“თანხების გაფლანგვას რომ ადგილი ჰქონოდა, ახლა ჩვენ აქ არ ვისხდებოდით“

პოლიტიკა

“თანხების გაფლანგვას რომ ადგილი ჰქონოდა, ახლა ჩვენ აქ არ ვისხდებოდით“

2018 ოქტ 4 13:37:00

“მუნიციპალიტეტის კორუმპირებულ ხელმძღვანელთა მხრიდან ჩადენილ უკანონობასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, სახელდობრ, ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან საკონსულტაციო შესყიდვას შეეხება. კერძოდ აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი _ "2016 -2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დაუ +,, შორის გაფორმდა ხელშეკრულება საფინანსო საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ღირებულებით 9,6 ათას ლარი.“- ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს დავით მჟავანაძეს ეკუთვნის, რომელიც ოზურგეთში გაკეთებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და ამის შესახებ “გურია ნიუსი“ წერდა.).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საიბუჯეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი ამბობს, რომ აუდიტის დასკვნაში საგანგაშო არაფერი წერია.

მე პირობას გაძლევთ რომ თუკი ამ სამსახურში გავაგრძელებ მუშაობას, აღნიშნული ასოციაციის მომსახურებაზე ნამდვილად არ ვიტყვი უარს. თუნდაც ეს აუდიტის რეკომენდაციაში იყოს ჩადებული. მე არ ვთვლი, რომ ეს თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში საფინანსო სამსახურის მიმართ მხოლოდ რამდენიმე სარეკომენდაციო შენიშვნაა. თანხების გაფლანგვას რომ ადგილი ჰქონოდა ახლა ჩვენ აქ არ ვისხდებოდით. ეს მომსახურება ჩვენ შეძენილი გვაქვს არა მარტო 2016-17 წლებში არამედ 2014 წლიდან, როდესაც მე მოვედი მუნიციპალიტეტში, თუმცა მანამდეც, წლების წინაც სარგებლობდა ამ მომსახურებით მუნიციპალიტეტი და ჩვენ გავაგრძელეთ. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციაა ავტორი სახელმძღვანელოსი, რომელიც ნებისმიერი ფინანსისტისთვის სამაგიდო წიგნია. აქ თავმოყრილია ყველა სიახლე, ყველა ნორმატიული აქტი თავისი კომენტარებით, ახსნა-განმარტებით. პოზიციებით. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია, არა მხოლოდ ინფორმაციას გვაწვდიდა, არამედ მათ მიერ ხდებოდა ტრენინგების, სწავლებების ორგანიზება,გარდა ამისა, თავად ასოციაციასთან მიმდინარე წლის 18 იანვრიდან გაფორმებული გვაქვს შესაბამისი მემორანდუმი, საწევროს სახით კი, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომიდინარე, განსაზღვრულია წელიწადში 20 000 ლარი", _ თქვა მედიასთან საუბრის დროს გია მამაკაიშვილმა.

პრესკონფერენციაზე რატომღაც დავით მჟავანაძეს არ გაუკეთებია აქცენტი იმ ფაქტზე, რომ თუ მერაბ ჭანუყვაძის გამგებლობის დროს შპს “დაუ+“-ს 9000 ლარზე გადაურიცხა, ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის დროს 20 000 ლარი არის გამოყოფილი.

“ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,დაუ +,,-ს ევალებოდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების შესრულებისა და ანგარიშგების, პროექტის შედგენის, განხილვის, მიღების, ცვლილების შეტანის, შესრულების, ანგარიშგების, გარე და შიდა აუდიტის ჩატარების თაობაზე ახალი ნორმატიული აქტების, მოქმედ ნორმატიულ აქტებში შეტანილი ახალი ცვლილებებისა და სხვა მასალების მიწოდება.

მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის თაობაზე მოთხოვნილი ნებისმიერი კონსულტაციის მომზადება და მიწოდება. ასევე ზეპირი ან სატელეფონო განმარტებების მიწოდება.,,

 აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები მომსახურება იმდენად ვრცელია, რომ იგი მთლიანად მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობას.

ანუ, მუნიციპალიტეტის 19-მა თანამშრომელმა დაიქირავა შპს ,,დაუ +,, რომელიც თურმე ფაქტიურად და სრულად ასრულებდა იმ საქმიანობას, რომელიც ამ 19 თანამშრომლის კომპეტენცია იყო. თანაც გაცილებით უფრო იაფად, ვიდრე იგივე 19 თანამშრომელი.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ მუნიციპალიტეტს გარკვეული საქმიანობის განსახორციელებლად შტატით აყვანილი ყავდა 19 თანამშრომელი, შემდეგ კი ამ თანამშრომლების საქმიანობის განსახორციელებლად დაიქირავა კერძო კომპანია.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის სამსახურები და საკრებულოს შესაბამისი კომისიები ქმედუუნარონი იყვნენ, თავი რომ დავანებოთ ნორმატიული აქტების შემუშავებას ახალ ნორმატიულ აქტებსა და მათში შეტანილ ცვლილებებს მიღება-ჩაბარების აქტებით იბარებდა მუნიციპალიტეტი შპს ,,დაუ +,,-სისაგან და მათი მოძიებითა და წაკითხვითაც არ იღლიდნენ თავს შესაბამისი თანამდებობის პირები.

დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ მუნიციპალიტეტის თანაშრომლების ვალდებულებაა გაჩნდეთ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, ანუ მიუთითებს მათ დაბალ კვალიფიკაციაზე, რომლის ასამაღლებლადაც არანაირ ღონისძიებას არ მიმართავდა მუნიციპალიტეტი.

ყველაფერი ეს გამოვლენილია იმისდა მიუხედავად, რომ ამავე მუნიციპალიტეტის თანაშრომლებს გავლილი აქვთ  კონკურსები და ღონისძიებები მათი კვალიფიკაციის და უნარების დასადგენად, რის შედეგად მინიჭებული აქვთ თანამდებობრივი რანგები, მათ მაღალ თანამდებობზე გამწესებაზე გააჩნდათ და გააჩნიათ პრეტენზიები", _ თქვა შეხვედრაზე დავით მჟავანაძემ.




