წულუკიანი: სადამკვირვებლო ოგანიზაციების ერთი მეოთხედი დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან

პოლიტიკა

წულუკიანი: სადამკვირვებლო ოგანიზაციების ერთი მეოთხედი დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან

27 ოქტ. 2020, 15:10:07

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას აქვს გარკვეული სქემა, რომლის მიხედვითაც, სატელიტი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეშვეობით, არჩევნების ლეგიტიმურობაში დაეჭვებას გეგმავს.წულუკიანის თქმით, “ამ სქემის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან როგორც ამჟამად ქმნიან და მანამდეც ქმნიდნენ, ცრუ ინფორმაციები, ხოლო ეს ცრუ ინფორმაციები, არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში შექმნან იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ განახორციელონ გარკვეული ქმედებები“.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ამ სქემის ერთ-ერთ კომპონენტს ასაჯაროებს, რომელიც მისივე თქმით, ღია ინფორმაციებზე, ღია წყაროებზე დაყრდნობით, „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფმა შეადგინა.

“დასაწყისისთვის, ყველას მინდა შევახსენო, რომ რამდენიმე დღის წინ, ეუთოს ODIHR-მა, გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, ვციტირებ, რომ „საქართველოში სადამაკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული“- სწორედ ამ შესავალს გავაგრძელებ.

რა თქმა უნდა, ამ კონსტატაციას ვეთანხმებით და ვიტყვი, რომ წელს, თავისთავად მისასალმებელია, რომ დამკვირვებელთა რიცხვი მინიმუმ გაორმაგებულია. თუ ჩვენ შევხედავთ საპრეზიდენტო არჩევნებს, მაშინ თქვენ გახსოვთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რიცხვი იყო 60–ის ფარგლებში, უფრო კონკრეტულად 62. წელს მათი რიცხვი, ვინც რეგისტრირებული,  შეადგენს 129 ორგანიზაციას.  თუ გაჩნდა კითხვა, რატომ რეგისტრირდება ამდენი ორგანიზაცია, პასუხი მარტივია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, შემოვიტანეთ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ლიბერალური საარჩევნო სისტემა. ამ ლიბერალური და დემოკრატიული საარჩევნო სისტემით, როგორ სარგებლობს ზოგიერთი, ახლა კონკრეტულად ამის შესახებ მინდა მოგახსენოთ.

ჩვენი ანალიზით,  129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან ერთი მეოთხედი, 32 მათგანი  ან პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებულია.

ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას,  20 ორგანიზაციაა ასეთი,  8  ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ  დანაყოფს „ევროპულ საქართველოს“  და ასევე არის 2 ე.წ   სადამკვირვებლო ორგანიზაცაია, ასევე ნაციონალური  მოძრაობის მორიგ, ერთ-ერთი  დანაყოფის სახელზე,  ეს არის „სტრატეგია აღმაშენებელი“. 2 ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია  „პატრიოტთა ალიანს“-თან არის კავშირში

მყოფი.  თქვენ გადმოგეცემათ ანალიტიკური მასალა, სადაც ეს ყველაფერი დეტალურად ახსნილია, მაგრამ საზოგადოებისთვის მინდა მხოლოდ რამდენმე მაგალითი მოვიყვანო, რომლებიც ყველაზე მეტად თვალსაჩინოა და  სწორედ  ამ სქემის ნაწილია, ჩვენი ბრიფინგიც სწორედ ამ სქემის ამოქმედების პრევენციას ეძღვნება.

მაგალითად,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს , რაც არ უნდა  სასაცილოდ ჟღერდეს, დააკვირდება ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბი“, რომლის დამფუძნებელიც არის ნაციონალური მოძრაობის სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე ამ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისა დღესაც არის ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. სწორედ ბატონი მურთაზ ზოდელავა და შაშკინი როგორც ჩანს ,,დააკვირდებიან” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და შემდეგ შემოგთავაზებენ თავიანთ ვითომ და ძალიან ნეიტრალურ შეფასებებს.

ასევე ე.წ. დამკვირვებლად რეგისტრირებულია მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ სამგორში, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი  ლევან ხაბეიშვილი. მე ძალიან ახლო კონტაქტი მაქვს სამგორის ამომრჩეველთან,  კარდაკარის მონაწილეც გახლავართ ამ რაიონში და მინდა ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს ძალიან მწირი , თუ არ ვიტყვი არარსებული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი - არჩევნების ბედს წყვეტს ხალხი, მთავარია ის, რომ  ეს კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძვის, თავის თავს მიიჩნევს ასევე დამკვირვებლად, არის რეგისტრირებული დამკვირვებლად და როგორც ჩანს საკუთარი თავის არჩევას  დააკვირდება და შემდეგ   ,,ნეიტრალურ” შეფასებებს შემოგვთავაზებს.

