თბილისი თუ გურია - ანა დოლიძე გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოს მიიღებს

პოლიტიკა

თბილისი თუ გურია - ანა დოლიძე გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოს მიიღებს

16 ივლ. 2020, 18:40:09

მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი და დამფუძნებელი ანა დოლიძე შესაძლებელია გურიაში დეპუტატობის კანდიდატი გახდეს.

 ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, თბილისში იყრის კენჭს თუ გურიაში, აგვისტოს ბოლოს მიიღებს.

ჯერჯერობით არის დრო დარჩენილი გადაწყვეტილების მიღების ვადამდე და მინდა ეს პერიოდი კარგად გამოვიყენო. მინდა კარგად შევისწავლო, დაკვეთა რა არის მოსახლეობის და მეორე მხრივ,  რამდენად თანაზომიერია ამ დაკვეთაში ჩემი საკუთარი ძალები. ყოველდღე ვმუშაობ მოხალისეთა ჯგუფთან და ყოველდღიურად გვაქვს აქტიური შეხება ხალხთან, რადგან ზუსტად გავიგოთ მათი პრობლემების შესახებ. დღეს ეს არის უსერიოზულესი ბრძოლა  იმიტომ, რომ უზარმაზარი ოლქებია. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება და დაგეგმვა".

“ ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე კონკურენცია იქნება დიდი და ის ამ ბრძოლისთვის მზად არის.





