უკრაინული მედია: სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაგზავნა რვა ათასი ევრო დაჯდა

gurianews.com

პოლიტიკა

უკრაინული მედია: სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაგზავნა რვა ათასი ევრო დაჯდა

2018 თებ 14 11:16:44

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება სავარაუდოდ, რვა ათასი ევრო დაჯდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ტელეგადაცემა „სქემების“ ჟურნალისტებმა დაადგინეს, თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინა დატოვა, პოლონურ ავიაკომპანია Jet Story-ს ეკუთვნის.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაქირავები თვითმფრინავი Hawker Beechcraft Premier 1A ნომრებით SP-RDW ბორისპოლის აეროპორტიდან ვარშავის მიმართულებით 12 თებერვალს 16:33 საათზე გაფრინდა.

ავიაკომპანია Jet Story ასეთი თვითმფრინავით კიევიდან ვარშავაში მგზავრობას მგზავრებს რვა ათას ევროდ სთავაზობს.

ამასთან, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ უკრაინას აღნიშნული რეისის ორგანიზებაში უკრაინული კომპანია Sky Handling-ი დაეხმარა.

1tv.ge


ნახვა: 89


 ახალი ამბები
  • გორის მერის მოადგილემ ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა _ "გურია ნიუსი" თოთიბაძის ბოდიშს ელოდებაგორის მერის პირველმა მოადგილემ, გელა კაპანაძემ ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა და თავისი სიტყვები უკან წაიღო. კაპანაძეს განცხადებების უარყოფა გორის რაიონულმა სასამართლომ 26 აპრილს დააკისრა. როგორც ცნობილია,  მერის მოადგილემ ჟურნალისტ მალხაზ მიქელაძეს 2017 წლის სექტემბერში პროვოკატორი უწოდა და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, რომ თითქოს ჟურნალისტი "შენების მოძრაობის" ინტერესებს ატარებდა, რის გამოც მიქელაძემ სასამართლო დავა 2017 წლის ნოემბერში წამოიწყო. ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა. როგორც გელა კაპანაძე აცხადებს, ფრაზა, რომელიც გასული წლის 21 სექტემბერს ინტერვიუს ჩაწერის დროს გამოთქვა, სპონტანური იყო: "ქართული ოცნების" ოფისში 2017 წლის 21 სექტემბერს ჩაწერილი ინტერვიუს დროს ადგილი არ ჰქონია მალხაზ მიქელაძის მხრიდან ჩემს პროვოცირებას და აღნიშნული ფრაზა იყო სპონტანურად გამოთქმული მოსაზრება, რომელიც მხოლოდ ჩემი მოსაზრება იყო და მალხაზ მიქელაძის, როგორც პიროვნულ, ისევე, პროფესიული პატივისა და ღირსების შელახვას არ ემსახურებოდა", _ თქვა კაპანაძემ. მალხაზ მიქელაძის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც მოესურვებათ, ყველაფერს ვეღარ დააბრალებენ ჟურნალისტებს: "ძალიან სასიხარულოა, რომ გელა კაპანაძე გონს მოეგო და უკან წაიღო ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომელსაც გასულ წელს ჩემი მისამართით აკეთებდა. შეიქმნა პრეცედენტი და ამის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც მოესურვებათ, ყველაფერს ვეღარ დააბრალებენ ჟურნალისტებს, რათა მათ უკვე იციან, რომ სასამართლომ, შესაძლოა, განცხადებების უკან წაღება დააკისროს", – ამბობს მიქელაძე. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, სამწუხაროდ, ჟურნალისტების და არამარტო ჟურნალისტების მიმართ, უსაფუძვლო ბრალდებები საკმაოდ ხშირია. შეგახსენებთ, რომ "გურია ნიუსი" ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძესგან ბოდიშის მოხდას ითხოვს _ მან გასულ კვირას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ განაცხადა, რომ "გურია ნიუსი" ათას სისულელეს წერს", თუმცა, ჩვენ მიერ დაწერილი "სისულელის" ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დაასახელა. სამწუხაროდ, თოთიბაძე ჯერჯერობით, ჩვენ მოთხოვნას არ გამოხმაურებია, ამიტომ თუ ის საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს, "გურია ნიუსი" იძულებული გახდება, სასამართლოს მიმართოს!  ამავე თემაზე: "გურია ნიუსი" ოზურგეთის მერის მოადგილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს! სად მეფე ერეკლე და სად.... ... ...
  • "სოლიდარობა მეტროს!" _ მეტრო "რუსთაველთან" მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობსამ წუთებში მეტრო "რუსთაველთან" მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სამუშაო საათებში მათ გაფიცვის უფლება არ აქვთ. "გაფიცვა სამუშაო საათებში გვინდა, სახლში, რომ მივალ საკუთარ ოჯახს, ხომ არ გავეფიცები?", - აცხადებენ შეკრებილები. მემანქანეების მთავარი მოთხოვნა ისევ რჩება ხელფასის 45% გაზრდა. აქციაზე იმყოფებიან „თეთრი ხმაურის“, „აუდიტორია 115“-ის, პროფკავშირების წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციები . "უნდა ითქვას რომ ჩვენ დღეს მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღირსეულ მოქალაქეებს. ეს ადამიანები უზრუნველქოფენ ქალაქში იმ უზარმაზარ წესრიგს, რომელიც სახეზეა და თავის ბინძური მეთოდებით ებრძვის საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ვიცით, რომ ეს აქცია არის ლეგიტიმური და მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანებს ქონდეთ ოთახი, სადაც ეყოლებათ თავიანთი შვილები და ქონდეთ შვილეისთვის საკვების მიტანის საშუალება. სულ 250 მემანქანე გვყავს. ყველამ კარგად ვიცით, რომ მათი საშუალო ასაკი 65-წელს ზევით არ მიდის. ამ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება. უნდა დაკმაყოფილდეს მათი მათი მოთხოვნები და ხელფასი ერთ საათზე 7-დან 10 ლარამდე უნდა გაეზარდოთ", _ ითქვა აქციაზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო. 2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების ... ...
  • ქალები, რომელთა მხრებზეც სოფელი დგას _ ფოტოამბავიეს ფოტოები გაზაფხულის ცხელ დღეებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაშია გადაღებული. დაბა ხალხმრავალი გვიან შემოდგომაზე და ზამთარშია, ახლა კი მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის _ ქალები, მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდაა წასული. დაბა ნარუჯაში დარჩენილი ქალების უმეტესობა მოცვის კერძო პლანტაციაში მუშაობს. აქ ერთი თვის სამუშაოა _ ჭილოფის ქუდიანი ქალები მზის გულზე მოცვის პლანტაციას უვლიან, საღამოს კი საკუთარი კარმიდამოც მისახედი აქვთ. "არანაირი სამუშაო არაა სათაკილო! მთავარია, იყოს. ძალიან მალე მოცვის მოსავალს ავიღებთ და შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენს კარმიდამოს. საქმის მეტი რა გვაქვს... ვისაც შეუძლია და უფრო მეტი ენერგია აქვს, თურქეთში გადადის",  _ გვითხრეს ნარუჯაში მცხოვრებმა ქალებმა, რომლებმაც არც ფოტოების გადაღებაზე გვითხრეს უარი. ჩვენ კითხვაზე, თავისუფალი დრო თუ რჩებათ, ხუმრობით გვპასუხობენ: "თავისუფალ დროს ფაროსანებს ვხოცავთ და სიცოცხლეს ვუმწარებთ..." ნარუჯელი ქალები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც უმუშევრობაა. მათი აზრით, სამუშაო და ღირსეული ანაზღაურება ყველას სოფელშივე უნდა ჰქონდეს, რომ სხვა ქვეყანაში გადახვეწა და ოჯახების, შვილების მიტოვება, რომელთაც სწავლაში, განათლების მიღებაში სჭირდებათ მშობლების დახმარება, არავის ... ...
  • დაზიანებული წყლის მილი ქალაქის ცენტრშირამდენიმე დღეა, რაც ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს გახორციელდა,  ქვაფენილს ქვემოდან წყალი ამოდის და  ქუჩაში იღვრება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ქვაფენილს ქვემოთ არსებული წყლის გაყვანილობის მილების დაზიანება უნდა იყოს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან,  ლევან ჩხაიძესთან საუბრისას გაირკვა, აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა წყალკანალის პრეროგატივაა. „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მერია საქმის კურსშია. იქ წყლის მილია დაზიანებული და ხარვეზი წყალკანალმა უნდა გამოასწოროს. მერიას აქვს ამ საკითხზე კომუნიკაცია წყალკანალთან და პრობლემა  დროის უახლოეს მონაკვეთში მოგვარდება“, _ გვითხრა ... ...
  • ,,ივანიშვილმა სხვადასხვა არგუმენტი მოისმინა“ _ უმრავლესობის სხდომა დასრულდაუმრავლესობის სხდომა, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობდნენ, დასრულდა. როგორც ფრაქცია  „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიამ  “გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს და საკითხის განსახილველად მორიგი შეხვედრა დაანონსეს.  ბუკიას თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პოზიცია, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ აქვს. ,,უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა იმით, რომ ჩვენ ერთმანეთის პოზიციები მოვისმინეთ, ერთმანეთის გავუზიარეთ  მოსაზრებები და გადაწყდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა შეხვედრებიც გაიმართება იმისათვის, რომ პოზიციები მაქსიმალურად შეჯერდეს. ბატონი ბიძინა უსმენდა სხვადასხვა არგუმენტებსა და მოსაზრებებს, კონკრეტულად საკუთარი პოზიცია,  ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ აქვს. ჩვენ  ,,კონსერვატორები“  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არც მკაცრი და არც ზედმეტად ლიბერალურები ვართ, ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომლითაც არ გაიზრდება ნარკოტიკების მომხმარებელი და არ იქნება ნარკოტიკი ხელმისაწვდომი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი“,_გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...

რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი _ მამაკაცი ვერძი გარეგნულად...

სმარტფონები ახლომხედველობას იწვევს

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ტელეფონი...

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...