ცესკო-ს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს

პოლიტიკა

ცესკო-ს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს

1 ოქტ. 2020, 14:42:08

ცესკო-ს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს, რომელიც კომისიების წევრებმა საკუთარი საქმიანობის ყველა ეტაპზე უნდა გაითვალისწინონ, – ამის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი.

„როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა იმოქმედონ საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ.

საარჩევნო კანონმდებლობის (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) თანახმად, მათ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა; სწორედამ ნორმების გათვალისწინებით მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც შესაძლოა, განიხილებოდეს როგორც რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო ქმედება; მათ შორის სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის გამოყენება პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციისთვის,ასევე პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა. ცესკოს თავმჯდომარე მიმართავს თითოეულ მოხელეს გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიას წერილობითი რეკომენდაცია გადაეცა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელთაც, თავის მხრივ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და ეთიკის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე უნდა მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს.

ამასთან, ცესკო-ს განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.




 ახალი ამბები
  • “დაფიქსირდა დარღვევები, რომლებსაც არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე“ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, კენჭისყრის დასრულების ეტაპზე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე - გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე დააკვირდნენ. ამ დროისათვის ისინი რჩებიან საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს. ცენტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს მიუკერძოებელი ხმების დათვლა მშვიდ და სამართლიან გარემოში. პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ამომრჩეველთა ხმები დაიცვან მხოლოდ მშვიდობიანი და ლეგიტიმური ხერხებით და არ დაძაბონ ... ...
  • ბაქრაძე - „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილშიშედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში, - ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლის პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. “უკვე გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი - ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში და აქ მე არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს. საუბარია „ედისონზე“ „იფსოსზე“ და ჩვენს ეგზიტპოლებზე. ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას. ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, თუ როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ხმების დათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მინდა მივმართო „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრს და დამკვირვებელს უბნებში, ოლქებში, ცესკოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს მუშაობას, უნდა ვიყოთ ბოლომდე უბნებზე, ვიბრძლოთ თითოეული ხმისთვის და დავიცვათ თითოეული ხმა“, - განაცხადა ... ...
  • ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ- უდუმაშვილი„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიების მიერ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ რომ ოპოზიციამ ჯამში 64 პროცენტი მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. „საზეიმო არის ის, რომ საერთო ჯამში, ოპოზიციამ მოიპოვა 64 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. კიდევ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის, თბილისში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თბილისში დამარცხება – ეს ნიშნავს რეალურად დამარცხებას. ისტორიულად ასე იყო, თბილისში ვინც იგებდა, ის ყოველთვის იყო გამარჯვებული. ანუ, ის მონაცემები, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ვიმარჯვებდით, პრაქტიკულად დადასტურდა „იფსოსის“ კვლევებით. ახლა „ქართული ოცნება“ რა კვლევებს დადებს თავის ტელევიზიებში, ამას ჩვენთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ნდობა არ აქვს ამ ეგზიტპოლს. „ქართულ ოცნებას“ არავინ არ შეეკვრება. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ. ზუსტად გუშინ გავაფორმეთ ოფიციალური მემორანდუმი, სადაც თითქმის ყველა პარტიამ ხელი მოაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ შექმნიან კოალიციას. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი გარანტია, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულად გაჰყვება იმ მიზანს, რომელიც ჰქონდა. პირველი მიზანი იყო ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, შემდეგი მიზანი იქნება ხელისუფლების დაკომპლექტება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გამარჯვება დღის ბოლომდე ... ...
  • პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენის წარმომადგენლებს მსჯავრდებულები თავს კი არ დაესხნენ, არამედ უყურადღებობის გამო უსაყვედურეს (R)2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში „ვიზიტის განხორციელების დროს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა.“ სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოვლენების ამგვარი აღწერა არ შეესაბამება რეალობას. რეალური ფაქტები მდგომარეობს შემდეგში: 31 ოქტომბერს 11:25 სთ-ზე ქსნის N15 დაწესებულებაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენლების დელეგაცია ხუთი პირის შემადგენლობით. ომბუდსმენის წარმომადგენლები დაწესებულებაში მოწყობილი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგნენ და უბანზე მსჯავრდებულების შესვლის პროცესს აკვირდებოდნენ. ამ დროს მათ მიუახლოვდა 4-5 მსჯავრდებული და უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და N15 დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს. ამ ნიადაგზე მსჯავრდებულებსა და ომბუდსმენის წარმომადგენლებს შორის მოხდა შეკამათება, რისი განმუხტვის მცდელობაც ჰქონდათ იქვე მყოფ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგელებმა დაწესებულების დირექტორისგან მოითხოვეს, რომ ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლებისა და მსჯავრდებულების ურთიერთობაში არ ჩარეულიყო და ომბუდსმენის წარმომადგენლებისთვის მსჯავრდებულებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ. რა თქმა უნდა, დაწესებულების ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლების მოთხოვნას დაემორჩილა, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ახლოს იდგნენ და საჭიროების შემთხვევაში, ინციდენტში ჩარევისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ. აღსანიშნავია, რომ N15 დაწესებულების გარდა, ომბუდსმენის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით დღეს ასევე იმყოფებოდნენ N8 და N18 პენიტენციურ ... ...
  • გიორგი სიორიძე: „საარჩევნო პროცესი „ოცნებამ“ გურიაშიც ხელის გადაგრეხვით წარმართა„სამწუხაროდ, გამართლდა ის ცუდი მოლოდინი, რაც მთელი წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გვქონდა. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების დღეს გამოიყენა დაუშვებელი მეთოდები და სხვადასხვა გზებით და საშუალებებით ამომრჩევლის დაშინებით ზემოქმედება მოახდინა მოქალაქეების თავისუფალ არჩევანზე“, -ამის შესახებ არჩევნების მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებამ“ საარჩევნო მანიპულაციებისას საკუთარ თავს აჯობა, როცა თავისი კოორდინატორების, აგიტატორების და ზონდერების მეშვეობით გურიაში საარჩევნო უბნების გახსნის წუთიდანვე დაიწყო ამომრჩევლებზე ზეწოლა. „ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების მეთოდები იყო უტიფრობამდე გაცვეთილი და რაც მთავარია, უკანონო. რიგ შემთხვევებში ისინი ამომრჩეველს აიძულებდნენ უბრალოდ არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ან მისი ოჯახის წევრების სამსახურებრივი შევიწროებით ემუქრებოდნენ. მთელ რიგ შემთხვევებში, „ოცნების“ კოორდინატორები და მათ ზურგს უკან მდგარი ზონდერები, რომლებიც ნებისმიერ წამს მზად იყვნენ პროვოკაციისთვის, ამომრჩევლების სიებით ხელში და მათი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობისა და „ოცნებისთვის“ ხმის მიცემა/არმიცემის  საკითხით პირდაპირ უბანზე, ღიად და თავხედურად ინტერესდებოდნენ. კომისიის წევრები „ოცნებიდან“ ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ხელს უშლიდნენ ადგილიდან გადაღების უფლების განხორციელებაში. ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებელი ხელისშემშლელთა ალყიდან თავის დაღწევის მიზნით, იძულებული გახდა უბნიდან გამოქცეულიყო და კარგა ხნით ავტომობილში ჩაკეტილიყო. ხშირად მიმართავდნენ ისეთ მდაბიურ ხერხსაც, როგორიცაა უბანზე მდებარე სველი წერტილის ჩაკეტვა და დამკვირვებლებს საჭიროებისათვის უბნის გარეთ გასვლისკენ უთითებდნენ. ობიექტურად განწყობილი დამკვირვებლის უბნის გარეთ თუნდა ცოტა ხნით გასვლის შემთხვევაში კი მათ ხელ-ფეხი ეხსნებოდათ წინასწარ დაგეგმილი მანიპულაციების ჩატარებისთვის. ამ შემთხვევებს ჰქონდათ სისტემური ხასიათი და ამდენად, ფაქტია,  „ოცნებამ“ 2020-ის საპარლამენტო საარჩევნო პროცესიც ხელის გადაგრეხვის პრინციპით ჩაატარა. „ოცნებას“ ამ არჩევნების მისთვის სასურველი შედეგით დასრულების ლეგიტიმაცია უბრალოდ არ გამოუვა. საზოგადოება ამას არ მიიღებს“, - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...