„საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება აღარ უნდა“_ გია ხუხაშვილი

პოლიტიკა

„საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება აღარ უნდა“_ გია ხუხაშვილი

2019 თებ 12 13:54:07

 „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ სახით უკვე ხელისუფლებაშია, რაც  სიმბიოზი არ არის, ეს ერთი მედლის ორი მხარეა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ეშინია.

_ ბატონო გია, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხდა, საქართველოდან ჩასული მოქალაქეების მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. პოლიტიკურ წრეებში აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების მიერ მართულ კამპანიად შეფასდა, რაც პარლამენტის თავმჯდმარე ირაკლი კობახიემ საკუთარი განცხადებით ირიბად დაადასტურა. მისი თქმით,  რამდენჯერაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას შეეცდება, საზოგადოება იმდენჯერ გასცემს  პასუხს და თუ დახმარება დასჭირდება, დავეხმარებითო. მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას, „ქართული ოცნება“ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით რატომ პასუხობს?

_ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტა შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის ხელიუფლბაში ყოფნის დროს მიხეილ სააკაშვილის აჩრდილისაც ეშინოდათ და მისი შიშით დღესაც ისტერიკაში არიან ჩავარდნილნი. დღეს ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ცდილობს, რომ საზოგადოების თვალში მუდმივად სისხლიანი მმართველობის ჭრილობა გახსნას, თუმცა ვხედავთ, რომ ანტიმიშას ფენომენი ნაკლებად მუშაობს.

_ ჩანს, რომ „ქარულ ოცნებას“  საქართველოში  მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არ აწყობს, შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების მიზნით, საერთაშორისო დონეზე არც პროკურატურა მუშაობს აქტიურად. როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ რა თქმა უნდა, ხელისუფლბას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა არ აწყობს, რადგან მათი გაგებით, მიშა ციხეში იმაზე უფრო სახიფათოა, ვირე ევროპაში მოსიარულე. ხელისუფლბას ურჩევნია სააკაშვილმა ქართველი საზოგადობა სხვა ადგილიდან მუდმივად რიტუალური საფრთხეებით კვებოს. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ თავად გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრე. ხელიუფლბამ პირდაპირ გვითხრა, რომ მომწონს „ნაციონლური მოძრაობის“ სისტემა და მასთან ვთანამშრომლობო. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“„ქართული ოცნების“ სახით უკვხელისუფლბაშია, რაც სიმბიოზი არ არის, ეს ერთი მედლის ორი მხრეა. 

_ განაცხადეთ, რომ „ქართული ოცნება“ ნაიონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრე, თუმცა მმარველი პარტიის პოლიტსაბჭომ ადამიანები, რომლებიც სასამართლო სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვიან, თავად გამოაცხადა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ საზოგადოებად.  

_ ”ქართულმა ოცნებამ“ სხვისკენ ხელის გაშვერას თავი უნდა დაანებოს. ფაქტია, „ნაციონლური მოძრაობას“ თავად წარმოადგენენ. პოლიტსაბჭოს განცხადება, რომლიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, ლევან მურუსიძემ დაწერა და „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრეები არიან და მათი აქცენტები სასაცილოა.

_ სასამართლო სისტემაში მიმდინარე სკანდალური პროცესების პარალელურად, მმართველ პარტიაში გუნდურობა დარღვეულია. საქმე იქამდე მივიდა, რომ თანაგუნდელები ერთმანეთს პარტიის დატოვებისკენაც მიუთითებენ. „ვისაც გუნდის დატოვება უნდა, კარი ღიაა“, _ განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.  

გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ დიდი გუნდია და პარტიის დაშლა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ გაყოფის შემთხვევაში, საზოგადოება რომელ მხარეში დაინახავს ნამდვილ „ქართულ ოცნებას“ _ ეკა ბესელიას თანამოაზრეებში თუ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ე.წ. ახლების ფრთაში, რომელთაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მონაპოვართან კავშირი არ აქვთ?

_ირაკლი კობახიის ფრთა არის „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო ეკა ბესელიას თანამოზრეები არიან ადამინები, რომლსაც ადრე გარკვეული წითელი ხაზები ჰქონდათ გადაკვეილი და ახლა „ნაციონალუ მოძრაობის“ სტატუსით „ქართულ ოცნებაში“ შემავალ ახალგაზრდე აღარ აყვნენ. ვინ წარმოადგენს ირაკლი კობახიძის ფრთას?! _ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც, როცა საზოგადოების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობას“ წინააღმდეგ ბრძოლა მიდინარეობა, ბუჩქებში ისხდნენ, ზოგი კი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას პირაპირ ემსახურებოდა.

_ ქართულ რეალობაში, სადაც მესამე პოლიტიკური ლა, ფატობრივად, გაკრეფილია, საზოგადოება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალტერნატივას კვლავ „ქართულ ოცნებაში“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაინახავს?

