საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

პოლიტიკა

საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

2019 სექ 10 15:04:36

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მიმართულებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან ერთადერთი გადასასვლელი გაურკვეველი ვადით დაკეტა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა საოკუპაციო ხაზის ცალკეულ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებს უკავშირდება. ცნობილია ისიც, რომ მოქალაქეებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სპეცსაშვებით გადაადგილებასაც უზღუდავს.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ, ადგილობრივების ინფორმაციით შესაძლოა რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენოს. 




 ახალი ამბები
  • მეუფე, რომელიც ილიას მედლით დააჯილდოვეს, გუშინ საგურამოში არ ჩავიდაგუშინ, როცა თბილისში ქარის წისქვილებთან ბრძოლა ყოფილა გაჩაღებული, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, მის სახლმუზეუმში, მშვიდ, მზიან შემოდგომის ამინდში, პრემია "საგურამოს" დაჯილდოების ცერემონიალზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ერგო ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქსელის მომხმარებელი ქართლოს თეთრაული წერს.თეთრაულის თქმით, მეუფემ წერილი გაგზავნა საგურამოში. "გურია ნიუსი" თეთრაულის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. "მეუფე გუშინ საგურამოში არ ჩამობრძანებულა. წერილი გამოაგზავნა, სადაც მის მოქალაქეობრივ პოზიციას ხსნის, რაც ვფიქრობ, ამ აბნეულ-დაბნეული საზოგადოებისთვის სანიმუშო და სანუგეშებელიც უნდა იყოს".ნაწყვეტი მეუფის წერილიდან:"რაც ილიას სახელს უკავშირდება ჩემთვის ყოველივე ძვირფასი არის!მახსოვს, რომ ილიას პუბლიცისტური წერილები ჩემთვის იყო დიდი სულიერი საზრდო, საზრისისა და ძალის მომცემი; თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე სწორედ მისი საახალწლო წერილი „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?..” წავიკითხე; ხოლო სტუდენტობისას როცა ვიწამე ქრისტე, ნათლობის დროს ვითხოვე ილია დაერქმიათ, ილიას პატივისცემითა და სიყვარულით..1995 წლიდან ვიმყოფები ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, შიდა ქართლში, შუა ქართლში, შუაგულ საქართველოში; რომელმაც ამ უახლოეს წარსულშიც უდიდესი განსაცდელი გამოიარა და გვყავს მრავალი ათასი, სამოსახლოდან აყრილი და დევნილი ადამიანი..ახალგორის რაიონი, ქსნის ულამაზესი ხეობა, სადაც ილია არაერთხელ ყოფილა სტუმრად თავის მეგობარ თავად კოლა, ქსნის ერისთავთან, სადაც კოლამ ილიას ვაჟა გააცნო და პირველად იქ მოასმენინა ვაჟას ლექსები და მისი ფანდურზე სიმღერები, ამ ადგილზე 2008 წლის ომის დროს საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა და სახლები ამიტომაც გადაურჩა მასიურ დაწვასა და განადგურებას, მაგრამ მრავალი სახლი დაკეტილია და მრავალი სკოლა დარჩენილია უბავშვებოდ. ერთხელ იკოთის გზაზე სკოლის მოსწავლე დავიმგზავრე და ვკითხე კლასში რამდენი მოსწავლე ხართ მეთქი და მიპასუხა ჩვენ ყველაზე ბევრნი - კლასში სამი ბავშვი - ვართო!..ამა წლის სექტემბრის თვიდან, ისედაც რთულ ვითარებაში დარჩენილ ახალგორის რაიონის მოსახლეობას, კიდევ უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა, რადგანაც გზა ჩაიკეტა და ხშირად თვით ავადმყოფობის დროსაც კი ვერ ახერხებენ წეროვანსა და თბილისში მკურნალობისათვის ჩასვლას. გზის ჩაკეტვის გამო არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა...ბოლო შემთხვევამ კი ძალიან შემაწუხა, ცხადად, მწვავედ განვიცადე და დამაფიქრა ამ ამბავმა: ერთ იკოთელ ქალბატონს ინსულტი დაემართა, გზის ჩაკეტვის გამო ნება არ დართეს თბილისის კლინიკაში გადაეყვანათ. შორი და რთული გზით ცხინვალისაკენ წაუყვანიათ, თითქოს იმ განზრახვითაც, რომ თუ აუცილებელი გახდებოდა ავადმყოფს ერგნეთიდან გაატარებდნენ, მაგრამ იგი საავადმყოფოში გარდაცვლილა. ავადმყოფის ქმარს, იკოთში, როცა ტელეფონით შეატყობინეს თავისი ცოლის გარდაცვალება, ჩვენი მონასტრის წევრებს გამწარებულმა თურმე უსაყვედურა - რა გმირები თქვენა ხართ, ხმას რომ არ იღებთ, ჩუმად რომა ხართ? ხეობიდან ავადმყოფი ვეღარ გაგვიყვანია! თქვენი მეუფე აქ რომ იყო, ამბავი იყო ატეხილი, მთელი ქვეყანა შეძრეს და რა, ვინმემ რამით შეაწუხაო?