საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი შეარჩია (R)

პოლიტიკა

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი შეარჩია (R)

2018 ივლ 12 12:33:45

11 ივლისს საპროკურორო საბჭომ სამი წარდგენილი კანდიდატურიდან მთავარი პროკურორობის კანდიდატად ერთ-ერთი მათგანი შეარჩია. საბჭოს წევრები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილ ნინო გოგნიაშვილს და შალვა თადუმაძეს გაესაუბრნენ. მათი რეკომენდატორები უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი იყვნენ. რაც შეეხება პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ კანდიდატ, შალვა შავგულიძეს, ის გამოცხადდა გასაუბრებაზე, მაგრამ წარმდგენი პარტიის წევრთან, პარლამენტარ ოთარ კახიძესთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც ამავე დროს საპროკურორო საბჭოს წევრია, კანდიდატურა მედიის წინაშე საჯაროდ მოხსნა. კანდიდატურის მოხსნის მიზეზად კი საბჭოს მხრიდან გასაუბრებების პირდაპირ ეთერში გადაცემაზე უარის თქმა დაასახელა, იმის მიუხედავად რომ თითოეული კანდიდატის გასაუბრების აუდიო ჩანაწერი საჯაროა და საპროურორო საბჭოს საიტზე იტვირთება, ხოლო კენჭისყრის პროცესს მედიის წარმომადგენლები ესწრებიან და თვალს სრულად ადევნებენ.

ორ კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ შალვა შავგულიძის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელთანაც ეს გადაწყვეტილება საბჭოს წევრების მხრიდან უშუალოდ ტელეფონით გადამოწმდა სხდომის მიმდინარეობისას, ამ კანდიდატურისათვის კენჭი არ უნდა ეყარათ, მით უმეტეს, რომ მისი ხედვისა და მოსაზრებების მოსმენა ვერ მოხერხდა. შესაბამისად კენჭი ეყარა ორ კადიდატს - ნინო გოგნიაშვილსა და შალვა თადუმაძეს. კენჭისყრის შედეგად არჩევანი შალვა თადუმაძეზე შეჩერდა. მან საბჭოს წევრების სრული შემადგენლობიდან - 15 წევრიდან 12 წევრის მხარდაჭერა მიიღო, რაც კანონის თანახმად საკმარისია იმისათვის, რომ კანდიდატურის წარდგენა საქართველოს მთავრობის წინაშე მოხდეს.

საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი მიიღებს.

გასაუბრების პროცესი 10 საათზე დაიწყო და 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთავარი პროკურორობის კანდიდატისათვის ხმის მიცემის პროცედურა ღია იყო ჟურნალისტებისათვის. მათ საშუალება ჰქონდათ, დაჰკვირვებოდნენ ხმის მიცემას, ხმების დათვლას და შერჩეული კანდიდატის გამოვლენას. რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს სხდომას და გასაუბრებას, დებულების თანახმად, განხორციელდა სხდომის აუდიო ჩაწერა, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია, ხოლო ორივე კანდიდატთან გასაუბრების აუდიო ჩანაწერები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე - pc.gov.ge, დღესვე აიტვირთება.

კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს საპროკურორო საბჭოს შემდეგი წევრები ესწრებოდნენ: თეა წულუკიანი, პოლიკარპე (თემური) მონიავა, ირმა ჭკადუა, ვასილ მშვენიერიძე, სერგო მეთოფიშვილი,  ანა კალანდაძე, კონსტანტინე სირაძე, ანზორ უსტიაძე, გიგა ძნელაძე, ივანე კაკალია, მამუკა ფიფია, გოჩა ფარულავა, ნანა ხუნჯუა. საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა ეკა ბესელია, რომელიც სამსახურებრივი მივლინებით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. სხდომასა და გასაუბრებებში მონაწილეობა არ მიიღო ოთარ კახიძემ გასაუბრების პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე საბჭოს მხრიდან უარის გამო.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საბჭოს ყველა წევრმა გარდა თეა წულუკიანის, ეკა ბესელიასი და ოთარ კახიძისა.

