,,სკამების იმედზე, შესაძლოა, ,,ქართულ ოცნებას“ შეერწყან“ _ ბარნოვი ,,ევროპულ საქართველოზე“

პოლიტიკა

,,სკამების იმედზე, შესაძლოა, ,,ქართულ ოცნებას“ შეერწყან“ _ ბარნოვი ,,ევროპულ საქართველოზე“

2018 აპრ 17 14:03:51

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სამოქალაქო რეფორმაციის" დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ წევრების სიახლოვე მისთვის ცნობილია. როგორც ბარნოვი გვეუბნება, ხელისუფლება ,,ევროპული საქართველოს“ მიმართ ლოიალურად განწყობილია, რაც, მისი თქმით, არაერთხელ გამოიხატა.

,,შემრიგებლური დამოკიდებულება ,,ევროპულ საქართველოსა“ და ,,ქართულ ოცნებას“ შორის ფარდის უკან თავიდანვე ცნობილი იყო და რამდენად ფიქრობენ, რომ გაასაჯაროვონ ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, ,,ევროპული საქართველო“ ,,ქართულ ოცნებასთან“  შერწყმის  შემთხვევაში იმ ამომრჩეველსაც დაკარგავს, რომელიც მას მხარს უჭერს. გამორიცხული არაფერია, თუ სკამების იმედზე გადაწყვეტენ ამ ნაბიჯის გადადგმას, როგორც ამ ჯგუფს სჩვევია ხოლმე, მაშინ მოსალოდნელია, ,,ქართულ ოცნებასთან“ მოკავშირეობრივი პოზიცია ჰქონდეთ. ხელისუფლება ,,ევროული საქართველოს“ მიმართ შემწყნარებლური და ლოიალურად განწყობილია, უგულავაც გამოუშვა ციხიდან და ა.შ. გარდა ამისა, ,,ევროპულმა საქართველომ“ დაშალა  ,,ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ იმ იმედით, რომ ხელისუფლებასთან ჰქონოდა შეთამაშებული ურთიერთობა. თავიდან გასაგები იყო მათ შორის სიახლოვე, მაგრამ საჯაროდ ამ ურთიერთობის გამოტანა ჩემთვის სიახლეა“, _ განაცხადა ბარნოვმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ევროპული საქართველოს“ წევრების მონაწილეობით.

,,პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობსევროპული საქართველოსა დაქართული ოცნების მონაწილეობით და სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა”, _ განაცხდა აბაშიშვილმა.

,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ გიორგი აბაშიშვილის განცხადებას ღიმილის მომგვრელი უწოდა. აღნიშნული კომენტარი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს “ქართულ ოცნებას“, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილის ხედვა „ქართული ოცნების“ ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად მარგველაშვილი ახდენს, როდესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორისა თუ მოძალადის შეწყალებას“, _ განაცხადა ოთარ კახიძემ.




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...