შარაშენიძე: “იმპიჩმენტზე 6 თვის შემდეგ ვილაპარაკოთ“

პოლიტიკა

შარაშენიძე: “იმპიჩმენტზე 6 თვის შემდეგ ვილაპარაკოთ“

17 ნოე. 2017, 15:17:33

ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულო დეკემბრის პირველ რიცხვებში შეიკრიბება. მანამდე კი, როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას წყარო ამბობს,  მმართველი გუნდის თავსატეხია, ვის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატები _  დავით დარჩიას თუ შოთა გოგიბერიძეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ორი დღის წინ,  გვიან ღამით, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე საკრებულოს იმ დეპუტატებს შეხვდა, ვინც ერთ გუნდად მოიაზრება.

როგორც უკვე არაერთმა წყარომ კონფიდენციალურად გვაცნობა, „მმართველ გუნდს საკრებულოს თემის დალაგებით სადავეების „ხელში დაჭერა“ სურს“ და ოზურგეთის ახალარჩეულ მერს კონსტანტინე შარაშენიძეს ძლიერი საკრებულოს იმედით, 6 თვის შემდეგ იმპიჩმენტს მოუწყობენ.

„მაინც არ გაახარებენ, გამორიცხულია, არ შეარჩენენ, 6 თვეში გადააყენებენ. მერის ხელახლა არჩევნები ჩატარდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე, თუ დარჩიას დაუჭირეს მხარი, მაშინ გამოდის, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, თუ გოგიბერიძე გახდება, მაშინ კოტე შარაშენიძე მისი გუნდით ძლიერდება, მანამდე კი ახალარჩეული მერიც, ასევე, ცდილობს ასევე, რომ როგორმე დაალაგოს ურთიერთობები და მეტი მომხრე ჰყავდეს საკრებულოში“, _ ამბობს ჩვენთან რამდენიმე დეპუტატი.

“გურია ნიუსისთვის“ თალაკვაძესთან შეხვედრის რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი:

„მმართველი გუნდის პარტიული სიის მესამე ნომერი მარი ჩხიკვიშვილმა ითხოვა სიტყვა და თქვა, რახან ასეა, თავმჯდომარის არჩევნები ჩავატაროთ ღიად და გავიგოთ, ვინ არის ჩვენი, ანუ დარჩიას მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატები“, _ გვითხრა წყარომ.

ასევე, ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ იმ დეპუტატებს,  რომლებსაც ხელისუფლება  ა(ა)იპ-ებში ასაქმებდა, აღარ დაასაქმებს, რომ შარაშენიძესთან რაიმე ვალდებულება არ ჰქონდეთ. ამიტომ ასეთი დეპუტატებისთვის საკრებულოში შეიქმნება ახალი შტატები _  ისინი კომისიის თავმჯდომარეების მოადგილეები გახდებიან, თუმცა, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტის ირაკლი პაპავას თქმით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, როგორც თანამდებობის პირს.

"კანონი არ ცნობს, თვითონ საკრებულოს კომისიის დებულება იდეაში შეიძლება ითვალისწინებდეს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არსებობას, მაგრამ ეს თანამდებობის პირი არ არის და აქედან გამომდინარე, მისი ანაზღაურება შეუძლებელია, ანუ ანაზღაურებადი არ არის", _ გვითხრა პაპავამ.

როგორც უკვე ვწერდით, არჩილ თალაკვაძემ “გურია ნიუსთან“ შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ სმს-ს შეტყობინება გამოგვიგზავნა, რომლითაც მან კომენტარისთვის შეხვედრის დამსწრე პირებითან _ დარჩიასა და ღურჯუმელიძესთან გადაგვამისამართა.

“გურია ნიუსთან“ “ქართული ოცნების“ პარტიული სიის მესამე ნომერი მარი ჩხიკვიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან შეხვედრაზე კენჭისყრის ღიად ჩატარების შესახებ თქვა, თუმცა თავის პოზიციას აფიქსირებს. მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე  ის მხარს უჭერს დავით დარჩიას კანდიდატურას.

„ჩემი მხარდაჭერა ექნება დავით დარჩიას. ჩემი მოსაზრებით, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს “ქართული ოცნების“ წევრი და პარტიის თავმჯდომარე. მე მხარს შოთა გოგიბერიძეს არ დავუჭერ. რაც შეეხება კენჭისყრას, მე ეს არ მითქვამს, იმიტომ, რომ  კანონი არ გვაძლევს ამის საშუალებას. ვერც მოადგილეების შტატებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, რადგან მსგავსი საკითხები არ განხილულა. არც იმპიჩმენტთან დაკავშირებით მსმენია რაიმე. ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას“, _ ამბობს ჩხიკვიშვილი.

“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა კონსტანტინე შარაშენიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ფუნქცია არ არის საკრებულოს საქმიანობაში ჩარევა:

_ არანაირად არ არის ჩემი ფუნქცია საკრებულოს საკადრო პოლიტიკა. არ ვერევი და ამიტომ ვერ გაგცემთ პასუხს, დეპუტატებთან დაკავშირებით, რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, ამაზე 6 თვის შემდეგ ვისაუბროთ, _ამბობს შარაშენიძე.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...