 ახალი ამბები
  • "საქართველოში ცოცხლად გლეჯენ „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს " _ კალანდია ზაზა ურუშაძეზე გუშინ საღამოს ზაზა ურუშაძის პანაშვიდზე ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები, იმ სევდიან ატმოსფეროს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ის მატერიალურად ღარიბი გარემო, რომელშიც ამ გამორჩეულმა ადამიანმა იცხოვრა, დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს ჭამენ და გლეჯენ ცოცხლად ისინი, ვისაც კოლექტიური სახელი „კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ შეგიძლია უწოდო", _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა და კინორეჟისორმა გიორგი კალანდიამ დაწერა. როგორც კალანდია საკუთარ პოსტში ამბობს, საზოგადოება ხმას მაშინ იღებს, როცა უკვე ძალიან გვიანაა. "ჩვენ კი საზოგადოება (თუ კი ვართ საზოგადოება) მხოლოდ მაშინ ვიღებთ ხმას როცა ძალიან გვიანია, როცა ჩვენი ვიშვი და მოთქმა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია! არასოდეს, არასოდეს შეგვწევს უნარი შევაჩეროთ ეს „კოლექტიური კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ და ვუთხრათ „არა“, არა ღვარძლისთვის, ტალახისთვის, ბულინგისთვის! მახსენდება ერთი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინ ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დავდე ჩემ მიერ გადაღებული ფილმი ხელოვნების სასახლეში დაცულ გვირგვინების კოლექციაზე და ამავე გვერდის მომხმარებელს ჩემი ფილმის ყურება მოვუწოდე. უცებ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ძმისშვილი თუ დისშვილი „გამოხტა“ და მომიწოდა, საკუთარი ინტერესებისთვის არ გამომეყენებინა მუზეუმის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი, ჰოდა, დაიწყო… ატყდა ვაიუშველებელი, ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. ვუცქერდი ამ ვაკხანალიას და ვხდებოდი რომ ამ „კოლექტიურ კოლტსა“ და „ქაჯთა რემას“ ძალუძს უბრალოდ მოგკლას, ან მინიმუმ გულის დაავადება შეგძინოს! და მაშინ საკუთარ თავს მტკიცედ ვუთხარი, რომ ამ სიამოვნებას მათ არასოდეს მივანიჭებდი, მათ გამო არასოდეს ავიშლიდი ნერვებს…. დიახ, საქართველოში უნდა იყო მტკიცე, ვითარცა რკინა და „უშიში, ვითარცა უხორცო“, რადგან, როცა უსაფუძვლოდ გლანძღავენ, დანარჩენები ისუსებიან, ან სეირს უყურებენ, ან სულაც ხალისობენ, უმეტესობას თავის ატკიება არ სურს და არც შარიანთან დაპირისპირებას ლამობს. ჰოდა, იზრდება და ფუვდება ეს კოლექტიური კოლტი და ქაჯთა რემა, ასევე ყვავიან და ხალისობენ ისინი, ვინც წარმოადგენენ პროფესიული კლანებს, საძმოებს, ჯიგრულ სადაქალო-საძმაკაცოებს. ღმერთმა არ ქნას მათ რაიმე გადაცდომაზე, დანაშაულზე ან ხარვეზზე მიუთითო, მაშინვე დაგესევა მთელი კლანი, რემა და კოლტი. შენ კი ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რომელმაც საკუთარი შრომითა და ჯაფით, პატრონებისა და მფარველების გარეშე გზა გაიკვლიე, საზოგადოებას ენდობი, თუმცა ბოლოს ხვდები რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ დასამარდა, როცა ილიამ „ყველას მუნჯი და ყველას უტყვი“ უწოდა! ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც საუბედუროდ, საკუთარი საუკეთესო შვილების გაფრთხილება, მოვლა და უბრალოდ, დაფასება არ იცის, საქართველოს ხელოვნების სასახლის კინოსადმი მიძღვნილი არქივთა აღწერილობის მე-9 ტომი შენს ხსოვნას მიუძღვენით, ნიშნად იმისა, რომ ამ ბედკრულ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილი იყო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც სიკვდილი არ სურდა და ჯანსაღი სიცოცხლისაკენ ... ...
  • კახა ასკურავა: ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ამომრჩეველს“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ამბობს, რომ “ქართულ ოცნების“ ლიდერები დაბნეული არიან. “ის, რომ ეს არა არის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიება, ეს ბოლოს თავად პარტიის გენ მდივანმა კახა კალაძემ უარყო. რადგან, ეტყობა ვიღაც ჭკვიანმა თქვა, ამას ეს სახელი რომ დავარქვათ, მაშინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც უნდა დავპატიჟოთო და მაშინ პარტიულ ღონისძიებად გაუჭირდებოდათ და არც დაუპატიჟებიათ“- გვითხრა ასკურავამ. კახა ასკურავას თქმით, “ზოგადად, "ოცნება" ახლა ძალიან დაბნეულია. ეს კარგად გამოჩნდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს. ოზურგეთში რკინიგზის სადგური რომ გადავჭედეთ, მესამე დღეს გურიის სამივე რაიონში არჩევნები წავაგეთ. ასე რომ, ის, რაც ახლა თბილისში ხდება, სრულად საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და პლუს ძალდატანებით წაყვანილი ხალხის რესურსია. ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ამომრჩეველს. თავისუფლების მოედნიდან ავლაბრის მეტრომდე რომ გადაჭედონ ხალხი, "ოცნება" ... ...
  • გიორგი თარგამაძე “ფორმულაზე“ და მისი მეუღლე, თათია თოფურია “მთავარ არხზე“ გამოჩნდებაჟურნალ “სარკესთან“ ინტერვიუს დროს ტელეკომპანია “ფორმულას“ ახალი გადაცემის წამყვანი და ერთ დროს პოლიტიკოსი, გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ ის და თათია ერთდროულად დაუბრუნდა ეკრანს. გიორგი თარგამაძე: – ორივეს გვქონდა ჟურნალისტური პაუზა. ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში არც ერთი არხის ეთერში აღარ იყო მისი ადგილი. ესეც იმ მითებისა და ლეგენდების, ნეგატიური დეზინფორმაციული კამპანიის შედეგი იყო. თათია არსად მიიღეს, ამიტომ სხვა სფერო სცადა და იქ ახლაც აგრძელებს მუშაობას. ახლა კი უცნაური ამბავი მოხდა – ჯერ თათიამ მიიღო შეთავაზება ტელევიზიაში მუშაობასთან დაკავშირებით და თვენახევრის მერე – მე, ოღონდ სხვადასხვა არხზე. ისე მოხდა, რომ ეთერში გასვლა მე დავასწარი. ისინი ჯერ კიდევ მზადების პროცესში არიან და, თუ არ ვცდები, 2 დეკემბერს გავლენ პირველად ეთერში. ეს იქნება “მთავარ არხზე”. დილით ადრე დაიწყება გადაცემა, რომელიც შუადღემდე გასტანს. თათია კვირაში სამჯერ გაუძღვება ამ გადაცემას. მას, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ და ძალიან მიხარია. ეს იქნება შემეცნებითი, საზოგადოებრივი, დიასახლისებზე გათვლილი გადაცემა კულტურული კომპონენტებით. ეს ის შემთხვევაა, როცა მინდა, ჩვენს კონკურენტ არხს წარმატება ვუსურვო. თათია საქართველოს ეროვნული ლატარიის საზოგადოებრივი სახეა და ძალიან ბევრი საქველმოქმედო იდეის ხორცშესხმა უხდება, რაც ადამიანური თვალსაზრისით ბევრი პოზიტიური ენერგიის მომტანია. ახლა კი, რასაც ამის პარალელურად გააკეთებს, მისი პროფესიაა – ეთერში ყოფნა, მაყურებელთან ურთიერთობა, სიახლის მიღება და გაცემა… მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული დისკომფორტი ექნება მისი ბიოლოგიური რიტმიდან გამომდინარე – მოუწევს ადრე დაძინება და ადრე გაღვიძება, რასაც აქამდე ჩემი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად არ აკეთებდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ძალიან მიხარია, რომ ტელევიზიაში ბრუნდება.“- თქვა ინტერვიუს დროს გიორგი ... ...
  • ჩოხატაურიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე 1000 ადამიანი წავიდადღეს თბილისში ჩოხატაურიდან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე 1000 ადამიანი წავიდა. ისინი ჩოხატაურში, კულტურის ცენტრთან შეიკრიბნენ. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, აქციაზე საჯარო მოხელეების და პედაგოგების ნაწილი, „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები წავიდნენ. როგორც  მმართველ გუნდში ამბობენ, დედაქალაქში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ღონისძიება ... ...
  • ლანჩხუთელები აქციაზე მუსიკალური განწყობით მიდიან (ვიდეო)დღეს, თბილისში დაგეგმილ აქციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც შეურთდებიან. სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო და ფოტო ვრცელდება, სადაც ჩანს, რა ამაღლებული განწყობით, მუსიკალურად მიდიან "ქართული ოცნების" ქომაგები დედაქალაქისკენ.  გავრცელებული ინფორმაციიით, ლანჩხუთიდან აქციას 2 000 ადამიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...