,,ცდილობს, საზოგადოების გული მოიგოს“ _ კოპალიანი მარგველაშვილის ინიციატივაზე

პოლიტიკა

,,ცდილობს, საზოგადოების გული მოიგოს“ _ კოპალიანი მარგველაშვილის ინიციატივაზე

2018 მაი 17 15:27:42

მმართველი გუნდის წევრი კარლო კოპალიანი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის. როგორც ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გვეუბნება, მარგველაშვილის მხრიდან ვლადიმედ პუტინთან კომუნიკაციის სურვილი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ამასთან, როგორც კოპალიანი აცხადებს, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მცდელობის ხარჯზე მარგველაშვილი საზოგადოების გულის მოგებას სცდილობს.

,,ისეთ ადამიანს, რომელსაც ექვსი თვე აქვს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ვინ  დაელაპარაკება? მარგველაშვილი 5 წელია პრეზიდენტია თუ ასეთი პატრიოტული საკითხები აწუხებდა ამ საკითხზე აქამდე ესაუბრა. ეს ნაბიჯი, შესაძლოა, წინა საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილით იყოს და ალბათ, იმასაც ფირობს, რომ ამომრჩევლის გული მოიგოს. მარგველაშვილმა ქართველ ხალხს ნარკორეალიზატორების, მკვლელების შეწყალებითა და გაუაზრებელი ვეტოებით დაამახსოვრა თავი. მან უარი თქვა სახელისუფლებო რესურზე და გარკვეული ოდიოზური ჯგუფების ინტერესების დამცველი გახდა. ახლა პუტინთან შეხვედრა რა პიარის ნაწილია და რას მოუტანს ეს ნაბიჯი, მის პიარს უნდა ვკითხოთ“,_ გვითხრა კოპალიანმა

მმართველი გუნდის წარმომადგენელი რუსეთში ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების თითოეულ ნაბიჯს მიესალმება. ამასთან, კოპალიანი რუსეთ-საქართველოს  შორის ურთიერთობების დათბობის აუცილებლობაზე საუბრობს.

,,მათი პარტიის არჩევანია, რომ  წავიდნენ რუსეთში და შეხვდნენ აგრესიის განმხორციელებელ მხარეს. რა თქმა უნდა, თავად დიალოგის მომხრე ვარ და ჩვენ აუცილებად უნდა გავიაზროთ, რომ რუსთი ძალიან დიდი სამხედრო პოტენციის მატარებელია.  ამ ქვეყანასთან ურთიერთობის  საუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს და ამ ურთიერთობაში არსებული შეცდომების ხარჯზე არ გაგვიჭირდება, რომ გარკვეულ შედეგამდე გავიდეთ, რაც უფრო მეტად იმ მხარეზეა დამოკიდებული, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ანექსია განახორციელა“, _ გვითხრა კოპალიანმა.




