თბილისის მერიაში 19 კომისია და ჯგუფი გაუქმდა

პოლიტიკა

თბილისის მერიაში 19 კომისია და ჯგუფი გაუქმდა

2017 ნოე 29 10:45:07

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისია გააუქმა, – ამის შესახებ კახა კალაძე დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომისიების გაუქმების გამო, ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში.

“ბიუროკრატიული შემცირების გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, ვაუქმებთ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას. ამ მიზნით ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში , ხოლო გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებზე მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით მოკლე დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა კახი კალაძემ.

გთავაზობთ კომისიების ჩამონათვალს, რომლებიც გაუქმდა.

1. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის განხილვის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის N24.17.490 განკარგულება;

2. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 6 აპრილის N13.02.295 განკარგულება;

3. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 50%-ანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შემოწმების კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 3 სექტემბრის N05.12.39 განკარგულება;

4. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 3 თებერვლის N05.13.112 განკარგულება;

5. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა (ძაღლები) გასეირნებისათვის სპეციალური ადგილების შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 13 აპრილის N14.24.338 განკარგულება;

6. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 10 ივნისის N23.21.705 განკარგულება;

7. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 28 სექტემბრის N36.18.695 განკარგულება;

8. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (ს/კ 404905475) და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (ს/კ 202886788) ხარჯების ოპტიმიზაციის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის N04.12.69 განკარგულება;

9. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ქალაქ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემის შემუშავებისა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით გადაყვანისას, ელექტრონული გადახდის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადთა შეფასების, შერჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 8 ივნისის N22.01.473 განკარგულება;

10. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 13 ივლისის N27.17.602 განკარგულება;

11. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა პრობლემებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 29 ოქტომბრის N13.06.138 განკარგულება;

12. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურ სანათებზე (LED) გადასვლის უზრუნველსაყოფად შემოთავაზებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისიის შექმნისა და კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 18 მარტის N11.12.273 განკარგულება;

უქმდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი შვიდი კომისია/საბჭო/სამუშაო ჯგუფი:

13. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში განსათავსებელი ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დიზაინისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესარჩევი კონკურსის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 მაისის N1-823 ბრძანება;

14. „მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონების ფუნქციონირების რეგულირებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო საბჭოს შექმნისა და მისი მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 5 მაისის N2156 ბრძანება;

15. „2017-2018 წლის საახალწლო ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების, საახალწლო ილუმინაციებითა და აქსესუარებით დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 16 ივნისის N1-1429 ბრძანება;

16. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 სექტემბრის N1723 ბრძანება;

17.  „ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 სექტემბრის N1-1928 ბრძანება;

18.  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში ელექტრონული მმართველობის დანარგვისა და გამართული ფუნქციონირების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 ივლისის N1427 ბრძანება;

19.  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს საქართველოს ფილიალს“ შორის 2016 წლის 6 ივნისს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 04 09/10/320“ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით, ინსპექტირების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 19 აგვისტოს N1-1601 ბრძანება