 ახალი ამბები
  • "ვერ გეტყვით, ეს ვინ გადაწყვიტა" _ ჩოხატაურის #1 სკოლის კურსდამთავრებულთა შედეგები ქართულში"გურია ნიუსის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მოგვწერა ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის პირველი სკოლის კურსდამთავრებულია. როგორც გოგონა გვწერს, მას და თავის მეგობრებს სურვილი აქვთ, მათი ქულები ისევე იყოს გასაჯაროებული სახელ-გვარებთან ერთად, როგორც ეს სხვა სკოლების შემთხვევაშია. "ჩვენი გადაწყვეტილებით არა, არ ვიცით, ეს როგორ მოხდა, რომ ჩვენი შედეგები უსახელოდაა გამოქვეყნებული. ვერ გეტყვით, ეს ვინ გადაწყვიტა ასე. მეგობრები ვეცადეთ ერთმანეთში გაგვერკვია, ვისი სურვილით არ დაიწერა კონკრეტული პიროვნებების სახელ-გვარები, თუმცა ასეთი ჩვენ შორის არავინ აღმოჩნდა. თუ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები გაზეთ "გურია ნიუსშიც" გამოქვეყნდება, არ  გვინდა, ეს ანონიმურად იყოს და მხოლოდ რაოდენობა იყოს მითითებული, რამდენი აბიტურიენტი იყო 63-ქულიანი, 62-ქულიანი თუ ასე შემდეგ. ყველას ძალიან გაგვიხარდება თუ შედეგებთან ერთად ჩვენს სახელსა და გვარსაც დაწერთ", _ მოგვწერა გოგონამ. პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულტა შედეგები ასეთია: 63 ქულა დაიმსახურეს მარიამ სიმონიამ და ნოდარ კუტუბიძემ; მათ თითო ქულით ჩამორჩებიან, ანუ 62 ქულა მიიღეს მარიამ ბარამიძემ და ქრისტინე გუდავაძემ; 61 ქულით შეფასდა ქეთევან ჯიქიას, მარიამ ჩხიკვაძისა და სოფო მრელაშვილის ნამუშევრები; მარიამ ღოღობერიძისა და მარიამ ტიშჩენკოს _ 60 ქულით; 59 ქულა მიიღეს თეა დოლიძემ და ინა მეფარიშვილმა; მარიამ მდინარაძემ, ერეკლე მამალაძემ და ლუკა კოტრიკაძემ _ 58 ქულა; რუსუდან ლომთათიძემ _ 57; გიორგი მეფარიშვილმა _ 56; ლუკა კიკვაძემ _ 53; ლალო მამალაძემ _ 50; ნანუკა ჯინჭარაძემ _ 48, ხოლო დიმიტრი სიხარულიძემ _ 43 ქულა.  შეგახსენებთ, რომ გუშინ "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა ეროვნული გამოცდების ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული შედეგები სათაურით _ "ვინ რამდენი ქულა მიიღო ქართულში _ გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან", _ რომელშიც პირველი საჯარო სკოლის შედეგების ნაწილში ნათქვამია: "რაც შეეხება პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა შედეგებს, მოწოდებული ინფორმაციით: 1-მა კურსდამთავრებულმა მიიღო 63 ქულა,  3-მა _ 62; 1-მა _ 61; 2-მა _ 59; 2-მა _ 58; 2-მა _ 56; 3-მა _ 54; 3-50; 3-მა _ 40. როგორც პირველი საჯარო სკოლიდან გვატყობინებენ, მათ კურსდამთავრებულებს სახელების და გვარების გასაჯაროება არ ... ...
  • რატომ არ ფიქსირდება გეოგრაფიაში უმაღლესი ქულა?ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქვეყნდება, სამტრედიელმა იოანე მახარაძემ გეოგრაფიაში ერთ-ერთი უმაღლესი შედეგი აჩვენა, ის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებზე სურს ჩაბარება. იოანე ოთხ საგანს აბარებს: ქართული ენა, ისტორია, გეოგრაფია და უცხოური ენა.  "გურია ნიუსი" დაუკავშირდა იოანე მახარაძეს- " გეოგრაფიაში 60-დან  50 ქულა დავაგროვე, ერთი შეხედვით, ეს ციფრი არ არის ძალიან მაღალი, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიაში გეოგრაფიაში მაქსიმალური ქულა არ დაფიქსირებულა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი არის ის, რომ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ სტერეოტიპი, თითქოს გეოგრაფია 1 თვეში მოსამზადებელი საგანია და მეორე ის, რომ ამ საგნის ტესტის სირთულე ძალიან მაღალია. ჩემი შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, ჩაბარება კი საერთაშორისო ურთიერთობებზე მსურს, სულ ოთხი საგანი ჩავაბარე, რომელთაგან ორის შედეგი უკვე ცნობილია, სიმართლე რომ ვთქვა, ველოდი ამ შედეგს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, დირექტორსა და ოჯახს, რომელთა დამსახურებითაც მე დღეს, 6 აგვისტოს, შევძელი მიმეღწია დასახული ... ...
  • "ჩვენს თვალწინ 12 წლის ბავშვი იხრჩობოდა" _ რა მოხდა გრიგოლეთშიცოტა ხნის წინ, "გურია ნიუსს" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაუკავშირდა ფეისბუქმომხმარებელი თაკო შარუხია, რომელმაც ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის წაშლა ითხოვა იმ მოტივით, რომ აღწერილი სიტუაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. კონკრეტულად, საქმე ეხება სტატიას ("ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი იხსნეს დახრჩობისგან, საღამოს _ ქმარი), რომელიც "გურია ნიუსმა" მაშველის მონათხრობზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. როგორც შარუხიამ მოგვწერა, საქმე სულ სხვაგვარად იყო, რაზეც აღნიშნულ სტატიაში საუბარი არაა. "რეალურად ის მოხდა, რომ მართლაც აფრთხილებდენ მაშველები ხალხს, არ შესულიყვნენ სიღრმეში, მაგრამ მაინც შედიოდნენ. წითელი ალამიც იყო აღმართული, _ ეს სიმართლეა, მაგრამ დილით ცოლი იხსნეს დახრჩობისგან და საღამოს _ ქმარი, ეს ტყუილია. ჩვენ 5 საათზე მივედით და უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ ჩვენს თვალწინ 12 წლის ბავშვი იხრჩობოდა. ჩემმა მეუღლემ მოახერხა ბავშვს დახმარებოდა, თითონ კი ვერ გამოდიოდა და მაშველებს ვთხოვე დახმარება. ეს იყო სიმართლე. მადლობის ნიშნად მივართვით ტორტი და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ (შარუხიამ აღნიშნული ფოტოებიც მოგვაწოდა) ეს იყო სიმართლე _ ჩემმა ქმარმა სხვისი სიცოცხლე იხსნა, თითონ კი ეწირებოდა", _ გვწერს თაკო ... ...
  • კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტები _ საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყებასულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაეებს დამყოლობაზე, რადგან ვიცით, კიდევ არის რეგიონები, სადაც მოქალაქეებთან თანამშრომლობა ძალიან რთულდება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად აისახე ვირუსის გამოვლენაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, მაღალი დამყოლობის შედეგადა სწორედ საქართველოში დადებითი დინამიკა და მნიშვნელოვანია ამ კუთხით აქტივობების გაგრძელება. „ჩვენ დღესაც ვგეგმავთ შერჩევით ტესტირებას და სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით“, - განაცახდა მინისტრმა. საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 206 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • ფეისბუქი პოლიტიკური რეკლამის რეგულირების სტანდარტებს აქვეყნებსფეისბუქი 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის გავრცელების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ კი, აუცილებელი იქნება რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს რომელი ორგანიზაცია ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონრეტულ რეკლამაზე.  ამ მიმართულებით პირველი გადაწყვეტილება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 2019 წლის ივნისში მიიღო, როდესაც მან მსოფლიო მასშტაბით გამჭვირვალე გახადა სარეკლამო ინსტრუმენტები. ფეისბუქის ახალი შეზღუდვის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის ყველა განმთავსებელი ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მისი სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს. შეზღუდვა ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, პოლიტიკური ფიგურის, პარტიის, კომიტეტის ან მისი წარმომადგენლის სახელით და მიზნით, რომ შემდგომში რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე ან პირის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახური. ასევე, რეკლამა ეხება ნებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას "ხმა მიეცი" და საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.  რეკლამის განმთავსებელმა მომხმარებელმა ავტორიზაცია პირადობის მოწმობით უნდა გაიაროს. ასევე, უნდა მიუთითოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამის ხარჯის ანაზღაურებაზე. აქ იგულისხმება საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს. ორგანიზაციის შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზაციის დამატებითი მონაცემების: მისამართის, ტელეფონის ნომერის, ელ ფოსტისა და ვებ გვერდის მითითებაც.  ამ პროცედურების გავლას შესაძლოა რამდენიმე დღე დაჭირდეს.  რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს საკუთარი რეკლამისა და მასზე პასუხისმგებელი პირის ან ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შენახვა შვიდი წლის განმავლობაში შეეძლებათ.  აღსანიშნავია, რომ ფეისბუქის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მსოფლიო ქვეყნების საარჩევნო პროცესების დაცულობაზე. ამისთვის კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო წვდომას სარეკლამო ბიბლიოთეკის აპლიკაციასთან Ad Library API, რომელსაც მალე საქართველოში განთავსებული რეკლამებიც დაემატება. ასევე, სარეკლამო ბიბლიოთეკის ანგარიშიდან Ad Library Report შესაძლებელი იქნება საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...