თეა წულუკიანი: "როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ, შემდეგ კიევიდან ჭკუას გვასწავლი, უხერხულია"

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: "როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ, შემდეგ კიევიდან ჭკუას გვასწავლი, უხერხულია"

23 იან. 2021, 21:38:54

სტრასბურგში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 10 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მაშინდელი მთავარსარდლის ამ ბრძანების დედანი არ შეინახეს, ამიტომ მოიპოვეს დოკუმენტის ასლი, რომელიც ინახებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„10 აგვისტოს დილით ჯარი რა თქმა უნდა დაემორჩილა მთავარსარდალს. მთავარსარდლის ეს ბრძანება, დედანი არ შეინახეს, ალბათ ასე მოაწერა ხელი, თან არ ვიცი რაზე ფიქრობდა და მერე სადღაც გაიბნა თუ დაიკარგა. ეს ხომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა - რატომ? იმიტომ რომ ისინი ზედაპირულები იყვნენ და არა ის კორიფეები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, ამიტომ ჩვენ მოგვიწია, იმიტომ რომ სააკაშვილის ეს ბრძანება იყო ძალიან დიდი მტკიცებულება ჩემთვის, იმისათვის რომ რუსეთი რომელიც ამტკიცებდა, რომ შენ 10-ში კი არ შეწყვიტე ომი, არამედ შენ ომობდი 11-შიც, 12-შიც, ისკანდერი კი არ ჩამოვაგდე, მაგრამ გორში იმიტომ ვიყავი რომ შენ შენივე მოსახლეობას ებრძოდი და მე ვიცავდი, ამ დონის ცინიზმამდე ვიყავით, რომ რუსეთი გვიმტკიცებდა, რომ თქვენს მოსახლეობას მე ვიცავდი თქვენგანო.

სტრასბურგშიც იმეორებდა და ეს გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი აცხადებს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ ქართველ სამოქალაქო პირებს მე ვიცავდიო, კი არ ვაწამებდიო. ამიტომ გვჭირდებოდა მთავარსარდლის ეს ბრძანება, რომ დოკუმენტურად დაგვემტკიცებინა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ. დედანს რომ ვეძებდით, ვწვალობდით, ამას სხვა სიტყვა არ ქვია, სააკაშვილს კი არ ვიცავდით, ჩვენ ვიცავდით ჩვენი ჯარის სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მაგრამ მათ რაკი თვითონ არ აქვთ არანაირი ღირსება, თორემ როგორ შეიძლება, აღმაშენებლის ქვეყანაში, იმ ქალების და კაცების ქვეყანაში, რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ მტერი რომ შემოდიოდა, თვითმფრინავის ხმაზე ძირს ფორთხვა დაიწყო. ჩვენ ეს სირცხვილი მან ხომ გვაჭამა და მართლა გვაჭამა ეს სირცხვილი.

როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ და შემდეგ კიევში დაჯდები და ჭკუას გვასწავლი, ელემენტარულად, ეს ცოტა არ იყოს, უხერხულია. ამიტომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს დოკუმენტი ოღონდ ასლი, რომელიც ინახებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ასლი თქვენ იცით არ არის მტკიცებულება და ჩვენ ასე ვთქვათ გამოვიყენეთ, საქმეს რომ აწარმოებ ყველა ხერხს მიმართავ, ამას ქვია საქმის დაცვის სტრატეგია და ტაქტიკა და ეს ასლი და პლიუს თვითონ სააკაშვილის ბრძანება. ალასანია იყენებდა ჩურკინთან პაექრობაში გაეროში და ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან დავდეთ და ვთქვით, რომ ეს ასლი კი არის, მაგრამ ნამდვილად არსებობდა და ელჩი ალასანიას ვიდეო წარვადგინეთ, რომელიც ჩურკინს ამ ბრძანებას საყვედურობს და ეუბნება, რომ ჩვენ აღარ ვომობთ და რატომ აგრძლებ თავდასხმას, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მტკიცებულების ისტორია, ასე იყო თითოეულ მტკიცებულებაზე, _ იხსენებს თეა წულუკიანი.