_ საზოგადოებას არც ერთი უნდა და არც მეორე. გასაგებია, რომ საზოგადოება არ არის მზად იმისთვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლბა დაუბრუნოს, მაგრამ არც ის უნდა, რომ „ქართული ოცნება“ ხელიუფლბაში დატოვოს. დღეს ხალხი ალტერნატივას ეძებს, თუმცა მუდმივი საინფორმაციო შეტევები ზუსტად იმაზეა გავლილი, რომ პოლიტიკურ სივრცეში მესამე ძალა არ გამოჩნდეს.




 ახალი ამბები
  • ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას_ ელენე ხოშტარია შს მინისტრს ყავაზე ეპატიჯებათუ აშინებს პარლამენტის კედლები, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ვეპატიჟები, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას. „დღეს შს მინისტრთან ძალიან სერიოზული კითხვებია და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი’,’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, შს მინისტრის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფარგლებში მაისის პირველ კვირას იგეგმება პლენარულ სხდომაზე, თუმცა „ევროპული საქართველო“ გახარიას კომიტეტზე მისვლას სთხოვს. მოთხოვნას გამოეხმაურა გიორგი გახარიაც. „თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე“, - განაცხადა მინისტრმა. „მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ, დაველაპარაკები“, _ განაცხადა შს მინისტრმა გიორგი ... ...
  • „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია“_ ლია მუხაშავრიაიურისტი ლია მუხაშავრია  „გურია ნიუსთან“ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს და პასუხისმგებლობას შს სამინისტროსა და მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს. მისივე თქმით, „ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე პასუხისმგებელი პირადად გიორგი გახარიაა“. „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს“, _ ამბობს იურისტი. _ ქალბატონო ლია, პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირების მოხდენის მიზნით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამაც ადგილზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. როგორ ფიქრობთ, “ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან  რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება? _პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი მთლიანად შს სამინისტროა. ის, რაც აღნიშნულ რეგიონში მოხდა, მტრის წისქვილზე ასხამს წყლის.  პანკისელები არიან საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მოქალაქეები, რომლებსაც ისევე შესტკივათ გული საკუთარ მიწა-წყალზე, როგორც საქართველოს  სხვა კუთხის მაცხოვრებელებს. ხელისუფლების მხრიდან პანკისელების დასჯის მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ მათ აიძულონ საქართველო აღარ უყვარდეთ. პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს. _ შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელზე, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ადგილზე იქნა გაგზავნლი, თავდასხმა განახორციელა. მინისტრის ამ განცხადებას როგორ აფასებთ? _ ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე  პირადად გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი. მინისტრს პასუხისმგებლობისგან ვერანაირი განმარტება დაიცავს. მეტიც, ხელისუფლებიდან გახარიას წასვლის შემდეგ, პანკისში განვითარებული მოვლენების შედეგებზე მისი პასუხისმგებლობა არ მოიხსნება. _არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საქართველოში ჰესების მშენებლობის შესახებ არაობიექტური დასკვნები გაიცემა. მაგალითად,  „დარიალ ჰესის“ მშენებლობის დასკვნაზე, რომელმაც გაუთვლელი პროგნოზების შედეგად ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შენიშვნები არ ჰქონია. როგორ ფიქრობთ, გარემოს დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება რატომ ვერ ხერხდება? _ ჰესების მშენებლობაში მთავარი პრობლემა კორუფციის არსებობაა. ხელისუფლების სათავეში მოსულ პირებს დიდი სურვილი აქვთ იმისა, რომ ჰესების მშენებლობისა და ამ მშენებლობის ნებართვის გაყიდვის ხარჯზე ძალიან დიდი ფული იშოვონ. ასეთი ქმედებები პროფესიონალი ბუნების დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, სამწუხაროდ, გრძელდება, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოსა და ბუნებას, უფრო მეტად წაადგება ქვეყნის ენერგოგანვითარებას, რაც ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისმინოს.  _“ოცნებამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შემომწირველი და პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ მსხვილი ბიზნესის ლობისტად მიჩნეული მაღალჩინოსანი ნათია თურნავა განამწესა. ფლობთ ინფორმაციას მსხვილ ბიზნესმენებთან თურნავას საეჭვო კავშირების შესახებ? და ასევე, როგორ შეაფასებდით მინისტრის პორტფელის ჩასაბარების მიზნით  რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი გიორგი ქობულიას გათავისუფლებას? _არამგონია, რომ ქალბატონი თუნავა კორუფციაში ჩართული იყოს და მისი დაწინაურება აღნიშნულით იყოს განპირობებული. მას ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვა და კვალიფიკაციით არავის ჩამოუვარდება. რაც შეეხება გიორგი ქობულიას, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის სხვა პლანეტაზე მოხვდა. მისი ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც მის არაადეკვატურობას უსვამდა ხაზს, იმაზე მეტყველებდა, რომ ექსმინისტრი საქართველოში არსებულ ვითარებას საერთოდ არ იცნობდა. ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებების პროცესი გაგრძელდება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის შეცვლაც არ არის გამორიცხული, რადგან “ქართული ოცნება“ საზოგადოებაში არსებულ მზარდ უკმაყოფილებას ... ...