ასევე ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალი ხედვა საქართველო“ თავმჯდომარეა ნაციონალური მოძრაობის მრავალგზის შემწირველი და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი, ყველასთვის ცნობილი  გიგა ნასარიძე -  ესეც ვითომ დამკვირვებელია,  თავი რომ დავანებოთ ისეთ ცუდად ცნობილ ორგანიზაციებს, როგორებიც არიან „თავისუფალი ზონაახალგაზრდა თაობა“ და სხვები, ვისაც ალბათ შეგვიძლია ყველაფერი დავაბრალოთ გარდა იმისა, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ნეიტრალური დამკვირვებლები.

ამ ყველაფრით, ფაქტებით დასტურდება ის, რაც ,,ოდირმა“ უკვე თავის შუალედურ ანგარიშში თქვა, რომ ე.წ. დამკვირვებელი ორგანიზაციების დიდი ნაწილი სწორედ  ოპოზიციურ პარტიებთან და ზოგადად პარტიებთან არის აფილირებული. ასევე არის ორგანიზაცია, რომელსაც ასეთი აბსურდული სახელი აქვს -  „მშვიდობის ლეგიონი ფენიქსი“, რომლის თავმჯდომარეც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი  ბესიკ წერედიანია, მაგრამ ჩემი აზრით, ცალკე აღნიშვნის ღირსია სამოქალაქო პლატფორმა "2020", რომელიც 2009 წელს ყველას გახსოვთ ალბათ ,,ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის’’ სახელით დაარსდა და სულ ახლახანს,  ივლისის თვეში მიმდინარე წელს,

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ბატონი ლაშა ფარულავას განცხადების  საფუძველზე, ორგანიზაციამ გადაწყვიტა რომ შეეცვალა სახელი. ეს ის ორგანიზაცია იყო, ვის და მედიას კარგად გახსოვთ 2014-2016 წლებში არჩევნების დროს, სადამკვირვებლო საქმიანობაში რა თქმა უნდა ჩართულნი იყვნენ და მათი წარმომადგენლები  გახსოვთ, რიგ შემთხვევებში ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს და უფრო მეტიც, ზოგიერთ უბანზე კომისიის, საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილებებსაც კი ითავსებდნენ და ამომრჩეველს უთითებდნენ თუ რომელ კაბინაში შესულიყვნენ და როგორ მოქცეულიყვნენ, მაგრამ მათ შეიცვალეს სახელი, თითქოს და სახელის ცვლილებით შეიცვლიდნენ თავიანთ მრწამსა და საქმიანობის სტილს  - წელს უკვე დაიწყეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აქტიური კრიტიკა, რადგან ამ ინსტიტუტზე უსაფუძვლო დარტყმებით, მეც მახსოვს არაერთი არჩევნების დროს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეობისას , როგორ ცდილობდა "ნაციონალური მოძრაობა" ამ ინსტიტუტის შერყევას.

როგორც ჩანს ამ სქემის ნაწილია, რომ  წელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის კრიტიკა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, აქტიური მიმართულება. ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ვგულისხმობ სამოქალაქო პლატფორმას "2020" , უკვე გადარქმეული ასეთი სახელით არის   ვასო ურუშაძე, პროგრამული დირექტორი  ლაშა ფარულავა. ეს არის  ნიკა მელიასა და დავით საყვარელიძის ახლო გარემოცვა. ლაშა ფარულავა გახსოვთ 2016 წელს იყო ,,ნაციონალური მოძრაობის მცხეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე . ეს არის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა.

ამ ორგანიზაციის შვილობილია მორიგი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ ჰაბი საქართველო “ , სადაც კვლავ ურუშაძე და ფარულავა არიან გამგეობის წევრები, ხოლო „ჰაბი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე და ხელმძღვანელი, დიდი დამკვირვებელი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის „სოდის“ , (სოდი ყველას გვახსოვს რაც იყო) მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ძმა გიორგი კოდუა, რომელიც ამ არჩევნებს მოევლინა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ,,მიუკერძოებელი“ დამკვირვებელი.

ასევეა  ,,მოძრაობა საქართველოს-ერთობისა და გაერთიანების“ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლის წევრია ელენე ოზაშვილი, რომელიც 2017 წელს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ახლა ამ არჩევნებზე იგივე ელენე ოზაშვილი გახლავთ „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში ანუ კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც საკუთარი თავის არჩევას ,,დააკვირდება“ და თუ არ მოეწონა შედეგი იტყვის, რომ გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი და შემდეგ შეიქმნება მორიგი კასკადი ცრუ ახალი ამბებისა, ცრუ სკანდალებისა და დარღვევებისა.

 რაც შეეხება სტრატეგია აღმაშენებელს - აქ გვაქვს ე.წ.  სადამკვირვებლო ორგანიზაცია სახელით „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“,  სადაც გამგეობის წევრები არიან სტრატეგია აღმაშენებლის პროპორციული სიის მესამე ნომერი, პაატა მანჯგალაძე, მეჩვიდმეტე ნომერი-ლაშა დიაროვი და ეს ხალხი ისევ და ისევ საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და ამას ეძახიან მიუკერძოებელ სადამკვირვებლო საქმიანობას.