რაც შეეხება ისკანდერის თემას, წულუკიანის თქმით, ისკანდერი, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო 12-ში გაიტანეს ქვეყნიდან.

თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ბრჭყალებში კორიფეები - დიდი ბურჯალიანები, დიდი გვარამიები და ასე შემდეგ, აგვისტოს ომი დასრულდა და ეს ისკანდერი, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო 12-ში გაიტანეს ქვეყნიდან. არც მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, არც ის გაფორმდა, რომ ერთი ნაწილი გავიდა ქვეყნიდან და დანარჩენი რაც დარჩა აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევები სად შეინახეს. როცა კორიფე იურისტი ხარ, ელემენტარული თემაა, რომ ეს ნამსხვრევები ამოიღო, დაალაგო და შეინახო, ეს არაფერი გაკეთებული არ იყო. პროკურატურასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდა ინსტიტუციური მეხსიერება ჩვენ მივმართავდით ყოფილ თანამშრომლებსაც, იმიტომ რომ ყოფილი თანამშრომლები იყვნენ სამშობლოს საჯარო მოხელეები, უბრალოდ ეხლა სხვაგან არიან, ისინიც კი გვეხმარებოდნენ და როგორღაც ერთ მშვენიერ დღეს გათენდა ბედნიერი დღე და გვითხრეს, რომ მე მგონი ისკანდერის ნამსხვრევები, რაც საქართველოში შემორჩა, რომელიღაც ანგარში დაყარეს ესე უპატრონოდ.

აი, იმ კორიფეებმა რომელიც სააკაშვილი კიევიდან ენაწყლიანობდა და გუშინ გვარამია ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაში. მათ სწორედ ეს ისკანდერები ასე დაყარეს, მაგრამ გარბოდნენ და დაყრიდნენ, აბა, რას იზამდნენ? მართლაც აღმოჩნდა, რომ ეს ისკანდერის ის ნამტვრევებია და ამით დავიწყეთ ჩვენ რუსეთის ცინიზმის გაბათილება სტრასბურგში, რომელიც ჩვენს მხარეს, იუსტიციის სამინისტროს, ასე ვიტყვი ნუ ეწყინებათ გოგო-ბიჭებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ამ საქმეს იქ იცავდნენ ეუბნებოდნენ, რომ ეს რაც თქვენ გაქვთ ეს ფოტოშოფია, ჩვენ ჰოლანდიელი ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზეც ვაპელირებდით და გვქონდა ჰოლანდიური დოკუმენტებიც, ისინი ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი თქვენ შეთანხმდით და ფოტოშოფია, დამონტაჟებულია _ ამას სჭირდებოდა გაბათილება, რა არ უნდა აბსურდულადაც ჟღერდეს, მაგრამ სჭირდებოდა გაბათილება, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საომარი მოქმედებები დასრულებული იყო, ამიტომ იყო სააკაშვილი ბრძანება 10 აგვისტოს გამომყავს ჯარი და შემდეგ ეს ისკანდერი, ეს იყო ჩვეულებრივი გამოცდა.

ამის შემდეგ ვეძებთ უკვე ისკანდერის იმ ნაწილს, რომელზეც სერია უნდა იყოს. დავით ბაქრაძეს ჩვენ ელჩს ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებში და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი მადლობა ასევე, რომლებიც დაგვეხმარნენ მოლაპარაკების წარმოებაში და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ხელშეწყობით მოვიძიეთ და დავაბრუნეთ ეს 800 კგ ტვირთი საქართველოში. ამით დაინგრა მთლიანად რუსეთის ეს ნარატივი, რომ ისკანდერი გორში არ ჩამოვარდნილა და იმ ნოტაში, რომელიც მოყვა ამ ჭურვს თან იმიტომ, რომ უკან დაბრუნებისას, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღება-ჩაბარება გავაფორმეთ, იქ წერია, რომ ეს არის ტვირთი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს გავიდა ქვეყნიდან, ამიტომ იმას ვერ იტყვიან, რომ გვქონდა და ვმალავდით. შესაბამისად დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის იყო სამარცხვინოდ ნაწარმოები.