  • "დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში შექმნის კაპიტალის ბაზარს, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე"საპენსიო სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებით კომერციული ბანკები კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლებას დაკარგავენ. საპენსიო დანაზოგებით კი შეიქმნება მეტი საინვესტიციო ინსტრუმენტი და თავისუფალი ფული. ,,დღეს საქართველოში არის საინვესტიციო ინსტრუმენტების სიმცირე, იმიტომ რომ არ არის არ არის საინვესტიციო კაპიტალი. აქ არის ლატენტური მოთხოვნა. ზუსტად იმიტომ რომ საპენსიო დანაზოგები გააჩენს ქვეყანაში მასშტაბური კაპიტალის ბაზას, თავისუფალ ფულს, რომელიც იქნება გრძელვადიანი, რომელიც იქნება მოქნილი, რომელიც იქნება უფრო იაფი ვიდრე კომერციული ბანკები. დღეს კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლება მხოლოდ კომერციულ ბანკებს რომ გააჩნიათ, აი ახლა, ამ მექანიზმის და ამ ფულის საშუალებით შეიქმნება ალტერნატიული კავშირის საშუალება რომელიც სხვათა შორის კომერციული ბანკების ფულის ფასზეც იმოქმედებს და ეს ფული, ეს კავშირი იქნება უფრო მრავალძარღვოვანი. ერთი კრედიტ ოფიცერი კი არ გადაწყვეტს ვის მისცეს ფული, არა, ბაზარი დაარეულირებს ამ ფულის მოძრაობას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე.“, _ განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან ... ...
  • "ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით, ისე როგორც გაწერილია კანონში“ დეპუტატები საპენსიო სააგენტოს დირექტორს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მუშაობის შედეგებს აჯამებს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ,,რეფორმა და კანონი ითვალისწინებს რომ საპენსიო შენატანების ინვესტირება უნდა მოხდეს სხვადასხვა კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ის რომ ჩვენ დეკემბერში არ შევქმენით საბჭო ეს არის ნორმალური, არც იანვარში გვჭირდებოდა ეს საბჭო ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი რომ თვითონ დანაზოგის მოცულობა უნდა იყოს ისეთი რომ შეიქმნას დივერსიფიცირებული პორტფელი. იქ 50 მილიონით ნამდვილად ვერ შექმნით პორტფელს და ეს არის მნიშვნელოვანი და ის იქნება უფრო რისკიანი, ამიტომ რაღაც გარკვეული კრიტიკული მოცულობა უნდა შეიქმნას და ეს მოცულობა იქნება ზუსტად იმ დროს როდესაც გვეყოლება საინვესტიციო საბჭოც, უფროსი საინვესტიციო ოფიცერიც, რისკის კონტროლის მექანიზმიც უახლოეს ორ თვეში. შესაბამისად მე არ მიმაჩნია რომ ჩვენ რაიმეს ჩამოვრჩით ან რაიმე გავაკეთეთ და მერე ვიფიქრეთ, არა, ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით. ისე როგორც გაწერილია კანონში", _ აღნიშნა ლევან ... ...
  • საპენსიო სისტემა საჯარო სექტორში მომუშავე 2 712-მა და კერძო სექტორში 433-მა ადამიანმა დატოვა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი დეპუტატებს 100 დღის მუშაობის შედეგს აცნობს. მისი თქმით, საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და დაგროვებითი პენსიის პროექტის დაწყებიდან დღემდე ფონდში უკვე 175 მილიონი ლარია შესული. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო ფონდიდან გასვლის მოთხოვნით სააგენტოს  მხოლოდ 2900 ადამიანმა მიმართა. „747 774 ადამიანია სულ სქემაში გაწევრიანებული. საჯარო სექტორიდან ამჟამად გაწევრიანებულია 187 472 ადამიანი, კერძო სექტორიდან გაწევრიანებულია 581 439 ადამიანი, ხოლო ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ორივე სექტორში მათი რაოდენობა არის 21 137 ადამიანი. უნიკალურ მონაწილეებში ეს რიცხვიც შედის“,- აღნიშნა სურგულაძემ. მისივე ინფორმაციით, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც შეიძლება მოუნდეთ სქემიდან გასვლა არის 294 852 ადამიანი. „სულ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სისტემიდან გასვლის უფლება არის 294 852 მონაწილე. აქედან კერძო სექტორში არის 228 006 მონაწილე, საჯარო სექტორიდან რჩება -78 047 ადამიანი, ხოლო ორივეში მომუშავე არის 11 201 ადამიანი“,- აღნიშნა სურგულაძემ. საპენსიო სააგენტოს დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2 915-მა ადამიანმა დატოვა. „ამ ეტაპზე სულ გასული ადამიანების უნიკალური რაოდენობა გახლავთ 2915 ადამიანი, აქედან კერძო სექტორიდან გასული ადამიანების რიცხვი არის 433, საჯარო სექტორიდან არის 2 712 და ორივეში ერთად მომუშავეების არის 230 ადამიანი“, - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...