,,თალაკვაძე უნდა გამოსულიყო სამთავრობო ცვლილებეზე სასაუბროდ?“_ხუხაშვილი უმრავლესობის სხდომის დეტალებზე

პოლიტიკა

,,თალაკვაძე უნდა გამოსულიყო სამთავრობო ცვლილებეზე სასაუბროდ?“_ხუხაშვილი უმრავლესობის სხდომის დეტალებზე

2018 ივნ 13 13:50:38

პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხავილმა ,,გურია ნიუსთან“  გუშინ გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, არასწორი  იყო მოლოდინი იმის შესახებ, რომ  მმართველი გუნდის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწვეტილება იქნებოდა მიღებული, რადგან, ხუხაშვილის თქმით, გუშინდელი ფორმატის შეხვედრაზე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ მიიღება. ამასთან, ხუხაშვილს ,,გურია ნიუსმა“ ჰკითხა, რამდენად დამაჯერებელია ,,ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სამი საათის განმავლობაში მთავრობისა და მმართველი გუნდის წევრები გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობდნენ? როგორც ხუხაშვილი გვეუბნება, მმართველი გუნდის განცხადებები არადამაჯერებელია.

,,ინფორმაცია ჟონავდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებზე იქნებოდა საუბარი, ამიტომ როდესაც სხდომა დაინიშნა ყველამ ჩათვალა, რომ შეკრებაზე აღნიშნული გადაწყვტილება იქნებოდა მიღებული, რაც მცდარი შეხედულება იყო, რადგან ამგვარ შეხვედრებზე ასეთი სახის გადაწყვეტილებები არ მიიღება. დავუშვათ სხდომაზე მთავრობის გადადგომაზე რომ ყოფილიყო საუბარი, თალაკვაძე უნდა გამოსულიყო და ამის შესახებ ესაუბრა? პრემიერ-მინისტრს ხომ უნდა შევუქმნათ იმის კომფორტი, რომ თავად ისაუბროს ამის შესახებ. ამასთან, საუბარი იყო მინისტრების გადადგომაზე, თუ პრემირი  აცხადებს, რომ უნდა გადადგეს, ცალკეულ მინისტრეზე საუბარი აზრს კარგავს, რადგან პრემიერის გადადგმა ისედაც იწვევს მთავრობის სხვა წევრების უფლებამოსილების შეჩერებას. არ გამოვრცხავ, რომ გუშინ ,,ქართული ოცნების“ წევრებმა სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრეს, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ გარეთ არ გამოეტანათ ეს თემა, რაც, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა საკითხია, როგორ შეფუთეს და დააბრალეს სამსაათიანი განხილვა გაეროს ბავშვთა ფონდის  კვლევას. ვფიქრობ, კითხვებს ძალიან მალე გაეცემა პასუხები. მესმის ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ცოტა უნდა დაველოდოთ. თუ ხელიუფლებას აქვს თვითგადარჩენის ინსტიქტი, სამთავრობო ცვლიებები აუცილებელად უნდა განახორციელოს, რადგან თუ სისტემური ცვლილებე არ დაიწყო, ხელისუფლებას დიდი პრობლემები შეექმნება“,_გვითხრა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ,,ქართული ოცნების“  მთავარ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც  მთავრობის წევრები და ბიძინა ივანიშვილი დაესწრნენ. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, სხდომაზე სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბარი არ ყოფილა.




