თვითმმართველობაში უხეში ჩარევა თუ სიზმრად ნანახი ამბავი _ რაში ადანაშაულებს ექსპარლამენტარი გუბერნატორს

პოლიტიკა

თვითმმართველობაში უხეში ჩარევა თუ სიზმრად ნანახი ამბავი _ რაში ადანაშაულებს ექსპარლამენტარი გუბერნატორს

2019 ივნ 14 12:51:39

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, გოგი ფაცურიას თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე, დიდი ხანია, საუბრობენ. ამ საუბრის მიზეზი ფაცურიას წინააღმდეგ ის ორკესტრირებული შეტევაა, რომელიც მმართველი გუნდის სხვადასხვა შტოდან უცხო თვალისთვისაც კი შეიმჩნევა.

ამბობენ, რომ მერის პირველ მოადგილეს, ე. წ. "თორმეტიანელები" უპირისპირდებიან, რომლებიც თავიანთ თავს ლანჩხუთში "ქართული ოცნების" დამფუძნებლებად მოიხსენიებენ. ისინი ფაცურიას ბრალს "ნაციონალური პოლიტიკის" გატარებაში დებენ და საამისო სარჩულად საფეხბურთო კლუბ "გურიაში" კახა ებრალიძის მოსვლას იყენებენ _ მათი თქმით, სწორედ გოგი ფაცურიამ შეუწყო ხელი ებრალიძის გუნდს აუქციონის მოგებაში.

სხვათა შორის, "ოცნების" ამ შტომ გოგი ფაცურიას წინააღმდეგ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდშიც გაილაშქრა, როცა იგი საარჩევნო შტაბის უფროსად დასახელდა. მაშინ ერთ-ერთი სამსახურის უფროსის კაბინეტში საიდუმლო შეხვედრა კი გაიმართა, სადაც გეგმა შეიმუშავეს, რომ თუ შტაბის ხელმძღვანელობა ფაცურიას დაეკისრებოდა, ბოიკოტის ნიშნად პარტიის ოფისის კარები აეჭედათ. საბოლოოდ, საქმე აქამდე არ მისულა, "ოცნების" იმ ნაწილმა, ვინც მერობის მაშინდელი კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის გუნდად მოიაზრებოდა, თავისი გაიტანა და საარჩევნო მარათონის ხელმძღვანელობა, შიდა დაპირისპირებების მიუხედავად, ფაცურიას ჩააბარა.

ირკვევა, "ძველი გვარდიის" ამ მოთხოვნებს ფაცურიასთან მიმართებაში ყველაზე მეტად მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ახმოვანებს _ როგორც თვითმხილველები ამბობენ, რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში ერთ-ერთ საწარმოს გახსნაზე მისულ გუბერნატორს, მერის პირველი მოადგილის დანახვისას არ დაუფარავს უკმაყოფილება და უკითხავს _ ეს კაცი კიდევ არის თანამდებობაზეო.


ჩვენი წყაროს თქმით, ამ შეხვედრაზე გააპროტესტა გუბერნატორმა გოგი ფაცურიას თანამდებობაზე ყოფნა

მერის პირველ მოადგილესთან გუბერნატორის ასეთ დამოკიდებულებაზე საჯაროდ საუბრობს ლანჩხუთის მერთან საკმაოდ დაახლოებული პირი, ექსპარლამენტარი ომარ ხუციშვილი. ის მიიჩნევს, რომ შეტევა, რომელიც ფაცურიაზე ხორციელდება, ირიბად, მოქმედ მერზე ალექსანდრე სარიშვილზე შეტევასაც ნიშნავს:

"გუბერნატორი, რომელიც მთავრობის წარმომადგენელია რეგიონში, თავად არღვევს კანონს და ამეტებს უფლებამოსილებას. ეს ყველაფერი მას ნორმალურად მიაჩნია. მინდა, მივმართო გუბერნატორს: რა არის ნორმალური _ მერია რომ ორი თვე სტრესულ მდგომარეობაში გვყავს ჩაყენებული? ვინ მოგცათ თქვენ იმის უფლება, აღშფოთება გამოხატოთ, თუ რატომ აგრძელებს მუშაობას გოგი ფაცურია და რატომ არ არის გათავისუფლებული?

გუბერნატორი, მართალია, ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც დაინიშნა, მაგრამ გულწრფელად მინდა ვთქვა, ამ ხნის განმავლობაში არაფერი დამინახავს, წამიკითხავს და გამიგონია ისეთი, რომელიც გუბერნატორის მუშაობის რაიმე შედეგთან იქნება დაკავშირებული. ერთადერთი, რასაც ვხედავთ და ვისმენთ, არის ამ ადამიანის დაუოკებელი მცდელობა, რომ გოგი ფაცურია გააგდოს სამსახურიდან.

ნებისმიერი საჯარო მუშაკის გათავისუფლებას სჭირდება კარგად შესწავლილი და გამოკვეთილი მიზეზი. ამ შემთხვევაში რა არის გათავისუფლების მიზეზი, გაუგებარია. გუბერნატორი ერთადერთ არგუმენტად და მიზეზად ასახელებს მხოლოდ იმას, რომ თურმე ეს საქმე კარგა ხანია გადაწყვეტილი ყოფილა და ასე უნდა დასრულდეს. ვინ გადაწყვიტა? სად გადაწყდა?