 ახალი ამბები
  • „ივანიშვილის ხარკი ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის“ _ ლაგაზიძე მთავრობის ინიციატივაზემთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. „ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, ბიძინა ივანიშვილი ფულს იხდის დაშვებული შეცდომის გამო, მათ შორის, იმისთვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დააყენა“, _აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ. ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკადრო პოლიტიკის კუთხითაც დაუშვა შეცდომები: „მცდარი საკადრო პოლიტიკა რომ არ განეხორციელებინა, ბუნებრივია, ამხელა ფინანსური რესურსის გაწევა არ მოუხდებოდა. პარტიის თავმჯდომარე, როცა გარკვეული პრობლემების წინაშე დადგა, აღმოაჩინა, რომ მის მიერ შერჩეული კადრები არ არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან გამკლავება შეუძლიათ. „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ვერ მართა, აშენების მაგივრად, ინსტიტუტები ჩამოშალა, რამაც არჩევნების პირველი ტურში ზურაბიშვილის წაგება განაპირობა. ახლა კი ივანიშვილი იძულებულია, ხარკი გადაიხადოს იმ შეცდომების გამო, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუშვა". კითხვაზე _ საპრეზიდენტო არჩევნებში “ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შესაძლო გამარჯვება ხელისუფლებას შედარებით ეფექტურს გახდის თუ აღნიშნული მმართველი პარტიის ჩამოშლის საწინდარი შესაძლოა გახდეს? _ ლაგაზიძე გვპასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში, მეტად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ დაიშალოს. _ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, თანაბარია შანსი, რომ ქვეყანაში ორი ურთიერთგამომრიცხავი პროცესი განვითარდეს. პირველი, ხელისუფლების ჩამოშლა დაიწყოს და მეორე, შესაძლოა, ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებამ „ქართული ოცნების“ ეფექტიანობა გაზარდოს, რაც ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მმართველი პარტიისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება რთული გადასატანი იქნება. ის ინიციატივები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მეორე ტურამდე გააჟღერა, ამომრჩეველზე გავლენას უდავოდ მოახდენს. ვფიქრობ, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ე.წ. შავი სიების განულებას გულისხმობს, არჩევნების შედეგისთვის გარდამტეხი იქნება, თუმცა წინ ათი ძალიან არაპროგნოზირებადი დღე გველოდება. მეორე ტურამდე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გარდატეხა სხვა მეთოდითაც მარტივად შეიძლებოდა. იგივე, გამოსავალი იქნებოდა ოდიოზური ფიგურების დასჯა, რაზეც „ქართული ოცნება“ არ წავიდა. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ხელისუფლებაში არსებული ვერტიკალის ჩამოშლის შეეშინდა. პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, საკადრო ცვლილებები უნდა დაწყებულიყო. ახლა კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მხრივ ნაბიჯები გადაიდგას“, _ აღნიშნა ... ...
  • რამდენმილიონიანი ბიუჯეტი ექნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 2019 წელსოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მსჯელობას ამ კვირაში დაიწყებენ. საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნათია ზედგენიძის თქმით, ბიუჯეტის პროექტი მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა. პროექტის თანახმად, 2019 წელს, შემოსულობები 24 186,8 ათასი ლარით არის განსაზღვრული. “ბიუჯეტის შემოსავლებში ქონების გადასახადი დაანგარიშებულია 7000,0 ათასი ლარით; ადგილობრივი მოსაკრებლები და გადასახდელები გაანგარიშებულია 3370,0 ათას ლარზე, მათ შორის: დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელი 200,0 ათასი ლარი;  შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 350,0 ათასი ლარი; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის 700,0 ათასი ლარი;  ჯარიმები, სანქციები და საურავები 1000,0 ათასი ლარი, მშენებლობის ნებართვისთვის 100,0 ათასი ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 1000,0 ათასი ლარი; არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება _ 20,0 ათასი ლარი, _ აღნიშნულია საკრებულოში შესულ განმარტებით ბარათში. ამავე დოკუმენტის თანახმად,  არაფინანსური აქტივების კლებაში 250. 0 ათასი ლარია გათვალისწინებული, აქედან: მიწის გაყიდვიდან – 200.0ათასი ლარი; ძირითადი აქტივების კლება _ 50.0 ათასი ლარი; პროექტით გათვალისწინებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარებების (ტრანსფერი) გამოყოფა სულ 13 566,8 ათასი ლარი, მათ შორის: გათანაბრებითი ტრანსფერი _ 13313,8 ათასი ლარი და მიზნობრივი დანიშნულების (დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად) _ 253.0 ათასი ლარი. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ (R)სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა. „ყველამ იცის, რომ ჭარბვალიანობა არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე პრობლემა. მე არაერთხელ მაქვს ჩემი აზრი გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს წინა, სამაჟორიტარო წინასაარჩევნო კამპანიაშიც ვსაუბრობდი ამ საკითხზე, თუ რამდენად რთულია ასეთ ქვეყანაში, როცა მაგალითად ინტერნეტით შეიძლება მცირე კრედიტების აღება. ამ ყველაფერს სჭირდება რეგულირება და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ", – განაცხადა სალომე ... ...
  • ირაკლი კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობა" ეფუძნებოდა შოვინიზმსა და სიძულვილის ენას„ესეც არის, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის „ღირებულებების“ კიდევ ერთი გამოხატულება. ეს არის ის „ღირებულებები“, რომელსაც ეფუძნებოდა ნაციონალური მოძრაობა _ ეს არის შოვინიზმი, ეს არის სიძულვილის ენა და ამას გამოხატავს ნაციონალური მოძრაობა ზოგადად და კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილი“, _ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული პიარსპეციალისტის მოშე კლუგჰაფტის თაობაზე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა მოშე კლუგჰაფტს "ებრაელი აფერისტი" ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა (R)მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ისრაელიდან ჩამოსული პიარკონსულტანტის მიმართ ანტისემიტური შინაარსის არის. „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ასეთი გამოთქმები ანტისემიტურ გამოთქმებში ჯდება, რაც საქართველოს არასოდეს ახასიათებდა. საქართველო მსოფლიოში ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ აქ ანტისემიტიზმი არასდროს არსებობდა. ეს არის საქართველოს, ქართული ღირსების, ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან", – განაცხადა სალომე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნახვადი სიზმრები

ბრიტანელმა სომნოლოგმა იან უოლესმა 30...

7 რამ, რაც ღამით უნდა გააკეთოთ

ღამეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დღე-ღამეში...

მამაკაცები მეტად ტირიან სიხარულისგან, ვიდრე ქალები

ჰოლანდიელმა მკვლევარებმა ტილბურგის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან...

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?