„სულით პატარა ივანიშვილი ქართველებმა თავზე დავისვით, რასაც გამოვასწორებთ“_ ლევან ბერძენიშვილი

პოლიტიკა

„სულით პატარა ივანიშვილი ქართველებმა თავზე დავისვით, რასაც გამოვასწორებთ“_ ლევან ბერძენიშვილი

2019 მარ 14 15:34:17

„ხელისუფლება პოლიტიკოსების ნაცვლად მშიშარა ადამიანებით არის სავსე, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის ფინანსები აინტერესებთ. ასეთ ადამიანებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტა არ შეუძლიათ, რაც სირცხვილია. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ვითარება მალე შეიცვლება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი მოქალაქეების ოკუპანტებისგან დაცვას ვერ ახერხებს. „დღეს ევროპის ყველა ლიდერს პირზე უნდა ეკეროს ქვეყანა საქართველო, სადაც ადამინის უფლებები ოკუპანტების მიერ მკაცრად ირღვევა“, _ამბობს ბერძენიშვილი.

_ბატონო ლევან, ოკუპანტი ქვეყნის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს კიდევ  ერთი მოქალაქის  სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპანტებმა  დაკითხვისას ირაკლი კვარაცხელია ელექტროშოკით აწამეს, საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით კი დაკვების შემდეგ საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა, რასაც  კვარაცხელიას ოჯახის წევრები  მიუღებელს უწოდებენ. თქვენი აზრით, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე?

_ ოკუპანტების მიერ კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ხელისუფლების მიერ რუსეთთან წარმოებული მოფერების პოლიტიკა ყოველთვის ასეთ შედეგს მოიტანს. საქართველო, რაც უფრო მეტს დაუთმობს ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთი მით უფრო თავხედურად მოიქცევა. ხელისუფლება პოლიტიკოსების ნაცვლად მშიშარა ადამიანებით არის სავსე, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის ფინანსები აინტერესებთ. ასეთ ადამიანებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტა არ შეუძლიათ, რაც სირცხვილია. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. 

_ ბოლო ორი წლის განმავლობაში ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლიდან საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქე გაიტაცეს, რაც მანიშნებელია იმისა, რომ ქართული მხარე რუსეთის მკაცრ პოლიტიკას შესაბამისად ვერ პასუხობს. როგორ ფიქრობთ, რა არის ოკუპანების რიდან  საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და არაადამინური მოპყრობის მაჩვენებლის ზრდის მიზეზი?

_ ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების დასაცავად, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. დღეს ევროპის ყველა ლიდერს პირზე უნდა ეკეროს ქვეყანა საქართველო, სადაც ადამიანის უფლებები ოკუპანტების მიერ მკაცრად ირღვევა. აღნიშნულის მაგივრად, საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ შემთხვევაში, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებას ვგულისხმობ, რომელიც კაცმა არ იცის, რისთვის შეიქმნა.  რამდენჯერაც აბაშიძე კარასინს  შეხვდება, საოკუპაციო ზოლიდან იმდენჯერ გაიტაცებენ ქართველ მოქალაქეებს. ჩვენმა ხალხმა კეთილი უნდა ინებოს და ხელისუფლება გამოცვალოს. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ვერ იცავს, გამოსაცვლელია.

_ “ქართული ოცნება“ „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას კვლავ ასაიდუმლოებს და აცხადებს, რომ კონკრაქტში წინა შეთანხმებაზე უკეთესი პირობებია. ოპოზიციის ნაწილი ფირობს, რომ ამ კაბალური ხელშკრუების გამო  საქართველო ათობით მილიონი ლარით ზარალდება. თქვენი მოსაზრება როგორია? და ასევე, „ქართული ოცნების“ მიერ ისეთ ქვეყანასთან საიდმლო მოლაპარაკებებს გამართვა, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები გადავეტილია,  რამდენად სწორი ნაბიჯია?