რაოდენ საკვირველი და აუხსნელიც უნდა იყოს, გუბერნატორის მოქმედების მოკლე, ლოგიკური ანალიზით, ეჭვის დონეზე შესაძლებელია რაღაც დასკვნამდე მისვლა.

ვფიქრობთ, რომ ფაცურიას წასვლის შემდეგ, მერს ისეთ მოადგილეს შეურჩევენ, რომელსაც არაფერი საერთო არ ექნება წესიერებასთან. ასეთ მოადგილესთან მერი ერთ დღესაც ვერ იმუშავებს და მალე საკუთარი განცხადებით გადადგება. იმავე დღიდან მოადგილე მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგება და ახალი ენერგიით გაცოცხლდება რესტორნის ფულის, თბილისის ფულის შეგროვება-შეწერა, ადრინდელზე უფრო დიდი მასშტაბით განახლდება ე.წ. "ატკატების" ამოღება და ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება", _ ამბობს მერთან დაახლოებული პირი და გუბერნატორს კონსტიტუციის უხეშად დარღვევასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში დებს ბრალს:

"ეს ხელისგულზე ჩანს. როცა მერი და მოადგილე გუბერნატორისგან ასეთ ზეწოლას განიცდიან, რაღა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს მთლიანად მერიის მუშაობაზე. ამ საქმეში კვალიფიციური პროკურორი დანაშაულის ნიშნებს აუცილებლად აღმოაჩენს, მაგრამ ეს შემდეგ. ახლა არ გვინდა ვიჩქაროთ. ამ დღეებში წინასწარ შეგვითანხმდეს და მოსახლეობას შეგვხვდეს. გაგვაცნოს არგუმენტები და აგვიხსნას, რა გამართლება აქვს მის უკანონო მოქმედებას", _ ამბობს ომარ ხუციშვილი, რომელიც თავის ღია განაცხადში იმ სქემასაც აღწერს, თუ რა პრინციპით ხდებოდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ლანჩხუთის მერიაში რესტორნისა თუ თბილისის ფულის შეგროვება-შეწერა:

"გასაგები რომ იყოს, მაგალითად, რას ნიშნავს "სტუმრის ფული" _ ეს არის თანხა, რომელიც საჭიროა რაიონში სტუმრად ჩამოსული ადამიანის რესტორანში გამასპინძლებისთვის. თანხა გროვდება არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ რაიონში სხვადასხვა მშენებარე ობიექტზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრებიდან. როცა მშენებლობის უფროსი ამ მიზნით გასცემს თანხას, მისთვის ეს ხელსაყრელია, რადგან ხუთჯერ მეტი მიაქვს საკუთარ ჯიბეში. ამისთვის მას პასუხს ვერავინ მოთხოვს, რადგან მოქმედებს პრინციპი _ "თუ შენ მიგაქვს, მეც მჭირდება". ამის გამოა, რომ ვხედავთ დაუმთავრებელ ობიექტებს, უხარისხოდ დაგებულ გზებს, სანახევროდ გაკეთებულ არხებს, წაქცეულ გაბიონებს, ჩამონგრეულ ჭერს და დაზარალებული რჩება მოსახლეობა.

ასეთივე პრინციპით ხდება თბილისის ფულის შეგროვება _ ეს თანხა საჭიროა დედაქალაქში გამოძახებული მერის ან მისი მოადგილის სამგზავროდ.

ცნობილია, რომ იმ ადამიანებს (ე. წ. "კასირებს"), რომლებსაც ასეთი წესით თანხის შეგროვება ჰქონდათ დავალებული, გაოცება ვერ დაუმალავთ, როცა მერმა ამ თემაზე სიტყვის დაძვრა აუკრძალა. შემდეგ მათ ასე უთქვამთ, ვნახოთ ერთი, სანამდე გაძლებენ უფულოდო და მოთმინებით დალოდებიან იმ დღეს, როცა მათ კვლავ დაავალებდნენ ამ საქმეს. გავიდა წელიწადნახევარი და როცა ლოდინის მოთმინების ფიალა აევსოთ, ამას წინათ ერთ ადგილას ასე განუცხადებიათ: ესენი (იგულისხმება სარიშვილი და ფაცურია) აბდლები ყოფილან, ქერის ორმოში ჩავარდნენ და ვერ სარგებლობენო".

ომარ ხუციშვილის მხრიდან მხარის გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას, რომ ის ღიად ერევა თვითმმართველობის საკითხებში და "დაუოკებელი მცდელობა" აქვს, ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე გააგდოს სამსახურიდან, "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბარში არ ადასტურებს თავად ბრალდებების ადრესატი:

"აბსურდია, ვიღაც რაღაც სიზმრებს ხედავს... არავის არაფერს ვერჩი გურიაში. რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ ამ ფაქტს, ჩემი მხრიდან ვინმეზე არანაირ ზეწოლას არ აქვს ადგილი", _ ამბობს ზურაბ ნასარაია.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...