ჯილდოებს იღებთ, რა გმირები თქვენა ხართო? ეხლა რატომ არავინ ხმას არ იღებთ ასეთ დღეში რომ ვართ ჩავარდნილიო!?. გულზე მეც მწარედ მომხვდა ცოლგარდაცვლილი ქმრის ტკივილი, ვიზიარებ მის მწუხარებას...ილიას პრემია ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და რაც მის სახელს უკავშირდება ჩემთვის ყველაფერი ძვირფასი არის!.. და რადგანაც ეს პრემია ჩემზე უკვე გაცემულია მე მასზე უარს აღარ ვიტყვი, მაგრამ ისევ ილიას სიტყვებს დავესესხები, არ „გვინდა ტაში!“ და სანამ ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეშია, სანამ ოსები და ქართველები, აფხაზები და ქართველები ვერ შევრიგებულვართ, ჩემთვის ტაშის დაკვრასა და ჯილდოების გაცემაში სამომავლოდ ვეღარავის დავეთანხმები, მაგრამ ღრმად მჯერა ისეთი დროც მოვა, როცა სიყვარული გაიმარჯვებს და ერთად ვიზეიმებთ ძმობას, ერთობასა და თავისუფლებას!!!მადლიერებით, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია", _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქართლოს ... ...
  • „რისი მომამზადებელია, არ გადამრიოთ“_ ნათელაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება„ვიზიარებ მისი აბიტურიენტების მწუხარებას,რომლებიც მის სიახლოვეს არავის უნახავს. უფრო სერიოზულად კი ეს არსება ყველაფერში ურცხვი ცრუპენტელაა.კარის მეზობელი მაინც არ იყოს,ერეკლეს მოედანზე. ჩემს თვალწინ ყიდიდა პარფიუმერიას, შემდგომ მოსკოვიდან ჩამოტანილ ავეჯს, უფრო მეტიც, მეზობლის გაყიდვაში დამხმარე ქალბატონებს შეპირებულ 50 მანეთს ხშირად არ აძლევდა, რის გამოც, ისინი დასახმარებლად მე მომმართავდნენ. აღარაფერს ვამბობ ბოროტ ხმებზე, რომ ნარკოტიკებსაც ყიდიდა უბანში. ეტყობა მაშინ მოუვიდა აზრად საქართველო ნარკოპლანტაციად ექცია. რისი მომამზადებელია არ გადამრიოთ. დანაწევრებული მეტყველება არ ჩამოყალიბებია ჯერ“,_ამ სტატუსით ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი,შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვლის ინტერვიუს. ინტერვიუ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ფიზიკა-მათემათიკაში ამზადებდა აბიტურიენტებს და ამით ცხოვრობდა.     ... ...
  • დასვენების დღეა, მაგრამ ოზურგეთის ცენტრში ღორი „მუშაობს“ახლა, ოზურგეთში, ქალაქის ერთ-ერთ  ცენტრალურ სკვერში, პატარა მინდვრის მწვანე საფარს ისე საგულდაგულოდ თხრის ღორი, რამდენჯერაც უნდა შეუძახო, დინგს მიწიდან არ წევს. _ უი, მაგან მომკლა, მადლობა, ახლავე მივხედავთ, _ გვითხრა ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგო ქუტიძემ. ოზურგეთს, ძაღლების შემოსევის შემდეგ, ღორებთან გამკლავებაც ... ...
  • "ამაყი ვარ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა არ გააუქმა დაგეგმილი კინოჩვენებები“"ამაყი ვარ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა არ გააუქმა დაგეგმილი კინოჩვენებები და სოლიდარობა გამოუცხადა მას“, _ ასე ეხმარება ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი თბილისში გამართულ პრემიერას. ლევან აკინმა მიმართვა ინსტრაგამზე გაავრცელა: “ქართველმა მაყურებელმა ფილმი ნახა! აღფრთოვანებული ვარ ყველა იმ ადამიანით, ვინც არ შეუშინდა და იდგა მყარად", _ წერს აკინი ინსტაგრამზე. ფილმის _ “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება თბილისის და ბათუმის კინოთეატრში ორი დღე კიდევ ... ...
  • პოლიციამ "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის დღეს 27 პირი დააკავა8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, 6 კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.  "თბილისში, კინოთეატრი "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.  ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისსა და ბათუმში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში. სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება. როგორც 8 ნოემბერს, ასევე, მომდევნო დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?

ყველაზე კითხვადი

არაფერი მოიძებნა.