ჩვენი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის სიმართლის და ჩვენი ჯარის სიმართლის მტკიცება სტრასბურგში და ეს ჯარისკაცებმა ძალიან კარგად იციან, ოფიცრებმა ყველამ, რაც არ უნდა იყოს მათი ჩინი, რომ ჩვენ ვიბრძოდით მათი სიმართლის სამტკიცებლად და იმის საჩვენებლად, რომ დიახ სოფრომაძე აწამეს და მოკლეს, ანწუხელიძე აწამეს და მოკლეს სწორედ რუსებმა და არა ასე ვთქვათ ვიღაც წარმონაქმნებმა თვითაღიარებულმა და ხუბულური, რომელსაც უძახეს მოღალატე ხარო, სამაგალითოდ დასაჯეს და წაართვეს სიცოცხლე და არაერთი სამხედრო ტყვე, რომელიც აწამეს იმ 33 მოწმეს შორის იყო რომელიც ჩავიდა და სტრასბურგში მოსამართლეებს აძლევდა ჩვენებას, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო: pia.ge




 ახალი ამბები
  • მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგამთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის წერს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის მიუხედავად, საქართველოს სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია.  კახა ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად რამდენიმე დღის წინ _ 4 თებერვალს ... ...
  • ანდრიუს კუბილიუსი: "ბოლო მოვლენების გამო ორივე მხარეზე გაბრაზებული ვარ"ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი. ჭკვიან ხალხს ყოველთვის შეუძლია გამოსავლის მოძიება, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ემოციები და ამბიციები არ უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება. „ემოციები და ამბიციები არ უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება. ჩანს, რომ ორივე მხარეს ავიწყდება, რას ნიშნავს ეს სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. ბოლო მოვლენების გამო ორივე მხარეზე ნაწყენი ვარ, გაბრაზებულიც კი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლების უფრო მეტია ვიდრე ოპოზიციის, მაგრამ ორივე მხარემ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და არა ერთმანეთს აბრალებდნენ. აბსოლუტურად ნათელია, რომ ერთადერთი დედაქალაქი, რომელიც ბედნიერია, ეს არის მოსკოვი“, - განაცხადა ანდრიუს ... ...
  • გარყვნილი ქმედება ფეხბურთელი გოგოების წინააღმდეგ და პროკურატურის უმოქმედობაორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) აცხადებს, რომ კაცმა მწვრთნელმა განახორციელა ქალი ფეხბურთელების სექსუალური შევიწროება, პროკურატურამ კი დაზარალებულად არ ცნო 9 ქალი (მათ შორის ერთი ბავშვი) ფეხბურთელი, რომელთა მიმართაც, მწვრთნელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გარყვნილ ქმედებასა და თაღლითობას. PHR იცავს 9 ქალი ფეხბურთელის ინტერესებს (მათ შორის ერთი ბავშვის), რომელთა მიმართაც მწვრთნელმა კაცმა განახორციელა სექსუალური შევიწროება, ძალადობა და თაღლითობა. ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის მხრიდან. სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში. მწვრთნელის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა თაღლითობას, ვინაიდან იგი ფეხბურთელებს მოტყუებით აბრუნებინებდა ხელფასის ნაწილს. კერძოდ, მათ ეუბნებოდა, რომ ხელფასიდან დაბრუნებული თანხა კლუბის შემდგომი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო. მწვრთნელის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი ზოგიერთი არასრულწლოვანი ქალი ფეხბურთელის მიმართაც. კერძოდ, მათ იძულებით აჩვენა პორნოგრაფიული ვიდეო, რაც წარმოადგენს გარყვნილ ქმედებას. ქალი/ბავშვი ფეხბურთელების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, PHR-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა პოლიციას. საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და უარი თქვა ქალი/ბავშვი ფეხბურთელების დაზარალებულად ცნობაზე. PHR-მა პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა. გამოძიების პარალელურად, სექსუალური შევიწროების საქმეს საქალაქო სასამართლო უკვე განიხილავს. მოპასუხე საქმეში არის, როგორც უშუალოდ მწვრთნელი მამაკაცი, ასევე საფეხბურთო კლუბი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რადგან მათთვის ცნობილი იყო დისკრიმინაციის შესახებ და არაფერი იმოქმედეს გოგოების და ბავშვების დასაცავად. მოთხოვნებს შორის არის დისკრიმინაციის ფაქტების დადგენა, სექსუალური შევიწროებისგან ფეხბურთელების დაცვის მექანიზმის შექმნის დავალდებულება და მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეებისთვის. აღნიშნული საქმის წარმატებით აღსრულების მიზნით, PHR-მა იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და აიკრძალა მწვრთნელის უძრავი ქონებისა და საფეხბურთო კლუბის წილების გასხვისება. შეგახსენებთ, ეს არის ფეხბურთელი ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროების რიგით მეორე საქმე. პრობლემა სისტემურია და საჭიროებს დაუყოვნებელ ... ...
