შეკვეთილი კანონი _ ,,გასაგებად უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი არის ივანიშვილის იდეა“

პოლიტიკა

შეკვეთილი კანონი _ ,,გასაგებად უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი არის ივანიშვილის იდეა“

21 სექ. 2018, 16:10:05

11 სექტემბერს ცნობილი გახდა მთავრობის იმ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანის წარმოებას ითვალისწინებს.

კანონპროექტმა, რომელიც საზოგადოებისგან მალულად შემუშავდა და რომლის წარმდგენი პარლამენტში  შს სამინისტროა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

საპატრიარქოს მხრიდან წამოსულმა დიდმა საპროტესტო ტალღამ კი კანონპროექტის იმპლემენტაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და პარლამენტი მარიხუანის წარმოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დააფიქრა.

პარლამენტიდან აღნიშნული კანონპროექტის შესაძლო გაწვევაზე ირაკლი კობახიძე საუბრობს.

,,მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც კობახიძის განცხადებიდან ხდება ცნობილი, ხელისუფლება მოსალოდნელ საფრთხეებს ამჟამად ვერ აცნობიერებს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კანონპროექტისგან მომდინარე  რისკებს გააანალიზებს.

საკითხზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საუბრობს:

_ ბატონო ვაჟა, მმართველი პარტია საერო და სასულიერო პირების მხრიდან წამოსული პროტესტის შემდეგ აცხადბს, რომ მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან იმ შემთხვევაში გაიწვევს, თუ საზოგადოებას საფრთხეს შეუქნის.  პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს და შემდეგ საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რამდენად კანონზომიერია ,,ქართული ოცნების“ ქმედება?

_ ახალბდა პოიტიკოსს, გამოუცდელ პარლამენტის თავმჯომარეს, ირაკლი კობახიძეს  რაღაც არებითად ნამდვილად ეშლება. საზოგადოებასთან ასეთი ურთიერთობა პარლამენტის თავმჯომრეს არ გამოადგება. 

კონკრეტული კანონპროექტის შეტანა პარლამენტში იყო გაუაზრებელი და მოუმზადებელი აქტივობა მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან. გასაგებად უნდა ითქვას, რომ მთლიანად ეს კანონპრექტი და მარიხუანის კულტივირება არის ბიძინა ივანიშვილის იდეა.

ფაქტობრივად, ის მართავს ქვეყანას და მისი ნების გარეშე ქვეყანაში არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილბის მიღება არ ხდება.

შეიძლება, ეს კანონი აღარც გამოჩნდეს პარლამენტში, რადგან ივანიშვილი საოცრად პრაგმატული კაცია და ხვდება, რომ საზოგადოება კანონპროექტის მიღებას წინ აღუდგება.

ის ბუნდოვანება, რაც ამ კანონპროექტის გაწვევას ახლავს თან, ნიშნავს, რომ მმართველ ძალასა და ივანიშვილს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, ცალსახად ეშინი  პოზიიის დაფიქსირება.  თუ დაინახეს, რომ ეს წინააღმეგობა შესუსტდა, მაშინ კანონპროექტს დატოებენ  და გაიტანენ.

_ გარდა ბიძინა ივანიშვილისა, როგორ ფიქრობთ, სხვა პიროვნების ინტერესი არ იკვეთება?

_ ეს შეიძლება ბევრი ადამიანის ინტერსი იყოს, მაგრამ სადღეისოდ მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა უნდა, თუ ბიძნამ არ დართო ნება, არც ერთი დიდი საქმე და პროექტი არ განხორციელდება“, _ გვითხრა ბერიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური გახდება.




