თამარ ჩუგოშვილი: არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ოპოზიცია ისე, როგორც შალვა თადუმაძეს მოექცა

პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ოპოზიცია ისე, როგორც შალვა თადუმაძეს მოექცა

2019 ოქტ 11 12:59:19

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერაზე ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გაივლიან კანდიდატები გასაუბრებას და რა შთაბეჭდილება დამრჩება თითოეულზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

ჩუგოშვილის შეფასებით, გენერალურ პროკურორ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის მიმართ არაეთიკური შეტევა განხორციელდა.

„რაც შეეხება შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია უმრავლესობის პროტესტი და პროცესში ჩართულობა, ამას ერთადერთი ახსნა აქვს. იმდენად დიდი პოლიტიკური და არაეთიკური შეტევა იყო, ეს ძალიან კარგად ჩანდა, არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ოპოზიცია ისე, როგორც მოექცა შალვა თადუმაძეს. ამ თვალსაზრისით მასზე პირდაპირ პოლიტიკური შეტევა ჩანდა. ალბათ, ამან გამოიწვია ის, რომ მამუკა მდინარაძემ და სხვებმა გააკეთეს აქცენტი თემებზე, რომელიც კომიტეტზე გაჟღერდა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, შეუძლებელი თქმა, ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

„ვინ გახდება უზენაესის წევრი, ამის თქმა შეუძლებელია. არის რამდენიმე კანდიდატი, რომელმაც საკმაოდ კარგად გაიარა გასაუბრება. არიან სხვები, რომლებზეც კითხვებია, მაგრამ ზუსტად ვის დავუჭერთ მხარს, ეს გვეცოდინება მხოლოდ მაშინ, როდესაც კენჭისყრაზე დადგება საკითხი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

1tv.ge




 ახალი ამბები
  • გრიგოლ ვაშაძე: "ვაიძულეთ ეს მოძალადე ხელისუფლებას, დავერბიეთ! ბევრი გვყავს ქალი““ორი ღამე გავათიეთ და ვაიძულეთ ეს მოძალადე ხელისუფლება, დავერბიეთ. ბევრი გვყავს ქალი! ჩვენ იმდენი არ ვართ, რომ ამათ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ყველა ვჯდებით შემოსავლელთან სათითაოდ!“ _ ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობის წი ნ გამართულ აქციაზე გააკეთა. “ხელით აგვიყვანონ, როგორც მათ მასწავლებელ პუტინს სჩვევია ისე გაგვიტანონ სათითაოდ”, _ თქვა გრიგოლ ვაშაძემ. ... ...
  • ბუბა კიკაბიძე: "ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ"მომღერალი ბუბა კიკაბიძე გაზეთ “რეზონანსთან“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი ბიძინა ივანიშვილია. „ამან ისეთი რამ გააკეთა, რომ მთელი მსოფლიო გაგიჟდა. კაცი პირს რომ გააღებს და იტყვის, უნდა შეასრულოს. მაშინ არ უნდა ეთქვა. ისინი („ოცნება") რასაც გააკეთებენ, იმის საწინააღმდეგოს გააკეთებენ ესენი (ოპოზიცია). ვინმე ელოდა, რომ 20 ივნისს ესენი სროლას დაიწყებდნენ და თვალებს დათხრიდნენ ბავშვებს? მე არ მეგონა. ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ. ჩვენ რომ ვილაპარაკოთ, რატომ უნდა წავიდნენ, ამას ათი დღე დასჭირდება. ოპოზიცია მოიგებს, ხალხი მოიგებს... ესენი („ქართული ოცნება") უბრალოდ შერცხვებიან", _ ამბობს კიკაბიძე.   ... ...
  • თბილისში ცნობილ ექიმს სცემესთბი­ლის­ში ცნობილ ექიმს სცემეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა.  "გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა", - დაწერა ჭიაბერაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ნეიროქირურგი გი­ორ­გი (გოგი) მა­ღა­ლაშ­ვილია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი მისი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 120-ე მუხლი განზრახ მსუბუქ დაზიანებას ... ...
  • მირჩევნია 15 დღე ვიჯდე, ვიდრე მომავალი არ მქონდეს - ზუკა ბერძენიშვილირა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმეზე - სასამართლოში საქმის განხილვა დღეს განახლდება. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. მათ უჭირთ პროგნოზირება რა შედეგით დასრულდება აღნიშნული საქმის სამართლებრივი განხილვები, თუმცა როგორც "კურიერთან" სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ზუკა ბერძენიშვილმა განაცხადა,  ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. "წარმოდგენა არ მაქვს რას იზამენ, აქედან დასკვნის გამოტანა, საით მიდის ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შემართებას ვერაფერს დააკლებს, იმიტომ რომ მირჩევნია 15 დღე ვიჯდე, ვიდრე მომავალი არ მქონდეს," - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა. 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 37 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გუშინ,  გვიან ღამით გაათავისუფლეს. პროცესი ხმაურიანი პროტესტის ფონზე ... ...
  • რატომ არ გაიმართება დღეს პარლამენტთან მიტინგი პარლამენტთან მიტინგი დღეს აღარ გაიმართება. თუმცა ადგილზე ისევ რჩება 10-მდე კარავი. სავალი გზა რუსთაველის პროსპექტზე გახსნილია. ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობებენ.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ 25 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის თქმით, ასეთი პიკეტირება ყოველ ორშაბათს გაიმართება. 17 ნოემბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა.  18 ნოემბრის აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37 ადამიანი დააკავეს. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.  გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?