საპრეზიდენტო კანდიდატების ცრუ დაპირებები _ როგორ ტყუვდება საზოგადოება

პოლიტიკა

საპრეზიდენტო კანდიდატების ცრუ დაპირებები _ როგორ ტყუვდება საზოგადოება

2018 აგვ 29 20:10:32

საპრეზიდენტო არჩევნების წინ  კანდიდატები დაპირებებს უხვად გასცემენ, თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, შეუძლიათ თუ არა  კანდიდატებს დაპირებების შესრულება თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის უფლებები, წინა კონსტიტუციასთან შედარებით, კიდევ უფრო შეზღუდულია. კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს არ შეუძლია პენსიის ზრდა, განათლების, სასამართლო, სოციალურ- ეკონომიკურ თუ სხვა სისტემაში არსებული პრობლემების ძირეული აღმოფხვრა და გაჯანსაღება.

საპრეზიდენტო კანდიდატთა ნაწილი კი, ერთი შეხედვით, მაცდურ, თუმცა პრაქტიკაში განუხორციელებელ დაპირებებზე ხშირად აპელირებს.

,,გურია ნიუსი“ გაგაცნობთ საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელთა წინასაარჩევნო დაპირებების პრაქტიკაში განხორციელება პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება.

გაერთიანებული ოპოზიციის  საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, გამარჯვების შემთხვევაში, ამომრჩეველს პენსიის 400-ლარამდე გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ,,ძალა ერთობაშია“  კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმაც კი შეიმუშავა და გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, საზოგადოებას ეკონომიკის, სასამართლო სისტემის, სოფლის მეურნეობის, განათლების სისტემისა და სხვა დარგებში პრობლემის აღმოფხვრასა და გაუმჯობესებას დაჰპირდა.

წინასაარჩევო არარეალური დაპირებებით  სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებიც იქცევენ თავს.

,,ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე,  გამარჯვების  შემთხვევაში, ხალხს პენსიის 50 ლარით გაზრდას, ქვეყნის დეოკუპაციას, ემიგრანტებისთვის შრომითი ბაზების გახსნასა  და ქვეყანაში მეტი ინვესტორის შემოყვანას ჰპირდება.

“ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ საქართველოში დაბრუნებამდე ჩვენი ემიგრანტების დახმარება. შრომითი ბაზრის გახსნა, სამუშაო კვოტების გამოყოფა, რაც ნიშნავს გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს, რაც ნიშნავს სამედიცინო დახმარებას, რაც ნიშნავს მათ დაცულობას დეპორტისგან და პოლიციის უკანონო ქმედებებისგან“,_ აცხადებს ბაქრაძე.

წინასაარჩევნო არარეალური დაპირებების გაცემაში საპრეზიდენტო კანდიდატებს არც ,,გირჩის“  ლიდერი  ზურაბ ჯაფარიძე ჩამორჩება.

პარტიის ლიდერი ამომრჩეველს, გამარჯვების შემთხვევაში, 5 წელიწადში თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ჰპირდება, რაც  მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში წარმოუდგენელია.

,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება, რომ სოხუმს საქართველოს დედაქალაქად, ხოლო ცხინვალს საპარლამენტო ქალაქად გამოაცხადებს. ასევე, პარტიის ლიდერი, აპელირებს ტოტალიზატორებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაუქმებაზე, რომელთა პრაქტიკაში განხორციელება პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი ,,გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ  საპრეზიდენტო კანდიდატებს აღნიშნული დაპირებების შესრულება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში არ შეუძლიათ. პავლიაშვილი  საპრეზიდენტო კანდიდატებს მოუწოდებს რეალური დაპირებები გასცენ, რათა ამომრჩევლის ინეტრესები არ დაზარალდეს.

,, პრეზიდენტი შიდა პოლიტიკის კუთხით ცვლილებების გამტარი ვერ იქნება. კანდიდატებმა ისეთი ტიპის დაპირებები უნდა გასცენ, რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში შედის. პრეზიდენტს არა აქვს ისეთი უფლებამოსილება, რომელიც პირდაპირ უზრუნველჰყოფს, რომ გაზარდოს სამუშ ადგილები და დიდი გავლენა მოახდინოს სოციალურ-ეკონომიკურ, სასამართლო, განათლების თუ სხვა სისტემებზე.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილის დაპირებებს, კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი, შესაბამისად, იგივე კონსტიტუციური ცვლილება უნდა მოხდეს, რომ თბილისი აღარ იყოს დედაქალაქი. კონსტიტუციური ცვლილების განხორცილება კი პრეზიდენტს არ შეუძლია.

პარლამენტის უფლებამოსილებაა განსაზღვროს და დაადგინოს წესები, როგორ იფუნქციონიროს ამა თუ იმ კომპანიამ. არსებობს ბევრი რეგულაცია, მათ შორის, კომერციული ბანკების შესახებ, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს არა პრეზიდენტი, არამედ, პარლამენტი.

ის, რომ პრეზიდენტი ამ საპრეზიდენტო კანდიდატების თავის პოზიციიდან შეასრულებს საკმაოდ რთული წარმოსადგენია. შეიძლება, პრეზიდენტმა გარკვეული საკითხების ინიცირება მოახდინოს და მსჯელობა გამართოს, მაგრამ იგივე, როცა საკანონდებ ბაზის ცვლილებაზეა საუბარი, ეს პრეროგატივა პარლამენტის ხელში მოქცეული“,_გვითხრა პავლიაშვილმა.

უფლებები, რომლებიც პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ  ეზღუდება:

პრეზიდენტს არ ექნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქციის განხორციელების საშუალება, გადაწყვეტილების მიღება მთავრობასთან კოორდინირებულად შეეძლება. პრეზიდენტი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს მოსამართლეთა თანამდებობებზე განაწილების პროცესში. მას მთავარსარდლის სტატუსი უნარჩუნდება, თუმცა საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლება პრემიერის წარდგინების შემდეგ ექნება.

უფლებები, რომელთა განხორციელება პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ  შეეძლება:

პრეზიდენტს შეეძლება პატიმართა შეწყალება, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ან კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში პირისთვის მისი ჩამორთმევა. პრეზიდენტს უფლება რჩება ორგანულ კანონებზე შეყოვნებითი ვეტო გამოიყენოს.

პრეზიდენტს უფლება ექნება დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის საბჭოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, წევრების კანდიდატურები.

პრეზიდენტს, ასევე, უნარჩუნდება საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობისა და ხელშეკრულების დადების უფლება, თუმცა ამ ფუნქციას პრემიერ-მინისტრთან ერთად გადაინაწილებს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 2018 წელს საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს.

P.S. რას პირდებიან სხვა კანდიდატები ამომრჩევლებს, აქვთ თუ არა კონსტიტუციით მათ დაპირების შესრულების უფლებამოსილება, "გურია ნიუსი" უახლოეს ხანში გაგაცნობთ.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...