 ახალი ამბები
  • “ბებიაჩემი ყველასგან გამორჩეული ინდივიდია“ - ინტერვიუ “მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტთანლალო ქართველიშვილს ეს სახელი ბებიას საპატივცემულოდ დაარქვეს. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ბებიასთან თავს ყველაზე დაცულად და თბილად გრძნობს. ლალო “მთავარი არხის“ მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის“ 2019 წლის მონაწილე იყო. როდესაც, მის შესახებ ვიდეო მოამზადეს ის ოზურგეთში ცხოვრობდა. ახლა კი სტუდენტია,  უმაღლეს განათლებას თბილისში იღებს. “ვინ ელოდება გურიიდან ყველაზე მეტად თქვენს შედეგს?“ - ამ კითხვით მას ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, სოფო ნიჟარაძემ მიმართა. პასუხი უცნაური აღმოჩნდა ჟიურის წევრებისთვის: “მარტოდ ვცხოვრობ... კატასთან და ძაღლთან ერთად,“ - თქვა  ლალომ. დედა და მამა საბერძნეთში წავიდნენ. სახლში ბებია და შვილიშვილი დარჩა. "ფინანსურად არც ისე კარგად ვიყავით და ისიც წავიდა საზღვაგარეთ სამუშაოდ. ბებიაჩემი არის ჩემთვის ყველაზე უძვირფასესი ადამიანი და მინდა ვუთხრა მას, ყველა იმედს გავუმართლებ,“_ თქვა პრომო ვიდეოში 18 წლის მომღერალმა. “მხოლოდ ქართულის“ შესარჩევ ტურში მან ვაჟა აზარაშვილის “გზები“ შეასრულა. “გურია ნიუსი“ გთავაზობთ ინტერვიუს ლალო ქართველიშვილთან. _ ლალო, როდის დაიწყე სიმღერა? _ ბებოს თქმით, სამი წლიდან ვმღერი. _ ეს პირველი მცდელობა იყო კუნკურსში მონაწილეობის? _ არა...რამდენჯერმე ვიყავი “იქს-ფაქტორში“ და “ნიჭიერში“, თუმცა, უშედეგოდ. _ თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? _ალბათ, ისევ მე და ჩემი ნაკლებად აქტიურობა. _ კიდევ აპირებ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას? ან რამე შემოთავაზება ხომ არ იყო თქვენი გამოსვლის შემდეგ? _ რა თქმა უნდა ვაპირებ! ზედმეტად მიზანდასახული ვარ იმისთვის, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ გავჩერდე. რაც შეეხება შემოთავაზებას,  არა, არ ყოფილა. _ რამდენად სამართლიანად მოიქცა ჟიური, რომ ათეულში ვერ მოხვდი? _ ჟიური სამართლიანად მოიქცა.  ჩემი ფსიქოლოგიური მომენტების გამო, არც კი წავსულვარ ათეულის შერჩევაზე. _ ლალო, მოგვიყევი თქვენს შესახებ, რომ უფრო გაგიცნოთ საზოგადოებამ. _ ოზურგეთის ერთ პატარა უბანში ,,ზვანში''ვცხოვრობდი.  დავამთავრე #3 საჯარო სკოლა. ძირითადად დაკავებული ვიყავი სიმღერით და ზოგადად მუსიკით, როგორც ახლა. _ლალო, რამდენი წელი ცხოვრობდი მარტო და როგორი იყო შენი ყოველდიურობა? არ, არის მარტო ცხოვრება სიძნელებთან დაკავშირებული? _ ვსწავლობ სეუში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. წელიწადნახევარი ვცხოვრობდი მარტო. რა თქმა უნდა რთულია, თუმც,  ჩემთვის ნაკლებად, ბავშვობიდანვე დამოუკიდებლობას მიმაჩვია ბებომ. _ ბებია და შვილიშვილის ურთიერთობაზე რას გვეტყოდით? _ ვფიქრობ, ბებიაჩემი ყველასგან გამორჩეული იდივიდია. ჩვენი ურთიერთობა,სიყვარული ყველაზე დიდი და ღრმაა. ჩვენ თითქოს ერთმანეთს ვავსებთ. შეუძლებელია, ამ ყველაფრის ენით ან სხვა საშუალებით აღწერა. _ როგორ მოხდა თქვენი დროებით დაშორება? _ ჩემმა აბიტურიენტობამ განაპირობა ბებოს საზღვარგარეთ წასვლა... _ როგორც ვიდეოში ამბობთ ძაღლთან და კატასთან მოგიწია ცხოვრება? _ მათთან ერთად ცხოვრება დიდი ბედნიერებაა. _ ახლა, ვისთან დატოვე შენი საყვარელი ძაღლი და კატა? _ ჩემი ძაღლი ჩემს ბიძაშვილ ნინის დავუტოვე. ბინაში, რომ არ შემეზღუდა, რაც შეეხება ზოის აქ მყავს ჩემთან, თავის 3 კნუტთან ერთად. _ ლალო, რას გეგმავ  მომავალში? _ ვგეგმავ სწავლის თეატრალურში გაგრძელებას. სხვაგან ვერ წარმომიდგენია თავი. მინდა ვიყო შემდგარი მუსკომედიის მსახიობი. ჰოლივუდიც კი შედის ჩემს დიდ ოცნებებში რაც არ უნდა ამბიციური ნათქვამი იყოს. ვფიქრობ, მთავარი მიზანდასახულობაა. ვინატრებდი იმას, რომ ბებო სამუდამოდ ჩემთან იყოს. _ ჟურნალისტობაზე არ ოცნებობ? _ არა,  მომწონს ეს პროფესია, მაგრამ ჩემი არაა. შემთხვევით მოვხვდი სეუში. თეატრალურის ტურზე, ვერ მოვახერხე ჩამოსვლა მაშინ თბილისში. _ ლალო, როგორია სტუდენტების ცხოვრება? _ სტუდენტების ცხოვრება საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ამავდროულად საინტერესო. _ და ბოლოს, დედ-მამასთან გაქვს კონტაქტი? _ კი, როგორ არა და ძალიან მწყინს ცუდ რაღაცებს რომ წერენ მათზე...კი ყოველთვის მაკლდა ერთიც და მეორეც, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი იმას, რომ ისინი ცუდები არიან. _ და ვინ გწერთ ან გეუბნება ამას? _ იმ, ხალხის, რაღაც ნაწილი, რომელმაც ჩემი გამოსვლა ნახა. _შენ, რას ფიქრობ მათ ასეთ რეაქციაზე? _ ნუ დიდად არ მიკვირს. ქართველებს სხვისი კრიტიკა ყველაზე კარგად გამოგვდის სამწუხაროდ, რასაც სათავეში გაუნათლებლობა უდგას. _ ლალო, შეგეხმიანეს მშობლები შენი გამოსვლის შემდეგ? _ რა თქმა უნდა. ძალიან გახარებულები არიან. “გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ლალო ... ...
  • ჩხუბი პარლამენტთან-პოლიციამ 2 პირი დააკავაგვიან ღამით, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. როგორც პარლამენტის წინ, კარვებში მყოფი ადამიანები ამბობენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი მივიდა, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგრესიით გამოირჩეოდნენ. პოლიციამ აღნიშნული ორი პირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა, თუმცა ისინი ტერიტორიაზე კვლავ დაბრუნდნენ, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) ... ...
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერამბავი" _ ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერამბავი“, - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე ინფორმაციას ახალი სტიპენდიანტების შესახებ". “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში", _ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს