საოლქოს თავმჯდომარე: "იმიტომ გითიშავ ტელეფონს, რომ უნდა მომწეროთ წერილი"

gurianews.com

პოლიტიკა

საოლქოს თავმჯდომარე: "იმიტომ გითიშავ ტელეფონს, რომ უნდა მომწეროთ წერილი"

2017 სექ 24 14:50:56

„ბევრი საქმე მაქვს და როგორ გიპასუხოთ ტელეფონით?“ _ ასე უპასუხა ჩვენს კითხვას _ მერობის რამდენი კანდიდატია ჩოხატაურში,  ჩოხატაურის საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კუტუბიძემ წერილის გაგზავნა ითხოვა და საუბრის დასრულებამდე ტელეფონი გაგვითიშა:

იმიტომ გითიშავ ტელეფონს, რომ უნდა მომწეროთ წერილი და მოგწერთ პასუხს,“ _  ხელახლა გახორციელებულ ზარს და ტელეფონის გათიშვის მიზეზების დადგენის მცდელობას ასე უპასუხა ამჯერად კუტუბიძემ.


ნახვა: 283


 ახალი ამბები
  • გედევან ფოფხაძე: შეუძლიათ, პარტიას, "ქართული ოცნების" ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვანშეუძლიათ, პარტიას, ქართული ოცნების ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება,“ _ ასე გამოეხმაურა დეპუტატი გედევან ფოფხაძე ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას. ფოფხაძეს აინტერესებს, თუ რატომ მიღო პარტიამ ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, დავით ჭიჭინაძის ქართული ოცნებიდან გარიცხვას გუნდში ახალი დაპირისპირება მოჰყვეს. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.  ... ...
  • ქუმსიშვილი-ალავიძის საქმე _ პროკურატურა 710 მილიონის ღირებულების პროექტისთვის ნასესხებ ფულს ეძებსპროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ისევ ელოდება. ცოტა ხნის წინ ყოფილ ვიცე-პრემიერთან, სახლში, მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მივიდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ქუმსიშვილის ინტერესებს უკვე ერთი თვეა იცავს. ადვოკატი ჯერ არ ჰყავს ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს. დღეს კურიერმა გაარკვია, რომ ალავიძე პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხვა. ალავიძის საცხოვრებელი სახლი ვაკეში დაკეტილია. ის არ იმყოფება არც წავკისის აგარაკზე.საქმე, რომელზეც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხა, 710 მილიონიან პროექტს ეხება. ეს ფული საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგილოეთის 57-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. ფული გზის ერთი ნაწილის ასაშენებლად უკრაინულ კომპანია ალტოკომს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ფული წინასწარ მისცა, მაგრამ ამ კომპანიამ გზა ვერ ააშენა და 47 მილიონსაც, რომელიც ჩაურიცხეს, უკან აღარ აბრუნებს. გამოძიებას კითხვები აქვს სამტრედია-გრიგოლეთის გზის იმ მონაკვეთთან დაკავშირებითაც, რომელსაც ორი ჩინური კომპანია აშენებს. გამოძიება ეკონომიკისა სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა სამინისტროებში ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტებზე მიმდინარეობს.   ვრცლად იხილეთ ... ...
  • დავით ჭიჭინაძე: "შევეცდებით, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება""მე ვარ ქართული ოცნების იმ ხალხთან ერთად, რომელიც 2012 წელს იდგა ქართული ოცნების გვერდით, რომელიც გარიყა ამ ახალმა ქართულმა ოცნებამ თვისი რიგებიდან იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა დაკარგა. მე იმ ადამინების დიდ არმიას შევუერთდები და შევეცდებით, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება," _  ასე გამოეხმაურა დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნების მიერ მის პარტიიდან გარიცხვას. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას ქართული ოცნებიდან გარიცხვის შემდეგაც აგრძელებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე შინაგანად დამოუკიდებელი პიროვნება არ არის. დავით ჭიჭინაძის შეფასებით, მმართველი გუნდის მხრიდან ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, მიმართ ანგარიშსწორება ხდება. „მაგ აზრს კიდევ უფრო ამყარებს ეს გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ. დადანაშაულება ჩვენი, რომ ჩვენ კომპრომისზე წავედით, რის გამოც ხალხი დაიხოცა, არასწორი მიმაჩნია, მე ეს მგონია შეურაცხმყოფელი. როდესაც ამაზე რეაქცია გაქვს ადამიანს, ეს ბუნებრივია, თუ თავმოყვარე ადამიანი ხარ და საზოგადოების წინაშე ვალდებულებას გრძნობ, ეს განცხადება არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. მე იმაზე გავეცი პასუხი, რომ თმენის ვალდებულება ჩვენ გაგვაჩნია დეპუტატებს, რომ ამისთანა თავმჯდომარეს ვითმენთ. ის საქციელიც სირცხვილია, რასაც მე ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებ _  როგორი ანგარიშსწორება ხდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოფილ ლიდერთან, პარტიის თავმჯდომარე იყო კვირიკაშვილი და პრემიერმინისტრი იყო ამ ქვეყანაში, მისი ჩაწერილი და მოყვანილია ძირითადად ეს ადამიანები ქართულ ოცნებაში.  ეს უპასუხისმგებლო, ზურგს უკან მუხანათური განცხადებები შეურაცხმყოფელია. ეტყობა, ეს ადამიანი შინაგანად  არ არის თავისუფალი. მანდელა 27 წელი ციხეში იჯდა, თავისუფალი იყო, ეს კაცი 27 წელი თავმჯდომარე რომ იყოს, მაინც ვერ გათავისუფლდება,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. ... ...
  • "ოცნებამ" ჭიჭინაძეს კრიტიკა არ აპატია _ დეპუტატს გუნდისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენისნის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" იმით იყო გამორჩეული, რომ მმართველი გუნდის ღიად კრიტიკას არასდროს ერიდებოდა. იგი ,,ქართულ ოცნებაში“  ჭიჭინაძე ერთადერთი იყო, რომელიც იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვდა, მთავრობას აკრიტიკებდა და ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც მოითხოვა. ჭიჭინაძის კრიტიკას მმართველ გუნდში პარტიიდან გარიცხვით უპასუხეს. თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეთიკური პრინციპების დარღვევა, პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება_,,ქართული ოცნება“ ჭიჭინაძეს ამ ბრალდებებს უყენებს და გუნდიდან ათავისუფლებს. "პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს”,_აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. "გურია ნიუსი“ შეეცადა ჭიჭინაძის კოლეგებისგან გაეგო რამდენად სწორად მიაჩნიათ, კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, მისი პარტიიდან გარიცხვა და ამ კითხვით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ზაზა პაპუაშვილსა და რევაზ არველაძეს მივმართეთ. დეპუტატებმა თემასთან დაკავშირებით საუბარს თავი აარიდეს. პაპუაშვილის თქმით, ინფორმაციას გაცნობის შემდეგ გააკეთებს განცხადებას. ,,გურია ნიუსი“  საკითხთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.  ამავე თემაზე: ჭიჭინაძე "ოცნებიდან" გარიცხეს _ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის ... ...
  • ჭიჭინაძე "ოცნებიდან" გარიცხეს _ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებსმპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. „ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე“ _ აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...

უკვდავების გასაღები

ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ...

სიძუნწე დაავადებებს იწვევს

დადგენილია, რომ ძუნწობასა და სნეულებებს...

ქალთევზა _ მითი თუ სინამდვილე

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი...

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

ბრიტანელი ბენ ლი, რომელიც ვიოლინოზე...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...