ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის კომისიაში შესულია 512 უბნის შედეგები, რაც მთლიანი უბნების 13%-ზე მეტია. ამ მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ სამეულზე შედეგები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 40,05% გრიგოლ ვაშაძე - 37,93%, დავით ბაქრაძე - 10,83%