 ახალი ამბები
  • „გრიგოლ ვაშაძე არ არის ქუჩის პოლიტიკოსი, ქუჩაში ის გამარგინალდება”_დავით ბერძენიშვილი „გრიგოლ ვაშაძის მიმართ ერთგვარი იმედგაცრუების პროცესი მიმდინარეობს, რომლის სათავეში მიხეილ სააკაშვილი დგას. ვაშაძე ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილს სათანადოდ ვერ ეწინააღმდეგება და შესაბამის დარტყმებსაც იღებს. გრიგოლ ვაშაძე ქუჩის პოლიტიკოსი არ არის, ქუჩაში ის გამარგინალდება, რაც თავად მშვენივრად იცის“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა. ბერძენიშვილი გაერთიანებულ ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობს. „მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც ლიდერობის ნაცვლად, ბელადობა შეუძლია, ომის ირგვლივ პოზიციის გაერთიანების ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული. ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი მტრის ხატად  მესამედ გამოიყვანა, ესე იგი, ანტიმიშა კარგად მუშაობს.   2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა, თუ ოპოზიცია გაერთიანდება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის როლი, პრაქტიკულად, არ იქნება. დღეს მიმდინარეობს იმ 800 ათასამდე ხმების განიავების პროცესი, რომლებიც არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ დაფიქსირდა, რომლის  მთავარი შემოქმედი აკვიატებული პოზიციების მქონე ადამიანი მიხეილ სააკაშვილია“, _ განაცხადა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძეს ქუჩაში დგომის გამოცილება არ აქვს. „ვაშაძე ქუჩაში ძლიერი არ არის. ის ძლიერი იყო სატელევიზიო დებატებში, პროგრამების წარდგენაში, მაგრამ საკმაოდ ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. რა უნდოდა  მარტო რომ დადგა თელავში, მაშინ, როცა მისიანები თელავის მისადგომებთან იდგნენ?! აქცია ჩაატარა თუ?! მას არა აქვს გამოცდილება, რადგან ქუჩა და ვაშაძე თავსებადი კატეგორიები ნამდვილად არ არის. მიხეილ სააკაშვილი ერთგვარი მარცხის ფორმულაა. სწორედაც, რომ გრიგოლ ვაშაძის ქუჩაში გაყვანა სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედების შედეგია “, _ გვითხრა ბერძენიშვილმა.   კითხვაზე _ რამდენად მოსალოდნელია პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დაიშალოს ?_ ბერძენიშვილი გვპასუხობს, რომ აღნიშნული ფორმატით პოლიტიკური პარტიები უახლოეს მომავალში  სრულფასოვნად ვეღარ იფუნქციონირებენ. „ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი სრულფასოვნად ვეღარ შენარჩუნდება. გაერთიანებაში შიდა დუღილის პროცესები აუცილებლად დაიწყება, განსაკუთრებით კი “ნაციონალურ მოძრაობაში“, _ აღნიშნა ... ...
  • ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მიქაძე დარბაზშივე დააკავეს სასამართლოს მანდატურებმა.  საქმეზე ხუთი ბრალდებული: გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა, დავით იაშვილი და ზაზა ბაქრაძე. მათგან ბრალს მხოლოდ ერთი ზაზა ბაქრაძე აღიარებს. ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ ... ...
  • შსს-მ მედია საშუალებებში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტრომ მედია საშუალებებში გავრცელებული  ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. კადრებში ასახულია 16 დეკემბერს, კახეთში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას როგორ ასხურებს საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანენას გულისხმობს.ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული  პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო ფორუმზე - TISIFF 2018 განიხილეს (R)საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება  თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე - TISIFF 2018 განიხილეს.  მოხსენება "ბლოკჩეინი მთავრობისთვის – კონცეფციიდან რეალობამდე" – საჯარო რეესტრის პროექტების  მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა წარადგინა.  ფორუმის მეოთხე პლენარულ სესიაზე მარიამ ტურაშვილმა  უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით  საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებზე,  პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  მარიამ ტურაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ  საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა  გამოიყენა ბლოქჩეინის ტექნოლოგიები  სამთავრობო სერვისებში და, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაგალითით უცხოეთის სამეცნიერო წრეები დაინტერესდნენ. „ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ სხვადასხვა ქვეყნის - ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელებს. გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ბლოქჩეინის ჰაბი არა მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში", - განაცხადა მარიამ ტურაშვილმა.  თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე (TISIFF 2018) განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტი, ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის, კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი - ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის.  ასევე შემუშავდა TISIFF 2018-ის რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით გაეროს გენერალური მდივნის აპარატს წარედგინება.  ღონისძიებაში 150 დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ  17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მომუშავე სამთავრობო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ... ...
  • მოზარდს დანის მუქარით მობილური ტელეფონი წაართვესმოზარდს დანის მუქარით მობილური ტელეფონი წაართვეს. შემთხვევა თბილისში, თემქაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...

არქივი

ზაფრანი

“ყვითელი პრესის“ სათავეებთან

დღეს ყველამ იცის, რომ ტერმინი:...

მონტე-კრისტოს მისტიკა

ალექსანდრე დიუმა სანამ ახალ რომანზე...

იან ფლემინგის “ოქროს თვალი“

როდესაც ”აგენტ 007”-ის წიგნის ავტორი,...

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...