წლის პროგრამული უზრუნველყოფა და საუკეთესო მულტიმედია პროექტი _ ლიბერთი ბანკი GITI 2019-ის გამარჯვებულია (R)

პოლიტიკა

წლის პროგრამული უზრუნველყოფა და საუკეთესო მულტიმედია პროექტი _ ლიბერთი ბანკი GITI 2019-ის გამარჯვებულია (R)

11 ივნ. 2019, 09:33:28

კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე GITI 2019 ლიბერთი ბანკმა გამარჯვება ორ ნომინაციაში - „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ მოიპოვა.

საქართველოს ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ბიზნეს საბჭომ ნომინაციაში „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ გამარჯვებულად ბანკის ქოლ-ცენტრში დანერგილი ახალი პლატფორმა დაასახელა.

ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქოლ-ცენტრის მართვის პანელს, რომელიც Cisco-ს ბაზაზე ლიბერთისა და ორიენტ ლოჯიკის მიერ ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. პროდუქტი ქართულ ბაზარზე უპრეცედენტოა და ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დისტანციურად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, საბანკო სერვისების სწრაფად და კომფორტულად უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

,,ქოლ-ცენტრის მართვის ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა ლიბერთი ბანკის გუნდთან ერთად შევქმენით და მისი კონცეფციაც ბანკის ფუნდამენტურ ღირებულებებს იზიარებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ პროდუქტის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზეც ვგეგმავთ, კერძოდ - შვედეთში, სადაც პროდუქტის მომავალ განვითარებაზე ადგილობრივი ორიენტ ლოჯიკის ფილიალი იზრუნებს" _ განაცხადა ორიენტ ლოჯიკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ტუსკიამ.

„ქოლ-ცენტრის ახალი პლატფორმის დანერგვა დიდ ტექნოლოგიურ ნახტომს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გაზრდის ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას. თანამედროვე სერვისების დანერგვა და მათი მუდმივი განახლება ბანკის განვითარების ბანკის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია.

დღეიდან, ქოლ-ცენტრის მიერ საბანკო მომსახურებების შეთავაზებით ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი სესხების, ანაბრების თუ ანგარიშების შესახებ“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, თიკო გობეჯიშვილმა.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით GITI ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ერთი მოქალაქის დაკავებას შსს პრესსამსახური ადასტურებს“გურია ნიუსმა“ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ქალაქ ოზურგეთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი გ-თ.-ძე დააკავეს _ ამ ინფორმაციას უკვე ოფიციალურად ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში დააკავეს ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლი სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დააკავეს თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ... ...
  • მოქალაქეებს „სითი პარკის” მიერ დაკისრებული ჯარიმები გაუნულდებათპარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს კომპანია „სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან. „საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს და ამ იდეისადმი მხარდაჭერა გამოიხატება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, ათასობით მოქალაქეს ხსენებული დავალიანება გაუნულდება“, - განაცხადა ზაზა ... ...
  • დააკავეს თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელიდააკავეს თუ არაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი გ-თ.-ძე, ამასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სანდო წყაროს ინფორმაციით, გ.თ-ს ჩაუტარდა ნარკოტესტი. “მეც დღეს გავიგე ეს ამბავი. ამ დილით გავიგე და დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ვერც იმას დაგიდასტურებთ, დააკავეს თუ არა ის“, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში. “გურია ნიუსმა“ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა აღნიშნული სამსახურის უფროსთან, ილია ლეჟავასთან გასაუბრება. მას ტელეფონი გამორთული აქვს. ტელეფონი გამორთული აქვს გ.თ-ძესაც. "გურია ნიუსი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. მის კომენტარს მკითხველს მიღებისთანავე ... ...
  • "პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ"ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლას გეგმავს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით. ამ თემაზე შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა. „პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული, შედეგობრივი პასუხებით და არა - პოლიტიკური შოუ“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიციის ბრალდებას, ჯანდაცვის მინისტრმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „არამხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე, ვარ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი მოქალაქე, გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“, - აღნიშნა ეკატერინე ... ...
  • "არავინ არსად მიდის" _ თეა წულუკიანი პრემიერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით „არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება, _ ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანის თქმით, ინფორმაცია პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ე.წ. ფეიკ ნიუსის მორიგი მაგალითია და სამთავრობო გუნდში არჩევნების დასრულებამდე ცვლილებები არ იგეგმება. "ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა თეა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?