„სისხლის წყურვილია თუ რა არის?“_ „ოცნება“ სისტემებში ,,ნაციონალების“ კადრების არსებობას ხსნის

პოლიტიკა

„სისხლის წყურვილია თუ რა არის?“_ „ოცნება“ სისტემებში ,,ნაციონალების“ კადრების არსებობას ხსნის

2018 ოქტ 22 13:50:22

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს საგამოძიებო უწყებებში ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა მაღალჩინოსნების არსებობასთან დაკავშირებით კითხვები არ უჩნდებათ _ რატომ?_ საკითხზე ,,გურია ნიუსთან“ ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია საუბრობს.

_ ბატონო გიგა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოქმედი პროკურორი მირზა სუბელიანი, რომელიც 2013 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გენინსპექციის უფროსის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, სოზარ სუბარის ინიციატივით დაინიშნა, დღეს დაკავებულია, თუმცა მანამდე, როგორც ჩანაწერებში აცხადებს, ,,ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა.

თუ მიგაჩნიათ, რომ  უწყებებში დღესაც რჩებიან წინა ხელისუფლების დროს გახმაურებული საქმეების პროკურორები და მოსამართლეები? და როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტიითვის რამდენად დამაზიანებელია სისტემაში იმ რეჟიმის წარმომადგენელთა არსებობა, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ დანაშაულებრივ ძალად მოიხსენიებს?

_ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ცვლილების დროს მოსამართლეები უნდა გაგვეშვა სახლში და ახალი მოსამართლეები მოგვეყვანა? ასე მისვამთ კითხვას?

ჯერ საიდან უნდა მოიყვანო მოსამართლეები, პროკურორები ან სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. რადგან პროკურატურაში შაობდა, არ ნიშნავს, რომ დამნაშვეა.

სუბელიანის მიმართ თუ რამე პრეტენზია არსებობს, ციხეში ზის და თვითმკვლელობა სცადა. გარშემო ვისაც რამე შეხება ჰქონდა, ციხეში ზის და სისხლის წყურვილია თუ რა არის?

კაცი ამბობს, რომ ხელისუფლბა არაფერში მინდობსო და მეტი რა გინდათ, მგონი ამ ბოლო დროს ძალიან აგრესიული საზოგადოება გავხდით.

რატომ ვართ ამაზე მონდომებულები, რომ მუდმივად ეს თემა ვატრიალოთ, ვერ ვხდები, მართლა ხომ უნდა დაფიქრდეთ რაღაც მომენტში.

_ ხელისუფლება ,,ნაციონალური მოძრაობის“ დანაშულებრივ რეჟიმზე  ხშირად უბრობს.. თუკი თვლით, რომ მათი რეჟიმი დანაშულებრივი იყო, რატომ დატოვეთ  ამ პარტიასთან აფილირებული კადრები სასჯელაღსრულების და სხვა სისტემებში?

იგივე, თუ კონკრტულად  მირზა სუბელიანზე ვსაუბრობთ, ის გახლდათ  გახმაურებული საქმეების, მათ შორის, 26 მაისის საქმის პროკურორი _ ეს კითხებს არ გიჩენთ ?

_ არ ვიცი, ვინ ვისი პროკურორი იყო. მიმაჩნია, რომ წინ უნდა ვიყუროთ. ოცაოთხი წელი ვიყავი ოპოზიციაში და ბევრი რაღაც გადავიტანე, მაგრამ მგონია, რომ მაინც წინ უნდა წავიდეთ. ასე არ გამოგვივა, ეს ქვეყანა ერთად უნდა ავაშენოთ.

თუ დამნაშვეა, პასუხი უნდა ვაგებინოთ, მაგრამ არა ისე, რომ მუდმივად სისხლის წყურვილი ჩანდეს ყველა ადამიანში. სადღაც ჩვენც ვცოდავთ და ამიტომ ვართ ასეთი აგრესიულები.

_ მირზა სუბელიანისა და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მონაწილეობით პირველი ფარული ჩანაწერი ,,რუსთავი 2“ -მა გაავრცელა. როცა ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი (ჯაფარიძე) ამბობს, რომ ეთერში გასული მასალა ავთენტურია, მმართველ პარტიაში ამ მასალის ავთენტურობაზე რატომ ხდება მუდმივად აპელირება? ეთერში გასული ყვლა მასალა მონტაჟდება, მაგრამ მონტჟი არ ნიშნავს, რომ საუბრის ტექს შეცვლილია...

_ როგორ უნდა გვქონდეს ნდობა? როცა ადგილს უცვლი, უკვე შინაარსი სხვაგვაია. მე ,,რუსთავი 2“-ს არ ვენდობი და მგონია, რომ  გარკვეული ფრაგმენტი, შესაძლოა, ისე იყოს დამონტაჟებული, რომ სხვა შინაარსი მიიღოს. აქედან გამოდინარე, ამ თემაზე მოლოდინები რაღაც მანიპულაციის შექმნად აღიქმება“, _გვითხრა ბუკიამ.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში, მირზა სუბელიანი ხელისუფლებას ემუქრება და ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები  აქვს შემონახული.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში კი, რომელიც საზოგადოების ნაწილში უნდობლობას იწვევს, მირზა სუბელიანი ამობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ რეალური კომპრომატი არ გააჩნია.




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...