  • ამირან გამყრელიძე - ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე 200 000 ადამიანი მაინც ავცრათძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია. ამის სქემები არსებობს, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში მარტში დაიწყოს კორონავირუსზე ვაქცინაცია. მისივე თქმით, დაგეგმილია მაისის ბოლომდე ორჯერადად 200 000 ადამიანის აცრა. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის საერთოდ ვაქცინაციის მთავარი ჩამტარებელი ქვეყანაში, იმუნიზაციის პროგრამას უწევს კოორდინაციას. „ფაიზერთან“ დაკავშირებით სერიოზულად მოვემზადეთ, ცენტრი ახლა სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ აცრების ლოგისტიკაზე. ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია. ამის სქემები არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ამავდროულად, ადევნებენ თვალყურს, ცნობილი ვაქცინების გარდა, კიდევ რომელი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე. ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, როგორც „კოვაქს“-პლატფორმის მეშვეობით, ისე პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან. „ფაიზერი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი დღეს და სურს, ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, ამიტომაც პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელიც „კოვაქსიდან“ უნდა მომარაგებულიყო, ჩვენც შევდიოდით 18 ქვეყანაში, გადაიწია მარტის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ ვიცით „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იგივე „ასტრაზენეკას“ მიღებასთან დაკავშირებით „კოვაქსით“ და პირდაპირი მოლაპარაკებით „ასტრაზენეკას“ ორ მწარმოებელთან. წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ მარტში, რადგან კონტრაქტები გაფორმებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გარდა ამისა, გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ ითხოვს „ფაიზერი“ დამატებით პირობებს. „იანვარში იყო წამოყენებული სამი მთავარი პირობა, რომელიც დააკმაყოფილა საქართველომ, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც მიეცა „ფაიზერის“ გარკვეული დოზები, პირდაპირ გეტყვით, გაუფუჭდათ, რადგან არ იქნა დაცული პირობები. 4-5 დღის წინ მოვიდა დამატებითი პირობები, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება“, – აღნიშნა ამირან ... ...
  • ქართველი ხალხის მძიმე შრომა, უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად, სერიოზული საფრთხის ქვეშაა,,ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა, უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად გადამეტებული და ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა“, -  ამის შესახებ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის,  გრეგორი მიქსის, კომიტეტის წევრის მაიკლ მაკკოლისის და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების - ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის  ერთობლივ განცხადებაში წერია, რომელიც  საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ამერიკელი კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ პარტიებთან მუშაობის შეფერხება ხელს შეუშლის საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან და ნატოსთან  მჭიდრო ურთიერთობებს. "როგორც საქართველოს მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულებას, თბილისში მომხდარი მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა, უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა. პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" ლიდერებს სიტუაციის დეესკალაციისკენ და ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მუშაობის დაწყებისკენ, რათა ჯანმრთელი დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვა დაიწყოს. ჩვენ ვშიშობთ, რომ უმცირესობათა პარტიებთან მუშაობის შეფერხება ხელს შეუშლის საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაში" , - წერია განცხადებაში. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...