კენჭისყრაში მონაწილე საპროკურორო საბჭოს წევრებს  ორ-ორი ბიულეტენი დაურიგდათ. თითოეულში მითითებული იყო მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი. საბჭოს წევრებმა თითოეულს ცალ-ცალკე მისცეს ხმა, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. ინდივიდუალური არჩევანის გაკეთების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრებმა ორივე ბიულეტენი ერთ კონვერტში მოათავსეს და საარჩევნო ყუთში ჩაუშვეს. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. „დღეს ჩემი მიზანია, დაინტერესებულმა პროფესიულმა წრეებმა და საზოგადოებამ დაინახონ, თუ რა მოლოდინები აქვთ კანდიდატებისგან საბჭოს წევრებს და როგორია მათი თავისუფალი არჩევანის შედეგი. შესაბამისად, ვასრულებ კოორდინაციის ფუნქციას იმისათვის, რომ თითოეულ კანდიდატს საკუთარი თავის წარმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობა მიეცეს და რომ საბჭოს თითეულ წევრს არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს. კენჭისყრა გახლავთ ფარული და ის ასევე გამჭვირვალედ, ყველას თვალწინ ჩატარდა.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს (განაცხადების მიღების პერიოდი, როცა ორგანიზაციებს და კერძო პირებს მინისტრისთვის კანდიდატების წარდგენა შეეძლოთ) აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან.  პროცესში მონაწილეობა ჯამში 100-მდე უმაღლესმა სასწავლებელმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. ყველა კანდიდატის წარდგინება და მათთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იყო  საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge, სადაც მონაცემების ატვირთვა შემოსვლისთანავე ხდებოდა. კონსულტაციების დასრულების შემდეგ რამდენიმე პირმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საბოლოოდ, საპროკურორო საბჭოს სამდივნომ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს 18-კაციანი სია წარუდგინა, საიდანაც მიხელ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს წევრებს განსახილველად სამი კანდიდატი წარუდგინა - ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე.

კანდიდატების შერჩევისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ მახასიათებლებზე, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის წინაშე მდგომ ამოცანებსა და გამოწვევებს; კერძოდ, პროფესიულთან ერთად სამენეჯერო გამოცდილებაზე, ადმინისტრაციული მართვის გამოცდილებასა და უწყვეტი კავშირის არსებობაზე პროფესიასთან, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში. მხედველობაში იქნა მიღებული პიროვნული მახასიათებლებიც, როგორიც არის მმართველობითი უნარ-ჩვევები, გამოცდილება და კვალიფიკაცია ამავე მიმართულებით, მიზანსწრაფულობა, პატიოსნება და სხვ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უფლებადაცვითი და აკადემიური პერსპექტივით ხედვის მქონე კანდიდატებზე. შესაბამისად, მხარდაჭერა დაიმსახურეს იმ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილნი არიან საკუთარი საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვის განხრით ან აკადემიურ წრეებში არაერთი წლის მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ. ორი კანდიდატის - ნინო გოგნიაშვილისა და შალვა თადუმაძის რეკომენდატორები აკადემიური წრეები იყვნენ, ხოლო მესამე კანდიდატის - შალვა შავგულიძის  რეკომენდატორი - ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია.

 მთავარი პროკურორობის კანდიდატთა გამჭვირვალე და კომპლექსური პროცედურების შედეგად შერჩევა საქართველოში მეორედ ჩატარდა.  საპროკურორო საბჭო რეფორმის შედეგად 2015 წელს შეიქმნა და მან პირველად მთავარი პროკურორი 2015 წელს აირჩია. ეს თანამდებობა ირაკლი შოთაძემ დაიკავა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და შერჩევის პროცესში ხელისუფლების სამივე შტოს, ადვოკატების, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო სექტორის  ჩართულობა პროკურატურის რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ღია და გამჭვირვალე იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის შერჩევა, როგორიც მთავარი პროკურორია, და მისი დანიშვნა-გათავისუფლება ერთ პირზე ან ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული. შერჩევის ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას. ეს რეფორმა დადებითად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, რომელმაც თავის 2015 წლის ნოემბრის საბოლოო დასკვნაში აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭოს შექმნა და მის მიერ მთავარი პროკურორის შერჩევა „ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე“ მექანიზმია და რომ ეს ნაბიჯი იყო „ძალიან მისასალმებელი“.  (R)




 ახალი ამბები
  • ერქომაიშვილის, შარაშენიძის და გოგიბერიძის პრესკონფერენცია, რომელსაც "ქართული ოცნება" ემიჯნებადღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სოსო ერქომაიშვილმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და შოთა გოგიბერიძემ, ადამიანებმა, რომელიც საკუთარ თავს, როგორც „2012-იანელები“, ისე მოიხსენიებენ, პრესკონფერენცია გამართეს. თუმცა, პრესკონფერენციაზე, რომელიც საკუთარი არსით, მედიის დასწრებას და მათი მოსაზრებების გაშუქებას მოიაზრებს, მხოლოდ ერთი მედიასაშუალება _ „გურიის მოამბე“ მიიწვიეს. როგორც გამოცემა წერს, „შეხვედრაზე საუბარი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასა და მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, საქართველოს გადარჩენაზე იყო.  იყვნენ მკვეთრად კრიტიკულებიც, რომლებიც ამ "ბრძოლაში" ჩართვას სწორედ იმის გამო არ აპირებენ, რომ პარტიის შტაბს მათთვის მიუღებელი პირები _ მერაბ ჭანუყვაძე და კობა დუნდუა ხელმძღვანელობენ.  „რა გააკეთა პარტიამ ამ წლების განმავლობაში? ვინ დაიყენა გვერდით? რას მიხსნით აქ? შტაბს რომ მერაბ ჭანუყვაძე და მართლა მთელი ცხოვრება "ნაციონალების" მხარდამჭერი, კობა დუნდუა უდგანან სათავეში, იმათ დავუდგე გვერდით?“ _ დამსწრეთაგან იმათი განცხადებების საპასუხოდ კი, ვინც 'ოცნებას" წინა ხელისუფლების იმ პირებთან გარიგებაში ადანაშაულებენ, ვინც დამნაშავეები იყვნენ, ერქომაიშვილმა და შარაშენიძემ შემდეგი განცხადებები გააკეთეს:  კოტე შარაშენიძე: "ვიცი, რასაც შენ განიცდი, ისე განვიცდით ჩვენც, მაგრამ რაღაც რაღაცეების გამო შეზღუდულები ვართ. დავუჭიროთ მხარი ბიძინა ივანიშვილს, ისე კი არა, ზოგიერთი რომ იძახის ტყუილად ჰაერზე. ის საქმე უნდა გავაკეთოთ, რასაც დღევანდელი რეალობა ქვია. ბეწვის ხიდზე გავდივართ ახლა".  სოსო ერქომაიშვილი: "თუ იმაზე ვსაუბრობთ ახლა, საქართველო თუ სხვა რამე, ეს არაა სწორი. მე საქართველოს გვერდით ვდგები ახლა და დავამთავროთ. ამაზე ახლა მოვრჩეთ ლაპარაკს, ვსო. დროის ამბავი რა არის, ამას მე გეტყვით არჩევნების მეორე დღეს”, _ აღნიშნულია „გურიის მოამბის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. „გურია ნიუსი“ რამდენიმე საათია, ცდილობს, გაარკვიოს, რატომ არ მიიწვიეს პრესკონფერენციაზე სხვა მედიასაშუალებები და რატომ გაკეთდა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი პრესკონფერენცია მხოლოდ ერთი მედიისთვის. როგორც პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში გვითხრეს, აღნიშნული პრესკონფერენციის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, და ეს იმ ფონზე, როცა სოსო ერქომაიშვილი „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრია. ბიუროს წევრის მიერ გამართული პრესკონფერენციის შესახებ საქმის კურსში არ იყო არც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დიტო სამხარაძეც. პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ლელა გაბეჩავას თქმით, პრესკონფერენცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონდათ და მისთვის უცნობია, რა უნდოდა პრესკონფერენციაზე ბიუროს წევრს და რატომ იყო მიწვეული მხოლოდ ერთი მედიასაშუალება. კითხვაზე, რას გვეტყვიან პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომ „ოცნების“ შტაბში „ნაციონალები“ არიან, მით უმეტეს, რომ ამ ბრალდებებზე მმართველი პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრს და პრესკონფერენციის ორგანიზატორს პასუხი არ გაუცია და ამაზე საუბარი სამომავლოდ გადადო, პარტიაში აღნიშნეს, რომ ვერაფერს: _ ერქომაიშვილს ვერ ვუკავშირდებით და ამ დროისთვის რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ, სავარაუდოდ, ეს ერქომაიშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო. ამ პრესკონფერენციასა და იქ მყოფ ადამიანებთან პარტიას შეხება არ ჰქონია და არანაირი პრესკონფერენცია ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, _ გვითხრა გაბეჩავამ. ჩვენ შევეცადეთ კომენტარები პრესკონფერენციაზე მყოფი ადამიანებისგანაც მიგვეღო. შარაშენიძემ, როგორც ყოველთვის „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისგან მაგალითი აიღო სოსო ერქომაიშვილმა და კონტაქტზე არ გამოვიდა. ერთადერთი, ვინც კომენტარი გააკეთა, შოთა გოგიბერიძე იყო, რომლის განმარტებით, დღეს პრესკონფერენცია არ ჩატარებულა: _ ეს იყო „2012-იანელების“ სამუშაო შეხვედრა და არა პრესკონფერენცია. არავინ მიგვიწვევია. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ამ შეხვედრის შესახებ სტატია წავიკითხე. ვერ გეტყვით, ვინ იყო. 50 კაცი იყო იქ და ყველას არ ვიცნობდი, _ აღნიშნა გოგიბერიძემ.   ... ...
  • ზურაბიშვილი: საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები (R)საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ჟურნალისტებმა ქალთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, არიან თუ მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პიარკონსულტანტები ისრაელიდან, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არ არიან ჩართული რუსი პიარსპეციალისტები". პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის" წევრებს შეხვდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ... ...
  • "მერი გვეკაიფება" _ რატომ დაუპირისპირდნენ დაბა ლაითურის მაცხოვრებლები ოზურგეთის მერსოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის #2 საბავშვო ბაღში ახალის ნაცვლად ძველი საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს - ამის შესახებ დაბის მცხოვრებლებმა “გურია ნიუსს“ დაუკავშირდა. “კარგად დააკვირდით ამ სურათს და არ გაგიკვირდეთ _ ეს ის დაპირებაა, რომელიც რამდენიმე დღის უკან ბატონმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ლაითურს მე-9 რაიონის მოსახლეობას მისცა და  რომელსაც დიდი სიხარულით ელოდნენ. თქვენთვის მომინდია, დაარქვით სახელი _  ეს შეურაცხყოფაა, დაცინვაა თუ სხვა რამ მსგავსი, რადგან ასეთი და ცოტა უკეთესი უკვე ლაითურის #2 საბავშვო ბაღში დგას 50 წელია. რატომ ჩათვალა მერმა, რომ ჩვენ ამითაც კმაყოფილი ვიქნებოდით, მაშინ როცა თავისი სახლის წინ ეზოში აშენებს ახალ პარკს.  ეჭვი გვაქვს ეს სწორედ იმ პარკიდან ამოიღო და გამოგვიგზავნა იმ ადამიანებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს და მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს  _ ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს?“ - ეს წერილი ფოტოებთან ერთად „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან გამოუგზავნეს. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ საბავშვო ბაღში მიტანილი ატრაქციონები დაზიანებული _ ერთ-ერთი კი დაჟანგულია. დაბაში არ მალავენ, რომ შარაშენიძის საქციელით შეურაცხყოფილები არიან: _ მერი გვეკაიფება _ სხვა არ ვიცით რა ვიფიქროთ. ასეთი აგდება და შეურაცხყოფა გინახავთ სადმე? ხელისუფლების კანდიდატისთვის ხმა კი უნდათ და დაპირების შესრულება არა! ნურავის გონია, რომ ასე ადვილად მოტყუვდება ხალხი. თუ დაგვცინიან არც ჩვენ დავრჩებით ვალში და არჩევნებზე გავცემთ საკადრის პასუხს, _ აღნიშნავენ დაბაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის თანაშემწის რეზო მესხიძის თქმით, ატრაქციონები ლაითურში გვიან ღამით მიიტანეს: _ კომუნისტების დროინდელი ატრაქციონებია, მაგრამ ვინ მოიტანა არ ვიცით. ჩვენთვის არავის არაფერი არ უთქვამს. მუნიციპალიტეტის მერიისგან იყო დაპირება, რომ საბავშვო ატრაქციონებს მოიტანდნენ _ ხალხიც ელოდებოდა და მოიტანეს ძველი ატრაქციონები. