდაცვის; ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რის საფუძველზეც სულ გათავისუფლდა 2300 საჯარო მოხელე. გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა არის 5 მილიონ 322 ათას 300 ლარი.
 
5 თვითმმართველი ქალაქის (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ფოთი) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თვითმმართველმა ქალაქებმა საბიუჯეტო ხარჯები შეამცირეს სულ 3 მლნ 630 ათასი ლარით, ხოლო აიპების დაფინანსება 1მლნ 220 ათასი ლარით. გარდა ამისა, ააიპებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სულ სამსახურიდან გათავისუფლდა 137 თანამშრომელი.
 
საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრმა, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით, საჯარო სამსახურში შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით გაწია 32 კონსულტაცია, მოამზადა სამი სარჩელი, ხოლო 2 საქმეზე გასწია საადვოკატო მომსახურება. სარჩელები მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (1), რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა (1) და სსიპ-ის „ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ წინააღმდეგ (1), გარდა ამისა 1 საადვოკატო საქმე წარმოებაშია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და 1 საქმე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ.
 
საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზისა და შეფასების შედეგად გამოვლინა შემდეგი პრობლემური საკითხები:
 
- მთავრობის სხდომაზე არ ყოფილა განხილული სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შედეგები, ასევე საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია ეფექტური კონტროლი სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე;
 
- სამინისტროებსა და თვითმმართველ ქალაქებს ჰქონდათ არაერთგვაროვანი და განსხვავებული მიდგომები საბიუჯეტო სახსრების შემცირების პრიორიტეტებისა და ოდენობის თაობაზე, რაც განპირობებული იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი ხედვის არარსებობით;
 
- სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების მიერ შრომის ანაზღაურების ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლოა უარყოფითად აისახოს საჯარო მოხელეთა ფინანსურ გარანტიებსა და მოტივაციაზე, ასევე გამოიწვიოს საჯარო დაწესებულებიდან პროფესიონალი კადრების გადინება;
 
- მინისტრების მიერ რეორგანიზაციის თაობაზე გამოცემული ბრძანებები სტანდარტული და ფორმალური ხასიათისაა, სადაც გაწერილია მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე საჯარო მოხელეთა გაფრთხილების მოთხოვნა. მინისტრთა ბრძანებების უმეტესობა არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა: რეორგანიზაციის პროცესის ხანგრძლივობა, რეორგანიზაციის ჩატარების წესი და მოთხოვნები, საკადრო აუდიტის ჩატარების აუცილებლობა და რეკომენდაციების მომზადება შტატების შემცირების საჭიროების თაობაზე;
 
- საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ ნათლად გაწერილი კრიტერიუმები რეორგანიზაციის პროცესში გასათავისუფლებელ საჯარო მოხელეთა შესარჩევად. სამინისტროების უმეტესობა არ წარმოადგენს დასაბუთებას, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით შეირჩა და გათავისუფლდა კონკრეტული საჯარო მოხელე.
 
- დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს, თვითმმართველობის ორგანოების მიერ აიპების რეორგანიზაცია და მათი დაფინანსების შემცირება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განხორციელდა ნაჩქარევად და მოკლე ვადებში, არსებობს კითხვები, თვითმმართველი ქალაქების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჭიროებისა და მიზანშეწონილობის თაობაზე", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე




 ახალი ამბები
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...
  • შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო არ გაიმართებაქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად, შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც წლებია, აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს აღარ გაიმართება, _ აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძეც ადასტურებს. ანალოგიური პრეცენდენტი 1989 წლის ცხრა აპრილსაც იყო, მაშინ აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, ბურთი მხოლოდ სიმბოლურად ააგდეს. საგულისხმოა, რომ ლელოს კულტურის სამინისტრომ გასულ წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ბოლო წლებში ლელოს თამაშმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც, შუხუთს აღდგომის დღესასწაულზე არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი ჟურნალისტი სტუმრობს, რომ საკუთარი თვალით იხილონ ის ჟინი და ემოცია, რომელიც ლელოს თამაშს ახლავს. თამაში ხშირად რამდენიმე საათს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...