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთში აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალალანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავებული 48 წლამდე მამაკაცი ამ დილით გარდაიცვალა. ბინაში ბუნებრივი აირის აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ორი მამაკაცი დაშავდა. 17 წლიუს ახალგაზრდამ მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო მეორეს, 48 წლამდე მამაკაცს სხეულის მძიმე დამწვრობები ჰქონდა და იგი თბილისში, დამწვრობის ცენტრში რეანიმობილით გადაიყვანეს, თუმცა, რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ ... ...
  • „პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები“ _ ჭიჭინაძე„პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები“, _  აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და სოციალურ აფეთქებას არ გამორიცხავს. „ქართული ოცნება“ თავისი სულელური განცხადებებით  და ქმედებებით ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რაც ჩვენში არასოდეს ყოფილა. ეკონომიკას მომავალი აღარ აქვს;  ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი გზა შიმშილისკენ; სოციალური აფეთქება კი, ყველაზე მძიმე აფეთქება იქნება, იმიტომ რომ, შიმშილი ის მოცემულობაა, რომელიც ადამიანებს სახლში არ/ვერ დატოვებს. ამდენი მშიერი ადამიანი ქუჩაში კი,  ეს იქნება კატქსტროფა, ქვეყნის დანგრევა, აბსოლუტური უპერსპექტივობა. მოკლედ, დღეს  მივექანებით 90-იანი წლებისკენ, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ყველაფერი ვალშია და არც არანაირი დახმარების პერსპექტივა არსებობს და არც სამუშაო ადგილების შექმნის. ეკონომიკასთან მიმართებაში „ოცნების მთავრობა“ გადაწყვეტილებას იმიტომ ვერ იღებს, რომ მათთვის ძირითადი მაინც პოლიტიკური შემადგენელი ნაწილია და არა ხალხთან მიმართებაში სწორი მოქმედება. ოპოზიცია კი იმდენად მიუღებელია მათთვის და განსხვავებული აზრის მოსმენა იმდენად უჭირთ, რომ არა მარტო „ამაყად“ აპირებენ ერთპარტიულ, კომკავშირულ პარლამენტში შესვლას, პანდემიის გავრცელებასაც კი, ოპოზიციას აბრალებენ! ანუ, როგორც ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს განსხვავებული აზრის მოსმენას, ზუსტად ისევე მოქმედებენ  „ოცნების“ ჩინოვნიკები, მაგრამ ისინიც ხომ პატარა ბიძინები ... ...
  • “ჩემს ორგანოს გავყიდი, რომ ბებიას 15 000$ მივცე" _ 15 წლის ბიჭის სასოწარკვეთილი წერილიმამა ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს: “15 წლის ბავშვი მწერს, რომ დავეხმარო ან ვაპოვნინო საავადმყოფო, სადაც ადამიანის ორგანოებს ყიდულობენ, ბინიდან უშვებენ ბავშვს და უბრალოდ, შემირცხვენია ის ქვეყანა და სახელმწიფო, სადაც 15 წლის ბავშვი ორგანოების გაყიდვას ნატრობს…” როგორც ბავშვი დედა ამბობს, იგი არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი: “თბილისიდანაც კი ჩაერა პოლიცია, რომ როგორღაც ძალადობა მორჩენილიყო. ახლა მეუბნება, ხომ გავშორდით და გაეთრიეთ აქედანო. მოჰყავთ სახლის მყიდველები და აჩვენებენ ბინას, სანამ ჩემი შვილის ბაბუა ცოცხალი იყო, ის გვპირდებოდა, რომ ბინას უყიდდა ჩემს შვილს. ახლა, რაც ის გარდაიცვალა, პოლიციამ მოიყვანა ჩემმა ყოფილმა ქმარმა და დედამთილმა და ისე გვიპირებდნენ გაყრას, მაშინ ბავშვმა თქვა, თავს ჩამოვიხრჩობ ამ სახლში და არ გავალ აქედან ცოცხალიო. პოლიციამ ოქმი დაწერა და წავიდა. ახლა, ყოფილი მეუღლე გვეუბნება, მომეცით 15 000 დოლარი და მე გავაჩუმებ დედაჩემსო… მე მთელი ცხოვრება ვმუშაობ, განა არ ვმუშაობ, სულ შრომაში ვარ. დავრბივარ ახლა ბანკებში, ხვალაც წავალ. ვცდილობ, სესხი ავიღო, მაგრამ არავინ მაძლევს ამხელა ფულს… მარტო იმაზე ვდარდობ, ბავშვი რომ ასე ნერვიულობს, ეკლესიური ბავშვია და წყნარი, მშვიდი იყო, ახლა კი ძალიანაა განერვიულებული…” წყარო: ... ...
  • ამირან გამყრელიძე - შეზღუდვები გაფართოვდება, თუმცა არ იქნება სრული ჩაკეტვადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სრული ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება, არამედ შემზღუდველი ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება. „სრული ლოკდაუნები დღეს უკვე აღარ არის, მათ შორის, ჩვენთანაც, სრული ჩაკეტვა, რომ ადამიანს სახლიდან გამოსვლის უფლება არ მისცე და კიდევ ბევრი სხვა, ეს არ იქნება, მაგრამ აუცილებლად გაფართოვდება, ვიდრე დღეს გვაქვს. 22:00 საათის შემდეგ რესტორნები დაკეტილია, ათი საათიდან დილის ხუთ საათამდე შეზღუდულია გადაადგილება დიდ ქალაქებში და ა.შ. მსგავსი შეზღუდვები გაფართოვდება. მიმდინარეობს მსჯელობა, დღეს საღამოს კიდევ შეხვედრები და კონსულტაციებია ბიზნესთან, სხვა სექტორთან, რადგან ეს ყველაფერი საერთო კონსესუსის წესით უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ... ...
  • ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. უბედური შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მეხანძრეებმა სახლში 2 კაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...