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ესენი სხვაგან იდგა და ჩვენთან გადმოისროლეს. არადა, მასეთი ატრაქციონები დგას დაბაში _  უბრალოდ, ერთს ცალი ფეხი არ აქვს და მეორე კიდევ გაფუჭებულია, _  გვითხრა რეზო მესხიძემ. ვინ და საიდან მიიტანა ძველი ატრაქციონები დაბაში უცნობია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დაბა ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატის გია ჩაგანავასთვისაც. „გურია ნიუსმა“ კი გაარკვია, რომ ატრაქციონები, ოზურგეთის მერის სახლთან მდებარე პარკიდან წაიღეს, რომლის ნაცვლად შარაშენიძის მეზობლად არსებულ სკვერში ახალი იდგმება. ის, რომ ატრაქციონები ნამდვილად ოზურგეთიდანაა წაღებული „გურია ნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ: „ეს საბავშვო ატრაქციონები ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე პარკიდან, სადაც ააჯამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გუშინ, მერიის გადაწყვეტილებით წაიღეს. როგორც მერისგან გავიგე,  ადგილზევე მოხდება ატრაქციონის დამონტაჟება, რესტავრაცია, შეღებვა და განახლება,“  _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა აუცილებელია. აღნიშნულ საკითხზე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალები საქართველოში ამომრჩეველთა 53 პროცენტს წარმოადგენენ, მაგრამ პოლიტიკაში სათანადო ადგილი არ აქვთ. „ქალების ჩართულობა აუცილებელია. ქალები წარმოადგენენ ამ ქვეყნის ამომრჩევლების 53 პროცენტს, მაგრამ არ აქვთ სათანადო ადგილი პოლიტიკაში. ამ დროს ქვეყნის ყველა სხვა დარგში, პრაქტიკულად, ქალები არიან წარმოდგენილი. ისინი არიან ძალიან ძლიერები, ზოგჯერ, ძალიან წარმატებულიც, მაგრამ არა პოლიტიკაში, არც ადგილობრივ დონეზე და არც პარლამენტში. მაგალითი, რაც მე მინდა, შემოვიტანო ქართულ პოლიტიკაში, რომ როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში, საქართველოსაც ეყოლება ქალი პრეზიდენტი, ეს არის მაგალითისა და შემდეგი ბრძოლისთვის, რაც უნდა გავიაროთ, რომ საზოგადოება თანამედროვეობისკენ შეიცვალოს და ამავდროულად, შეინარჩუნოს ყველაზე ღირებული ტრადიციები. ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა. ეს არის ამ ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც მთავარი ძალა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე. პრეზიდენტობის კანდიდატმა მოძრაობის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი მისი ფოტოს შეცვლის შესახებ: მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონსსაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ბილბორდებიდან მისი ფოტოების ნაცვლად ოცნების  ლიდერების გამოსახულებით ჩანაცვლებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია ბანერების შეცვლით და განმარტავს, რომ პირველი ტურისთვის გადაღებული ფოტო მას არ მოსწონდა. „განცდა იყო, რომ ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ, რომ ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა. მე არ ვიცი, თქვენი მოსაზრება როგორი არის, მე ძალიან მომწონს ახალი სურათი და პირველი ტურის დროს, მე სულ ვამბობდი, რომ მე მეგონა, რომ ჩემი სურათი ცოტა ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი იმიტომ, რომ ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს და მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონს, იმედი მაქვს, თქვენც,“  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ორგანიზაცია ქალები სამართლიანობისთვის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რომელიმე სხვა ქვეყნის „კოპიო“, არამედ თანამედროვე და ქართული“. ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა, ბანერზე მხოლოდ ქართული ოცნების დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული.  ... ...

არქივი

ზაფრანი

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...

ყველაზე არაპროგნოზირებადი და სახიფათო ცხოველები

თაფლიჭამია თაფლიჭამია, იგივე რეიტელი, მართალია,...

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემა...

7 თვისება, რომლითაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს ამოიცნობთ

ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?