ბოლოს ყურადღებას შევაჩერებ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სიტყვა ქართულზე“, რომელიც ,,პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ არჩევნების წარმართვას დააკვირდება - ესეც ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და აქ არის გამგეობის წევრი , ბატონი ფრიდონ ინჯია, რომელიც ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ ამ არჩევნებზე პარტიული სიის, პატრიოტთა ალიანსის პროპორციული სიის მეშვიდე ნომერია და მსხვილი შემწირველი ამ პარტიისა. ეს არის რამდენიმე, ყველაზე თვალსაჩინო და მყვირალა მაგალითი იმისა, თუ როგორ სარგებლობენ „ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი ლიბერალური, გამჭირვალე საარჩევნო მოდელითა და სისტემით ოპოზიციური პარტიები იმისთვის, რომ შექმნან ცრუ ამბები ვითომდა დარღვევებთან დაკავშირებით, როგორ გააკრიტიკონ უსაფუძვლოდ ის ინსტიტუტი, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ჰქვია და რეალურად არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში შექმნან მთელი კასკადი პროვოკაციებისა, რომელიც ჩვენ როგორც ვიცით ნამდვილად არის გეგმაში. ეს ანალიტიკა, რომელიც თქვენ დაგირიგდათ არის თარგმნილი, ისინი მოეწოდება ,,ოდირს“, ასევე რეალურ დამკვირვებლებს, რომლებიც მადლობა ღმერთს მრავლად არიან შიდა ბაზარზეც, შიდა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. მე მინდა თქვენ, მედიას ჩვენი პარტიის სახელით მოგიწოდოთ, რომ ამ ვითომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, როგორც საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ“, - ამბობს თეა წულუკიანი.




 ახალი ამბები
  • ნიკა გვარამია: არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე"არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე", _ ამის შესახებ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. "მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა, იმ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა - ხმის ქურდები და რამიშვილი-ნაცვლიშვილის დიალოგი. არგუმენტი- ამ პერიოდში არ გქონდათ პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებაო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გვქონდა გაშვების უფლება წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით. წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა?", _ წერს ... ...
  • "ძალ-ღონეს არ დავიშურებ, ვიზრუნო შშმ პირთა უფლებების დაცვაზე" _ ვასილ ჩიგოგიძე (R)გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის მიერ რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქველმოქმედო პროგრამა განხორციელდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში 200 ოჯახს საკვები პროდუქტები დაურიგდა. „ჩვენი ხელისუფლების მხრიდან შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და კიდევ უამრავი კარგი პროექტი განხორციელდება. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით მრავალ სასიკეთო ცვლილებას განვახორციელებთ, ჩემი მხრიდან ძალ-ღონეს არ დავიშურებ ვიზრუნო შშმ პირთა უფლებების დაცვაზე. ვულოცავ მათ დღევანდელ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ. ... ...
  • მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმამარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზად კომისიამ 6-7 ნოემბერს ეთერში გასული კლიპები დაასახელა და განაცხადა, რომ ტელევიზიას ამ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვების უფლება არ ჰქონდა, _აღნიშნულის შესახებ განცხადებას მთავარი არხი ავრცელებს. "წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვით, კი შეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით", - წერს არიხს იურისტი, თამთა მურადაშვილი. თამთა მურადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და მარეგულირებელმა იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც დაჯარიმება ახსნა სანქციის მაქსიმალური ოდენობა 58 ათასი ლარი გამოიყენა, მაშინ, როცა მინიმალური თანხა 5 ათასია. "ეს არის კრიტიკული მედიის დემონსტრაციული დასჯა იმ პოლიტიკური რეკლამების გამო რომლის შინაარსიც არ მოეწონათ", - ამბობს თამთა მურადაშვილი. გადაწყვეტილებას "მთავარი არხი" სასამართლოში გაასაჩივრებს.მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზად კომისიამ 6-7 ნოემბერს ეთერში გასული კლიპები დაასახელა და განაცხადა, რომ ტელევიზიას ამ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვების უფლება არ ჰქონდა. "წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვით, კი შეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით", - წერს არიხს იურისტი, თამთა მურადაშვილი. თამთა მურადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და მარეგულირებელმა იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც დაჯარიმება ახსნა სანქციის მაქსიმალური ოდენობა 58 ათასი ლარი გამოიყენა, მაშინ, როცა მინიმალური თანხა 5 ათასია. "ეს არის კრიტიკული მედიის დემონსტრაციული დასჯა იმ პოლიტიკური რეკლამების გამო რომლის შინაარსიც არ მოეწონათ", - ამბობს თამთა მურადაშვილი. გადაწყვეტილებას "მთავარი არხი" სასამართლოში გაასაჩივრებს. წყარო: ... ...
  • შშმ ბავშვებს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ცხელი ხაზი მოემსახურებაკორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებს მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცხელი ხაზი ბავშვებს, მათ შორის შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას. 111-ის ოპერატორები, ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს ჩართავენ. კოვიდ-19-თან დაკავშირებულ შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ონლაინ კლინიკა განიხილავს. ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111 გაზაფხულიდან მოქმედებს და ... ...
  • არასრულწლოვანი შვილის და შვილის მეგობრის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო კაცი დააკავესპოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.გ., დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე დადგენილია, რომ გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით. გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...