_ ჩანს, რომ საქართველო საკუთარ ინტერესებს არ იცავს. ქართულ მხარეს ისეთი ალტერნატიული გზები უნდა მოგვეძებნა, როგორიც, მაგალითად,  უკრაინამ ნახა, რომელსაც მალე საშუალება ექნება, რუსულ გაზზე საერთოდ უარი თქვას. როგორც ჩანს, საქართველო თავად არის დაინტერესებული ამ ხელშეკრულების გაფორმებით და ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ შემთხვევაში, კორუფციასთან გვაქვს საქმე. ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს და პარალელურად საიდუმლო მოლაპარაკეებს ვაწარმოებთ, რაც მარაზმია. ჩანს, რომ ხელისუფლება საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ არ მოქმედებს.

_ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლშიც სასამართლოში სისტემაში არსებულ რთულ ვითარებაზე, კორუფცი ზრდაზე, ციხეებში არაადამიანური მორობის ფაქტებსა თუ  დამოუკიდებლი მედიის შეზღუდვაზეა საუბარი, რაც საქართველოს ევროპულ მომავალზე დადებითად ვერ აისახება. აღნიშნულ დასკვნას როგორ აფასებთ?

_ აშშ-სგან მივიღეთ ღიად კრიტიკული შეფასება. ამავე დროს, როგორც ცნობილია, აშშ წარმომადგენელსა და  ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, სადაც უფრო დეტალურად აუხსნეს, როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა, რომელსაც ბატონი ივანიშვილი ხელმძღვანელობს. „ქართული ოცნება“ ცუდად იქცევა, რუსეთს ეთამაშება, ტერიტორიულ პრობლემებს არ წყვეტს, არჩევნებს აყალბებს და ხმებს ყიდულობს. ყველა შემთხვევაში, აშშ ჩვენი მოკავშირეა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენს მთავრობას ყოველთვის ჩაეხუტება, რაც აღნიშნულმა დასკვნამ დაადასტურა.

_ მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე  „თიბისი ბანკის“ აიტისამსახურმა კიბერთავდამსხმელების ჯგუფს მიაკვლია და მასალები შსს-ს გადასცა, ბანკის მიმართ ხუთი თვის წინ განხორციელებულ კიბერშეტევის შესახებ  საგამოძიებო უწყებას დამნაშავეები არ გამოუვლენია.  როგორ ფიქრბთ, საგამოძიებო უწყება განძრახ აჭიანურებს გამოძიებას თუ საქმის დაუსრულებლობას საფუძვლად ობიექტური მიზეზები უდევს?

_“თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა სახელმწიფომ განახორციელა, ამას პატარა ბავშვიც კი მიხვდება. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ  ქვეყანაში მდიდარი და გავლენიანი მხოლოდ ის უნდა იყოს. მას არ მოსწონს „თიბისი ბანკი“, რადგან მის ბანკთან შედარებით ის მსოფლიო მნიშვნელობისაა. ივანიშვილი სულით პატარა ადამიანია, რომელიც თავზე ქართველებმა დავისვით, რასაც გამოვასწორებთ. სამართალდამცავი უწყებები აღნიშნულ საქმეს ვერ გამოიძიებენ, რადგან აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის პირადი ბრძანებით განხორციელდა.

_ პოლიტიკაში მეორედ მოსულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას ომი კიდევ ერთხელ გამოუცხადა და საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ მანკიერი მმართველობა შეახსენა. როგორ ფიქრობთ, მისი დაბრუნება ოპოზიცისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნება?

_ პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება ოპოზიციისთვის  უაღრესად სასარგებლოა. ის  იმდენად არასწორი პოლიტიკოსია, რომ დიდ შეცდომას დაუშვებს. ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ ღარიბაშვილს მომავალი არა აქვს. „ქართული ოცნება“ ახალ სახეებს კი არა, ახალ მონებს ეძებს. ადამიანი ერთდროულად  ქოცი და ჭკვიანი იყოს, ეს გამორიცხულია. ქოცობა პირდაპირ ჩამორჩენილობას, ირაკლი ღარიბაშვილობას, ტექნოკრატობასა და მონობას ნიშნავს. დიდი იმედი მაქვს, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ შეიცვლება.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...