“ შენ წაგართვი, ძმაო, რამე? _ გაზრდილი ხელფასები და დაპირისპირება საკრებულოზე

gurianews.com

პოლიტიკა

“ შენ წაგართვი, ძმაო, რამე? _ გაზრდილი ხელფასები და დაპირისპირება საკრებულოზე

2018 იან 19 12:35:36

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც 18 იანვარს სასწრაფოდ მოიწვიეს, “ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს შორის ურთიერთდაპირისპირებისა და შეურაცხყოფის ფონზე წარიმართა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაგანავამ და მერიის ამავე სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრეს.

როგორც მათ  განმარტეს, საჯარო დაწესებულებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის 20 იანვრამდე საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების, "საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცებას უზრუნველყოფს.

ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით ოზურგეთის ჩინოვნიკების ხელფასი 2018 წლიდან ასე გამოიყურება:

_  საკრებულოს თავმჯდომარე _ 3000 ლარი, მოადგილე _ 2 600, ფრაქციის თავმჯდომარე _ 2000 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე _ 1 500, აპარატის უფროსი _1 800, აპარატის უფროსის მოადგილე _ 1500 ლარი, უფროსი სპეციალისტი _1000 ლარი. მუნიციპალიტეტის მერი_ 3000 ლარი, პირველი მოადგილე _ 2 600, მეორე მოადგილე _ 2 400, სამსახურის უფროსი _ 2000 ლარი, განყოფილების უფროსი _ 1400 ლარი.

აღნიშნული საკითხის დამტკიცებამდე პროტესტი მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის “ დეპუტატებმა  გამოთქვეს. მათი განცხადებით, ხელფასების მატება იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რაც ქვეყანაშია, სირცხვილია:

_  ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობებია. ნაგავში ყოველდღე უამრავი ადამიანი იქექება, უჭირთ, ლუკმა-პური არ აქვთ და თქვენ ხელფასებს იმატებთ? ქვეყანაში სადაც დაბალი პენსიაა და მატება ამ მხრივ არ ჩანს, უხერხულია და მოსახლეობას პასუხი უნდა გასცეთ ამასთან დაკავშირებით, ხალხზე უნდა ვიზრუნოთ, თქვენ კი ხელფასებს იზრდით! _ამბობდნენ “ენმ“-ს დეპუტატები. მათ განცხადებას უმალვე მოჰყვა “ოცნების“ დეპუტატების პასუხი:

“აგრარულ საკითხთა და ქონების მართვის“ კომისიის ხელმძღვანელმა გოჩა კილაძემ  ქათამაძეს მიმართა: _ თქვენ წაგართვით, ძმაო რამე?

_ ხალხს ართმევთ, ხალს და ჯიბეში იდებთ!  არ მოგცათ მერმა პრემია და ხელფასებს იმატებთ!

_ ვინ კითხავს მერს პრემიების დარიგებას?! დაგანახებ მაგასაც თუ არ ავიღებთ! _ მაიმუნი კაცი ხარ შენ ქათამაძე!

_ მაიმუნიც ხარ და უზრდელიც, შენ “ნაციონალების“ დროსაც კარგად იღებდი პრემიებს“, _ უპასუხა ქათამაძემ.

„ნაციონალებსა“ და „ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა.

დეპუტატები არჩევნების თემასაც შეეხნენ.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გელა აროშიძემ ბესიკ ქათამაძე პოპულისტობაში დაადანაშაულა და მიმართა: _ არჩევნები დამთავრებულია და არჩეული ხარ, აღარ მოგცემენ აწი ხმას, დაჯექი“.

რაზეც “ენმ“-ს დეპუტატებმა უპასუხეს:

_ არჩევნების თემას როგორ ეხებით, არც გრცხვენიათ, როგორ არ ერიდებით ხალხს, კრიმინალები და ყაჩაღები გედგათ გვერდში!

_ თქვენ როგორ ლაპარაკობთ ხალხის ზრუნვაზე? თქვენ რომ გეზრუნათ, მაშინ ჩვენ ხელისუფლებაში კი არ ვიქნებოდით, _ უპასუხა გოჩა კილაძემ “ენმ“-ს დეპუტატებს.

_ ამ კანონის მიღება-არმიღებით მაინც ვერ შევცვლით ვერაფერს, ამიტომ მივიღოთ და დავამტკიცოთ. ვიცით, უამრავი გაჭირვებულია, მარტო ჩვენი სამეზობლო გვეყოფა. სამაგიეროდ, ამ კანონის მიღებით  საჯარო მოხელეები პრემია-დანამატს აღარ მიიღებს , _ მიმართა დეპუტატებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ  ჩინოვნიკების ხელფასების მატებას ყველა  ოპოზიურმა კანდიდატმა _ მათ შორის “ევროპულმა საქართველომ“, ასევე “პატროტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი კომისია და ასევე  ექვსი ფრაქციაა.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, საკრებულო უფლებამოსილია როგორც მერიის, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირებზე საშტატო ნუსხა დაამტკიცოს.

ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, სხვა მოსამსახურეთა, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტები.

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი  2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.


ნახვა: 1274


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...